16 აპრილი, სამშაბათი, 2024

სამინისტრო აქტიურად მუშაობს „დედა ენის“ საუკეთესო ვერსიის შემუშავებაზე  

spot_img

იაკობ გოგებაშვილის „დედა ენის“ სკოლებში დაბრუნებას მიხეილ ბატიაშვილი პარლამენტის გუშინდელ მოსმენაზეც გამოეხმაურა და განაცხადა, რომ სამინისტრო აქტიურად მუშაობს „დედა ენის“ საუკეთესო ვერსიის შემუშავებაზე.

„რაც შეეხება „დედა ენას“, გოგებაშვილი ყოველთვის თავადაც მომხრე იყო მის ადაპტირებაზე. სპეციალისტებთან ერთად ვმუშაობთ, რომ მივიღოთ საუკეთესო ვერსია, მნიშვნელოვანი იქნება ალბათ პილოტირებაც. მოხარულები ვართ, რომ პარლამენტიც ჩართულია ამ საკითხში, რამდენიმე შეხვედრა ჩვენთანაც გაიმართა დედაენის შესახებ. მაგრამ აქაც გვჭირდება კონსენსუსი, შეთანხმება იმ საუკეთესო ვერსიაზე, რომელიც შეიძლება ემსახურებოდეს ჩვენი ბავშვების განვითარებას“, – აღნიშნა მინისტრმა.

შეგახსენებთ, რომ განათლების კომიტეტმა საკანონმდებლო ინიციატივას, რომლის მიხედვითაც, „დედა ენა“ კანონის დონეზე ხელშეუხებელი გახდება, 25 დეკემბერს დაუჭირა მხარი. კანონპროექტის თანახმად, „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონს ემატება ქვეპუნქტი, რომლის მიხედვით, განათლების სამინისტრო ქმნის ექსპერტთა კომისიას, რომელიც უზრუნველყოფს ეროვნული ან საერთაშორისო კატეგორიის არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მქონე მეთოდის საფუძველზე შექმნილი სახელმძღვანელოს მომზადებასა და გრიფირებაზე წარდგენას. გრიფირება სპეციალური წესით განხორციელდება.

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები