26 აპრილი, პარასკევი, 2024

საგრანტო კონკურსის შედეგად დაფინანსება123-მა სტუდენტმა მოიპოვა

spot_img

2020 წლის სტუდენტთა საგრანტო კონკურსის შედეგად დაფინანსება მოიპოვა 123-მა, ხოლო გრანტი გაიუმჯობესა 139-მა სტუდენტმა. მათგან 100%-იანი გრანტის მოპოვება შეძლო 79-მა, 70%-იანი გრანტის – 87-მა, 50%-იანის კი – 96-მა პირმა.

თუ სტუდენტმა ვერ გაიუმჯობესა დაფინანსება, მას უნარჩუნდება მანამდე მოპოვებული გრანტი და რჩება უფლება, ყოველ მომდევნო წელს, თავიდან დარეგისტრირდეს სტუდენტთა საგრანტო კონკურსზე. სახელმწიფო ასიგნებებიდან ამ კონკურსისთვის გამოყოფილი თანხა რეიტინგული მაჩვენებლის მიხედვით გადანაწილდება საუკეთესო შედეგების მქონე აპლიკანტებზე.

სტუდენტთა საგრანტო კონკურსი წელიწადში ერთხელ ტარდება და შესაძლებლობას აძლევს ბაკალავრიატის სტუდენტებს, მოიპოვონ ან გაიუმჯობესონ საგრანტო დაფინანსება.

საკონკურსო გამოცდაში მონაწილეობის უფლება აქვს აკრედიტებული უმაღლესი სასწავლებლების ბაკალავრიატის ყველა სტუდენტს, რომლებსაც ან საერთოდ არ აქვთ მიღებული გრანტი, ან მხოლოდ ნაწილობრივი დაფინანსება აქვთ.

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები