28 მარტი, ხუთშაბათი, 2024

საგანგაშო რეალობის პირისპირ – რამ მიიყვანა 15 წლის მოზარდი სუიციდამდე

spot_img

გუშინ ჩვენი გაზეთის 2019 წლის ბოლო ნომერი დავაკაბადონეთ და პირველი გვერდის მომზადებისას, ვეცადეთ, მკითხველისთვის წინასაახალწლო განწყობა შეგვექმნა. საღამოს, იაშვილის კლინიკაში, 15 წლის ლუკა სირაძის გარდაცვალებამ არა მარტო ჩვენი რედაქცია, მთელი ქვეყანა თავდაყირა დააყენა… საგანგაშო რეალობის პირისპირ აღმოვჩნდით – სისტემა კლავს. სამწუხაროდ, გვახსოვს ბევრი რამ მანამდეც და მას შემდეგაც… ჩვენ 22 წლის დემურ სტურუას სიტყვებიც გვახსოვს: „დედა, დარჩი მარტო, მაგრამ რა ვქნა…“

იმედია შემზარავი ტრაგედია უკვალოდ არ ჩაივლის და სისტემა არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების „რეფორის“   კრახს აღიარებს და ობიექტურად დაადგენს პოლიციელების ზეწოლამ მიიყვანა, თუ არა 15 წლის მოზარდი სუიციდამდე.

იანვარში ჩვენი გაზეთი განაახლებს გამოსვლას, სასწავლო პროცესიც განახლდება, მაგრამ ლუკასთვის აღარ… „ამ ცხოვრების დედაც!“

ახალი განათლების“ რედაქცია თანაგრძნობას უცხადებს ლუკა სირაძის ოჯახს, მეგობრებს.

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები