20 აპრილი, შაბათი, 2024

საგამოცდო მოდელის კომპლექსური შეფასება — რამდენად მიაღწია დასახულ მიზნებს და რა კონკრეტული გამოწვევების წინაშე დგას ამჟამად სისტემა

spot_img

 

შე­ფა­სე­ბი­სა და გა­მოც­დე­ბის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტ­რის დაკ­ვე­თით ჩა­ტარ­და კვლე­ვა, რომ­ლის მი­ზა­ნი გა­მო­საშ­ვე­ბი და ერ­თი­ა­ნი ეროვ­ნუ­ლი გა­მოც­დე­ბის სის­ტე­მის შე­ფა­სე­ბა იყო. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ არ­სე­ბუ­ლი სა­გა­მოც­დო მო­დე­ლის ამა თუ იმ ას­პექ­ტის შე­სა­ხებ ცალ­კე­უ­ლი კვლე­ვე­ბი ად­რეც ჩა­ტა­რე­ბუ­ლა, აქამ­დე კომ­პ­ლექ­სუ­რად არ შე­ფა­სე­ბუ­ლა, რამ­დე­ნად მი­აღ­წია ამ მო­დელ­მა და­სა­ხულ მიზ­ნებს და რა კონ­კ­რე­ტუ­ლი გა­მოწ­ვე­ვე­ბის წი­ნა­შე დგას ამ­ჟა­მად სის­ტე­მა.

კვლე­ვის შე­დე­გე­ბი ერთ-ერ­თი წყა­როა, რო­მელ­ზე დაყ­რ­დ­ნო­ბი­თაც და­ი­გეგ­მა გა­მოც­დე­ბის რე­ფორ­მა — გა­უქ­მ­და გა­მო­საშ­ვე­ბი გა­მოც­დე­ბი, სა­ვალ­დე­ბუ­ლო სა­გა­მოც­დო სა­გან­თა ნუს­ხი­დან კი ზო­გა­დი უნა­რე­ბის გა­მოც­და მო­იხ­ს­ნა.

კვლე­ვის ან­გა­რი­შის წარ­დ­გე­ნა, შე­ფა­სე­ბი­სა და გა­მოც­დე­ბის ეროვ­ნულ ცენ­ტ­რ­ში, 11 თე­ბერ­ვალს გა­ი­მარ­თა. ცენ­ტ­რის ხელ­მ­ძღ­ვა­ნელ­მა, სო­ფო გორ­გო­ძემ, კვლე­ვის შე­დე­გებ­ზე დაყ­რ­დ­ნო­ბით, ისა­უბ­რა იმა­ზე, თუ რამ­დე­ნად მი­აღ­წია არ­სე­ბულ­მა სა­გა­მოც­დო მო­დელ­მა და­სა­ხულ მიზ­ნებს.

„ერ­თი­ა­ნი ეროვ­ნუ­ლი გა­მოც­დე­ბის პირ­ვე­ლი მი­ზა­ნი, უნი­ვერ­სი­ტე­ტებ­ში სტუ­დენ­ტე­ბის მი­ღე­ბის პრო­ცეს­ში, კო­რუფ­ცი­ის აღ­მოფხ­ვ­რა იყო. არა­ერ­თხელ და­დას­ტურ­და რო­გორც სა­ერ­თა­შო­რი­სო, ისე ად­გი­ლობ­რი­ვი კვლე­ვე­ბით და შე­ფა­სე­ბე­ბით, რომ ეს მი­ზა­ნი მიღ­წე­უ­ლია, ანუ 15 წლის წინ არ­სე­ბუ­ლი დი­დი გა­მოწ­ვე­ვა დაძ­ლე­უ­ლია. კვლე­ვის ფარ­გ­ლებ­ში გა­მო­იკ­ვე­თა, რომ დღეს შეც­ვ­ლი­ლია გა­რე­მო­ე­ბე­ბი და კო­რუფ­ცი­ის ასე­თი საფ­რ­თხე­ე­ბი, ზო­გა­და­დაც, აღარ არ­სე­ბობს, გა­რე­მო შეც­ვ­ლი­ლია უნი­ვერ­სი­ტე­ტებ­შიც.“ — ამ­ბობს სო­ფო გორ­გო­ძე.

ეეგ-ს შე­მო­ღე­ბის მე­ო­რე უმ­თავ­რეს მიზ­ნად ცენ­ტ­რის ხელ­მ­ძღ­ვა­ნელ­მა მე­რი­ტოკ­რა­ტი­უ­ლი შერ­ჩე­ვა — სა­უ­კე­თე­სო სტუ­დენ­ტე­ბის შერ­ჩე­ვა — და­ა­სა­ხე­ლა, თუმ­ცა, აღ­ნიშ­ნა, რომ: „აქ­ვე ჩნდე­ბა კითხ­ვა ვინ არის სა­უ­კე­თე­სო, ის, ვინც კონ­კ­რე­ტულ გა­მოც­დას კარ­გად აბა­რებს? ამ შე­კითხ­ვას პა­სუხს სცემს პრე­დიქ­ტუ­ლი ვა­ლი­დო­ბის კვლე­ვა. თუმ­ცა, ვიდ­რე კვლე­ვის შე­დე­გებს გა­გაც­ნობთ, ერთ-ერთ მი­ზან­საც ვახ­სე­ნებ, რო­მე­ლიც ზო­გა­დი უნა­რე­ბის ტესტს ეხე­ბა. ამ ტეს­ტის მი­ზა­ნია უნი­ვერ­სი­ტეტ­ში სტუ­დენ­ტე­ბის აკა­დე­მი­უ­რი წარ­მა­ტე­ბის პროგ­ნო­ზი­რე­ბა (ეს ჩვე­ნი ცენ­ტ­რის ერთ-ერთ ან­გა­რიშ­ში ამო­ვი­კითხეთ), მაგ­რამ ცენ­ტ­რის მი­ერ 2008 წელს ჩა­ტა­რე­ბუ­ლი კვლე­ვის მო­ნა­ცე­მე­ბი, რო­მე­ლიც 2006-2007 წლის მო­ნა­ცე­მებს და­ეყ­რ­დ­ნო, აჩ­ვე­ნებს, რომ სი­ნამ­დ­ვი­ლე­ში ზო­გა­დი უნა­რე­ბის ტეს­ტი, სხვა საგ­ნის ტეს­ტებ­თან შე­და­რე­ბით, ყვე­ლა­ზე ნაკ­ლე­ბად პროგ­ნო­ზი­რებს სტუ­დენ­ტის აკა­დე­მი­ურ მოს­წ­რე­ბას.“

რად­გა­ნაც ეეგ-ს უმ­თავ­რე­სი ფუნ­ქ­ცია უნი­ვერ­სი­ტე­ტე­ბი­სათ­ვის სტუ­დენ­ტე­ბის შერ­ჩე­ვაა, ბუ­ნებ­რი­ვია, სა­ინ­ტე­რე­სოა, რამ­დე­ნად შე­ე­სა­ბა­მე­ბა ეეგ-ში მი­ღე­ბუ­ლი შე­დე­გე­ბი სტუ­დენ­ტ­თა შემ­დ­გომ აკა­დე­მი­ურ წარ­მა­ტე­ბებს (პრე­დიქ­ტუ­ლი ვა­ლი­დო­ბა).

კვლე­ვის ფარ­გ­ლებ­ში გა­ა­ნა­ლიზ­და ილი­ას უნი­ვერ­სი­ტე­ტის ოთხი სხვა­დას­ხ­ვა ფა­კულ­ტე­ტის სა­ბა­კა­ლავ­რო პროგ­რა­მებ­ზე — მეც­ნი­ე­რე­ბე­ბი და ხე­ლოვ­ნე­ბა, სა­მარ­თა­ლი, ბიზ­ნე­სი, სა­ბუ­ნე­ბის­მეტყ­ვე­ლო მეც­ნი­ე­რე­ბე­ბი­სა და სა­ინ­ჟინ­რო — 2015, 2016 და 2017 წლებ­ში ჩა­რიცხუ­ლი სტუ­დენ­ტე­ბის მი­სა­ღებ გა­მოც­დებ­ზე მი­ღე­ბუ­ლი ქუ­ლე­ბი და მა­თი სა­შუ­ა­ლო აკა­დე­მი­უ­რი მოს­წ­რე­ბა უნი­ვერ­სი­ტეტ­ში სწავ­ლის პირ­ვე­ლი სე­მეს­ტ­რის გან­მავ­ლო­ბა­ში.

რო­გორც ვხე­დავთ, ორი ტენ­დენ­ცია გა­მო­იკ­ვე­თა: ყვე­ლა­ზე და­ბა­ლი პრე­დიქ­ტუ­ლი ვა­ლი­დო­ბა ზო­გა­დი უნა­რე­ბის ტესტს აქვს, შემ­დ­გომ — უცხო­ურ ენას და ყვე­ლა­ზე მა­ღა­ლი — ქარ­თულ ენას; ასე­ვე, ყვე­ლა ტესტს ყვე­ლა­ზე და­ბა­ლი პრე­დიქ­ტუ­ლი ვა­ლი­დო­ბა აქვს მეც­ნი­ე­რე­ბე­ბი­სა და ხე­ლოვ­ნე­ბის ფა­კულ­ტე­ტის სტუ­დენ­ტე­ბის­თ­ვის და ყვე­ლა­ზე მა­ღა­ლი — სა­ბუ­ნე­ბის­მეტყ­ვე­ლო მეც­ნი­ე­რე­ბე­ბის, სა­ინ­ჟინ­რო და სა­მარ­თ­ლის ფა­კულ­ტე­ტე­ბის სტუ­დენ­ტე­ბი­სათ­ვის. „ამ მო­ნა­ცე­მე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე შეგ­ვიძ­ლია და­ვას­კ­ვ­ნათ, რომ ილი­ას უნი­ვერ­სი­ტეტ­ში, სა­მი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში, ბა­კა­ლავ­რი­ატ­ში ჩა­რიცხუ­ლი სტუ­დენ­ტე­ბი­სათ­ვის მი­სა­ღე­ბი გა­მოც­დე­ბის ქარ­თუ­ლი ენის ტეს­ტი ყვე­ლა­ზე უკეთ გან­საზღ­ვ­რავს იმას, თუ რო­გო­რი აკა­დე­მი­უ­რი მოს­წ­რე­ბა ექ­ნე­ბათ მათ. 2015, 2016 და 2017 წლე­ბის­თ­ვის, ცალ-ცალ­კე რომ გა­მოვ­თ­ვა­ლოთ კო­რე­ლა­ცი­ის კო­ე­ფი­ცი­ენ­ტე­ბი, იგი­ვე ტენ­დენ­ცი­ე­ბი ნარ­ჩუნ­დე­ბა. თუმ­ცა ქარ­თულ ენა­ში შე­დე­გე­ბი ყვე­ლა­ზე კონ­სის­ტენ­ტუ­რია. ეს შე­დე­გე­ბი მეტ-ნაკ­ლე­ბად შე­ე­სა­ბა­მე­ბა სა­ერ­თა­შო­რი­სო კვლე­ვე­ბის შე­დე­გებს, ქარ­თუ­ლი ენი­სა და ლი­ტე­რა­ტუ­რის ტესტს კი, სხვა კვლე­ვებ­თან შე­და­რე­ბი­თაც კი, მა­ღა­ლი პრე­დიქ­ტუ­ლი ვა­ლი­დო­ბა აქვს.“ — ვკითხუ­ლობთ კვლე­ვა­ში.

ეს შე­დე­გე­ბი შე­სა­ბა­მი­სო­ბა­შია გა­მოც­დე­ბის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტ­რის მი­ერ 2008 წელს ჩა­ტა­რე­ბულ პრე­დიქ­ტუ­ლი ვა­ლი­დო­ბის კვლე­ვას­თან, რომ­ლის ფარ­გ­ლებ­შიც გა­ა­ნა­ლიზ­და, 2006-2007 წლებ­ში, სხვა­დას­ხ­ვა უნი­ვერ­სი­ტე­ტებ­ში ჩა­რიცხულ სტუ­დენ­ტ­თა მო­ნა­ცე­მე­ბი. ანა­ლიზ­მა აჩ­ვე­ნა, რომ ეეგ-ზე, სა­ვალ­დე­ბუ­ლო საგ­ნებ­ში, ყვე­ლა­ზე მა­ღა­ლი პრე­დიქ­ტუ­ლი ვა­ლი­დო­ბა ქარ­თუ­ლი ენი­სა და ლი­ტე­რა­ტუ­რის ტესტს აქვს, ყვე­ლა­ზე და­ბა­ლი კი — ზო­გად უნა­რებს: სტუ­დენ­ტ­თა პირ­ვე­ლი და მე­ო­რე სე­მეს­ტ­რის აკა­დე­მი­ურ მოს­წ­რე­ბას­თან ქარ­თუ­ლის ტეს­ტის შე­დე­გე­ბის კო­რე­ლა­ცი­ის კო­ე­ფი­ცი­ენ­ტი, თით­ქ­მის, სამ­ჯერ აღე­მა­ტე­ბა ზო­გა­დი უნა­რე­ბის შე­დე­გე­ბის მაჩ­ვე­ნე­ბელს; უცხო ენე­ბი­სა კი — და­ახ­ლო­ე­ბით ორ­ჯერ. შე­ფა­სე­ბი­სა და გა­მოც­დე­ბის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტ­რის ექ­ს­პერ­ტ­თა გან­ცხა­დე­ბით, 2010 წელს, სა­ხელ­მ­წი­ფო სას­წავ­ლო გრან­ტის გა­ნა­წი­ლე­ბის წე­სის შეც­ვ­ლა — მხო­ლოდ ზო­გა­დი უნა­რე­ბის გა­მოც­დის შე­დე­გის ნაც­ვ­ლად, ოთხი გა­მოც­დის შე­დე­გის სა­ფუძ­ველ­ზე გა­ცე­მა — ნა­წი­ლობ­რივ, სწო­რედ ზო­გა­დი უნა­რე­ბის ტეს­ტის და­ბა­ლი პრე­დიქ­ტუ­ლი ვა­ლი­დო­ბით იყო გან­პი­რო­ბე­ბუ­ლი.

თვი­სებ­რი­ვი კვლე­ვის შე­დე­გად გა­მოვ­ლინ­და, რომ რო­გორც სტუ­დენ­ტე­ბის, ასე­ვე უნი­ვერ­სი­ტე­ტე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბის აღ­ქ­მა­ში ეეგ-ზე მი­ღე­ბუ­ლი ქუ­ლე­ბი, თით­ქ­მის, არა­ნა­ირ კავ­შირ­ში არ არის უნი­ვერ­სი­ტეტ­ში სწავ­ლის დროს აკა­დე­მი­ურ მოს­წ­რე­ბას­თან. უფ­რო მე­ტიც, ბევ­რი ფიქ­რობს, რომ თუ­კი აბი­ტუ­რი­ენ­ტი მა­ღალ ქუ­ლას და, შე­სა­ბა­მი­სად, გრანტს იღებს, შემ­დ­გომ კარ­გად სწავ­ლის მო­ტი­ვა­ცი­ას კარ­გავს. უნი­ვერ­ტი­ტე­ტე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი აღ­ნიშ­ნა­ვენ, რომ იმ სტუ­დენ­ტებ­საც კი, რომ­ლებ­საც ას­პ­რო­ცენ­ტი­ა­ნი გრან­ტი აქვთ (შე­სა­ბა­მი­სად, ვი­საც სა­უ­კე­თე­სო ქუ­ლე­ბი აქვთ მი­ღე­ბუ­ლი ეეგ-ში), ხში­რად უნი­ვერ­სი­ტეტ­ში სწავ­ლის­თ­ვის სა­ჭი­რო ელე­მენ­ტა­რუ­ლი უნარ-ჩვე­ვე­ბი არ აქვთ, რო­გო­რი­ცაა: წა­კითხუ­ლის ში­ნა­არ­სის გა­აზ­რე­ბა და მოკ­ლედ გად­მო­ცე­მა, მო­ნა­ცე­მე­ბის მარ­ტი­ვი ანა­ლი­ზი და ა.შ. მა­გა­ლი­თად, თა­ვი­სუ­ფალ უნი­ვერ­სი­ტეტს, რო­მე­ლიც ტრა­დი­ცი­უ­ლად ყვე­ლა­ზე მეტ მა­ღალ­ქუ­ლი­ან სტუ­დენტს იღებს, სას­წავ­ლო წლის და­საწყის­ში, უწევს პირ­ველ­კურ­სე­ლე­ბი­სათ­ვის ზო­გა­დი შე­სა­ვა­ლი კურ­სის ორ­გა­ნი­ზე­ბა, რო­მელ­შიც ამ უნარ-ჩვე­ვებს გა­ნუ­ვი­თა­რე­ბენ სტუ­დენ­ტებს.

კი­დევ ერ­თი მი­ზა­ნი, რო­მელ­საც ზო­გა­დი უნა­რე­ბის გა­მოც­დამ ვერ მი­აღ­წია, რე­პე­ტი­ტო­რე­ბის რო­ლის შემ­ცი­რე­ბაა. კვლე­ვის ან­გა­რიშ­ში ნათ­ქ­ვა­მია, რომ იმ მე­თორ­მე­ტეკ­ლა­სე­ლე­ბი­დან, რომ­ლე­ბიც რე­პე­ტი­ტო­რებ­თან ემ­ზა­დე­ბი­ან, 47% სამ­ზე მეტ სა­გან­ში ემ­ზა­დე­ბა. მშობ­ლე­ბის 74% მი­იჩ­ნევს, რომ ზო­გად უნა­რებ­ში მომ­ზა­დე­ბა სა­ჭი­როა.

„ერთ-ერ­თი არ­გუ­მენ­ტი, რო­მელ­საც რე­ფორ­მის კრი­ტი­კი­სას ხში­რად ვის­მენთ, არის ის, რომ ზო­გა­დი უნა­რე­ბის გა­მოც­დის­თ­ვის მომ­ზა­დე­ბა არა­ვის არ უნ­და სჭირ­დე­ბო­დეს, ამი­ტომ არის ყვე­ლა­ზე დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი. მაგ­რამ კვლე­ვა აჩ­ვე­ნებს, რომ პი­რი­ქი­თაა, ყვე­ლა­ზე ხში­რად სწო­რედ უნა­რებ­ში ემ­ზა­დე­ბი­ან აბი­ტუ­რი­ენ­ტე­ბი. ფო­კუს ჯგუ­ფებ­ში გა­მო­იკ­ვე­თა, რომ უნა­რებ­ში მომ­ზა­დე­ბას გა­ცი­ლე­ბით მე­ტი მშო­ბე­ლი მი­იჩ­ნევს მნიშ­ვ­ნე­ლოვ­ნად. რე­პე­ტი­ტორ­თან სი­ა­რუ­ლი გარ­და­უ­ვალ აუცი­ლებ­ლო­ბად აღიქ­მე­ბა და ყვე­ლა­ზე სა­ვა­ლა­ლო ის არის, რომ რე­პე­ტი­ტო­რო­ბა სკო­ლის პა­რა­ლე­ლურ სის­ტე­მად ჩა­მო­ყა­ლიბ­და, რაც, სა­ბო­ლოო ჯამ­ში, არც სკო­ლის გან­ვი­თა­რე­ბას ეხ­მა­რე­ბა, არც ბავ­შ­ვის გან­ვი­თა­რე­ბას და უმაღ­ლეს­შიც დიდ შე­დეგს ვერ გვაძ­ლევს“, — ამ­ბობს სო­ფო გორ­გო­ძე.

გარ­და ამი­სა, კვლე­ვის ან­გა­რი­ში აჩ­ვე­ნებს, რომ სკო­ლის მდე­ბა­რე­ო­ბა და ტი­პი გან­საზღ­ვ­რავს თუ რამ­დე­ნად წარ­მა­ტე­ბით აბა­რებს აბი­ტუ­რი­ენ­ტი გა­მოც­დას.

უმაღ­ლეს სას­წავ­ლებ­ლებ­ში თბი­ლი­სე­ლი აბი­ტუ­რი­ენ­ტე­ბის, და­ახ­ლო­ე­ბით, 95% ირიცხე­ბა, სხვა ქა­ლა­ქე­ბი­დან — 78%, სოფ­ლე­ბი­დან კი — 68%. კვლე­ვამ აჩ­ვე­ნა ისიც, რომ ქუ­ლე­ბის მხრივ, სა­ვალ­დე­ბუ­ლო საგ­ნებ­ში, ყვე­ლა­ზე დი­დი გან­ს­ხ­ვა­ვე­ბა თბი­ლის­სა და სოფ­ლებს შო­რის ორ სა­გან­შია — უცხო­უ­რი ენა და უნა­რე­ბი. მა­გა­ლი­თის­თ­ვის, უცხო ენა­ში სხვა­ო­ბა 22 ქუ­ლაა, უნა­რებ­ში კი — 8.5. ცენ­ტ­რის ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლი გან­მარ­ტავს, რომ ეს პრობ­ლე­მა ად­რეც ფიქ­სირ­დე­ბო­და, რაც იმის მი­ზე­ზი გახ­და, რომ უცხო­ურ ენა­ში გა­მოც­დის ბა­რი­ე­რი ყვე­ლა­ზე და­ბა­ლია.

„უცხო ენა სა­გა­ნია, უნა­რე­ბი სა­გა­ნი არ არის. თუ მე უცხო ენა­ში პრო­ექ­ტებს დავ­გეგ­მავ, მას­წავ­ლებ­ლებს გა­ვაძ­ლი­ე­რებ, შე­იძ­ლე­ბა შე­დე­გი პირ­და­პირ აისა­ხოს მოს­წავ­ლე­ებ­ზე. უნა­რე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით რა გა­ვა­კე­თოთ? სა­ნამ სკო­ლა­ში სწავ­ლის ხა­რის­ხი 100%-ით არ გა­იზ­რ­დე­ბა, ვე­რა­ფერს ვი­ზამთ, ამი­ტომ ეს 8.5 ქუ­ლა გა­ცი­ლე­ბით პრობ­ლე­მა­ტუ­რია ამ ეტაპ­ზე, ვიდ­რე 22 ქუ­ლა უცხო ენა­ში.ზო­გა­დი უნა­რე­ბის ტეს­ტი ცუ­დი არ არის და ამას არა­ვინ ამ­ბობს, მაგ­რამ არ არის ისე­თი დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი და გა­მა­თა­ნაბ­რე­ბე­ლი, რომ ამ­ხე­ლა დატ­ვირ­თ­ვა ჰქონ­დეს და იყოს სა­ვალ­დე­ბუ­ლო სა­გა­ნი.“ — აცხა­დებს სო­ფო გორ­გო­ძე და კი­დევ ერთ სი­ახ­ლეს — შე­ფა­სე­ბე­ბის სკო­ლის პე­რი­ოდ­ში გა­და­ტა­ნას აანონ­სებს: „არ უნ­და გვქონ­დეს მა­ღა­ლი რის­კის გა­მოც­და, რო­მე­ლიც ჩაჭ­რის და სე­რი­ო­ზუ­ლად და­ა­ზა­რა­ლებს მოს­წავ­ლის მო­მა­ვალს, გვინ­და შე­მო­ვი­ღოთ უფ­რო და­ბა­ლი რის­კის გა­მოც­და, რო­მე­ლიც ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა მის გან­ვი­თა­რე­ბა­ზე. მა­გა­ლი­თად, გა­მოც­და მე­ა­თე კლას­ში, რო­მე­ლიც გა­მო­ავ­ლენს, თუ რა მი­მარ­თუ­ლე­ბით სჭირ­დე­ბა მოს­წავ­ლეს გან­ვი­თა­რე­ბა და მო­მა­ვალ კლასს სწო­რედ ამის მი­ხედ­ვით და­გეგ­მავს სკო­ლა. მსგავ­სი შე­ფა­სე­ბე­ბი უფ­რო ქვე­და კლა­სებ­შიც ჩა­მო­ვა, შე­იძ­ლე­ბა დაწყე­ბი­თებ­შიც. თუმ­ცა, არ გვინ­და, მე­ო­რე უკი­დუ­რე­სო­ბა­ში გა­დავ­ვარ­დეთ და იმ­დე­ნი გა­მოც­და შე­მო­ვი­ღოთ, რომ მოს­წავ­ლე­ებ­მა თქვან, ის რვა გა­მოც­და გვერ­ჩიაო. მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია, ვნა­ხოთ რა ხდე­ბა დაწყე­ბით სა­ფე­ხურ­ზე და გა­ვი­გოთ იცის თუ არა წე­რა-კითხ­ვა ბავ­შ­ვ­მა მე­ექ­ვ­სე კლა­სის ბო­ლოს. ეს ვი­ღა­ცამ რე­ა­ლუ­რად ხომ უნ­და შე­ა­ფა­სოს, ამი­ტომ გვინ­და ამ პროცესს ცენ­ტ­რა­ლი­ზე­ბუ­ლი სა­ხე მივ­ცეთ და თი­თო­ე­ულ სკო­ლას და­ვუ­დოთ კონ­კ­რე­ტუ­ლი მოს­წავ­ლის მო­ნა­ცე­მე­ბი, სად აქვს პრობ­ლე­მა, რომ მხო­ლოდ ბო­ლო წლებ­ში არ აღ­მო­ა­ჩი­ნოს მძი­მე შე­დე­გე­ბი. კი­დევ ერ­თხელ გა­ვი­მე­ო­რებ, რომ ეს უნ­და იყოს გან­ვი­თა­რე­ბა­ზე ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი შე­ფა­სე­ბა.“

კვლე­ვის ან­გა­რიშ­ში ყუ­რადღე­ბა გა­მახ­ვი­ლე­ბუ­ლია იმა­ზე, თუ რა გავ­ლე­ნა იქო­ნია გა­მო­საშ­ვებ­მა გა­მოც­დებ­მა დას­წ­რე­ბა­ზე, რე­პე­ტი­ტო­რო­ბის პრაქ­ტი­კა­ზე, სკო­ლე­ბის ან­გა­რიშ­ვალ­დე­ბუ­ლე­ბა­სა და მოს­წავ­ლე­თა ინ­ტე­რეს­ზე სა­ბუ­ნე­ბის­მეტყ­ვე­ლო საგ­ნე­ბის მი­მართ, რაც კა­ტის და­ნერ­გ­ვის მთა­ვარ მიზ­ნებს წარ­მო­ად­გენ­და.
  • მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ რე­ფორ­მის ინი­ცი­ა­ტო­რე­ბი გა­მო­საშ­ვებ გა­მოც­დას მოს­წავ­ლის სკო­ლა­ში დაბ­რუ­ნე­ბის ფუნ­ქ­ცი­ას აკის­რებ­დ­ნენ, უფ­როს კლა­სებ­ში მოს­წავ­ლე­თა დას­წ­რე­ბა ისევ დიდ პრობ­ლე­მად რჩე­ბა. ზოგ შემ­თხ­ვე­ვა­ში, სკო­ლა გა­მოც­დე­ბის­თ­ვის მომ­ზა­დე­ბის პრო­ცეს­ში ხე­ლის­შემ­შ­ლელ ფაქ­ტო­რა­დაც კი აღიქ­მე­ბა;
  • პირ­ველ ეტაპ­ზე, გა­მო­საშ­ვებ­მა გა­მოც­დებ­მა სკო­ლი­დან მოს­წავ­ლე­თა გა­დი­ნე­ბას შე­უწყო ხე­ლი;
  • გა­მო­საშ­ვე­ბი გა­მოც­დე­ბის­თ­ვის რე­პე­ტი­ტო­რებ­თან მომ­ზა­დე­ბა გავ­რ­ცე­ლე­ბუ­ლი პრაქ­ტი­კაა. თუმ­ცა ეეგ-სგან გან­ს­ხ­ვა­ვე­ბით, გა­მო­საშ­ვე­ბი გა­მოც­დე­ბის­თ­ვის მოს­წავ­ლე­ე­ბი უფ­რო ნაკ­ლე­ბი ხან­გ­რ­ძ­ლი­ვო­ბით ემ­ზა­დე­ბი­ან;
  • გა­მო­საშ­ვე­ბი გა­მოც­დე­ბის ფორ­მატს და ტეს­ტუ­რი და­ვა­ლე­ბე­ბის ში­ნა­არსს გა­ნათ­ლე­ბის სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბი ხში­რად იმის გა­მო აკ­რი­ტი­კე­ბენ, რომ ფაქ­ტობ­რი­ვი მა­სა­ლის და­მახ­სოვ­რე­ბა­ზეა ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი;
  • მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ სკო­ლის გა­მო­საშ­ვე­ბი გა­მოც­დე­ბი სა­სერ­ტი­ფი­კა­ტოა, ანუ მიღ­წე­ვის დო­ნეს ზო­მავს, მი­სი შე­დე­გე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბა სის­ტე­მის შე­სა­ფა­სებ­ლად და გა­სა­უმ­ჯო­ბე­სებ­ლად, ფაქ­ტობ­რი­ვად, შე­უძ­ლე­ბე­ლია;
  • გა­მოც­დე­ბის ორ­გა­ნი­ზე­ბის პრო­ცეს­ში შე­იმ­ჩ­ნე­ვა ხარ­ვე­ზე­ბი (გა­და­წე­რა, კარ­ნა­ხი, და­ვა­ლე­ბა­თა ბან­კ­ში შე­კითხ­ვე­ბის შე­და­რე­ბი­თი სიმ­ცი­რის გა­მო ზოგ­ჯერ კითხ­ვე­ბი ტეს­ტი­რე­ბი­დან გა­მო­აქვთ მოს­წავ­ლე­ებს).

გა­მო­საშ­ვე­ბი გა­მოც­დე­ბის ძლი­ერ მხა­რედ სა­ხელ­დე­ბა შე­ფა­სე­ბი­სა და გა­მოც­დე­ბის ცენ­ტ­რის მი­ერ შე­მუ­შა­ვე­ბუ­ლი და და­ნერ­გი­ლი კა­ტის სის­ტე­მა. „მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ტეს­ტებ­თან და­კავ­ში­რე­ბით სხვა­დას­ხ­ვა ტი­პის პრობ­ლე­მე­ბი არ­სე­ბობს, ეს ტექ­ნო­ლო­გია მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი მო­ნა­პო­ვა­რია და სა­სურ­ვე­ლია, არ და­ი­კარ­გოს, და­იხ­ვე­წოს და გამ­რა­ვალ­ფე­როვ­ნ­დეს.“ — წე­რია კვლე­ვა­ში.

გა­ნათ­ლე­ბის, მეც­ნი­ე­რე­ბის, კულ­ტუ­რი­სა და სპორ­ტის მი­ნის­ტ­რის მო­ად­გი­ლე ირი­ნა აბუ­ლა­ძე კა­ტის გა­მოც­დებ­ზე ამ­ბობს, რომ არა­თავ­სე­ბა­დი იყო მოს­წავ­ლის რე­ა­ლურ მიღ­წე­ვებ­თან, რად­გან ხში­რად ოქ­რო­სა და ვერ­ცხ­ლის მე­და­ლოს­ნე­ბიც კი იჭ­რე­ბოდ­ნენ. ამან გა­მო­იწ­ვია ის, რომ კარ­გი მოს­წ­რე­ბის მქო­ნე მოს­წავ­ლე­ე­ბი მხო­ლოდ გა­მოც­და­ზე იყ­ვ­ნენ ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლე­ბი.

„მთა­ვა­რია შე­ვა­ჯა­მოთ ეტა­პი, სა­დაც ვიმ­ყო­ფე­ბით. სის­ტე­მამ, რო­მე­ლიც 2003-2005 წლებ­ში უმ­წ­ვა­ვეს მდგო­მა­რე­ო­ბა­ში, სრუ­ლი­ად ჩა­მოშ­ლი­ლი, დეგ­რა­დი­რე­ბუ­ლი იყო, აიღო კონ­კ­რე­ტუ­ლი მი­მარ­თუ­ლე­ბა, და­ი­სა­ხა მი­ზა­ნი, რო­მელ­საც მი­აღ­წია. უპირ­ვე­ლე­სი ამო­ცა­ნა იყო სა­მარ­თ­ლი­ა­ნო­ბა შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის კუთხით. უნ­და ვა­ღი­ა­როთ, რომ ჯერ სა­მარ­თ­ლი­ა­ნო­ბა­საც ვერ მი­ვაღ­წი­ეთ ბო­ლომ­დე, რად­გან ეროვ­ნუ­ლი უმ­ცი­რე­სო­ბე­ბის კუთხით თუ გან­ვი­ხი­ლავთ, საქ­მე ისე არ არის, რო­გორც სა­ჭი­როა რომ იყოს. ძა­ლი­ან მცი­რე ნა­ბი­ჯე­ბით წა­ი­წია სის­ტე­მამ ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით. მაგ­რამ უფ­რო ფარ­თოდ თუ შევ­ხე­დავთ სუ­რათს, მიღ­წე­ვე­ბი ნამ­დ­ვი­ლად გვაქვს. ახ­ლა მე­ო­რე ეტაპ­ზე ვართ გა­და­სუ­ლი, რო­ცა სრულ სა­მარ­თ­ლი­ა­ნო­ბას უნ­და მი­ვაღ­წი­ოთ. ვნა­ხეთ, რომ ჩვე­ნი სა­ერ­თა­შო­რი­სო შე­ფა­სე­ბე­ბი, 2009 წელ­თან მი­მარ­თე­ბა­ში, გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბუ­ლია, კონ­კ­რე­ტუ­ლად პი­ზა­ში, მაგ­რამ გაზ­რ­დი­ლია სხვა­ო­ბა ქა­ლაქ­სა და სო­ფელს შო­რის. ეს ძა­ლი­ან ცუ­დი ტენ­დენ­ციაა. თუ თა­ნას­წო­რო­ბის კუთხით სე­რი­ო­ზუ­ლი პრობ­ლე­მე­ბი გვექ­ნე­ბა, ვერ გან­ვი­თარ­დე­ბა ვერც გა­ნათ­ლე­ბის სის­ტე­მა და ვერც ეკო­ნო­მი­კა.

ვამ­ბობთ, რომ კო­რუფ­ცია დავ­ძ­ლი­ეთ და ეს ვი­თა­რე­ბა უნ­და შე­ვი­ნარ­ჩუ­ნოთ. ჯერ კი­დევ ბევ­რი რა­მაა და­სახ­ვე­წი, მაგ­რამ მთა­ვა­რია სკო­ლა­ში ხა­რის­ხის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბა. ამ­დე­ნი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში, ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით, პრაქ­ტი­კუ­ლად, ვე­რა­ფე­რი გა­ვა­კე­თეთ. პი­რი­ქით, უფ­რო მე­ტი წნე­ხის ქვეშ მო­ვაქ­ცი­ეთ სკო­ლე­ბი.

სა­ერ­თა­შო­რი­სო კვლე­ვე­ბის შე­დე­გე­ბის მი­ხედ­ვით, მე­ოთხეკ­ლა­სე­ლებ­თან სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­შუ­ა­ლო­ზე მაჩ­ვე­ნე­ბელ­ზე და­ბა­ლი შე­დე­გე­ბი გვაქვს, მაგ­რამ არა იმ­დე­ნად და­ბა­ლი, რო­გორც მერ­ვეკ­ლა­სე­ლებ­ში, შე­დე­გე­ბი კი­დევ უფ­რო უარეს­დე­ბა 15-წლი­ა­ნებ­ში. პრო­ცე­სი გა­უ­ა­რე­სე­ბის­კენ მი­დის და დაწყე­ბით სა­ფე­ხურ­ზე, სა­დაც ყვე­ლა­ზე რთუ­ლი ტრან­ზი­ცი­ის პე­რი­ო­დია, არა­ფერს ვა­კე­თებთ. არ გვაქვს არც პროგ­რა­მე­ბი, არც შე­ფა­სე­ბა და არც მხარ­და­ჭე­რა. უბ­რა­ლოდ, ამ ბავ­შ­ვებს ოკე­ა­ნე­ში ვის­ვ­რით — გა­დაგ­ვ­ყავს მე-7 კლას­ში და ვე­უბ­ნე­ბით, თავს მი­ხე­დეთ.

ყუ­რად­სა­ღე­ბია შარ­შან­დე­ლი ერთ-ერ­თი კვლე­ვა, რო­მე­ლიც რე­პე­ტი­ტო­რო­ბას ეხე­ბა. ჩვენს რე­გი­ონ­ში რე­პე­ტი­ტო­რო­ბას ყო­ველ­თ­ვის სწყა­ლობ­დ­ნენ, ალ­ბათ, მო­მა­ვალ­შიც ასე იქ­ნე­ბა. სა­ინ­ტე­რე­სოა თვი­თონ რე­პე­ტი­ტო­რო­ბის ტენ­დენ­ცი­ე­ბი — თუ საბ­ჭო­თა კავ­ში­რის დროს რე­პე­ტი­ტო­რო­ბა იმი­ტომ მძვინ­ვა­რებ­და, რომ კო­რუფ­ცი­უ­ლი სის­ტე­მა იყო უმაღ­ლეს სას­წავ­ლებ­ლებ­ში, მე­რე და­იწყო დაბ­ლა სვლა და ჩა­მო­ვი­და სა­ბა­ზო სა­ფე­ხუ­რის და­საწყის­ში. ახ­ლაც არის კო­რუფ­ცი­უ­ლი სის­ტე­მა რის­კის შემ­ც­ვე­ლი, გარ­და ამი­სა, სე­რი­ო­ზუ­ლი ეთი­კუ­რი პრობ­ლე­მე­ბიც გვაქვს. მას­წავ­ლებ­ლე­ბი მშობ­ლებს ეუბ­ნე­ბი­ან, წა­იყ­ვა­ნე, მო­ამ­ზა­დე. ეს კვლე­ვა­ში წე­რია. მას­წავ­ლებ­ლე­ბი ამ­ბო­ბენ, ამას ვე­უბ­ნე­ბი იმ მშობ­ლებს, რომ­ლებ­საც ვენ­დო­ბი და ვუშ­ვებ ჩემს მე­გო­ბარ­თან. ეროვ­ნუ­ლი სას­წავ­ლო გეგ­მა გან­საზღ­ვ­რავს მას­წავ­ლებ­ლის დატ­ვირ­თ­ვას და მის ვალ­დე­ბუ­ლე­ბას, მოს­წავ­ლეს ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი სას­წავ­ლო გეგ­მა შე­უდ­გი­ნოს, რა­თა მი­სი შე­და­რე­ბით სუს­ტი უნა­რე­ბი გა­აძ­ლი­ე­როს. ცხა­დია, ამას არა­ვინ გა­ა­კე­თებს, თუ მას­წავ­ლე­ბე­ლი მე­ტი სა­გაკ­ვე­თი­ლო სა­ა­თე­ბით არ იქ­ნე­ბა და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი. იცით, რა­ტომ არ უნ­დათ მე­ტი სა­მუ­შაო სა­ა­თე­ბი სტა­ტუ­სის მქო­ნე მას­წავ­ლებ­ლებს? — რაც უფ­რო მა­ღა­ლი სტა­ტუ­სი აქვთ, მომ­სა­ხუ­რე­ბაც უფ­რო ძვი­რადღი­რე­ბუ­ლია. აი, ასეა დეგ­რა­დი­რე­ბუ­ლი, ეთი­კუ­რო­ბის თვალ­საზ­რი­სით, ამ სა­კითხი­სად­მი მიდ­გო­მა.

ჩვე­ნი მო­მა­ვა­ლი საქ­მი­ა­ნო­ბის გე­ზი, სა­ფე­ხუ­რის დო­ნე­ზე, მოს­წავ­ლე­თა შე­ფა­სე­ბე­ბი იქ­ნე­ბა. რო­გორ უზ­რუნ­ველ­ვ­ყოთ, რომ სკო­ლა­ში ნიშ­ნე­ბი კო­რუფ­ცი­უ­ლად არ და­ი­წე­როს? ახ­ლა ვი­ცით რა ხდე­ბა ან რის მი­ხედ­ვით ვა­ფა­სებთ სკო­ლას? გეტყ­ვით, რომ სა­ერ­თოდ არა­ფე­რი ვი­ცით. სკო­ლე­ბის შე­ფა­სე­ბა ერ­თი დი­დი კითხ­ვის ნი­შა­ნია, რო­მელ­საც შე­იძ­ლე­ბა ეშ­ვე­ლოს, თუ ეროვ­ნულ დო­ნე­ზე გა­ვა­კე­თებთ შე­ფა­სე­ბის სის­ტე­მას, ისეთს, რი­თიც გავ­ზო­მავთ ამა თუ იმ სკო­ლის საქ­მი­ა­ნო­ბას. ერ­თ­მა­ნეთს შე­ვა­და­რებთ სკო­ლა­ში და­წე­რილ ნიშ­ნებ­სა და ეროვ­ნუ­ლი შე­ფა­სე­ბით მი­ღე­ბულ შე­დე­გებს. ახ­ლა იმა­საც ვერ ვხვდე­ბით, მოს­წავ­ლის მი­ერ მიღ­წე­უ­ლი შე­დე­გი ვი­სი დამ­სა­ხუ­რე­ბაა: სკო­ლის, რე­პე­ტი­ტო­რის თუ მშობ­ლის. შე­სა­ბა­მი­სად, სკო­ლამ უნ­და იგ­რ­ძ­ნოს ეს პა­სუ­ხის­მ­გებ­ლო­ბა. არა­ვის ეგო­ნოს, რომ სკო­ლე­ბის მიშ­ვე­ბას ვა­პი­რებთ, პი­რი­ქით, სკო­ლას ჯერ შე­საძ­ლებ­ლო­ბა მივ­ცეთ და მე­რე მოვ­თხოვთ. ეს არის სის­ტე­მის და­ლა­გე­ბის მცდე­ლო­ბა.“ — გა­ნაცხა­და ირი­ნა აბუ­ლა­ძემ, თუმ­ცა არ უსა­უბ­რია კონ­კ­რე­ტუ­ლად რა მე­თო­დით გან­ხორ­ცი­ელ­დე­ბა სკო­ლის მო­ნი­ტო­რინ­გი. მი­სი­ვე თქმით, ჯერ­ჯე­რო­ბით, არც შე­ფა­სე­ბის სის­ტე­მაა მო­ფიქ­რე­ბუ­ლი.

მი­ნის­ტ­რის მო­ად­გი­ლე მი­იჩ­ნევს, რომ ცალ­კე კვლე­ვა უნ­და ჩა­ტარ­დეს ეროვ­ნუ­ლი უმ­ცი­რე­სო­ბე­ბის ნა­წილ­ში, იმი­ტომ, რომ იქ სა­ერ­თოდ სხვა რე­ა­ლო­ბაა, სხვა ეროვ­ნუ­ლი სას­წავ­ლო გეგ­მა ინერ­გე­ბა, არ აქვთ სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ე­ბი. კა­ტის შე­დე­გე­ბის მი­ხედ­ვით თუ ნა­ხავთ, ჩაჭ­რი­ლი მოს­წავ­ლე­ე­ბის უმე­ტე­სო­ბა სწო­რედ ეროვ­ნუ­ლი უმ­ცი­რე­სო­ბე­ბის სკო­ლე­ბის მოს­წავ­ლე­ე­ბი არი­ან (25%-დან 20% ეროვ­ნულ უმ­ცი­რე­სო­ბებ­ზე მო­დის) და სვამს კითხ­ვას — რა გა­ვა­კე­თეთ ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით 2011 წლის შემ­დეგ?

რაც შე­ე­ხე­ბა ზო­გა­დი უნა­რე­ბის ტესტს, აცხა­დებს, რომ ზო­გა­დი უნა­რე­ბის სწავ­ლე­ბა ცალ­კე საგ­ნად არც ოდეს­მე და­გეგ­მი­ლა და არც ახ­ლა იგეგ­მე­ბა. იმის­თ­ვის, რომ მოს­წავ­ლე­ებს ზო­გა­დი უნა­რე­ბი გან­უ­ვი­თა­როთ, სკო­ლა­ში სწავ­ლე­ბის ხა­რის­ხი უნ­და გავ­ზარ­დოთ იმ უნა­რე­ბის გა­სა­ვი­თა­რებ­ლად, რო­მელ­საც არც ზო­გა­დი უნა­რე­ბის ტეს­ტი ზო­მავს, სა­ბო­ლოო ჯამ­ში, და არც სხვა რო­მე­ლი­მე ცალ­კე აღე­ბუ­ლი ტეს­ტი. „თუ დის­ციპ­ლი­ნებ­ში სწავ­ლე­ბა არ გა­ვაძ­ლი­ე­რეთ, ვე­რა­ფერს მი­ვაღ­წევთ. ჩვე­ნი ბერ­კე­ტი და შე­საძ­ლებ­ლო­ბა ის არის, რომ სკო­ლებ­ში ამ უნა­რე­ბის დის­ციპ­ლი­ნებ­ში ინ­ტეგ­რი­რე­ბუ­ლად სწავ­ლე­ბა­ზე მო­ვახ­დი­ნოთ ზე­გავ­ლე­ნა — სა­მო­ქა­ლა­ქო გა­ნათ­ლე­ბა, უცხო ენე­ბი, ინ­ტერ­დის­ციპ­ლი­ნუ­რი მიდ­გო­მე­ბის და­ნერ­გ­ვა და ა.შ., რა­მაც, სა­ბო­ლოო ჯამ­ში, უნ­და მოგ­ვ­ცეს ეფექ­ტი — სხვა­დას­ხ­ვა დის­ციპ­ლი­ნე­ბის სწავ­ლე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე მოს­წავ­ლე­ებს გა­ნუ­ვი­თარ­დეთ ეს უნა­რე­ბი.“

კვლე­ვის ავ­ტო­რია ლე­ლა ჩა­ხაია (გა­ნათ­ლე­ბის მეც­ნი­ე­რე­ბა­თა დოქ­ტო­რი, ევ­რო­პუ­ლი უნი­ვერ­სი­ტე­ტი, ფლო­რენ­ცია, იტა­ლია), ხო­ლო კვლე­ვის რე­ცენ­ზენ­ტი — პე­ტერ ვან რი­ჯე­ნი (უფ­რო­სი მეც­ნი­ე­რი; გლო­ბა­ლუ­რი სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო ტეს­ტი­რე­ბის სერ­ვი­სი — ETS Global, ამ­ს­ტერ­და­მი, ნი­დერ­ლან­დე­ბის სა­მე­ფო). კვლე­ვა ხელ­მის­წავ­დო­მია შე­ფა­სე­ბი­სა და გა­მოც­დე­ბის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტ­რის ვებ­გ­ვერ­დ­ზე.

ლალი ჯელაძე

 

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები