20 აპრილი, შაბათი, 2024

როდის გახდება ცნობილი უფასო ფაკულტეტების ჩამონათვალი

spot_img

სარეგისტრაციო განაცხადში საგანმანათლებლო პროგრამების მითითებისა და შეცვლის საშუალება აბიტურიენტებს აპელაციების შედეგების გამოქვეყნებიდან მომდევნო დღის ჩათვლით ექნებათ, თუმცა, ჯერ კიდევ უცნობია უფასო ფაკულტეტების ჩამონათვალი. როგორც შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში განაცხადეს, უფასო ფაკულტეტების ჩამონათვალი მზადაა და მას უახლოეს დღეებში მთავრობა დამტკიცებს. აბიტურიენტებმა კი ყურადღებით უნდა ადევნონ თვალი ცენტრის ვებგვერდს, სადაც აპელაციის დასრულების შემდეგ ჩამონათვალი გამოქვეყნდება.

შეგახსენებთ, რომ აბიტურიენტებს საშუალება აქვთ სააპელაციო განაცხადით ცენტრს 13 აგვისტოს 18:00 საათამდე მიმართონ და გაასაჩივრონ როგორც ერთი, ასევე რამდენიმე დავალება.

რაც შეეხება რეიტინგული სიებს, ცენტრის ინფორმაციით სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნდება.

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები