29 მარტი, პარასკევი, 2024

რო­გორ და­მეხ­მა­რა „მარ­თ­ვის მოწ­მო­ბა“ მოს­წავ­ლე­თა ქცე­ვის მარ­თ­ვა­ში

spot_img

ზო­გად­სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო სკო­ლის დაწყე­ბით სა­ფე­ხურ­ზე, მოს­წავ­ლე­ებს უჭირთ ახალ გა­რე­მოს­თან ადაპ­ტა­ცია. გარ­და იმ უნარ-ჩვე­ვე­ბი­სა, რაც მათ ახალ გა­რე­მოს­თან მორ­გე­ბა­ში და­ეხ­მა­რე­ბა, ესა­ჭი­რო­ე­ბათ ქცე­ვის მარ­თ­ვა. მას­წავ­ლე­ბელს დი­დი ძა­ლის­ხ­მე­ვა სჭირ­დე­ბა იმის­თ­ვის, რომ ყვე­ლა პრობ­ლე­მის მოგ­ვა­რე­ბა მოს­წავ­ლის­გან შე­უმ­ჩ­ნევ­ლად, შე­ფარ­ვით მო­ა­ხერ­ხოს.

თა­ნა­მედ­რო­ვე მოს­წავ­ლე თა­ვი­სუ­ფა­ლი, და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი, გამ­ბე­და­ვი და მო­აზ­როვ­ნეა, თუმ­ცა, გარ­კ­ვე­ულ­წი­ლად, ჯი­უ­ტი და თავ­ნე­ბაა. გა­მომ­დი­ნა­რე აქე­დან, დაწყე­ბი­თი კლა­სე­ბის მას­წავ­ლებ­ლებს მე­ტად მნიშ­ვ­ნე­ლო­ვან საქ­მეს­თან შე­ჭი­დე­ბა გვი­წევს — გარ­და იმი­სა, რომ იყო საგ­ნის კარ­გი სპე­ცი­ა­ლის­ტი, უნ­და შე­გეძ­ლოს კლა­სის ეფექ­ტუ­რი მარ­თ­ვა.

პე­და­გო­გი­ურ პრაქ­ტი­კა­ში არ არ­სე­ბობს მზა რე­ცეპ­ტი, რო­მე­ლიც ყვე­ლა კონ­კ­რე­ტულ სი­ტუ­ა­ცი­ა­ში დაგ­ვეხ­მა­რე­ბა. მინ­და გა­გი­ზი­ა­როთ, ჩე­მი პე­და­გო­გი­უ­რი გა­მოც­დი­ლე­ბი­დან ის მე­თო­დი, რო­მე­ლიც მოს­წავ­ლე­თა ქცე­ვის რე­გუ­ლი­რე­ბა­ში და­მეხ­მა­რა.

4 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ვხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლობ და ვას­წავ­ლი ერ­თი და იმა­ვე კლასს (I-IV). მი­უ­ხე­და­ვად პე­და­გო­გი­უ­რი საქ­მი­ა­ნო­ბის 30-წლი­ა­ნი გა­მოც­დი­ლე­ბი­სა, პრო­ფე­სი­უ­ლი სი­ახ­ლე­ე­ბის მუდ­მი­ვად და­ნერ­გ­ვი­სა და კა­რი­ე­რუ­ლი წინ­ს­ვ­ლი­სა, ყო­ველ ახალ „ნა­კადს“ გან­ს­ხ­ვა­ვე­ბუ­ლი მე­თო­დის, მიდ­გო­მი­სა თუ სტრა­ტე­გი­ის შე­მუ­შა­ვე­ბა სჭირ­დე­ბა. გა­სულ სას­წავ­ლო წელს პირ­ვე­ლი კლა­სის დამ­რი­გე­ბე­ლი და მას­წავ­ლე­ბე­ლი ვი­ყა­ვი. რო­გორც ყო­ველ­თ­ვის, და­ვიწყე კვლე­ვა, დაკ­ვირ­ვე­ბა, რა­თა ად­ვი­ლად გავ­მ­კ­ლა­ვე­ბო­დი წა­მოჭ­რილ პრობ­ლე­მებს, მაგ­რამ ნა­ცად­მა ხერ­ხებ­მა ვერ მომ­ცა სა­სურ­ვე­ლი შე­დე­გი მოს­წავ­ლე­თა ქცე­ვის მხრივ, ეს იგ­რ­ძ­ნო­ბო­და გაკ­ვე­თი­ლებ­ზე და არა­სა­გაკ­ვე­თი­ლო დრო­საც.

გა­დავ­წყ­ვი­ტე, რა­ღაც ახა­ლი მო­მე­ფიქ­რე­ბი­ნა. და­ვიწყე პრო­ექ­ტ­ზე მუ­შა­ო­ბა. მოს­წავ­ლე­ებს ავუხ­სე­ნი, რომ სას­წავ­ლო პრო­ექ­ტი, ეს არის აქ­ტი­ვო­ბა, რომ­ლის მთა­ვა­რი შემ­ს­რუ­ლებ­ლე­ბი თა­ვად არი­ან. მა­თი მო­ტი­ვა­ცი­ის ასა­მაღ­ლებ­ლად კი დავ­პირ­დი, რომ ჩვენს ნაშ­რომს მშობ­ლე­ბი­სა და თა­ნა­ტო­ლე­ბის წი­ნა­შე წარ­ვად­გენ­დით. პრო­ექტს და­ვარ­ქ­ვით „მარ­თ­ვის მოწ­მო­ბა“, ეს იმი­ტომ, რომ კლა­სის მოს­წავ­ლე­თა უმ­რავ­ლე­სო­ბა ვა­ჟე­ბი არი­ან (12 ვა­ჟი და 4 გო­გო­ნა), დაკ­ვირ­ვე­ბი­სას კი გა­მო­იკ­ვე­თა, რომ მათ ძა­ლი­ან მოს­წონთ მან­ქა­ნე­ბი, თა­მა­შობ­დ­ნენ პო­ლი­ცი­ე­ლო­ბა­ნას. საქ­მე­ში გო­გო­ნე­ბიც დი­დი ინ­ტე­რე­სით ჩა­ერ­თ­ნენ. მოს­წავ­ლე­ე­ბი დავ­ყა­ვი ჯგუ­ფე­ბად, და­ვუ­ნა­წი­ლე და­ვა­ლე­ბე­ბი (მი­ვე­ცი არ­ჩე­ვის სა­შუ­ა­ლე­ბა) — ერთ ჯგუფს უნ­და შე­ედ­გი­ნა სკო­ლის დე­რე­ფან­ში მოძ­რა­ო­ბის წე­სე­ბი, მე­ო­რეს — სკო­ლის ეზო­ში და მის გა­რეთ, მე­სა­მეს — საკ­ლა­სო ოთახ­ში, მე­ოთხეს კი — სკო­ლის სა­სა­დი­ლო­ში. პე­რი­ო­დუ­ლად ვაკ­ვირ­დე­ბო­დი მათ მუ­შა­ო­ბას და სწორ მი­მარ­თუ­ლე­ბას ვაძ­ლევ­დი. ჯგუ­ფებ­მა პლა­კა­ტე­ბი და­ამ­ზა­დეს, გა­მო­აკ­რეს შე­სა­ბა­მის ად­გი­ლას და ცდი­ლობ­დ­ნენ მათ შეს­რუ­ლე­ბას; სა­ბო­ლო­ოდ, მათ­თ­ვის „მარ­თ­ვის მოწ­მო­ბე­ბი“ და­ვამ­ზა­დე, რომ­ლის უკა­ნა მხა­რეს მათ მი­ერ­ვე შე­მუ­შა­ვე­ბუ­ლი წე­სე­ბი მო­ვა­თავ­სე, დიდ ფორ­მატ­ზე ჩა­მოვ­წე­რე მოს­წავ­ლე­თა სა­ხე­ლე­ბი და წე­სე­ბის ნომ­რე­ბი, სულ — 5 წე­სი. გა­ვუ­კე­თე ლა­მი­ნი­რე­ბა და ნამ­დ­ვილ მარ­თ­ვის მოწ­მო­ბას და­ვამ­ს­გავ­სე. გა­დავ­წყ­ვი­ტეთ, თუ მოს­წავ­ლე ერთ წესს და­არ­ღ­ვევ­და, ერ­თი მი­ნუ­სი ჩა­ი­წე­რე­ბო­და იმ წე­სის სვეტ­ში; თი­თო­ე­უ­ლი წე­სი 20 ქუ­ლით შე­ვა­ფა­სეთ, შე­სა­ბა­მი­სად, სულ — 100 ქუ­ლა. და­ვა­წე­სეთ „ჯა­რი­მე­ბი“ — თუ რო­მე­ლი­მე მოს­წავ­ლეს ერთ სვეტ­ში მაქ­სი­მა­ლუ­რი დარ­ღ­ვე­ვა ექ­ნე­ბო­და (20 მი­ნუ­სი), მას გაფ­რ­თხი­ლე­ბა მი­ე­ცე­მო­და და 2 მოთხ­რო­ბას წა­ი­კითხავ­და. ხო­ლო ვი­საც ყვე­ლა სვეტ­ში მაქ­სი­მა­ლუ­რი დარ­ღ­ვე­ვა ექ­ნე­ბო­და, მას ე.წ. „მარ­თ­ვის მოწ­მო­ბა“ ჩა­მო­ერ­თ­მე­ო­და, ყო­ველ­დღე დარ­ჩე­ბო­და საკ­ლა­სო ოთახ­ში და მას­წავ­ლე­ბელს შემ­დე­გი დღის­თ­ვის საკ­ლა­სო გა­რე­მოს მო­წეს­რი­გე­ბა­ში და­ეხ­მა­რე­ბო­და, არ წა­ვი­დო­და სპორ­ტის გაკ­ვე­თილ­ზე და ა.შ. ეს წე­სე­ბი მა­თი­ვე შე­მუ­შა­ვე­ბუ­ლი და მო­წო­ნე­ბუ­ლია.

შე­ვი­მუ­შა­ვეთ ე.წ. „ჯა­რი­მე­ბის ქვი­თა­რი“, რო­მელ­შიც იწე­რე­ბა მოს­წავ­ლის გვა­რი, სა­ხე­ლი, დრო, ჯა­რი­მის ტი­პი, გა­დახ­დის ვა­და, რაც იმას ნიშ­ნავს, რომ მას მი­ე­ცე­მა ვა­და დარ­ღ­ვე­ვის გა­მო­სას­წო­რებ­ლად. თუ იმ ვა­და­ში მსგავს დარ­ღ­ვე­ვას ად­გი­ლი არ ექ­ნე­ბა, მი­სი „მი­ნუ­სი“ ანუ­ლირ­დე­ბა.

რაც შე­ე­ხე­ბა გაკ­ვე­თი­ლებ­ზე დაგ­ვი­ა­ნე­ბას, რამ­დენ წუთ­საც და­აგ­ვი­ა­ნებს მოს­წავ­ლე, სამ­ჯერ მე­ტი დრო­ით დარ­ჩე­ბა გაკ­ვე­თი­ლე­ბის შემ­დეგ. ამ დრო­ში კი, შე­საძ­ლოა, გა­ას­წ­როს სკო­ლის ტრან­ს­პორ­ტ­მა და სახ­ლ­ში ფე­ხით წას­ვ­ლა მო­უხ­დეს. მოს­წავ­ლე­ე­ბი ცდი­ლო­ბენ, თა­ვი­დან აირი­დონ ეს უსი­ა­მოვ­ნე­ბა.

პა­რა­ლე­ლუ­რად, ყვე­ლა შეს­რუ­ლე­ბულ წეს­ზე ვაგ­რო­ვებთ „ღი­მი­ლებს, ვარ­ს­კ­ვ­ლა­ვებს“ და დიდ ფორ­მატ­ზე მო­თავ­სე­ბულ მათ ფო­ტო­ზე ვაკ­რავ. ბავ­შ­ვე­ბი ით­ვ­ლი­ან და ერ­თ­მა­ნეთს ეჯიბ­რე­ბი­ან, ვის რამ­დე­ნი პო­ზი­ტი­უ­რი ნა­ბი­ჯი აქვს გა­დად­გ­მუ­ლი.

ახალ­მა ხერ­ხ­მა გა­ა­მარ­თ­ლა. ბავშ­ვე­ბი იმ­დე­ნად და­ინ­ტე­რეს­დ­ნენ და ჩა­ერ­თ­ნენ ამ აქ­ტი­ვო­ბა­ში, რომ აღარ რჩე­ბო­დათ დრო ცელ­ქო­ბის­თ­ვის; სას­წავ­ლო წლის ბო­ლოს, არც ერთ მოს­წავ­ლეს არ აღ­მო­აჩ­ნ­და 5-6 მი­ნუს­ზე მე­ტი. ამა­სო­ბა­ში კი, მა­ლუ­ლად, შე­მო­ეს­წავ­ლათ ქცე­ვის მარ­თ­ვა.

ბო­ლოს, მინ­და წარ­მა­ტე­ბე­ბი გი­სურ­ვოთ მე­ტად ფა­ქიზ და სა­პა­სუ­ხის­მ­გებ­ლო საქ­მე­ში, რო­მე­ლიც ავირ­ჩი­ეთ. ჩვენს შე­მოქ­მე­დე­ბი­თო­ბა­ზე მო­ზარ­დის მო­მა­ვა­ლია და­მო­კი­დე­ბუ­ლი, ამი­ტომ ნუ და­ი­შუ­რებთ ძა­ლას, ენერ­გი­ას, გა­მოც­დი­ლე­ბას და თქვენ­ვე გა­გა­ხა­რებთ თქვე­ნი­ვე შრო­მის ნა­ყო­ფი.

მა­ნა­ნა ტა­ბა­ტა­ძე

სსიპ საჩხე­რის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სო­ფელ კორ­ბო­უ­ლის

№2 სა­ჯა­რო სკო­ლის დაწყე­ბი­თი კლა­სე­ბის წამ­ყ­ვა­ნი პე­და­დო­გი

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები