28 მარტი, ხუთშაბათი, 2024

რეგისტრაციის ახალი ეტაპი პრაქტიკოსი მასწავლებლებისა და მასწავლებლობის მსურველებისათვის

spot_img

 

პრაქტიკოს მასწავლებლებსა და მასწავლებლობის მსურველების რეგისტრაცია 10 სექტემბრიდან დაიწყებადა 17 სექტემბრის 18:00 საათზე დასრულდება. რეგისტრაციის გავლა შესაძლებელია მხოლოდ ელექტრონულად ვეგბგვერდზე: www.naec.ge ან online.naec.ge.

√ პრაქტიკოს მასწავლებელს უფლება აქვს დაადასტუროს როგორც საგნობრივი, ისე პროფესიული კომპეტენციები.

√ პედაგოგობის მსურველ პირს კი მხოლოდ საგნის გამოცდისჩაბარება შეუძლია. საგამოცდო პროცესის დაწყება ნოემბერში იგეგმება.

♦ პრაქტიკოსმა მასწავლებლებმა აუცილებელია გაითვალისწინონ, რომ მათ მიერ საგნობრივი და პროფესიული კომპეტენციის ყოველი შემდგომი დადასტურება აუქმებს იმავე საგანში საგნობრივი და პროფესიული კომპეტენციის დადასტურებისას წინა ჯერზე მიღებულ შეფასებას და შესაბამის კრედიტქულებს.

♦ 2019 წლის ზაფხულში მასწავლებლის კომპეტენციის დასადასტურებლად გამოსაცდელთა უპრეცედენტოდ დიდი რაოდენობა – 31500-მდე აპლიკანტი დარეგისტრირდა, საიდანაც 20000-ზე მეტი პრაქტიკოსი მასწავლებელი იყო.

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები