16 აპრილი, სამშაბათი, 2024

რეგიონული ტურისტული გიდის მომზადების კურსის პრეზენტაცია

spot_img

 

26 ივნისს, 12.00 საათზე კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრში, მისამართზე ოთარ ჩხეიძის ქ. N5, გაიმართება USAID-ის პროექტის „ზრდა“ მიერ ინიცირებული და დაფინანსებული პროექტის წარდგენა რეგიონული ტურისტული გიდის მოკლევადიანი მომზადება-გადამზადების კურსის შემუშავება-დანერგვის შესახებ. პროექტს ახორციელებს კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრი (CTC).

ღონისძიებაზე დაგეგმილია კურსის პროგრამის წარდგენა და მის დანერგვაში ჩართული პროფესიული განათლების ოთხ რეგიონულ სასწავლებელთან თანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმება.

კურსის დანერგვა გათვალისწინებულია სამეგრელოს, კახეთის, შიდა ქართლისა და სამცხე-ჯავახეთის რეგიონებში. პარტნიორი სასწავლებლები არიან შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი), საზოგადოებრივი კოლეჯი „აისი“, პროფესიული კოლეჯი „განთიადი“ და საზოგადოებრივი კოლეჯი „ოპიზარი“.

ღონისძიებას დაესწრებიან USAID/საქართველოს და USAID-ის პროექტის „ზრდა“ ხელმძღვანელი პირები, საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, მარიამ ქვრივიშვილი, და განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს წარმომადგენლები, პარტნიორი პროფესიული კოლეჯები და ტურიზმის სფეროში მოქმედი პროფესიული ორგანიზაციები.

ტურიზმს, როგორც   საქართველოში ეკონომიკის ერთ-ერთ ყველაზე მზარდ დარგს, უმნიშვნელოვანესი როლი ეკისრება. ტურიზმის განვითარებისთვის   მნიშვნელოვანია საქართველოს კულტურული და ბუნებრივი მემკვიდრეობის ეფექტურად გამოყენება. მიუხედავად იმისა, რომ ბოლო წლებში აღნიშნული ინდუსტრია წარმატებით ვითარდება, შესაძლებელია ტურისტული პროდუქტის განვითარებისათვის არსებული პოტენციალის კიდევ უფრო უკეთ ათვისება და რეგიონებში არსებული უნიკალური   ადგილობრივი რესურსების მეტად იდენტიფიცირება და ეფექტიანად გამოყენება.

ამგვარად, რეგიონული ტურისტული გიდის მომზადების პროგრამის მიზანია რეგიონის ტურისტული პოტენციალის გამოვლენისა და ზრდის ხელშეწყობა ცვლილებაზე და ინოვაციაზე ორიენტირებული ადგილობრივი ტურისტული გიდის მომზადებით. კურსი მიმართულია ხელი შეუწყოს ადგილებზე იმ უნარების გაუმჯობესებას, რომელიც უზრუნველყოფს უნიკალური რეგიონალური თავისებურებებით გაჯერებული   მრავალფეროვანი ტურისტული პროდუქტების შექმნას.

სასერტიფიკაციო კურსი ოთხ სამიზნე რეგიონში ხელმისაწვდომი გახდება მიმდინარე წლის შემოდგომაზე და მოემსახურება შესაბამის რეგიონში დაინტერესებულ პირებს.

თარიღი: 26 ივნისი, 2019

საკონტაქტო პირი: ილონა კირტავა

ilona.kirtava@ctc.org.ge

ტელ: 598121920

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები