29 მარტი, პარასკევი, 2024

რა გახდა 200-მდე ბავშვის ინტოქსიკაციის მიზეზი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღებში

spot_img

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ბაღებში სურსათის უვნებლობის სამსახურია შესული. ეპიდემიოლოგებთან ერთად, ცდილობენ დაადგინონ რა გახდა 200-მდე ბავშვის ინტოქსიკაციის მიზეზი. ყველა მოწამლულს ერთნაირი სიმპტომატიკა აქვს – აღენიშნებათ დიარეა, მაღალი ტემპერატურა,  გულის რევა… მაღალი სიცხის გამო, ბავშვებს კოვიდ-19-ზეც იკვლევენ.

ოზურგეთის მუნიციპალიტეტში სააღმზრდელო პროცესი ხუთშაბათს დაიწყო და პარასკევს, საბავშვო ბაღებში, 600-მდე აღსაზრდელი იმყოფებოდა. სულ მუნიციპალიტეტში 32 ბაღია და აქედან 29-ში უკვე დაფიქსირდა ბავშვების მოწამლის ფაქტი. 50-მდე ბავშვი სხვადასხვა კლინიკაშია გადაყვანილი. მუნიციპალიტეტში არსებულ მძიმე სოციალურ ფონზე, უსახსრობის გამო, მშობლების ნაწილმა ვერ მიმართა ექიმს და შვილებს შინ მკურნალობენ.

ჯერჯერობით უცნობია, რა გახდა ინტოქსიკაციის მიზეზი, ეს შეიძლება ყოფილიყო საკვები – ხორცი, კვერცხი ან სხვ. შესაძლებელია, ბაღებში ენტეროვირუსი იყოს გავრცელებული, თუმცა ეპიდემიოლოგები გამორიცხავენ რამდენიმე ბაღში, ერთდროულად, ენტეროვირუსის გავრცელებას. ეპიდემიოლოგები მიზეზებს ამ დრომდე იკვლევენ.

***

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღებში სასწავლო პროცესი შეწყდა. გაიზრდა მოწამლული ბავშვების რაოდენობა და 18 ოქტომბრისთვის, 11 ბაღის 100-მდე აღსაზრდელს აღენიშნება ერთი და იმავე სიმპტომები: მაღალი სიცხე, დიარეა, ღებინება. მათგან 3 ოზურგეთის კლინიკაშია მოთავსებული, 1 კი – ბათუმის საავადმყოფოში.

სურსათის ეროვნულ სააგენტოში მიმდინარეობს საკვები პროდუქტების ნიმუშების კვლევა. ლაბორატორიული კვლევის შედეგები მოგვიანებით გახდება ცნობილი.

ოზურგეთის მერიაში განმარტავენ, რომ საბავშვო ბაღებში პროდუქტი და სასმელი წყალი, კანონმდებლობის და სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმების სრული დაცვით, 2 დღით ადრე შევიდა.

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები