28 მარტი, ხუთშაბათი, 2024

რამდენ ბავშვს აქვს 3 ან მეტი საკითხავი წიგნი სახლში

spot_img

MICS-ის მიერ საქართველოში ჩატარებული მრავალინდიკატორული კლასტერული კვლევის მიხედვით, რომელშიც 14 000-ზე მეტმა შინამეურნეობამ მიიღო მონაწილეობა, ბავშვების პროცენტული წილი, რომელთაც 3 ან მეტი საკითხავი წიგნი აქვთ სახლში დაბალია სოფლად (66%), ქვემო ქართლის რეგიონში მცხოვრები ბავშვებისათვის (54.8%) და განსაკუთრებით დაბალია ეთნიკურად აზერბაიჯანელი ბავშვებისთვის (14.5%).

ბავშვების პროცენტული წილი, რომლებსაც 3 ან მეტი საკითხავი წიგნი აქვთ სახლში, მნიშვნელოვნად განსხვავდება კეთილდღეობის ინდექსის მიხედვითაც, შესაბამისად გამოიკვეთა, რომ 3 ან მეტი საკითხავი წიგნი სახლში უმდიდრეს კვინტილში ბავშვების 99%-ს აქვს, ხოლო უღარიბეს კვინტილში მხოლოდ 50% -ს.

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები