20 აპრილი, შაბათი, 2024

პროფესიულ განათლებაში ზოგადსაგანმანათლებლო კომპონენტის დანერგვა იწყება

spot_img

მიმდინარე წლის გაზაფხულზე, პროფესიული განათლების სისტემა პირველად მიიღებს სტუდენტებს, რომლებსაც პროფესიის შესწავლის პარალელურად, ზოგად განათლებასაც შესთავაზებს.

ქობულეთის კოლეჯში „ახალი ტალღა“ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე, თამარ ქიტიაშვილი, ინტეგრირებული პროგრამის ფარგლებში შერჩეულ მომავალ პედაგოგებსა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებს შეხვდა და ახალი პროგრამის მიზნებსა და შესაძლებლობებზე ესაუბრა.

ბოლო 15 წლის განმავლობაში, სავალდებულო საბაზო განათლების (9 კლასი) დასრულების შემდეგ, მოზარდებს ორი არჩევანი ჰქონდათ – სწავლა გაეგრძელებინათ საშუალო საფეხურზე ან პროფესიული განათლების მიმართულებით. ახალი პროგრამის ფარგლებში კი, საბაზო განათლების მქონე სტუდენტებს პროფესიული და ზოგადი განათლების ინტეგრირებულად მიღების შესაძლებლობა ეძლევათ. პროგრამების ხანგრძლივობა 3 წელი იქნება და კურსდამთავრებულები სრული ზოგადი განათლების ატესტატთან გათანაბრებულ დიპლომებს მიიღებენ და, სურვილის შემთხვევაში, სწავლას უმაღლესი განათლების საფეხურზე გააგრძელებენ.

ინტეგრირებული პროგრამების განხორციელებას, 2020 წლის საგაზაფხულო მიღების ფარგლებში, საქართველოს მასშტაბით, ექვსი პროფესიული კოლეჯი დაიწყებს.

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები