28 მარტი, ხუთშაბათი, 2024

პროფესიული განათლების მიღების მსურველთათვის

spot_img

პროფესიული განათლების მიღების მსურველთათვის, პროფესიულ კოლეჯებში, ღია კარის დღეები გაიმართა. კოლეჯის წარმომადგენლებმა დაინტერესებულ პირებს პროფესიული პროგრამების შესახებ მიაწოდეს ინფორმაცია, ესაუბრნენ რეგისტრაციის პროცესზე, ტესტირებასა და შემდგომი დასაქმების შესაძლებლობებზე.

 

➡ პროფესიულ კოლეჯში  „მერმისი“, წელს პირველად, სწავლის მსურველ საბაზო საფეხურის განათლების მქონე პირებს საშუალება აქვთ, დაეუფლონ „ვებტექნოლოგიებისა“ და „სასტუმრო მომსახურების“ ინტეგრირებულ პროგრამებს, რომლის დასრულების შემდეგ მიიღებენ სკოლის ატესტატთან გათანაბრებულ პროფესიული კვალიფიკაციის დამადასტურებელ დიპლომს და, სურვილის შემთხვევაში, სწავლას უმაღლეს სასწავლებელში გააგრძელებენ.

კოლეჯი დაინტერესებულ პირებს ასევე სთავაზობს პროფესიული მომზადების/გადამზადების პროგრამებსა და სხვადასხვა მოკლევადიან სასერტიფიკატო კურსს – ზრდასრული მოსახლეობის საჭიროებების დასაკმაყოფილებლად, დასაქმების ხელშეწყობისა და კარიერული წინსვლისთვის, კოლეჯმა წელს პირველად დაიწყო მოკლევადიანი პროფესიული მომზადების/გადამზადების 7 პროგრამის განხორციელება. კურსდამთავრებულები მიიღებენ სახელმწიფოს მიერ აღიარებულ სერტიფიკატს. გარდა ამისა, თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურთან გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე, პროექტის „პროფესიული განათლება – დასაქმებისაკენ მიმავალი უმოკლესი გზა“ ფარგლებში,  2020 წელს კოლეჯი 9 ტრენინგ-კურსს ჩაატარებს.

➡ სიახლეებით ხვდება ახლად რეაბილიტირებული პროფესიული კოლეჯი „მოდუსი“ სასწავლო წელს – ავტორიცაზია დამატებით 2 ინტეგრირებულ პროფესიულ პროგრამაზე მოიპოვა: „მებაღეობა“  და „კომპიუტერული ქსელი და სისტემები“. აღსანიშნავია, რომ ინტეგრირებული პროგრამის დასრულების შემდეგ კოლეჯის კურსდამთავრებული აიღებს დიპლომს, რომელიც სრული ზოგადი განათლების ატესტატს უთანაბრდება. ღია კარის დღეზე მისულმა აპლიკანტებმა საგანმანათლებლო დაწესებულების ინფრასტრუქტურული და სასწავლო აღჭურვილობები დაათვალიერეს.

წელს „მოდუსს“ მიღება 10 საგანმანათლებლო პროგრამაზე აქვს გამოცხადებული: აღმზრდელი; მსუბუქი ავტომობილის სავალი ნაწილის შეკეთება; მსუბუქი ავტომობილის ძრავის შეკეთება; ელექტროობა; სანტექნიკის სისტემების ექსპულატაცია; თაბაშირ-მუყაოს კონსტრუქციების მონტაჟი; მებაღეობა; შედუღება; ბუღალტრული აღრიცხვა; ინფორმაციის ტექნოლოგია.

„რუსთავს და ამ რეგიონს ნამდვილად გაუმართლა, რომ აქვს ასეთი კოლეჯი. – ამბობს თამარ ქიტიაშვილისაქართველოში არც ერთ კოლეჯს არ აქვს ისეთი ფაბლაბი, როგორიც „მოდუსს“.  გარდა ინოვაციური მიდგომებისა, კოლეჯს კიდევ ერთი გამორჩეული სიახლე აქვს: „მოდუსი“ იმ პროფესიული სასწავლებლების ათეულშია, რომლებიც აპლიკანტებს ინტეგრირებულ პროგრამებს სთავაზობს. ეს იმას ნიშნავს, რომ კურსდამთავრებულები, პროფესიის დაუფლებასთან ერთად, აიღებენ დიპლომს, რომელიც საშუალო განათლების ატესტატთან არის გათანაბრებული“.

                                                      ⤵️⤵️⤵️

პროფესიული განათლების განვითარების მიზნით, განათლების სამინისტრო „ევროპულ ბიზნეს ასოციაციასთან“ ითანამშრომლებსმინისტრის მოადგილემ, თამარ ქიტიაშვილმა და ასოციაციის გენერალური დირექტორის მოადგილემ, მარიამ ქუჩულორიამ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერეს ხელი.

 „დღეს მნიშვნელოვანი დღეა, რადგან გავაფორმეთ მემორანდუმი ევროპულ ბიზნეს ასოციაციასთან. ამ ორგანიზაციამ, თავის ბაზაზე, შექმნა სერვისები ბიზნეს სუბიექტებისთვის, რათა მათ მარტივად შეძლონ მომზადება-გადამზადების პროგრამის განხორციელებაში ჩართვა. ამ ტიპის თანამშრომლობა ბიზნეს გაერთიანებებთან მართლაც საკვანძოდ მნიშვნელოვანია, რადგან ხელს უწყობს, ერთი მხრივ, კერძო სექტორის ჩართვას პროფესიულ განათლებაში და, მეორე მხრივ – ამ სფეროს პოპულარიზებას, რაც ყველაზე მთავარია, ზრდის პროფესიული განათლების ხარისხს“ –  განაცხადა თამარ ქიტიაშვილმა.

მემორანდუმი მიზნად ისახავს თანამშრომლობის გაძლიერებას პროფესიული განათლების სფეროში. კერძოდ, მხარეების შეთანხმების თანახმად, ასოციაცია საკონსულტაციო სერვისს გაუწევს კერძო სექტორს, რათა გამარტივდეს კერძო კომპანიების პროფესიული მომზადება/გადამზადების სისტემაში ჩართვა.

ზრდასრულთა განათლების სისტემის განვითარება, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ინიციატივით, 2019 წლიდან დაიწყო. სერვისის მიწოდების პროცესის გამარტივებისათვის შეიქმნა სპეციალური ელექტრონული პლატფორმა http://tvet.emis.ge/, რომლის საშუალებითაც ნებისმიერ დაინტერესებულ პროვაიდერს (მათ შორის კერძო სექტორს) შეუძლია გააკეთოს განაცხადი მოკლევადიანი პროფესიული მომზადება/გადამზადების პროგრამების განხორციელების უფლების მოპოვებისათვის. ასევე, ელექტრონულად მიმდინარეობს მსმენელთა რეგისტრაცია პროფესიული მომზადება/გადამზადების პროგრამებზე შემდეგ ელექტრონულ პლატფორმაზე vet.emis.ge.

 

 

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები