29 მარტი, პარასკევი, 2024

პრობ­ლე­მე­ბი მარ­თ­ლაც არის!

spot_img

♦ ნა­თე­ლა მაღ­ლა­კე­ლი­ძე – გა­ნათ­ლე­ბის მეც­ნი­ე­რე­ბის დოქ­ტო­რი, ილი­ას უნი­ვერ­სი­ტე­ტის გა­ნათ­ლე­ბის სკო­ლის პრო­ფე­სო­რი

წი­ნამ­დე­ბა­რე სა­გა­ზე­თო წე­რი­ლი გა­მოხ­მა­უ­რე­ბაა ახალ­გაზ­რ­და პე­და­გო­გის – ირ­მა გრი­გა­ლაშ­ვი­ლის – სტა­ტი­ა­ზე ??  „გა­ნათ­ლე­ბის სის­ტე­მის აქ­ტუ­ა­ლუ­რი პრობ­ლე­მე­ბი“. ეს არის ახალ­გაზ­რ­და მას­წავ­ლებ­ლის თვა­ლით და­ნა­ხუ­ლი პრობ­ლე­მე­ბი ამ­ჟა­მინ­დე­ლი გა­ნათ­ლე­ბის სის­ტე­მა­ში; პრობ­ლე­მე­ბი, რომ­ლე­ბიც დღეს მარ­თ­ლა არ­სე­ბობს. შე­ვეც­დე­ბი, მო­გახ­სე­ნოთ ჩე­მი აზ­რი მათ შე­სა­ხებ:
  1. მას­წავ­ლე­ბელ­თა კა­რი­ე­რუ­ლი წინ­ს­ვ­ლა და სა­სერ­ტი­ფი­კა­ტო გა­მოც­დე­ბი – რე­ფორ­მის შემ­დეგ ფაქ­ტობ­რი­ვად გა­უქ­მ­და მას­წავ­ლებ­ლის დიპ­ლო­მი და ყვე­ლა პე­და­გო­გი, აგ­რეთ­ვე ამ პრო­ფე­სი­ა­ში შეს­ვ­ლის მსურ­ვე­ლი, ვალ­დე­ბუ­ლია ჩა­ა­ბა­როს სა­სერ­ტი­ფი­კა­ტო გა­მოც­დე­ბი, რა­თა და­ა­დას­ტუ­როს თა­ვი­სი პრო­ფე­სი­უ­ლი კომ­პე­ტენ­ცია. კარ­გია ეს თუ ცუ­დი? რა თქმა უნ­და, რო­ცა არ არ­სე­ბობს პე­და­გო­გის დიპ­ლო­მი, რო­მელ­საც დღეს არც ერ­თი უმაღ­ლე­სი სა­სწავ­ლე­ბე­ლი აღარ გას­ცემს, ამ­გ­ვა­რი გა­მოც­დის ჩა­ბა­რე­ბა აუცი­ლე­ბე­ლია. უნ­და ვი­ცო­დეთ, რამ­დე­ნად ფლობს საგ­ნობ­რივ კომ­პე­ტენ­ცი­ას ის პი­რი, რო­მელ­საც ამ საგ­ნის სწავ­ლე­ბა აქვს გა­დაწყ­ვე­ტი­ლი. მაგ­რამ ისიც მარ­თა­ლია, რომ ეს გა­მოც­და არ გან­საზღ­ვ­რავს ამ პი­როვ­ნე­ბის მზა­ო­ბას პე­და­გო­გო­ბი­სათ­ვის. არც თუ იშ­ვი­ა­თია შემ­თხ­ვე­ვე­ბი, რო­დე­საც პე­და­გო­გი/პე­და­გო­გო­ბის მსურ­ვე­ლი აბა­რებს ამ გა­მოც­დას (ზოგ­ჯერ წარ­მ­ატე­ბი­თაც), მაგ­რამ პე­და­გო­გო­ბის­თ­ვის არ გახ­ლავთ მზად მთე­ლი რი­გი მი­ზე­ზე­ბის გა­მო: არ შე­უძ­ლია ცოდ­ნის მი­ტა­ნა მოს­წავ­ლემ­დე, არ იც­ნობს სწავ­ლა/სწავ­ლე­ბის სტრა­ტე­გი­ებს, არ გა­უვ­ლია სას­კო­ლო პრაქ­ტი­კა… ასე­თე­ბი­სათ­ვის არ­სე­ბობს სწო­რედ მას­წავ­ლე­ბელ­თა მომ­ზა­დე­ბის 60-კრე­დი­ტი­ა­ნი პროგ­რა­მე­ბი, სა­დაც მათ შე­უძ­ლი­ათ ამ ხარ­ვე­ზის შევ­სე­ბა და მომ­ზა­დე­ბა ამ რთუ­ლი პრო­ფე­სი­ი­სათ­ვის. მაგ­რამ ისიც ვი­კითხოთ, საკ­მა­რი­სია ამ გა­მოც­დებ­ზე მი­ნი­მა­ლუ­რი ბა­რი­ე­რის გა­და­ლახ­ვა, რომ პე­და­გო­გად მომ­ზად­დეს კად­რი? დღეს ყვე­ლას, ვი­საც კი აქვს ნე­ბის­მი­ე­რი სა­ბა­კა­ლავ­რო გა­ნათ­ლე­ბა მი­ღე­ბუ­ლი (არ აქვს მნიშ­ვ­ნე­ლო­ბა, რა მი­მარ­თუ­ლე­ბით), შე­უძ­ლია ამ გა­მოც­და­ზე გას­ვ­ლა. ბევ­რის­თ­ვის არც მი­ნი­მა­ლუ­რი ბა­რი­ე­რის გა­და­ლახ­ვა წარ­მო­ად­გენს სირ­თუ­ლეს. მაგ­რამ და­მერ­წ­მუ­ნეთ, თუ პი­როვ­ნე­ბას არ აქვს შე­სა­ბა­მი­სი გა­ნათ­ლე­ბა სა­ბა­კა­ლავ­რო დო­ნე­ზე მა­ინც, მხო­ლოდ მი­ნი­მა­ლუ­რი ბა­რი­ე­რის გა­და­ლახ­ვა არ უშ­ვე­ლის, რა­თა მას­წავ­ლებ­ლად ვა­კურ­თხოთ. ეროვ­ნუ­ლი სას­წავ­ლო გეგ­მა და საგ­ნობ­რი­ვი სტან­დარ­ტე­ბი საკ­მა­ოდ მა­ღალ პრო­ფე­სი­ულ ცოდ­ნას ითხო­ვენ პე­და­გო­გი­სა­გან. ნუ მო­ვიტყუ­ებთ თავს, ქარ­თულ ენა­სა და ლი­ტე­რა­ტუ­რას სას­კო­ლო გა­ნათ­ლე­ბის ზე­და სა­ფე­ხუ­რებ­ზე ვე­რა­ნა­ი­რად ვერ ას­წავ­ლის ის პი­რი, ვი­საც შე­სა­ბა­მი­სი ფი­ლო­ლო­გი­უ­რი გა­ნათ­ლე­ბა არ აქვს მი­ღე­ბუ­ლი. მხო­ლოდ სწავ­ლე­ბის სტრა­ტე­გი­ე­ბის ფლო­ბით, გა­ნათ­ლე­ბის მეც­ნი­ე­რე­ბით (და სწო­რედ ამას ას­წავ­ლი­ან მას­წავ­ლებ­ლის მომ­ზა­დე­ბის 60-კრე­დი­ტი­ან პროგ­რა­მა­ზე) ვერ მი­ვი­ღებთ მა­ღა­ლი დო­ნის სპე­ცი­ა­ლისტს. აქ ამ პროგ­რა­მას ის­მე­ნენ სხვა­დას­ხ­ვა საგ­ნობ­რი­ვი კომ­პე­ტენ­ცი­ე­ბის მქო­ნე პი­რე­ბი, რაც, თა­ვის­თა­ვად, დიდ სირ­თუ­ლეს წარ­მო­ად­გენს (მაგ., ბიზ­ნე­სის ად­მი­ნის­ტ­რი­რე­ბის სპე­ცი­ა­ლის­ტი 60-კრე­დი­ტი­ან ჯგუფ­ში, ფი­ლო­ლოგ­თან ერ­თად, ის­მენს გა­ნათ­ლე­ბის მეც­ნი­ე­რე­ბებს). ასე რომ, ბა­რი­ე­რის აწე­ვა მარ­თ­ლაც სა­ჭი­როა.
რაც შე­ე­ხე­ბა კატ-ის გა­მოც­დებს, ვე­თან­ხ­მე­ბი ავ­ტორს, რომ იგი მხო­ლოდ ექ­ს­პ­ლი­ცი­ტურ მა­სა­ლა­ზე იყო ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი და ფაქ­ტობ­რი­ვი მა­სა­ლის ცოდ­ნას აფა­სებ­და. თუმ­ცა, ამა­ვე დროს, ეს ერ­თ­გ­ვა­რი სტი­მუ­ლიც იყო მოს­წავ­ლი­სათ­ვის, რა­თა წლის ბო­ლოს მა­ინც გა­და­ე­ხე­და სას­წავ­ლო მა­სა­ლის­თ­ვის. მაგ­რამ თუ გა­ვით­ვა­ლის­წი­ნებთ იმ ფაქტს, რომ უკ­ვე ხმა­მაღ­ლა ის­მის მო­საზ­რე­ბე­ბი გან­მ­საზღ­ვ­რე­ლი შე­ფა­სე­ბე­ბის გა­უქ­მე­ბის შე­სა­ხებ, მა­შინ მა­ლე არა­ნა­ი­რი გა­მოც­დის ჩა­ტა­რე­ბა აღარ მოგ­ვი­წევს.
რე­პე­ტი­ტო­რო­ბის ინ­ს­ტი­ტუტს კი რაც შე­ე­ხე­ბა, ეს ჩვე­ნი რე­ა­ლო­ბაა და სი­ნამ­დ­ვი­ლეს უნ­და გა­ვუს­წო­როთ თვა­ლი — სა­ჯა­რო სკო­ლა დღეს სწო­რედ რე­პე­ტი­ტორ­ზე დგას. გა­მო­ა­ცა­ლეთ სკო­ლას რე­პე­ტი­ტო­რი და ნა­ხავთ, რა შე­დეგ­საც მი­ვი­ღებთ. რა არის ამის მი­ზე­ზი? ეს ცალ­კე სა­უბ­რის თე­მაა. პე­და­გოგს კი თა­ვი­სი საგ­ნობ­რი­ვი კომ­პე­ტენ­ცი­ის და­სა­დას­ტუ­რებ­ლად რე­პე­ტი­ტო­რი ნამ­დ­ვი­ლად არ უნ­და სჭირ­დე­ბო­დეს, ამა­ში გე­თან­ხ­მე­ბით.
  1. „არ­სე­ბუ­ლი მიდ­გო­მა ცალ­სა­ხად უსა­მარ­თ­ლოა ახალ­ბე­და მას­წავ­ლებ­ლე­ბის მი­მართ და საგ­რ­ძ­ნობ­ლად   უთა­ნას­წო­რო კონ­კუ­რენ­ციაა ახალ­კურ­ს­დამ­თავ­რე­ბულ­სა და ე.წ. „სტა­ჟი­ან კად­რებს შო­რის,“ – წერს ავ­ტო­რი. ეს ალ­ბათ, პირ­ველ რიგ­ში, ამა თუ იმ მი­მარ­თუ­ლე­ბის საგ­ნის მას­წავ­ლე­ბელ­თა სიმ­რავ­ლით გახ­ლავთ გა­მოწ­ვე­უ­ლი, რაც დრო­თა გან­მავ­ლო­ბა­ში თა­ვის­თა­ვად და­რე­გუ­ლირ­დე­ბა (და ამი­სი და­რე­გუ­ლი­რე­ბის ცდე­ბი არის კი­დეც).
  2. „რა ძა­ლა აქვს ბა­კა­ლავ­რის დიპ­ლომს? მა­გის­ტ­რის აკა­დე­მი­ურ ხა­რისხს? — პა­სუ­ხია, თით­ქ­მის არა­ნა­ი­რი!“ – ეს რე­ა­ლო­ბაა, სამ­წუ­ხა­რო რე­ა­ლო­ბა, არა­ვი­თა­რი მნიშ­ვ­ნე­ლო­ბა არა აქვს ხა­რისხს. უფ­რო მე­ტიც, გა­ნათ­ლე­ბის მა­გის­ტ­რი, რო­მელ­საც საგ­ნის მას­წავ­ლებ­ლის მი­მარ­თუ­ლე­ბით აქვს ეს ხა­რის­ხი მო­პო­ვე­ბუ­ლი და რო­მელ­მაც მო­ის­მი­ნა 120-კრე­დი­ტი­ა­ნი პროგ­რა­მა, და­იც­ვა სა­მა­გის­ტ­რო დი­სერ­ტა­ცია გა­ნათ­ლე­ბის მეც­ნი­ე­რე­ბა­ში, ვერ შე­ვა სკო­ლა­ში, სა­ნამ ისევ თა­ვი­დან არ გა­ივ­ლის მას­წავ­ლებ­ლის მომ­ზა­დე­ბის 60-კრე­დი­ტი­ან პროგ­რა­მას. კა­ნო­ნით მას პე­და­გო­გო­ბის უფ­ლე­ბა არ აქვს. კუ­რი­ო­ზია: მას­წავ­ლებ­ლის მომ­ზა­დე­ბის 60 კრე­დი­ტი აძ­ლევს მას ამის უფ­ლე­ბას, სა­მა­გის­ტ­რო სა­ფე­ხურ­ზე საგ­ნის მას­წავ­ლებ­ლის 120 კრე­დი­ტი – არა. უფ­რო მე­ტიც, გა­ნათ­ლე­ბის მა­გისტრს უფ­ლე­ბა აქვს, ას­წავ­ლოს გა­ნათ­ლე­ბის ბა­კა­ლავ­რებს, მაგ­რამ მოს­წავ­ლე­ებს ვერ ას­წავ­ლის, დღე­ვან­დე­ლი კა­ნო­ნი მას ამის უფ­ლე­ბას არ აძ­ლევს. ასე მო­დი­ან ჩვე­ნი მა­გის­ტ­რა­ტუ­რის კურ­ს­დამ­თავ­რე­ბუ­ლე­ბი ისევ ჩვენ­თან 60-კრე­დი­ტი­ან პროგ­რა­მა­ზე. ეს ხარ­ვე­ზი აუცი­ლებ­ლად გა­მო­სას­წო­რე­ბე­ლია.
  3. რაც შე­ე­ხე­ბა მას­წავ­ლებ­ლის მომ­ზა­დე­ბის ე.წ. „მა­ი­ნორ“ პროგ­რა­მას სა­ბაკ­ლავ­რო დო­ნე­ზე – ეს პროგ­რა­მა, წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში, კარ­გად მუ­შა­ობ­და, ფი­ლო­ლო­გი სტუ­დენ­ტე­ბი (ჩვენ შემ­თხ­ვე­ვა­ში), არ­ჩე­ვი­თი 60 კრე­დი­ტის პა­რა­ლე­ლუ­რად, იღებ­დ­ნენ კომ­პე­ტენ­ცი­ას გა­ნათ­ლე­ბის მეც­ნი­ე­რე­ბებ­ში და შემ­დეგ აბა­რებ­დ­ნენ გა­მოც­დებს. რა­ტომ­ღაც ეს პროგ­რა­მა ჯერ გა­ა­უქ­მეს, ახ­ლა ისევ აღად­გი­ნეს და სტუ­დენ­ტი უკ­ვე დაბ­ნე­უ­ლია, არა აქვს ინ­ფორ­მა­ცია იმის შე­სა­ხებ, ღირს თუ არა და­მა­ტე­ბით ამ პროგ­რა­მის არ­ჩე­ვა, და­ეხ­მა­რე­ბა თუ არა იგი მას პე­და­გო­გად მომ­ზა­დე­ბა­ში.
სა­ერ­თოდ კი, ალ­ბათ, არ იქ­ნე­ბო­და ური­გო პე­და­გო­გი­უ­რი უნი­ვერ­სი­ტე­ტის აღ­დ­გე­ნა, მა­შინ ამ­დე­ნი კითხ­ვის ნი­შა­ნი არ გაჩ­ნ­დე­ბო­და. არც ის იქ­ნე­ბო­და ური­გო, თუ ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით შე­იქ­მ­ნე­ბო­და მყა­რი სა­კა­ნონ­მ­დებ­ლო ბა­ზა, რო­მე­ლიც მი­ნის­ტ­რებ­თან ერ­თად არ შე­იც­ვ­ლე­ბო­და. ასე­ვე, ძა­ლი­ან კარ­გი იქ­ნე­ბო­და, რომ ყვე­ლას, ვინც სას­კო­ლო გა­ნათ­ლე­ბის ექ­ს­პერ­ტო­ბა­ზე დებს თავს, თა­ვა­დაც ცო­ტა ხნით მა­ინც ემუ­შა­ვა სკო­ლა­ში და მე­რე – კა­ნო­ნე­ბის მი­ღე­ბა­ზე.

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები