24 აპრილი, ოთხშაბათი, 2024

ოლიმპიადა ერთი წლით გადაიდო – უცვლელი დარჩება თამაშების დასახელება და ნუმერაცია

spot_img

უკვე ოფიციალურად – ტოკიოს წლევანდელი ოლიმპიური და პარალიმპური თამაშები 2021 წლისთვის გადაიდო. შესაბამისად, ტოკიო-2020 გახდა ტოკიო-2021. ამის შესახებ დღეს, 24 მარტს,, გახდა ცნობილი საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტისა და ტოკიო-2020 საორგანიზაციო კომიტეტის ხელმძღვანელთა შეხვედრის შემდეგ, როცა ერთობლივი შეთანხმებით მიიღეს გადაწყვეტილება, მსოფლიოში გავრცელებული ახალი კორონავირუსის პანდემიის გამო თამაშები მომავალი წლისთვის გადაეტანათ. თუმცა, ჯერჯერობით, არაა ცნობილი კონკრეტული ვადები. გარკვეულია მხოლოდ ის, რომ თამაშები ზაფხულში გაიმართება, ზუსტი თარიღი კი მოგვიანებით გამოცხადდება. უცვლელი დარჩება თამაშების დასახელება – „ოლიმპიური და პარალიმპური თამაშები – „ტოკიო-2020“. ბუნებრივია, არც ნუმერაცია შეიცვლება და ტოკიოს ოლიმპიადა XXXII იქნება.

ოლიმპიადის გადატანა სალიცენზიო ტურნირების ცვლილებასაც გამოიწვევს. თავდაპირველი გეგმით, ამ რანგის შეჯიბრებები, წელს, 30 მაისს უნდა დასრულებულიყო, თუმცა მერე, კორონავირუსის პანდემიის გამო, ეს ვადა 30 ივნისამდე გადასწიეს, ახლა კი თავიდან მოუწევთ ვადების განსაზღვრა, რადგან სპორტის ბევრ სახეობაში ჯერაც არ დასრულებულა ოლიმპიური საგზურების განაწილება.

ირაკლი თავაძე

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები