29 მარტი, პარასკევი, 2024

მოს­წავ­ლე­თა შე­ფა­სე­ბა დის­ტან­ცი­უ­რი სწავ­ლე­ბის პე­რი­ოდ­ში

spot_img

ნატა ბიჭიკაშვილი

ბიოლოგიის დოქტორი, მენტორი პედაგოგი

 

დღეს­დღე­ო­ბით, მსოფ­ლი­ოს და, მათ შო­რის, სა­ქარ­თ­ვე­ლოს მრა­ვა­ლი სკო­ლა დის­ტან­ცი­ურ სწავ­ლე­ბა­ზეა გა­და­სუ­ლი. ამ სი­ტუ­ა­ცი­ა­ში პე­და­გო­გის რო­ლი ბევ­რად მე­ტია, ვიდ­რე სას­კო­ლო სივ­რ­ცე­ში, სა­დაც ბავ­შ­ვის მარ­თ­ვის და კონ­ტ­რო­ლის უამ­რა­ვი სა­შუ­ა­ლე­ბა არ­სე­ბობს.

დის­ტან­ცი­უ­რი სწავ­ლე­ბი­სას, რთუ­ლია ობი­ექ­ტუ­რი შე­ფა­სე­ბის სის­ტე­მის მო­ფიქ­რე­ბა, რად­გა­ნაც, მოს­წავ­ლეს, სურ­ვი­ლის შემ­თხ­ვე­ვა­ში, ად­ვი­ლად შე­უძ­ლია პე­და­გო­გის შეც­დო­მა­ში შეყ­ვა­ნა — სხვა­დას­ხ­ვა სა­შუ­ა­ლე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბა, რა­თა თა­ვის „ცოდ­ნა­ში“ დაგ­ვარ­წ­მუ­ნოს ან ტექ­ნი­კუ­რი პრობ­ლე­მე­ბის მო­მი­ზე­ზე­ბა. რო­გორ მო­ვიქ­ცეთ ასეთ მო­ცე­მუ­ლო­ბა­ში? უმ­თავ­რე­სია, ბავ­შ­ვ­სა და პე­და­გოგს შო­რის ნდო­ბი­სა და ურ­თი­ერ­თ­პა­ტი­ვის­ცე­მის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბა. ზო­გი­ერ­თი მე­თო­დი, რო­მელ­საც საკ­ლა­სო ოთახ­ში ვი­ყე­ნებ­დით, ახ­ლა გა­მო­უ­სა­დე­გა­რია.

ყვე­ლა­ზე მთა­ვა­რი გა­მოწ­ვე­ვა, რომ­ლის წი­ნა­შეც ვდგა­ვართ პე­და­გო­გე­ბი — ბავ­შ­ვე­ბის­თ­ვის ხა­რის­ხი­ა­ნი გა­ნათ­ლე­ბის მი­ცე­მა და მა­თი ობი­ექ­ტუ­რი შე­ფა­სე­ბაა.

ეროვ­ნულ სას­წავ­ლო გეგ­მა­ში მკა­ფი­ოდ არის გა­წე­რი­ლი მოს­წავ­ლე­თა შე­ფა­სე­ბის მი­ზა­ნი, პრინ­ცი­პე­ბი და მიდ­გო­მე­ბი. შე­ფა­სე­ბა შე­საძ­ლოა იყოს გან­მა­ვი­თა­რე­ბე­ლი და გან­მ­საზღ­ვ­რე­ლი (მე-V კლა­სის მე-2 სე­მეს­ტ­რი­დან). მოს­წავ­ლის შე­ფა­სე­ბის კომ­პო­ნენ­ტე­ბი შემ­დე­გია:

  1. მიმ­დი­ნა­რე სა­ში­ნაო და­ვა­ლე­ბა;
  2. მიმ­დი­ნა­რე საკ­ლა­სო და­ვა­ლე­ბა;
  3. შე­მა­ჯა­მე­ბე­ლი და­ვა­ლე­ბა.

ჩე­მი აზ­რით, ძა­ლი­ან მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია ეროვ­ნული სას­წავ­ლო გეგ­მით შე­მო­თა­ვა­ზე­ბუ­ლი შე­ფა­სე­ბის ყვე­ლა კომ­პო­ნენ­ტის გა­მო­ყე­ნე­ბა და შე­ფა­სე­ბის სის­ტე­მა, სა­სურ­ვე­ლია, თა­ვად სკო­ლამ ან დე­პარ­ტა­მენ­ტ­მა აირ­ჩი­ოს, სპე­ცი­ფი­კი­დან გა­მომ­დი­ნა­რე.

მოს­წავ­ლე­თა შე­სა­ბა­მი­სი ცოდ­ნის მი­ღე­ბის, უნა­რე­ბის გან­ვი­თა­რე­ბის და შე­ფა­სე­ბის­თ­ვის, მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია კომ­პ­ლექ­სუ­რი და­ვა­ლე­ბე­ბის შეს­რუ­ლე­ბა. აღ­ნიშ­ნუ­ლი და­ვა­ლე­ბე­ბი ხელს უწყობს მოს­წავ­ლე­ში სხვა­დას­ხ­ვა დო­ნის უნარ-ჩვე­ვე­ბის გა­მო­მუ­შა­ვე­ბას.

მო­ვიყ­ვან ერ­თი კომ­პ­ლექ­სუ­რი და­ვა­ლე­ბის ნი­მუშს ბი­ო­ლო­გი­ა­ში (მე-7 კლა­სი):

თე­მა — სო­კო­ე­ბი

კომ­პ­ლექ­სუ­რი და­ვა­ლე­ბა:

ეტა­პი 1.

შე­ის­წავ­ლეთ სო­კო­ე­ბის (ობის სო­კო­ე­ბის) ნა­ირ­სა­ხე­ო­ბე­ბი, მა­თი სა­სი­ცოცხ­ლო თვი­სე­ბე­ბი (კვე­ბა, გამ­რავ­ლე­ბა, ზრდა-გან­ვით­რე­ბა), ობის სო­კო­ე­ბის მნიშ­ვ­ნე­ლო­ბა ადა­მი­ა­ნი­სა და ბუ­ნე­ბის­თ­ვის (სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო: „ბი­ო­ლო­გია“, მე-7 კლა­სი).

http://tamti-biologia.blogspot.com/2012/11/fungi_1.html

და­გეგ­მეთ და ჩა­ა­ტა­რეთ ექ­ს­პე­რი­მენ­ტი, რო­მე­ლიც ასა­ხავს ტე­ნის და ტემ­პე­რა­ტუ­რის გავ­ლე­ნას ობის სო­კოს სა­სი­ცოცხ­ლო თვი­სე­ბებ­ზე (კვე­ბა, გამ­რავ­ლე­ბა, ზრდა-გან­ვი­თა­რე­ბა). ჩა­მო­ა­ყა­ლი­ბეთ ექ­ს­პე­რი­მენ­ტის მი­ზა­ნი, კვლე­ვი­თი კითხ­ვა. გა­ა­ა­ნა­ლი­ზეთ მო­ნა­ცე­მე­ბი, გა­მო­ი­ტა­ნეთ დას­კ­ვ­ნა.

იმ­ს­ჯე­ლეთ, რა რო­ლი აქვს ობის სო­კო­ებს ბუ­ნე­ბი­სა და ადა­მი­ა­ნის­თ­ვის და რო­გორ და­ვიც­ვათ საკ­ვე­ბი გა­ფუ­ჭე­ბის­გან (ობის სო­კოს­გან).

შე­ად­გი­ნეთ ექ­ს­პე­რი­მენ­ტის ოქ­მი.

ეტა­პი 2.

ცნო­ბი­ლია, რომ ობის სო­კო, საკ­ვე­ბად, პრო­დუქ­ტ­ში არ­სე­ბულ ორ­გა­ნულ ნივ­თი­ე­რე­ბებს იყე­ნებს. ხელ­საყ­რელ პი­რო­ბებ­ში (ტე­ნი, სით­ბო) ინ­ტენ­სი­უ­რად მრავ­ლ­დე­ბა, იზ­რ­დე­ბა და ვი­თარ­დე­ბა.

და­გეგ­მეთ კვლე­ვა: აიღეთ თეთ­რი პუ­რის ორი თით­ქ­მის ერ­თ­ნა­ი­რი ნა­ჭე­რი და ერ­თი ნა­ჭე­რი თეთ­რი პუ­რის ორ­ცხო­ბი­ლა. გა­და­უ­ღეთ სუ­რა­თი (ან გა­ა­კე­თეთ ჩა­ნა­ხა­ტი). ერ­თი ცა­ლი პუ­რის ნა­ჭე­რი და ორ­ცხო­ბი­ლა ჩა­დეთ ცალ-ცალ­კე პო­ლი­ე­თი­ლე­ნის პარ­კ­ში და და­დეთ თბილ ად­გი­ლას. პუ­რის მე­ო­რე ნა­ჭე­რი, ასე­ვე, პო­ლი­ე­თი­ლე­ნის პარ­კ­ში მო­ა­თავ­სეთ და მა­ცი­ვარ­ში შე­ი­ნა­ხეთ. გა­მოთ­ქ­ვით ვა­რა­უ­დი, რა ცვლი­ლე­ბე­ბი მოხ­დე­ბა თი­თო­ე­ულ პარ­კ­ში.

ყო­ველ­დღე, ერ­თი კვი­რის გან­მავ­ლო­ბა­ში, გა­და­უ­ღეთ სუ­რა­თე­ბი ან ჩა­ხა­ტეთ, და­აკ­ვირ­დით, რა ცვლი­ლე­ბებს გა­ნიც­დის პუ­რის ნაჭ­რე­ბი და ორ­ცხო­ბი­ლა. გა­ა­ა­ნა­ლი­ზეთ შე­დე­გე­ბი, გა­მო­ი­ტა­ნეთ დას­კ­ვ­ნე­ბი.

ეტა­პი 3.

პრო­ექ­ტის პრე­ზენ­ტა­ცი­ი­სას, ხაზ­გას­მით წარ­მო­ა­ჩი­ნეთ:

  1. რო­გორ არის და­მო­კი­დე­ბუ­ლი ორ­გა­ნიზ­მის (ობის სო­კოს) სა­სი­ცოცხ­ლო თვი­სე­ბე­ბის (კვე­ბა, გამ­რავ­ლე­ბა, ზრდა-გან­ვი­თა­რე­ბა) ინ­ტენ­სი­ვო­ბა გა­რე­მო ფაქ­ტო­რებ­ზე (ტე­ნი, ტემ­პე­რა­ტუ­რა);
  2. თქვე­ნი კვლე­ვის ანა­ლი­ზი და დას­კ­ვ­ნე­ბი;
  3. რა მნიშ­ვ­ნე­ლო­ბა აქვს ობის სო­კოს ბუ­ნე­ბი­სა და ადა­მი­ა­ნის­თ­ვის;
  4. რო­გორ და­ვიც­ვათ პრო­დუქ­ტი გა­ფუ­ჭე­ბის­გან (ობის სო­კოს­გან);
  5. რა სტრა­ტე­გი­ე­ბი გა­მო­ი­ყე­ნეთ, რა ნა­ბი­ჯე­ბი გა­დად­გით და­ვა­ლე­ბა­ზე მუ­შა­ო­ბის სხვა­დას­ხ­ვა ეტაპ­ზე, რას გა­ა­კე­თებ­დით გან­ს­ხ­ვა­ვე­ბუ­ლად, ახ­ლი­დან რომ იწყებ­დეთ კომ­პ­ლექ­სურ და­ვა­ლე­ბა­ზე მუ­შა­ო­ბას?

(მოს­წავ­ლე­ე­ბის­თ­ვის მომ­ზა­დე­ბუ­ლი შე­კითხ­ვე­ბის დი­დი ნა­წი­ლი სა­აზ­როვ­ნო უნ­და იყოს და პა­სუ­ხი პირ­და­პირ არ უნ­და ეწე­როს წიგ­ნ­ში ან ინ­ტერ­ნეტ­ში).

კომ­პ­ლექ­სუ­რი და­ვა­ლე­ბის შეს­რუ­ლე­ბის შემ­დეგ, მოს­წავ­ლე შეძ­ლებს:

  1. იმ­ს­ჯე­ლოს ობის სო­კოს სა­სი­ცოცხ­ლო თვი­სე­ბებ­ზე.
  2. იმ­ს­ჯე­ლოს ობის სო­კოს ცხო­ველ­ქ­მე­დე­ბა­ზე გა­რე­მო ფაქ­ტო­რე­ბის გავ­ლე­ნის შე­სა­ხებ. და­ად­გენს მი­ზეზ-შე­დე­გობ­რივ კავ­შირს გა­რე­მოს პი­რო­ბებ­სა და სო­კოს გან­ვი­თა­რე­ბას შო­რის.
  3. იმ­ს­ჯე­ლოს ობის სო­კოს ბუ­ნე­ბა­სა და ადა­მი­ა­ნის­თ­ვის მნიშ­ვ­ნე­ლო­ბის შე­სა­ხებ.
  4. და­გეგ­მოს და გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლოს კვლე­ვა.

კომ­პ­ლექ­სურ და­ვა­ლე­ბა­ზე მუ­შა­ო­ბი­სას, ძა­ლი­ან მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია ინ­ტენ­სი­უ­რად მო­ვახ­დი­ნოთ მოს­წავ­ლის გან­მა­ვი­თა­რე­ბე­ლი შე­ფა­სე­ბა, რის­თ­ვი­საც სო­ლო ტაქ­სო­ნო­მია შეგ­ვიძ­ლია გა­მო­ვი­ყე­ნოთ.

რო­გორ დავ­წე­როთ, კომ­პ­ლექ­სურ და­ვა­ლე­ბა­ზე მუ­შა­ო­ბი­სას, გან­მ­საზღ­ვ­რე­ლი შე­ფა­სე­ბა?

  1. მიმ­დი­ნა­რე სა­ში­ნაო და­ვა­ლე­ბა:

პე­და­გოგს შე­უძ­ლია, 10-ქუ­ლი­ა­ნი სის­ტე­მით შე­ა­ფა­სოს მოს­წავ­ლის ცოდ­ნა სო­კო­ე­ბის შე­სა­ხებ, ექ­ს­პე­რი­მენ­ტის ჩა­ტა­რე­ბის ტექ­ნი­კა და შე­დე­გე­ბი და ა.შ.

  1. მიმ­დი­ნა­რე საკ­ლა­სო და­ვა­ლე­ბა:

შე­საძ­ლოა, მოს­წავ­ლე­ებ­მა გა­მარ­თონ დის­კუ­სია სო­კო­ე­ბის მნიშ­ვ­ნე­ლო­ბის შე­სა­ხებ, პრო­დუქ­ტის და­ო­ბე­ბის შე­სა­ხებ და, ა.შ. შე­საძ­ლოა, შე­ფას­დეს მოს­წავ­ლე­თა ჩარ­თუ­ლო­ბა, არ­გუ­მენ­ტი­რე­ბუ­ლი მსჯე­ლო­ბა…

  1. შე­მა­ჯა­მე­ბე­ლი და­ვა­ლე­ბა:

დას­რუ­ლე­ბუ­ლი კომ­პ­ლექ­სუ­რი და­ვა­ლე­ბის შე­ფა­სე­ბა. გამ­ზა­დე­ბუ­ლი ნა­მუ­შევ­რე­ბი მას­წავ­ლე­ბელს გა­ეგ­ზავ­ნე­ბა წარ­დ­გე­ნამ­დე რამ­დე­ნი­მე დღით ად­რე. პე­და­გო­გი ად­გენს შე­ფა­სე­ბის სქე­მას, რო­მელ­საც და­ვა­ლე­ბა­ზე მუ­შა­ო­ბის დაწყე­ბამ­დე წა­რუდ­გენს მოს­წავ­ლე­ებს. მაგალითად:

  1. ვი­ზუ­ა­ლუ­რი გა­ფორ­მე­ბა — 10%
  2. ში­ნა­არ­სობ­რი­ვი გა­მარ­თუ­ლო­ბა — 20%
  3. მა­სა­ლის ორ­გა­ნი­ზე­ბა-ლო­გი­კუ­რი კავ­ში­რი „სლა­ი­დებს“ შო­რის — 20 %
  4. კითხ­ვებ­ზე პა­სუ­ხი — 50%

მოს­წავ­ლე­თა გა­მო­კითხ­ვას რამ­დე­ნი­მე გაკ­ვე­თი­ლი ან ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი ჩარ­თ­ვა დას­ჭირ­დე­ბა.

ნა­მუ­შევ­რის წარ­დ­გე­ნი­სას, მოს­წავ­ლეს შე­უძ­ლია, ეკ­რან­ზე გა­ა­ზი­ა­როს სა­კუ­თა­რი პრე­ზენ­ტა­ცია (ნე­ბის­მი­ე­რი პლატ­ფორ­მის გა­მო­ყე­ნე­ბით: ზუ­მი, ტიმ­სი, მი­თი…).

მოს­წავ­ლე­თა შე­ფა­სე­ბი­სას, ძა­ლი­ან მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია სა­მი­ვე კომ­პო­ნენ­ტის გა­მო­ყე­ნე­ბა (მიმ­დი­ნა­რე სა­ში­ნაო და­ვა­ლე­ბა, მიმ­დი­ნა­რე საკ­ლა­სო და­ვა­ლე­ბა, შე­მა­ჯა­მე­ბე­ლი და­ვა­ლე­ბა). მოს­წავ­ლემ უნ­და შე­ას­რუ­ლოს სა­ში­ნაო და­ვა­ლე­ბა, რა­თა და­მო­უ­კი­დებ­ლად მუ­შა­ო­ბის უნა­რი არ და­კარ­გოს. საკ­ლა­სო დის­კუ­სია გაკ­ვე­თილს ინე­რაქ­ტი­ურს და სა­ინ­ტე­რე­სოს გახ­დის, გაზ­რ­დის მოს­წავ­ლე­თა მო­ტი­ვა­ცი­ას და ჩარ­თუ­ლო­ბას, ხო­ლო შე­მა­ჯა­მე­ბე­ლი და­ვა­ლე­ბა მოს­წავ­ლის ცოდ­ნი­სა და უნა­რე­ბის შე­ფა­სე­ბის და მი­სი პროგ­რე­სის გან­საზღ­ვ­რის შე­საძ­ლებ­ლო­ბას მოგ­ვ­ცემს.

კი­დევ ერ­თი პრობ­ლე­მა, რო­მელ­საც სკო­ლა წა­აწყ­და დის­ტან­ცი­უ­რი სწავ­ლე­ბი­სას, არის იმ მოს­წავ­ლე­თა ნა­წი­ლი, რო­მე­ლიც არ/ვერ ერ­თ­ვე­ბა დის­ტან­ცი­ურ სწავ­ლე­ბა­ში. ასეთ დროს, მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია, მას­წავ­ლებ­ლის მოს­წავ­ლეს­თან ნე­ბის­მი­ე­რი სა­ხით კო­მუ­ნი­კა­ცია, ძი­რი­თა­დად — სა­ტე­ლე­ფო­ნო სა­უ­ბა­რი-მა­სა­ლის ახ­ს­ნა, კონ­სულ­ტა­ცია და მა­სა­ლის გა­მო­კითხ­ვა. ამ მოს­წავ­ლე­ებ­თან შე­საძ­ლე­ბე­ლია შე­ფა­სე­ბის გან­ს­ხ­ვა­ვე­ბუ­ლი სის­ტე­მის გა­მო­ყე­ნე­ბა: არა­და­მაკ­მა­ყო­ფი­ლე­ბე­ლი, და­მაკ­მა­ყო­ფი­ლე­ბე­ლი, სა­შუ­ა­ლო, კარ­გი, ძა­ლი­ან კარ­გი.

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები