28 მარტი, ხუთშაბათი, 2024

მიხეილ ბატიაშვილი მინისტრობიდან გადადგა

spot_img

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა, მიხეილ ბატიაშვილმა პირადი განცხადების საფუძველზე თანამდებობა დატოვა.

მინისტრის გადადგომის შესახებ განცხადება, დღევანდელ მთავრობის სხდომაზე პრემიერმა, გიორგი გახარიამ გააკეთა.

პრემიერმა მიხეილ ბატიაშვილს მადლობა გადაუხადა გაწეული შრომისთვის, განათლების სფეროში დაწყებული სისტემური რეფორმისთვის და აღნიშნა, რომ „პრინციპი, რომელსაც ყველა ერთხმად ვეთანხმებით – ჩვენი ქვეყნის უაღრესად მნიშვნელოვანი და ყველაზე მნიშვნელოვანი პრობლემები გახლავთ სამუშაო ადგილები, განათლება და უსაფრთხოება, ამ სამ მიმართულებას ჩვენ კიდევ უფრო მეტ ყურადღებას დავუთმობთ. განსაკუთრებით განათლების სისტემურ რეფორმას, რომელიც მოითხოვს უფრო სწრაფ და ეფექტიან განვითარებას და დარწმუნებული ვარ, კოლეგები, გუნდი, რომელიც განათლების სამინისტროს დღეს ხელმძღვანელობს, ამ მიმართულებით გააგრძელებს ეფექტიან შრომას“.

მიხეილ ბატიაშვილი საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრად 2018 წლის ივლისში დაინიშნა.

 

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები