29 მარტი, პარასკევი, 2024

კონ­ფ­ლიქ­ტის დე­რეფ­ნე­ბი კო­ლექ­ტი­უ­რი მეხ­სი­ე­რე­ბის არ­ქი­ვი­დან – აფხა­ზე­თი 1989-1995

spot_img

„კონ­ფ­ლიქ­ტი დე­რეფ­ნებ­ში. აფხა­ზე­თი 1989-1995“ — ასე ჰქვია გა­მო­ფე­ნას, რო­მე­ლიც ლი­ტე­რა­ტუ­რის მუ­ზე­უმ­ში მიმ­დი­ნა­რე­ობს და რომ­ლის ექ­ს­პო­ზი­ცია სა­ქარ­თ­ვე­ლოს ის­ტო­რი­ის ერთ-ერთ ყვე­ლა­ზე მნიშ­ვ­ნე­ლო­ვან და ტრა­გი­კულ პე­რი­ოდ­ზე მოგ­ვითხ­რობს. ხუ­თი წლის წინ, ქარ­თ­ვე­ლი და აფხა­ზი მკვლევ­რე­ბის ჯგუ­ფებ­მა, სა­ერ­თა­შო­რი­სო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის — Conciliation Resources-ისა და swisspeace-ის მხარ­და­ჭე­რით, ქარ­თულ-აფხა­ზურ კონ­ფ­ლიქ­ტ­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი მა­სა­ლე­ბის შეგ­რო­ვე­ბა და­იწყეს. იქ­მ­ნე­ბო­და ორი პა­რა­ლე­ლუ­რი არ­ქი­ვი, ე.წ. ქარ­თულ-აფხა­ზუ­რი კო­ლექ­ტი­უ­რი მეხ­სი­ე­რე­ბის არ­ქი­ვის შექ­მ­ნის პრო­ცე­სი დღე­საც გრძელ­დე­ბა და მი­სი მი­ზა­ნია, მი­უ­კერ­ძო­ებ­ლად და დე­ტა­ლუ­რად აღად­გი­ნოს, გა­სუ­ლი სა­უ­კუ­ნის ბო­ლოს, სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში, აფხა­ზეთ­ში გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი ის­ტო­რი­უ­ლი მოვ­ლე­ნე­ბი შე­ი­ა­რა­ღე­ბულ ფა­ზამ­დე, უშუ­ა­ლოდ სა­ო­მა­რი მოქ­მე­დე­ბე­ბის დროს და შემ­დ­გომ. უკ­ვე შეგ­რო­ვე­ბუ­ლი და სტრუქ­ტუ­რი­რე­ბუ­ლია რამ­დე­ნი­მე ათა­სი ექ­ს­პო­ნა­ტი — ფარ­თო სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თ­ვის უც­ნო­ბი დო­კუ­მენ­ტე­ბი, მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბი, მი­ვიწყე­ბუ­ლი გა­ზე­თე­ბი, უნი­კა­ლუ­რი ფო­ტო­ე­ბი და, რაც გან­სა­კუთ­რე­ბით მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია, კონ­ფ­ლიქ­ტის ორი­ვე მხრი­დან მოვ­ლე­ნე­ბის უშუ­ა­ლო მო­ნა­წი­ლე­ებ­თან ჩა­წე­რი­ლი ვი­დეო და აუდი­ო­ინ­ტერ­ვი­უ­ე­ბი, მათ შო­რის არი­ან პო­ლი­ტი­კო­სე­ბი და სამ­ხედ­რო­ე­ბი, ვინც იმ დროს გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბებს იღებ­და სო­ხუმ­სა და თბი­ლის­ში. აუღელ­ვებ­ლად ვერ გა­და­ი­კითხავ ტყვედ ჩა­ვარ­დ­ნი­ლი და უგ­ზო-უკ­ვ­ლოდ და­კარ­გუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის სი­ებს, მათ შო­რის ორი­ვე მხრი­დან გა­საც­ვ­ლე­ლი ტყვე­ე­ბის სი­ას, გაგ­რი­დან გა­მო­საყ­ვა­ნი ხალ­ხის ჩა­მო­ნათ­ვა­ლი იმ­დე­ნად ვრცე­ლია, რომ რამ­დე­ნი­მე თა­ბა­ხის ფურ­ცელს იკა­ვებს.

„არ­ქივ­ში თავ­მოყ­რი­ლი უნი­კა­ლუ­რი ვი­დეო და აუდი­ო­ჩა­ნა­წე­რე­ბი, სა­გა­ზე­თო პუბ­ლი­კა­ცი­ე­ბი, დო­კუ­მენ­ტე­ბი, ფო­ტო­მა­სა­ლა შე­საძ­ლებ­ლო­ბას გვაძ­ლევს, უკეთ აღ­ვიდ­გი­ნოთ იმ პე­რი­ოდ­ში გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი მოვ­ლე­ნე­ბი, — ამ­ბობს სა­ორ­გა­ნი­ზა­ციო ჯგუ­ფის წევ­რი ელი­კო ბენ­დე­ლი­ა­ნი, — მთა­ვა­რი მი­ზა­ნია, ჩვე­ნი ის­ტო­რი­ის ერთ-ერ­თი უმ­ნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნე­სი პე­რი­ო­დის, რო­მელ­მაც ჩვენს ქვე­ყა­ნა­ში ძა­ლი­ან ბევ­რი რამ შეც­ვა­ლა, სუ­რა­თი უკეთ და­ვი­ნა­ხოთ. აქ წარ­მოდ­გე­ნი­ლია ის მა­სა­ლაც, რო­მე­ლიც აფხაზ­მა კო­ლე­გებ­მა მოგ­ვა­წო­დეს, მათ შო­რის, ვი­დე­ო­ინ­ტერ­ვი­უ­ე­ბი.“

გა­მო­ფე­ნა სამ ოთახ­შია გან­თავ­სე­ბუ­ლი და მოგ­ვითხ­რობს შე­ი­ა­რა­ღე­ბულ კონ­ფ­ლიქ­ტამ­დე (1989-1992 წლე­ბი), სა­ო­მა­რი მოქ­მე­დე­ბე­ბი­სა (1992-1993 წლე­ბი) და ომის შემ­დ­გომ (1993-1995 წლე­ბი) პე­რი­ო­დებ­ზე: პირ­ველ ოთახ­ში, რო­მე­ლიც ომის შემ­დ­გომ პე­რი­ოდს ეთ­მო­ბა, წარ­მოდ­გე­ნი­ლი პი­რა­დი ის­ტო­რი­ე­ბი, დევ­ნი­ლე­ბის მი­ერ და­წე­რი­ლი წე­რი­ლე­ბი, კონ­ფ­ლიქ­ტ­ში და­ზა­რა­ლე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის ფო­ტო­ე­ბი ნათ­ლად გვიჩ­ვე­ნებს, თუ რა მოგ­ვი­ტა­ნა ომ­მა; მე­ო­რე ოთახ­ში გა­მო­ფე­ნი­ლია უშუ­ა­ლოდ ომის პე­რი­ო­დის მა­სა­ლე­ბი, ვი­დე­ო­ინ­ტერ­ვი­უ­ე­ბით (ვი­დე­ო­ინ­ტერ­ვი­უ­ე­ბი ყვე­ლა ოთახ­შია), სა­დაც სა­კუ­თარ ომის­დ­რო­ინ­დელ ის­ტო­რი­ებს ჰყვე­ბი­ან რო­გორც რი­გი­თი ადა­მი­ა­ნე­ბი, ასე­ვე ისი­ნი, ვინც მა­შინ გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბის მიმ­ღე­ბი პი­რე­ბი იყ­ვ­ნენ და უშუ­ა­ლოდ მარ­თავ­დ­ნენ პრო­ცე­სებს. შე­გიძ­ლი­ათ მო­ის­მი­ნოთ, რო­გორ იხ­სე­ნე­ბენ სო­ხუ­მე­ლე­ბი ომის დაწყე­ბის პირ­ველ დღეს; მე­სა­მე ოთახ­ში ომის­წი­ნა პე­რი­ო­დის ამ­ბებს ვეც­ნო­ბით, რო­გორ იწყე­ბო­და ეს ყვე­ლა­ფე­რი.

„შე­ვე­ცა­დეთ, გან­ს­ხ­ვა­ვე­ბუ­ლი მო­საზ­რე­ბე­ბი­სა და სუ­რა­თის და­ნახ­ვის შე­საძ­ლებ­ლო­ბა ყო­ფი­ლი­ყო და მიგ­ვაჩ­ნია, რომ აქ მო­სულ ადა­მი­ანს შე­უძ­ლია სხვა­დას­ხ­ვა მხრი­დან და­ი­ნა­ხოს ის, რაც ამ პე­რი­ოდ­ში ხდე­ბო­და.“ — ამ­ბობს ელი­კო ბენ­დე­ლი­ა­ნი.

ქარ­თულ-აფხა­ზუ­რი კო­ლექ­ტი­უ­რი მეხ­სი­ე­რე­ბის არ­ქი­ვი სა­ზო­გა­დო­ე­ბას ახ­ლო წარ­სუ­ლის შე­სა­ხებ უნი­კა­ლურ ინ­ფორ­მა­ცი­ას სთა­ვა­ზობს. ვი­დეო და აუდი­ო­ინ­ტერ­ვი­უ­ე­ბის ნაწყ­ვე­ტე­ბი გან­ს­ხ­ვა­ვე­ბულ ის­ტო­რი­ებს გვი­ამ­ბობს. „სი­მარ­თ­ლის“ მრა­ვა­ლი ვერ­სია, რო­მე­ლიც ერ­თა­დაა თავ­მოყ­რი­ლი, ქარ­თულ-აფხა­ზურ კონ­ფ­ლიქ­ტ­ზე და­ფიქ­რე­ბი­სა და მი­სი გა­და­ხედ­ვის სა­ფუძ­ველს ქმნის.

ექ­ს­პო­ზი­ცი­ა­ში შე­სუ­ლია ყო­ფი­ლი მი­ნის­ტ­რი­სა და კონ­ფ­ლიქ­ტო­ლო­გის, პა­ა­ტა ზა­ქა­რე­იშ­ვი­ლის პი­რა­დი სა­არ­ქი­ვო მა­სა­ლე­ბის დი­დი ნა­წი­ლი. მას მი­აჩ­ნია, რომ პრო­ექ­ტის მთა­ვა­რი აუდი­ტო­რია, პირ­ველ რიგ­ში, ახალ­გაზ­რ­დე­ბი არი­ან.

„ჩემ­თ­ვის დი­დი პა­ტი­ვია, გა­მო­ფე­ნის ორ­გა­ნი­ზა­ტო­რებ­მა ეს მა­სა­ლა რომ გა­მო­ი­ყე­ნეს. სამ­წუ­ხა­როდ, ჩვე­ნი უახ­ლე­სი ის­ტო­რია არ ვი­ცით, ეს ის­ტო­რია მი­თო­ლო­გი­ზე­ბუ­რია. ახალ­გაზ­რ­დებს უნ­და მო­ვუყ­ვეთ, რა და რო­გორ ხდე­ბო­და. გა­მო­ფე­ნას არ აქვს ჭეშ­მა­რი­ტე­ბა­ზე პრე­ტენ­ზია, აქ რამ­დე­ნი­მე სი­მარ­თ­ლეა ერ­თ­დ­რო­უ­ლად — აფხა­ზუ­რი მხა­რის სი­მარ­თ­ლე, ქარ­თუ­ლი მხა­რის სი­მარ­თ­ლე, არის ზვი­ად გამ­სა­ხურ­დი­ას მომ­ხ­რე­ე­ბის სი­მარ­თ­ლეც, ასე­ვე სა­ქარ­თ­ვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბის და დევ­ნი­ლე­ბის პო­ზი­ცი­ე­ბი.“

გა­მო­ფე­ნა შვე­ი­ცა­რი­ის სა­გა­რეო საქ­მე­თა ფე­დე­რა­ლუ­რი დე­პარ­ტა­მენ­ტის, ევ­რო­კავ­ში­რის, დი­დი ბრი­ტა­ნე­თის, „კონ­ფ­ლიქ­ტის სტა­ბი­ლუ­რო­ბი­სა და უსაფ­რ­თხო­ე­ბის ფონ­დის“ და Sigrid Rausing Trust-ის ფი­ნან­სუ­რი მხარ­და­ჭე­რით გა­ი­მარ­თა. სწო­რედ მა­თი ძა­ლის­ხ­მე­ვით გახ­და შე­საძ­ლე­ბე­ლი კო­ლექ­ტი­უ­რი მეხ­სი­ე­რე­ბის არ­ქი­ვის შექ­მ­ნა-გან­ვი­თა­რე­ბა.

„კონ­ფ­ლიქ­ტის შე­დე­გად და­ზა­რა­ლე­ბულ გა­რე­მო­ში შვე­ი­ცა­რია თა­ვი­სი გლო­ბა­ლუ­რი სამ­შ­ვი­დო­ბო პო­ლი­ტი­კის ფარ­გ­ლებ­ში მუ­შა­ობს. ჩვენ ვხე­დავთ, რომ დრო ძა­ლი­ან სწრა­ფად გა­დის, მეხ­სი­ე­რე­ბა ქრე­ბა და ძა­ლი­ან რთუ­ლია მა­სა­ლე­ბის შეგ­რო­ვე­ბა. ამი­ტომ, ყო­ველ­თ­ვის მხარს ვუ­ჭერთ ძა­ლის­ხ­მე­ვას, რო­მე­ლიც მი­მარ­თუ­ლია კონ­ფ­ლიქ­ტის წარ­სუ­ლის გა­და­ლახ­ვი­სა და სხვა­დას­ხ­ვა ხა­სი­ა­თის არ­ქი­ვე­ბის შექ­მ­ნის­კენ,“ — აღ­ნიშ­ნა შვე­ი­ცა­რი­ის ელ­ჩ­მა სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში, პატ­რიკ ფრან­ზენ­მა, რო­მე­ლიც გა­მო­ფე­ნის გახ­ს­ნას ეს­წ­რე­ბო­და. მან იმე­დი გა­მოთ­ქ­ვა, რომ გა­მო­ფე­ნა­ზე წარ­მოდ­გე­ნი­ლი მა­სა­ლა ხელს შე­უწყობს წარ­სუ­ლის გა­აზ­რე­ბას და კონ­ფ­ლიქ­ტის მშვი­დო­ბი­ან ტრან­ს­ფორ­მა­ცი­ას.

დი­დი ბრი­ტა­ნე­თის ელ­ჩის მო­ვა­ლე­ო­ბის შემ­ს­რუ­ლე­ბე­ლი, ალექ­სან­დ­რა ქო­უ­ლი ამ­ბობს, რომ ბრი­ტა­ნე­თი მო­ხა­რუ­ლია, რომ „შე­ი­ტა­ნა წვლი­ლი ამ ინი­ცი­ა­ტი­ვის ერ­თობ­ლივ და­ფი­ნან­სე­ბა­ში და და­ეხ­მა­რა ქარ­თ­ველ კო­ლე­გებს ურ­თი­ერ­თ­გა­გე­ბის­კენ გა­დად­გ­მუ­ლი ნა­ბი­ჯის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა­ში. ამი­სათ­ვის მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია სხვი­სი შე­ხე­დუ­ლე­ბე­ბი­სა და პერ­ს­პექ­ტი­ვე­ბის გა­აზ­რე­ბა, მომ­ხ­და­რის შე­სა­ხებ მა­თი ვერ­სი­ის გა­გე­ბა. ეს არ ნიშ­ნავს, რომ თქვენ უნ­და გა­ი­ზი­ა­როთ ეს პერ­ს­პექ­ტი­ვე­ბი ან შე­ხე­დუ­ლე­ბე­ბი“ — ამ­ბობს ალექ­სან­დ­რა ქო­უ­ლი.

სა­მი კვი­რის გან­მავ­ლო­ბა­ში, გა­მო­ფე­ნის ფარ­გ­ლებ­ში, გა­ი­მარ­თე­ბა რე­გუ­ლა­რუ­ლი დის­კუ­სი­ე­ბი და ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი. მო­ნა­წი­ლე­ო­ბის მი­ღე­ბა ყვე­ლა მსურ­ველს შე­უძ­ლია. ვი­ზი­ტო­რებს, რომ­ლებ­საც ქარ­თულ-აფხა­ზურ კონ­ფ­ლიქ­ტ­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი სა­კუ­თა­რი ის­ტო­რია აქვთ, გა­მო­ფე­ნის ავ­ტო­რე­ბი ამ ის­ტო­რი­ის გა­ზი­ა­რე­ბას და არ­ქი­ვის შექ­მ­ნა­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბას სთა­ვა­ზო­ბენ. ექ­ს­პო­ზი­ცია ამ სიტყ­ვე­ბით იწყე­ბა: „გა­მო­ფე­ნა­ზე წარ­მოდ­გე­ნი­ლი და ნა­წი­ლობ­რივ და­ვიწყე­ბუ­ლი ან და­კარ­გუ­ლი ის­ტო­რი­ე­ბის რთუ­ლი მო­ზა­ი­კა გთა­ვა­ზობთ წარ­სულ­ში დაბ­რუ­ნე­ბი­სა და მი­სი გა­და­ხედ­ვის შე­საძ­ლებ­ლო­ბას. შე­ი­ა­რა­ღე­ბულ­მა კონ­ფ­ლიქ­ტ­მა და­მან­გ­რე­ვე­ლი გავ­ლე­ნა მო­ახ­დი­ნა ათა­სო­ბით ადა­მი­ა­ნის ცხოვ­რე­ბა­ზე და მი­სი კვა­ლი დღე­საც იგ­რ­ძ­ნო­ბა. გთხოვთ, გაგ­ვი­ზი­ა­როთ თქვე­ნი გა­მოც­დი­ლე­ბა, პი­რა­დი ის­ტო­რია და მა­სა­ლე­ბი, რა­თა სა­ქარ­თ­ვე­ლოს უახ­ლე­სი ის­ტო­რი­ის მო­ზა­ი­კა უფ­რო სრულ­ყო­ფი­ლი გახ­დეს.“

გა­მო­ფე­ნა­ზე მუ­შა­ობ­დ­ნენ: GoGroupMedia, CIPDD, Studio Re,Conciliation Resources, swisspeace, არ­ქი­ვის მკვლე­ვარ­თა გუნ­დი, გა­მო­ფე­ნის კუ­რა­ტო­რე­ბი და ბევ­რი სხვა ადა­მი­ა­ნი. გა­მო­ფე­ნის ორ­გა­ნი­ზა­ტო­რე­ბი მად­ლო­ბას უხ­დი­ან დო­ნორ ორ­გა­ნი­ზა­ცი­ებ­სა და ადა­მი­ა­ნებს, რომ­ლებ­მაც წლი­ლი შე­ი­ტა­ნეს ამ ინი­ცი­ა­ტი­ვის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა­ში, ასე­ვე, ყვე­ლა იმ ადა­მი­ანს, ვინც არ­ქივს რა­ი­მე მა­სა­ლა შე­მა­ტა.

ლა­ლი თვა­ლა­ბე­იშ­ვილი

ერ­თი ფო­ტოს ის­ტო­რია

ფო­ტო გა­და­ღე­ბუ­ლია ვერ­ტ­მ­ფ­რე­ნის აფ­რე­ნი­დან რამ­დე­ნი­მე წუ­თით ად­რე. პა­ტა­რა გო­გო­ნა ილუმინატორიდან ემ­შ­ვი­დო­ბე­ბა მა­მას. ამ სუ­რა­თის გა­და­ღე­ბი­დან რამ­დე­ნი­მე წუთ­ში, ვერ­ტ­მ­ფ­რე­ნი, აფხა­ზუ­რი შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ძა­ლე­ბის მი­ერ კონ­ტ­რო­ლი­რე­ბა­დი ტყვარ­ჩე­ლის ტე­რი­ტო­რი­ი­დან, აფ­რინ­დე­ბა და გუ­და­უ­თის­კენ აიღებს გეზს, მაგ­რამ და­ნიშ­ნუ­ლე­ბის ად­გი­ლამ­დე ვერ ჩაფ­რინ­დე­ბა, რად­გან გულ­რიფ­შის რა­ი­ო­ნის სო­ფელ ლა­თას­თან ჩა­მო­აგ­დეს.

ეს მოხ­და1992 წლის 14 დე­კემ­ბერს, რუ­სე­თის შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ძა­ლე­ბის ვერ­ტ­მ­ფ­რენს 82 ადა­მი­ა­ნი გა­დაჰ­ყავ­და, და­ღუ­პუ­ლებს შო­რის 35 ბავ­შ­ვი და 30 ქა­ლი იყო. ყვე­ლა მგზავ­რი და 3-კა­ცი­ა­ნი ეკი­პა­ჟი ად­გილ­ზე და­იწ­ვა, დამ­წ­ვა­რი ცხედ­რე­ბი მა­შინ­ვე გუ­და­უ­თა­ში გა­და­ას­ვე­ნეს და ქა­ლა­ქის პარ­კ­ში სა­ერ­თო სა­საფ­ლა­ო­ზე დაკ­რ­ძა­ლეს.

აფხა­ზუ­რი და რუ­სუ­ლი მხა­რე­ე­ბი ვერ­ტ­მ­ფ­რე­ნის ჩა­მოგ­დე­ბას ქარ­თულ მხა­რეს აბ­რა­ლებ­დ­ნენ. ქარ­თუ­ლი მხა­რე ბრალ­დე­ბას უარ­ყოფ­და და ამ ტრა­გე­დი­ას რუ­სუ­ლი მხა­რის სამ­ხედ­რო მა­ნი­პუ­ლა­ცი­ე­ბით გა­მოწ­ვე­ულ სა­ო­მარ ქა­ოსს აბ­რა­ლებ­და.

არ­სე­ბობს კი­დევ ერ­თია ვერ­სია, რო­მელ­საც ტყვარ­ჩე­ლე­ლი ქარ­თ­ვე­ლე­ბი ყვე­ბი­ან: ვერ­ტ­მ­ფ­რე­ნი ჩა­მო­ვარ­დ­ნის შემ­დეგ აფეთ­ქ­და და ტრა­გე­დია ზედ­მეტ­მა ტვირ­თ­მა გა­მო­იწ­ვია. ტყვარ­ჩე­ლის ერთ-ერ­თი მკვიდ­რის მტკი­ცე­ბით, იგი თვით­მ­ხილ­ვე­ლია იმ ფაქ­ტის, თუ რო­გორ ეუბ­ნე­ბო­და პი­ლო­ტი ად­გილ­ზე შეკ­რე­ბილ ხალხს, რომ მგზავ­რ­თა ასეთ რა­ო­დე­ნო­ბას ვერ­ტ­მ­ფ­რე­ნი ვერ გა­უძ­ლებ­და, ამი­ტომ ყვე­ლას წაყ­ვა­ნა შე­უძ­ლე­ბე­ლი იყო. მი­უ­ხე­და­ვად გაფ­რ­თხი­ლე­ბი­სა, ყვე­ლა ავი­და სა­ლონ­ში, რა­მაც სა­ბო­ლო­ოდ ტრა­გე­დია გა­მო­იწ­ვია.

ქარ­თუ­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბა ლა­თას ტრა­გე­დი­ის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ას ნაკ­ლე­ბად ფლობს, აფხა­ზეთ­ში კი, ყო­ველ წელს, 14 დე­კემ­ბერს, აღ­ნიშ­ნა­ვენ ამ თა­რიღს, რო­გორც 1992-93 წლე­ბის ომის ერთ-ერთ ყვე­ლა­ზე ტრა­გი­კულ ეპი­ზოდს.

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები