20 აპრილი, შაბათი, 2024

რომელი სავალდებულო საგნის ჩაბარება მოუწევთ აბიტურიენტებს კონკრეტულ საგანმანათლებლო მიმართულებებზე 2020 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე

spot_img

 

„ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების დებულებისა და სახელმწიფო სასწავლო გრანტის განაწილების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 18 თებერვლის №19/ნ ბრძანებაში ცვლილება შევიდა, რომლის თანახმადაც დამტკიცდა 2020 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატრების ახალი წესი.

ცვლილების თანახმად, აკადემიურ პროგრამაზე ჩარიცხვისთვის აბიტურიენტი ვალდებულია   ჩააბაროს სამი სავალდებულო საგანი: ქართული ენა და ლიტერატურა; ქვემოთ ჩამოთვლილი უცხოური ენებიდან ერთ-ერთი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების აკადემიური პროგრამის შესაბამისად:ა) ინგლისური ენა;ბ) გერმანული ენა; გ) ფრანგული ენა; დ) რუსული ენა;  მათემატიკა ან ისტორია, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების საგანმანათლებლო პროგრამების მიხედვით.

⇒ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება ვალდებულია სავალდებულო საგნად განსაზღვროს მათემატიკა ან/და ისტორია, ამ ბრძანების №3 დანართის შესაბამისად. თუ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება სავალდებულო საგნად განსაზღვრავს როგორც მათემატიკას, ისე ისტორიას, აბიტურიენტი უფლებამოსილია აღნიშნული საგნებიდან ჩააბაროს ერთ-ერთი ან ორივე საგანი.

⇒ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებას შეუძლია, რომ საგანმანათლებლო პროგრამისათვის აირჩიოს ერთი ან რამდენიმე უცხოური ენა. ორი ან მეტი უცხოური ენის არჩევის შემთხვევაში აბიტურიენტი ვალდებულია ორი ან მეტი უცხოური ენიდან ჩააბაროს მხოლოდ ერთი. იმ შემთხვევაში, თუ უმაღლესი საგანმანათლელო დაწესებულება შესაბამისი საგანმანათლებლო პროგრამისთვის არ მიუთითებს კონკრეტულ უცხოურ ენას, აბიტურიენტი ვალდებულია განსაზღვრული უცხოური ენებიდან ჩააბაროს ერთ-ერთი.

⇒ აკადემიურ პროგრამაზე ჩარიცხვისთვის, გარდა სახელოვნებო-შემოქმედებითი ან სასპორტო, ასევე ამ მუხლის მე-8 პუნქტით განსაზღვრული საგანმანათლებლო პროგრამებისა, უმაღლესმა საგანმანათლებლო დაწესებულებამ შესაძლებელია დააწესოს დამატებითი გამოცდა ჩამოთვლილთაგან ერთ ან რამდენიმე საგანში: ა) ფიზიკა; ბ) ქიმია; გ) ბიოლოგია; დ) ზოგადი უნარები; ე) გეოგრაფია; ვ) ლიტერატურა; ზ) სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება; თ) სამოქალაქო განათლება.

უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებულ ორ ან მეტ საგანში დამატებითი გამოცდის დაწესების შემთხვევაში, აბიტურიენტი უფლებამოსილია აირჩიოს ერთი ან რამდენიმე საგანი.

⇒თუ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება გაერთიანებულად გამოაცხადებს მიღებას ისეთ პროგრამებზე, სადაც განსხვავებული საგნის ჩაბარება სავალდებულოა, აბიტურიენტი ვალდებულია ჩააბაროს როგორც მათემატიკა, ისე ისტორია.

⇒ დიპლომირებული მედიკოსის/სტომატოლოგის, საექთნო საქმის, სამეანო საქმის, ფიზიკური მედიცინისა და რეაბილიტაციის, ოკუპაციური თერაპიის, ფარმაციის, საზოგადოებრივი ჯანდაცვის საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩარიცხვისთვის აბიტურიენტი ვალდებულია ჩააბაროს შემდეგი საგნები:

ა) ქართული ენა და ლიტერატურა, ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული უცხოური ენა, ბიოლოგია;

ბ) ერთ-ერთი შემდეგი საგანი: ფიზიკა, ქიმია ან მათემატიკა.

ბრძანების თანახმად ცნობილი გახდა, კონკრეტულ საგანმანათლებლო მიმართულებებზე რომელი სავალდებულო საგნის ჩაბარება მოუწევთ აბიტურიენტებს 2020 წლის ეროვნულ გამოცდებზე. 

ერთიანი ეროვნული გამოცდებზე ჩასაბარებელი საგანი/საგნები (მათემატიკა/ისტორია) დარგის/სფეროს მიხედვით იხილეთ ბრძანების სრულ ვერსიაში https://matsne.gov.ge/ka/document/view/4643573?publication=0&fbclid=IwAR3mOXsaL6s9y1nRiTzvlD7m8PXGTHu-L3QhOFe9WcwJ54nqPGRZ311xh1g

 

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები