28 მარტი, ხუთშაბათი, 2024

კერ­ძო კო­ლე­ჯე­ბის ასო­ცი­ა­ცი­ის მე­ხუ­თე ფო­რუ­მი

spot_img

 

14 მა­ისს, სას­ტუმ­რო „იოტა­ში“ გა­ი­მარ­თა სა­ქარ­თ­ვე­ლოს კერ­ძო კო­ლე­ჯე­ბის ასო­ცი­ა­ცი­ის მე­ხუ­თე ფო­რუ­მი. ასო­ცი­ა­ცი­ის წევრ პრო­ფე­სი­ულ სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბებ­თან ერ­თად, ფო­რუ­მის მუ­შა­ო­ბა­ში მო­ნა­წი­ლე­ობ­დ­ნენ: პარ­ლა­მენ­ტის ფრაქ­ცია „სო­ცი­ალ-დე­მოკ­რა­ტე­ბის“ თავ­მ­ჯ­დო­მა­რე გია ჟორ­ჟო­ლი­ა­ნი; გა­ნათ­ლე­ბის, მეც­ნი­ე­რე­ბის კულ­ტუ­რი­სა და სპორ­ტის სა­მი­ნის­ტ­როს პრო­ფე­სი­უ­ლი გა­ნათ­ლე­ბის გან­ვი­თა­რე­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტის უფ­რო­სი ირი­ნა წე­რო­ძე და მი­სი მო­ად­გი­ლე თა­მარ სამ­ხა­რა­ძე, შრო­მის, ჯან­მ­რ­თე­ლო­ბი­სა და სო­ცი­ა­ლუ­რი დაც­ვის სა­მი­ნის­ტ­როს შრო­მი­სა და და­საქ­მე­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტის უფ­რო­სი მა­რი ბე­ზა­რაშ­ვი­ლი, გა­ნათ­ლე­ბის ხა­რის­ხის გან­ვი­თა­რე­ბის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტ­რის დი­რექ­ტო­რის მო­ად­გი­ლე თა­მარ მა­ხა­რაშ­ვი­ლი და გა­ნათ­ლე­ბის ხა­რის­ხის გან­ვი­თა­რე­ბის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტ­რის პრო­ფე­სი­უ­ლი გა­ნათ­ლე­ბის ხა­რის­ხის უზ­რუნ­ველ­ყო­ფის სამ­სა­ხუ­რის უფ­რო­სი კა­ხა­ბერ ერა­ძე, ასო­ცი­ა­ცი­ის ად­გი­ლობ­რი­ვი და სა­ერ­თა­შო­რი­სო პარ­ტ­ნი­ო­რი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბი, სა­ჯა­რო პრო­ფე­სი­უ­ლი სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბე­ბი და სხვა და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი პი­რე­ბი.

ასო­ცი­ა­ცია არ­სე­ბო­ბის მე­ექ­ვ­სე წელს ით­ვ­ლის და ჩა­მო­ყა­ლიბ­და რო­გორც ავ­ტო­რი­ტე­ტუ­ლი, კომ­პე­ტენ­ტუ­რი, მძლავ­რი ორ­გა­ნი­ზა­ცია, რომ­ლის მი­ზა­ნი იყო და არის — პრო­ფე­სი­უ­ლი გა­ნათ­ლე­ბის სის­ტე­მის მშე­ნებ­ლო­ბა­ში აქ­ტი­უ­რი მო­ნა­წი­ლე­ო­ბა, ყვე­ლა და­ინ­ტე­რე­სე­ბულ მხა­რეს­თან ერ­თად. ასო­ცი­ა­ცი­ის სრუ­ლუფ­ლე­ბი­ა­ნი წევ­რია სა­ქარ­თ­ვე­ლოს კერ­ძო კო­ლე­ჯე­ბის უმ­რავ­ლე­სო­ბა — 46-დან 35. ასო­ცი­ა­ცი­ის ფო­რუმ­ზე შე­ჯამ­და 2017-2018 წლე­ბის მუ­შა­ო­ბა. პრო­ფე­სი­უ­ლი გა­ნათ­ლე­ბის 2020-2022 წლე­ბის ხედ­ვის შე­სა­ხებ მოხ­სე­ნე­ბა გა­ა­კე­თა სა­ქარ­თ­ვე­ლოს გა­ნათ­ლე­ბი­სა და მეც­ნი­ე­რე­ბის სა­მი­ნის­ტ­როს პრო­ფე­სი­უ­ლი გა­ნათ­ლე­ბის გან­ვი­თა­რე­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტის უფ­როს­მა, ირი­ნა წე­რო­ძემ. გა­ი­მარ­თა ასო­ცი­ა­ცი­ის ახა­ლი გამ­გე­ო­ბის, პრე­ზი­დენ­ტი­სა და ვი­ცე-პრე­ზი­დენ­ტე­ბის არ­ჩევ­ნე­ბი.

 

სა­ერ­თო კრე­ბამ ასო­ცი­ა­ცი­ის გამ­გე­ო­ბის წევ­რე­ბად აირ­ჩია: ია ერა­ძე — სა­ქარ­თ­ვე­ლოს ბიზ­ნე­სის აკა­დე­მია „SBA“; მაია ჩიხ­ლა­ძე — სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი კო­ლე­ჯი „პა­ნა­ცეა“; ნი­ნო გო­მე­ლა­უ­რი — მარ­ნე­უ­ლის კო­ლე­ჯი; გი­ორ­გი ბე­რაია — სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი კო­ლე­ჯი „გე­ორ­გია“; შო­რე­ნა ხა­ჭა­პუ­რი­ძე — სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი კო­ლე­ჯი „ფა­ნას­კერ­ტე­ლი“; მა­ნა­ნა მა­ხა­რაშ­ვი­ლი — სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი კო­ლე­ჯი „ნა­ტა­ლი აკა­დე­მია“; რა­ინ­დი ლო­მაია — სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი კო­ლე­ჯი „კავ­კა­სი­ო­ნი“. ახ­ლად არ­ჩე­ულ­მა გამ­გე­ო­ბამ, ხმა­თა უმ­რავ­ლე­სო­ბით, სა­ქარ­თ­ვე­ლოს კერ­ძო კო­ლე­ჯე­ბის ასო­ცი­ა­ცი­ის პრე­ზი­დენ­ტად ია ერა­ძე აირ­ჩია, ხო­ლო ვი­ცე-პრე­ზი­დენ­ტე­ბად — მაია ჩიხ­ლა­ძე და ნი­ნო გო­მე­ლა­უ­რი.

სა­ქარ­თ­ვე­ლოს კერ­ძო კო­ლე­ჯე­ბის ასო­ცი­ა­ცი­ის პრე­ზი­დენ­ტ­მა, ია ერა­ძემ ერ­თ­სუ­ლო­ვა­ნი მხარ­და­ჭე­რი­სა და ნდო­ბის­თ­ვის მად­ლო­ბა გა­და­უ­ხა­და ასო­ცი­ა­ცი­ის წევრ სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბებს და აღ­ნიშ­ნა, რომ ყო­ველ­თ­ვის გრძნობ­და მათ თა­ნად­გო­მას: „გპირ­დე­ბით, არ და­ვი­შუ­რებ ძა­ლის­ხ­მე­ვას, გა­ვა­მარ­თ­ლო თქვე­ნი იმე­დე­ბი და ჩე­მი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი გა­მო­ვი­ყე­ნო ჯან­სა­ღი კონ­კუ­რენ­ტუ­ლი გა­რე­მო­სა და ჩვე­ნი ერ­თი­ა­ნი მი­სი­ით გაცხა­დე­ბუ­ლი მიზ­ნე­ბის რე­ა­ლი­ზე­ბი­სათ­ვის. უზ­რუნ­ველ­ვ­ყოფ ასო­ცი­ა­ცი­ის მარ­თ­ვის ორ­გა­ნო­ე­ბის რეს­ტ­რუქ­ტუ­რი­ზა­ცი­ის გზით გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბე­ბის მი­ღე­ბი­სა და წევ­რ­თა წარ­მო­მად­გენ­ლო­ბი­თო­ბის ეფექ­ტი­ა­ნი მე­ქა­ნიზ­მე­ბის და­ნერ­გ­ვას, სა­ხელ­მ­წი­ფო უწყე­ბებ­თან კონ­ს­ტ­რუქ­ცი­უ­ლი თა­ნამ­შ­რომ­ლო­ბის გაღ­რ­მა­ვე­ბას, მათ შო­რის — და­ფი­ნან­სე­ბის წყა­რო­ებ­სა და სხვა­დას­ხ­ვა სო­ცი­ა­ლურ სარ­გე­ბელ­ზე თა­ნა­ბა­რი წვდო­მის შე­საძ­ლებ­ლო­ბას.

გა­მო­ვი­ყე­ნებ სა­კუ­თარ გა­მოც­დი­ლე­ბა­სა და მიდ­გო­მებს ავ­ტო­რი­ზა­ცი­ის ახალ სტან­დარ­ტებ­თან თქვე­ნი­ვე შე­საძ­ლებ­ლო­ბა­თა გაძ­ლი­ე­რე­ბის უზ­რუნ­ველ­სა­ყო­ფად. ჩვენ ერ­თად შევ­ძ­ლებთ, პრო­ფე­სი­უ­ლი გა­ნათ­ლე­ბის ფარ­გ­ლებ­ში, კერ­ძო პრო­ვა­ი­დე­რე­ბის პო­პუ­ლა­რი­ზა­ცი­ას, მათ შო­რის, ბრენ­დი­რე­ბის მო­დერ­ნი­ზე­ბუ­ლი სის­ტე­მის სრულ­ყო­ფას ახა­ლი მიდ­გო­მე­ბი­სა და თა­ნა­მედ­რო­ვე გა­მოწ­ვე­ვე­ბის გათ­ვა­ლი­სწი­ნე­ბით, პრო­ფე­სი­ულ სტუ­დენ­ტ­თა ექ­ს­ტ­რა­კუ­რი­კუ­ლუ­რი აქ­ტი­ვო­ბე­ბის ხელ­შეწყო­ბას, სხვა­დას­ხ­ვა ნო­მი­ნა­ცი­ებ­ში პრო­ფე­სი­უ­ლი გა­ნათ­ლე­ბის ალ­ტერ­ნა­ტი­უ­ლი, სა­მარ­თ­ლი­ა­ნი და გამ­ჭ­ვირ­ვა­ლე ეროვ­ნუ­ლი ჯილ­დოს და­წე­სე­ბა­სა და სხვა სა­ინ­ტე­რე­სო აქ­ტი­ვო­ბე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბას. ჩე­მი ყვე­ლა ძა­ლის­ხ­მე­ვა მი­მარ­თუ­ლი იქ­ნე­ბა ასო­ცი­ა­ცი­ის წევ­რებს შო­რის მრა­ვალ­მ­ხ­რივ ფორ­მატ­ში თა­ნამ­შ­რომ­ლო­ბის გაძ­ლი­ე­რე­ბი­სა და არ­სე­ბუ­ლი მე­მო­რან­დუ­მე­ბის ფარ­გ­ლებ­ში ურ­თი­ერ­თ­სა­სარ­გებ­ლო მი­მარ­თუ­ლე­ბე­ბის   გა­აქ­ტი­უ­რე­ბი­სა­კენ. მჯე­რა, რომ ბევრ სა­სარ­გებ­ლო საქ­მეს გა­ვა­კე­თებთ, პრო­ფე­სი­უ­ლი გა­ნათ­ლე­ბის სის­ტე­მის გან­ვი­თა­რე­ბი­სა და ქვეყ­ნის კე­თილ­დღე­ო­ბი­სათ­ვის“.

 

ფო­რუ­მის და­სას­რულ, რამ­დე­ნი­მე შე­კითხ­ვით მივ­მარ­თეთ კერ­ძო კო­ლე­ჯე­ბის ასო­ცი­ა­ცი­ის ახ­ლა­დ არ­ჩე­ულ პრე­ზი­დენტს, ია ერა­ძეს.

— რის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბას გეგ­მავთ პირ­ველ ეტაპ­ზე?

— კერ­ძო კო­ლე­ჯე­ბი პრო­ფე­სი­უ­ლი გა­ნათ­ლე­ბის ერ­თი­ა­ნი სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო სივ­რ­ცის მნიშ­ვ­ნე­ლო­ვან ნა­წილს წარ­მო­ად­გე­ნენ. ამას ფო­რუმ­ზე არა­ერ­თხელ გა­ეს­ვა ხა­ზი სა­კა­ნონ­მ­დებ­ლო და აღ­მას­რუ­ლე­ბე­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის, ასე­ვე სო­ცი­ა­ლუ­რი პარ­ტ­ნი­ო­რე­ბის მხრი­დან. ამ კონ­ტექ­ს­ტ­ში რთუ­ლია პირ­ვე­ლი ნა­ბი­ჯე­ბის გა­მო­ყო­ფა. ბევ­რი რამ სას­წ­რა­ფოდ და ერ­თ­დ­რო­უ­ლა­დაა გა­სა­კე­თე­ბე­ლი. პირ­ვე­ლი მა­ინც სა­ჭი­რო­ე­ბა­თა სწო­რი იდენ­ტი­ფი­ცი­რე­ბაა. ამი­სათ­ვის კონ­ს­ტ­რუქ­ცი­უ­ლი თა­ნამ­შ­რომ­ლო­ბის და დი­ა­ლო­გის რე­ჟიმ­ში უნ­და შე­ჯერ­დეს კო­ლე­ჯე­ბის ხედ­ვე­ბი და სხვა მხა­რე­თა მო­ლო­დი­ნე­ბი, რო­გო­რი­ცაა სა­მი­ნის­ტ­რო­ე­ბი, დამ­საქ­მე­ბელ­თა და და­საქ­მე­ბულ­თა რე­ა­ლუ­რი გა­ერ­თი­ა­ნე­ბე­ბი. ეს მოგ­ვ­ცემს ჩვე­ნი ნა­ბი­ჯე­ბის სწო­რად და­გეგ­მ­ვის შე­საძ­ლებ­ლო­ბას. თუმ­ცა აშ­კა­რაა, რომ ასო­ცი­ა­ცი­ამ სას­წ­რა­ფოდ უნ­და იპო­ვოს ად­გი­ლი პრო­ფე­სი­უ­ლი გა­ნათ­ლე­ბის რე­ფორ­მის ერ­თი­ან ფრონ­ტ­ზე და აქ­ტი­უ­რად ჩა­ერ­თოს სა­კა­ნონ­მ­დებ­ლო ჩარ­ჩოს შე­მუ­შა­ვე­ბა­ში, რა­ზეც სწო­რედ ახ­ლა მიმ­დი­ნა­რე­ობს აქ­ტი­უ­რი მუ­შა­ო­ბა.

— რა არის მთა­ვა­რი პრობ­ლე­მა, რის წი­ნა­შეც კერ­ძო კო­ლე­ჯე­ბი დგა­ნან?

— მას შემ­დეგ, რაც და­იწყო და­ფი­ნან­სე­ბის მო­დე­ლის გა­და­ხედ­ვა და მიმ­დი­ნა­რე წლი­დან კერ­ძო კო­ლე­ჯე­ბის სტუ­დენ­ტე­ბიც ეტა­პობ­რი­ვად ჩა­ერ­თ­ვე­ბი­ან და­ფი­ნან­სე­ბის სქე­მა­ში, მთა­ვა­რი პრობ­ლე­ბა, რაც კერ­ძო კო­ლე­ჯე­ბის წი­ნა­შე იდ­გა, მეტ-ნაკ­ლე­ბად თან­და­თა­ნო­ბით მოგ­ვარ­დე­ბა. შე­სა­ბა­მი­სად, უკ­ვე წინ წა­მო­ი­წევს ისე­თი სა­კითხე­ბი, რომ­ლე­ბიც სა­ერ­თოა კერ­ძო და სა­ჯა­რო კო­ლე­ჯე­ბი­სათ­ვის, რო­გო­რი­ცაა პრო­ფე­სი­უ­ლი გა­ნათ­ლე­ბის ჯერ კი­დევ არა­საკ­მა­რი­სი პო­პუ­ლა­რო­ბა, ხა­რის­ხის კულ­ტუ­რის გან­ვი­თა­რე­ბა, უცხო­უ­რი სას­წავ­ლებ­ლე­ბის უკა­ნო­ნო ფი­ლი­ა­ლე­ბის არ­სე­ბო­ბა, სა­ვალ­დე­ბუ­ლო სამ­ხედ­რო სამ­სა­ხუ­რის გა­და­ვა­დე­ბის შე­უძ­ლებ­ლო­ბა. ზო­გა­დად, ასე­თი დი­ნა­მი­უ­რი ცვლი­ლე­ბე­ბის შემ­დეგ, პრო­ფე­სი­უ­ლი გა­ნათ­ლე­ბის მდგრა­დი გან­ვი­თა­რე­ბი­სათ­ვის სტა­ბი­ლუ­რი გა­რე­მოს შექ­მ­ნა, რაც სა­სი­ცოცხ­ლოდ აუცი­ლე­ბე­ლია.

— წარ­მა­ტე­ბუ­ლი ნა­ბი­ჯე­ბი, რომ­ლე­ბიც ბო­ლო პე­რი­ოდ­ში გა­და­იდ­გა კერ­ძო კო­ლე­ჯე­ბის ხელ­შეწყო­ბი­სათ­ვის ?

— უფ­რო ვიტყო­დი, რომ ნა­ბი­ჯე­ბი ახ­ლა იდ­გ­მე­ბა, რად­გა­ნაც ჯერ პრო­ცე­სე­ბის მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი ნა­წი­ლი არ დას­რუ­ლე­ბუ­ლა და შე­დე­გებ­ზე სა­უ­ბა­რი ნა­ად­რე­ვია. ამას პრო­ფე­სი­უ­ლი გა­ნათ­ლე­ბის შე­სა­ხებ ახა­ლი კა­ნო­ნის მი­ღე­ბამ შე­უქ­მ­ნა სა­ფუძ­ვე­ლი, თუმ­ცა მთა­ვა­რი მა­ინც კა­ნონ­ქ­ვემ­დე­ბა­რე აქ­ტე­ბია. ძა­ლი­ან მა­ლე კერ­ძო კო­ლე­ჯე­ბის სტუ­დენ­ტე­ბი ისარ­გებ­ლე­ბენ სა­ხელ­მ­წი­ფო ვა­უ­ჩე­რუ­ლი და­ფი­ნან­სე­ბით, მა­ლე და­იწყე­ბა ზრდას­რულ­თა გა­ნათ­ლე­ბის მოკ­ლე­ვა­დი­ა­ნი პროგ­რა­მე­ბი, რაც და­მა­ტე­ბით შე­საძ­ლებ­ლო­ბას მის­ცემს პრო­ვა­ი­დე­რებს, შე­საძ­ლე­ბე­ლი გახ­დე­ბა ზო­გა­დი გა­ნათ­ლე­ბის ინ­ტეგ­რი­რე­ბა პრო­ფე­სი­ულ გა­ნათ­ლე­ბა­ში, რაც სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო ჩი­ხებს აღ­მოფხ­ვ­რის. წლის ბო­ლომ­დე კი­დევ მრა­ვა­ლი სი­ახ­ლის მო­ლო­დინ­ში ვართ, რაც თან­და­თან გა­ა­ფარ­თო­ებს კერ­ძო კო­ლე­ჯე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბებს სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო ბა­ზარ­ზე.

 

მო­ამ­ზა­და მა­კა ყი­ფი­ან­მა

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები