20 აპრილი, შაბათი, 2024

ისე­თი აქ­ტი­ვო­ბე­ბი და­გეგ­მეთ, რო­მე­ლიც დროს ფუ­ჭად არ და­გა­კარ­გ­ვი­ნებთ

spot_img
სკო­ლებ­ში ონ­ლა­ინ გა­რე დაკ­ვირ­ვე­ბის რუბ­რი­კა და­იწყო. უფ­როს მას­წავ­ლებ­ლებს, რომ­ლებ­საც, სტა­ტუ­სის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბის მიზ­ნით, ერთ-ერთ სა­ვალ­დე­ბუ­ლო აქ­ტი­ვო­ბად, გა­ზაფხულ­ზე, გა­რე დაკ­ვირ­ვე­ბა უნ­და გა­ნე­ხორ­ცი­ე­ლე­ბი­ნათ, პან­დე­მი­ის გა­მო გა­და­უ­ვად­დათ და ახა­ლი სას­წავ­ლო წლი­დან რე­გის­ტ­რა­ცია თა­ვი­დან გა­მოცხა­დდა.
მას­წავ­ლებ­ლის პრო­ფე­სი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის ეროვ­ნულ­მა ცენ­ტ­რ­მა წამ­ყ­ვა­ნი მას­წავ­ლებ­ლის სტა­ტუ­სის მო­პო­ვე­ბის მსურ­ვე­ლებს, პი­რის­პირ დაკ­ვირ­ვე­ბის რუბ­რი­კის გარ­და, სპე­ცი­ა­ლუ­რად მომ­ზა­დე­ბუ­ლი ონ­ლა­ინ დაკ­ვირ­ვე­ბის რუბ­რი­კა შეს­თა­ვა­ზა.
სი­ახ­ლემ, ცხა­დია, მას­წავ­ლებ­ლებ­ში დაბ­ნე­უ­ლო­ბაც და მღელ­ვა­რე­ბაც გა­მო­იწ­ვია, რად­გან ონ­ლა­ინ პლატ­ფორ­მით სწავ­ლე­ბა მათ­თ­ვის ისე­დაც დი­დი გა­მოწ­ვე­ვაა, მით უფ­რო, რო­ცა მათ დამ­კ­ვირ­ვე­ბე­ლი ადევ­ნებს თვალს.
პე­და­გო­გე­ბის ნა­წილ­მა გა­რე დაკ­ვირ­ვე­ბის შე­ფა­სე­ბის­თ­ვის დის­ტან­ცი­უ­რი გაკ­ვე­თი­ლე­ბი ჩა­ა­ტა­რა. გთა­ვა­ზობთ მათ შთა­ბეჭ­დი­ლე­ბებს – რო­გორ წა­რი­მარ­თა დაკ­ვირ­ვე­ბის პრო­ცე­სი და რა დე­ტა­ლე­ბი უნ­და გა­ით­ვა­ლის­წი­ნონ იმ კო­ლე­გებ­მა, რომ­ლე­ბიც ჯერ კი­დევ გა­რე დაკ­ვირ­ვე­ბის მო­ლო­დი­ნის რე­ჟიმ­ში იმ­ყო­ფე­ბი­ან.

მა­რი ჯინ­ჭა­რა­ძე

თბილისის ილია ჭავჭავაძის სახ. №23 სა­ჯა­რო სკო­ლის სპორ­ტის უფროსი მას­წავ­ლე­ბე­ლ

 

 

ზო­გი მას­წავ­ლებ­ლის­თ­ვის ეს უკ­ვე ღი­მილ­ნა­რე­ვი მო­გო­ნე­ბაა, ზო­გი­ერ­თის­თ­ვის კი და­ძა­ბუ­ლი მო­ლო­დი­ნის რე­ჟი­მი, უძი­ლო ღა­მე­ე­ბი და უსას­რუ­ლო ფიქ­რე­ბი. მეც იმ მას­წავ­ლე­ბელ­თა რი­გებ­ში აღ­მოვ­ჩ­ნ­დი, ვი­საც გა­რე დაკ­ვირ­ვე­ბა ონ­ლა­ინ რე­ჟიმ­ში მო­უ­წია. დი­დი იყო გან­ც­და და ემო­ცია. ვღე­ლავ­დი ორ­მა­გად, ჩე­მი საგ­ნის სპე­ცი­ფი­კი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, რად­გან სპორტს ვას­წავ­ლი და ისე­თი გაკ­ვე­თი­ლი უნ­და ჩა­მე­ტა­რე­ბი­ნა, რომ ყვე­ლა­ნა­ირ ფორ­მატს მოვ­რ­გე­ბო­დი. რა თქმა უნ­და, აქ­ცენ­ტი თე­ო­რი­ულ მა­სა­ლა­ზე, კერ­ძოდ, ჯან­სა­ღი ცხოვ­რე­ბის წეს­ზე შე­ვა­ჩე­რე. მარ­თა­ლია, ონ­ლა­ინ გაკ­ვე­თი­ლებს მარ­ტი­დან ვა­ტა­რებ, მაგ­რამ, რო­ცა საქ­მე გა­რე დაკ­ვირ­ვე­ბას და კა­რი­ე­რულ წინ­ს­ვ­ლას ეხე­ბა, პა­სუ­ხის­მ­გებ­ლო­ბაც და სურ­ვი­ლი იმი­სა, რომ მაქ­სი­მა­ლუ­რად და­ი­ხარ­ჯო და თა­ვი სა­უ­კე­თე­სოდ წარ­მო­ა­ჩი­ნო, იმა­ტებს. მარ­ტო სურ­ვი­ლიც არ კმა­რა, უნ­და ფლობ­დე კომ­პი­უ­ტე­რულ უნარ-ჩვე­ვებს, მარ­თავ­დე ონ­ლა­ინ პლატ­ფორ­მას და, ყვე­ლა­ფერ­თან ერ­თად, ხე­ლი უნ­და შე­გიწყოს ინ­ტერ­ნეტ­მა.

და აი, სა­ნატ­რე­ლი პე­რი­ო­დიც დად­გა, რო­მელ­საც ასე დიდ­ხანს, მო­უთ­მენ­ლად ვე­ლო­დი გუ­ლის ფან­ც­ქა­ლით. და რო­დე­საც დამ­კ­ვირ­ვე­ბელ­თან წი­ნა­სა­გაკ­ვე­თი­ლო შეხ­ვედ­რაც შედ­გა, ნერ­ვი­უ­ლო­ბა თით­ქოს­და მო­მეხ­ს­ნა, და­დე­ბი­თი ემო­ცი­ე­ბი და პო­ზი­ტი­ვი წა­მო­ვი­და. მო­ვეშ­ვი და და­ძა­ბუ­ლო­ბაც სადღაც გაქ­რა. გაკ­ვე­თი­ლი ჩა­ვა­ტა­რე თა­ვი­სუფ­ლად და ყვე­ლა­ფერ­მა კარ­გად ჩა­ი­ა­რა.

ახ­ლა გა­რე დაკ­ვირ­ვე­ბის გაკ­ვე­თი­ლი, რო­მელ­საც ასე მო­უთ­მენ­ლად ვე­ლო­დი, ჩემ­თ­ვი­საც ტკბილ მო­გო­ნე­ბად იქ­ცა.

მინ­და პა­ტა­რა რჩე­ვა მივ­ცე იმ პე­და­გო­გებს, ვინც გა­რე დაკ­ვირ­ვე­ბის გაკ­ვე­თილს ონ­ლა­ინ ელო­დე­ბა. პირ­ველ რიგ­ში, გა­მარ­თუ­ლი ინ­ტერ­ნე­ტი. დამ­შ­ვიდ­დით, მო­დუნ­დით, არ ინერ­ვი­უ­ლოთ, არ და­ი­ძა­ბოთ, იყა­ვით თა­ვი­სუ­ფალ­ნი თქვენს ქმე­დე­ბებ­ში, იყა­ვით ბუ­ნებ­რი­ვე­ბი და არ არის სა­ჭი­რო გაკ­ვე­თი­ლის სპექ­ტაკ­ლად გა­დაქ­ცე­ვა. მაქ­სი­მა­ლუ­რად წარ­მო­ა­ჩი­ნეთ კომ­პი­უ­ტე­რუ­ლი უნარ-ჩვე­ვე­ბის ცოდ­ნა და გა­მო­ი­ყე­ნეთ ყვე­ლა შე­საძ­ლებ­ლო­ბა, რა­თა გაკ­ვე­თი­ლი უფ­რო სა­ინ­ტე­რე­სო და ეფექ­ტუ­რი გა­მო­ვი­დეს. მოს­წავ­ლე­ე­ბი მაქ­სი­მა­ლუ­რად ჩარ­თეთ სა­გაკ­ვე­თი­ლო პრო­ცეს­ში და მერ­წ­მუ­ნეთ, ყვე­ლა­ფე­რი კარ­გად იქ­ნე­ბა.

ნერ­ვი­უ­ლო­ბა და ღა­მის­თე­ვა წარ­სულს ჩა­ბარ­და. ყვე­ლას წარ­მა­ტე­ბას და წინ­ს­ვ­ლას გი­სურ­ვებთ.

ჩვენ პე­და­გო­გე­ბი ვართ და გვაქვს ვალ­დე­ბუ­ლე­ბა, მოს­წავ­ლე­ებს ყვე­ლა­ნა­ირ ექ­ს­ტ­რე­მა­ლურ სი­ტუ­ა­ცი­ა­ში გა­ნათ­ლე­ბა მივ­ცეთ. ესეც შევ­ძე­ლით.

მაია გორ­ჯო­ლა­ძე

კას­პის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სოფელ ქვე­მო­ჭა­ლის

 

 

 

სა­ჯა­რო სკო­ლის ბიოლოგიის მასწავლებელიგა­რე დაკ­ვირ­ვე­ბას, ისე რო­გორც და­ნარ­ჩე­ნი მას­წავ­ლებ­ლე­ბი, გა­ზაფხულ­ზე, აპ­რილ­ში ვე­ლო­დე­ბო­დი და ამ პე­რი­ო­დის­თ­ვის მომ­ზა­დე­ბუ­ლი ვი­ყა­ვი, საკ­ლა­სო სივ­რ­ცე­ში — პი­რის­პირ ჩა­მე­ტა­რე­ბი­ნა გაკ­ვე­თი­ლი. თუმ­ცა, რო­გორც იცით, პან­დე­მი­ამ ყვე­ლა­ფე­რი შეც­ვა­ლა, მათ შო­რის, ჩვე­ნი გეგ­მე­ბიც. ამ ეტაპ­ზე, სკო­ლა­ში, ისევ პი­რის­პირ ვა­ტა­რებ­დით გაკ­ვე­თილს, თუმ­ცა, ჩემს კო­ლე­გას კო­ვიდ ინ­ფექ­ცია და­უ­დას­ტურ­და და ამი­ტომ, გარ­კ­ვე­უ­ლი პე­რი­ო­დი, ონ­ლა­ინ რე­ჟიმ­ზე გა­დას­ვ­ლა მოგ­ვი­წია. ამას ისიც და­ე­მა­ტა, რომ სკო­ლა­ში სა­არ­ჩევ­ნო შტა­ბი გან­თავ­ს­და, რის გა­მოც ერ­თი კვი­რით გა­ხან­გ­რ­ძ­ლივ­და ონ­ლა­ინ სწავ­ლე­ბის რე­ჟი­მი. ასეთ ექ­ს­ტ­რე­მა­ლურ სი­ტუ­ა­ცი­ა­ში აღ­მოვ­ჩ­ნ­დი – რად­გან პი­რის­პირ სწავ­ლე­ბა­ზე გათ­ვ­ლი­ლი გაკ­ვე­თი­ლის გეგ­მე­ბი ავ­ტ­ვირ­თე, გეგ­მე­ბის მო­დი­ფი­ცი­რე­ბა მო­მი­წია, თან ჩე­მი სკო­ლა სოფ­ლის სკო­ლაა (ნა­ხევ­რად მთი­ა­ნი ზო­ნა) და ზო­გა­დად, ნაკ­ლე­ბად ვი­ყა­ვით მომ­ზა­დე­ბუ­ლი ონ­ლა­ინ სწავ­ლე­ბის­თ­ვის.

გა­ზაფხულ­ზე თიმ­სის პლატ­ფორ­მა კი და­ი­ნერ­გა სკო­ლებ­ში, მაგ­რამ ჩვენ ვერ ვი­მუ­შა­ვეთ თიმ­სით იმის გა­მო, რომ ჩვენს ბავ­შ­ვებს არ ჰქონ­დათ კომ­პი­უ­ტე­რე­ბი, ტე­ლე­ფო­ნე­ბი და ინ­ტერ­ნე­ტი. სრუ­ლი­ად მო­უმ­ზა­დე­ბე­ლი შევ­ხ­ვ­დით აპ­რილ­ში ამ გა­მოწ­ვე­ვას. გა­ზაფხულ­ზე ასე­თი მი­თი­თე­ბა მოგ­ვი­ვი­და: გა­მო­ი­ყე­ნეთ ნე­ბის­მი­ე­რი სა­შუ­ა­ლე­ბა – თუნ­დაც ტე­ლე­ფონ­ზე და­უ­რე­კეთ ბავ­შ­ვებს, მის­წე­რეთ მე­სინ­ჯერ­ში და ა.შ. მოკ­ლედ, მარ­თ­ლა ყვე­ლა ღო­ნეს ვხმა­რობ­დით სა­ი­მი­სოდ, რომ ბავ­შ­ვ­თან კონ­ტაქ­ტი გვქო­ნო­და. მე­რე, ცო­ტა მოგ­ვი­ა­ნე­ბით, შე­იქ­მ­ნა პროგ­რა­მა feedc, რო­მელ­შიც და­ვიწყეთ მუ­შა­ო­ბა. თუმ­ცა, ეს არ იყო დახ­ვე­წი­ლი პლატ­ფორ­მა, მე­ტიც, უხა­რის­ხო იყო – ბავ­შ­ვებ­თან არ გვქონ­და პი­რის­პირ კო­მუ­ნი­კა­ცია, ჩვე­ნი ხმა ეს­მო­დათ, მაგ­რამ მა­თი ხმა არ გვეს­მო­და. აქაც მხო­ლოდ „ჩა­ტით“ ვა­ხერ­ხებ­დით კო­მუ­ნი­კა­ცი­ას. ცხა­დია, ამან ვერ იმუ­შა­ვა. ახ­ლა, რო­ცა ისევ აღ­მოვ­ჩ­ნ­დით მსგავს სი­ტუ­ა­ცი­ა­ში, იძუ­ლე­ბუ­ლი გავ­ხ­დით (ეს კარ­გიც არის ჩვენ­თ­ვის), თიმ­სის და­ნერ­გ­ვა დაგ­ვეწყო, რაც შე­საძ­ლე­ბე­ლი იქ­ნე­ბო­და მშობ­ლე­ბის მხარ­და­ჭე­რით. გა­რე დამ­კ­ვირ­ვე­ბელს ძა­ლი­ან გულ­ღი­ად ვუთხა­რი, რომ მე თიმ­ს­ში მუ­შა­ო­ბის, და­ახ­ლო­ე­ბით, ათი დღის გა­მოც­დი­ლე­ბა მაქვს. ღა­მე­ე­ბი გა­ვა­თე­ნე იმის­თ­ვის, რომ ამეთ­ვი­სე­ბი­ნა ის უნა­რე­ბი, რაც თიმ­ს­ში მუ­შა­ო­ბას სჭირ­დე­ბა. რაც შე­ე­ხე­ბა ბავ­შ­ვებს, გა­ზაფხუ­ლის შემ­დეგ, მშობ­ლებ­მა ეს პრობ­ლე­მა მეტ-ნაკ­ლე­ბად მო­ა­წეს­რი­გეს, შვი­ლებს ტე­ლე­ფო­ნე­ბი უყი­დეს, ინ­ტერ­ნეტს ყი­დუ­ლო­ბენ და ა.შ.

ათ­დღი­ა­ნი თიმ­სის ის­ტო­რი­ით ჩა­ვა­ტა­რე გა­რე დაკ­ვირ­ვე­ბის გაკ­ვე­თი­ლი ბი­ო­ლო­გი­ა­ში, მერ­ვეკ­ლა­სე­ლებ­თან. გა­ზაფხულ­ზე მეშ­ვი­დე კლა­სის გაკ­ვე­თი­ლის­თ­ვის ვი­ყა­ვი მომ­ზა­დე­ბუ­ლი. ბუ­ნებ­რი­ვია, აქაც ყვე­ლაფ­რის შეც­ვ­ლა მო­მი­წია და ახ­ლა მერ­ვე კლა­სის­თ­ვის მო­ვემ­ზა­დე. რაც შე­ე­ხე­ბა გეგ­მებს, ონ­ლა­ინ სწავ­ლე­ბის­თ­ვის გან­კუთ­ვ­ნი­ლი გეგ­მე­ბი ცო­ტა გან­ს­ხ­ვა­ვე­ბუ­ლია პი­რის­პირ სწავ­ლე­ბის გეგ­მე­ბის­გან. აქ, ელე­მენ­ტა­რუ­ლად, დრო­ის ფორ­მა­ტიც გა­სათ­ვა­ლის­წი­ნე­ბე­ლია. სა­ბა­ზო სა­ფე­ხურ­ზე გაკ­ვე­თი­ლი ნა­ხე­ვა­რი სა­ა­თი მიმ­დი­ნა­რე­ობს.

აუცი­ლებ­ლად მინ­და ვთქვა ისიც, რომ უზო­მოდ კე­თილ­გან­წყო­ბი­ლი დამ­კ­ვირ­ვებ­ლე­ბი ეს­წ­რე­ბი­ან გაკ­ვე­თი­ლებს, ეს მხო­ლოდ ჩე­მი აზ­რი არ არის. ჩვენ შევ­ქ­მე­ნით გა­რე დაკ­ვირ­ვე­ბის მომ­ლო­დი­ნე­თა ჯგუ­ფი და იქ ათა­სო­ბით მას­წავ­ლე­ბე­ლი წერს შთა­ბეჭ­დი­ლე­ბებს და გვი­ზი­ა­რებს პრობ­ლე­მებს. ვინც გა­ი­ა­რა გა­რე დაკ­ვირ­ვე­ბა, ყვე­ლა ერ­თი და იმა­ვეს ამ­ბობს, რომ მარ­თ­ლა უზო­მოდ კე­თილ­გან­წყო­ბი­ლი დამ­კ­ვირ­ვებ­ლე­ბი არი­ან და არ არი­ან ჩა­საფ­რე­ბულ პო­ზი­ცი­ა­ში — გვი­პო­ვონ ნაკ­ლი ან მხო­ლოდ ხარ­ვე­ზე­ბი გა­მო­ავ­ლი­ნონ. წი­ნა­სა­გაკ­ვე­თი­ლო შეხ­ვედ­რა­ზეც ბევ­რი რამ შე­ვიტყ­ვეთ დამ­კ­ვირ­ვებ­ლე­ბის­გან, ვი­სა­უბ­რეთ მკვიდრ წარ­მოდ­გე­ნებ­ზე, რო­გორ ვმუ­შა­ობთ ეროვ­ნულ სას­წავ­ლო გეგ­მას­თან მი­მარ­თე­ბა­ში და ა.შ. წე­სე­ბიც კი­დევ ერ­თხელ შე­მახ­სე­ნეს. მა­გა­ლი­თად, გა­რე დამ­კ­ვირ­ვე­ბელ­მა ამიხ­ს­ნა, თუ სა­გაკ­ვე­თი­ლო პრო­ცე­სის წყვე­ტა 15 წუ­თი გრძელ­დე­ბა, მა­შინ გაკ­ვე­თი­ლი ხე­ლახ­ლა უნ­და და­ი­გეგ­მოს, მაგ­რამ მცი­რე დრო­ით წყვე­ტის შემ­თხ­ვე­ვა­ში, ეს დრო ემა­ტე­ბა გაკ­ვე­თილს, შე­სა­ბა­მი­სად არა­ნა­ი­რი საფ­რ­თხე არ ემუქ­რე­ბო­და გა­რე დაკ­ვირ­ვე­ბის პრო­ცესს. რად­გან ამ დე­ტა­ლე­ბის შე­სა­ხებ ვი­ცო­დი, უფ­რო მშვი­დად ვი­ყა­ვი.

სა­ბედ­ნი­ე­როდ, არ შემ­ქ­მ­ნია ტექ­ნი­კუ­რი ხარ­ვე­ზი. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ დღის გან­მავ­ლო­ბა­ში გვი­ჭირ­და გაკ­ვე­თი­ლე­ბის ჩა­ტა­რე­ბა, ზო­გა­დად, იმ დღეს დი­დი შე­ფერ­ხე­ბე­ბი გვქონ­და, კონ­კ­რე­ტუ­ლად ჩე­მი გაკ­ვე­თი­ლის დროს კი, ეს ხარ­ვე­ზე­ბი გა­მოს­წორ­და.

რაც შე­ე­ხე­ბა აქ­ტი­ვო­ბებს, მას­წავ­ლებ­ლე­ბი წუხ­დ­ნენ იმა­ზე, რომ თით­ქოს გაკ­ვე­თილ­ზე აქ­ტი­ვო­ბე­ბი არ უნ­და გან­მე­ო­რე­ბუ­ლი­ყო. მე ამ მი­თი­თე­ბის შე­სა­ხებ არ­სად არა­ფე­რი წა­მი­კითხავს. ამი­ტომ, ჩემს გაკ­ვე­თილ­ზე, რა­საკ­ვირ­ვე­ლია, ისე გა­მო­ვი­ყე­ნე აქ­ტი­ვო­ბე­ბი, რო­გორც დამ­ჭირ­და. მთა­ვა­რია ვი­ცო­დე, რომ აქ­ტი­ვო­ბა შე­დეგ­ზე გა­მიყ­ვანს და ჩე­მი მიზ­ნის შე­სა­ბა­მი­სი იქ­ნე­ბა. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, მი­ზან­თან თან­ხ­ვედ­რა­ში მყო­ფი აქ­ტი­ვო­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბას არა­ვინ გვიკ­რ­ძა­ლავს, თუნ­დაც ერ­თი და იმა­ვეს გა­მო­ყე­ნე­ბას. რაც მთა­ვა­რია, დამ­კ­ვირ­ვე­ბელს აინ­ტე­რე­სებს არის თუ არა ჩემს გაკ­ვე­თილ­ში გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი აქ­ტი­ვო­ბა მიზ­ნის პრო­პორ­ცი­უ­ლი და შე­დე­გის პირ­და­პირ­პ­რო­პორ­ცი­უ­ლი.

ონ­ლა­ინ გა­რე დაკ­ვირ­ვე­ბი­სას, არც კლა­სის ორ­გა­ნი­ზე­ბის დი­დი არ­ჩე­ვა­ნი გვაქვს, ეს საკ­ლა­სო სივ­რ­ცე­ში უფ­რო მე­ტა­დაა შე­საძ­ლე­ბე­ლი – კლას­ში ვი­ყე­ნებთ რო­გორც ჯგუ­ფურ, ასე­ვე წყვი­ლებ­ში მუ­შა­ო­ბას. ონ­ლა­ინ სწავ­ლე­ბი­სას კი ეს არ ხერ­ხ­დე­ბა, პი­რა­დად მე, დის­ტან­ცი­ურ გაკ­ვე­თილ­ზე უფ­რო ინ­დი­ვი­დუ­ა­ლურ მუ­შა­ო­ბას ვი­ყე­ნებ.

ალ­ბათ, ბევრს გა­უჩ­ნ­დე­ბა კითხ­ვა – ბავ­შ­ვე­ბი რო­გორ გრძნო­ბენ თავს? არი­ან თუ არა და­ძა­ბუ­ლე­ბი? და­ძა­ბუ­ლი სი­ტუ­ა­ცია ნამ­დ­ვი­ლად არ არის და შე­სა­ბა­მი­სად, არც ბავ­შ­ვე­ბი გრძნობ­დ­ნენ თავს და­ძა­ბუ­ლად. არა­ნა­ი­რი ღელ­ვა არ ჰქო­ნი­ათ, ეს იმის დამ­სა­ხუ­რე­ბა­ცაა, რომ უფ­რო ლა­ღი თა­ო­ბაა და ცო­ტა ჩვე­ნიც – მას­წავ­ლებ­ლე­ბის. მაქ­სი­მა­ლუ­რად ვცდი­ლობ­დი, ისე­თი გა­რე­მო შე­მექ­მ­ნა, სა­დაც ისი­ნი თავს ძა­ლი­ან თა­ვი­სუფ­ლად იგ­რ­ძ­ნობ­დ­ნენ. გა­მუდ­მე­ბით ვე­სა­უბ­რე­ბო­დი წი­ნას­წარ, რომ ყო­ფი­ლიყ­ვ­ნენ რაც შე­იძ­ლე­ბა თა­მა­მე­ბი, გა­მო­ეთ­ქ­ვათ სა­კუ­თა­რი აზ­რე­ბი, რომ სა­ნერ­ვი­უ­ლო  მარ­თ­ლა არა­ფე­რი ჰქონ­დათ, პი­რი­ქით, გა­მი­ხარ­დე­ბო­და მათ­გან გან­ს­ხ­ვა­ვე­ბუ­ლი აზ­რის მოს­მე­ნა, თუნ­დაც ეს აზ­რი არ ყო­ფი­ლი­ყო სწო­რი.

სხვა­თა შო­რის, არც მას­წავ­ლებ­ლებს არ აქვთ არა­ფე­რი სა­ნერ­ვი­უ­ლო. იმ მას­წავ­ლებ­ლებს, რომ­ლებ­საც, დრო­ე­ბით, სას­წ­რა­ფო რე­ჟიმ­ში მოგ­ვი­წია ონ­ლა­ინ ფორ­მატ­ზე გა­დარ­თ­ვა,  შე­მოგ­ვ­თა­ვა­ზეს, თუ ონ­ლა­ინ დაკ­ვირ­ვე­ბის სურ­ვი­ლი არ გვქონ­და, დავ­ლო­დე­ბო­დით პი­რის­პირ სწავ­ლე­ბის აღ­დ­გე­ნას, რაც, წე­სით, არ­ჩევ­ნე­ბის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ მოხ­დე­ბო­და (მა­გა­ლი­თად, ჩვენს სკო­ლა­ში ასე იყო გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი) და პი­რის­პირ ჩაგ­ვე­ტა­რე­ბი­ნა გაკ­ვე­თი­ლი. არ­ჩე­ვა­ნის  სა­შუ­ა­ლე­ბა მოგ­ვ­ცეს, მაგ­რამ მე მა­ინც ეს გზა ავირ­ჩიე, რად­გან ისევ ლო­დი­ნის რე­ჟიმ­ში ყოფ­ნას ასე მერ­ჩია, თან უკ­ვე იმა­შიც დავ­რ­წ­მუნ­დი, რომ მზად ვი­ყა­ვი და თიმ­სის პლატ­ფორ­მით შევ­ძ­ლებ­დი გაკ­ვე­თი­ლის ჩა­ტა­რე­ბას. ჩემ­გან გან­ს­ხ­ვა­ვე­ბით, ალ­ბათ, მას­წავ­ლებ­ლე­ბის ნა­წილ­მა ისევ ლო­დი­ნი აირ­ჩია.

მინ­და კო­ლე­გებს ვუთხ­რა – ძა­ლი­ან ვღე­ლავ­დი, ღა­მე­ებ­საც ვა­თე­ნებ­დი ამა­ზე ფიქ­რით, მაგ­რამ ახ­ლა, ამ გად­მო­სა­ხე­დი­დან­ ვ­ფიქ­რობ, რომ შე­იძ­ლე­ბა საკ­ლა­სო სივ­რ­ცე­ში  ამ­დე­ნი რე­სურ­სის და სა­შუ­ა­ლე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბა არ მომ­ცე­მო­და. საკ­ლა­სო ოთახ­ში, მა­გა­ლი­თად, ელექ­ტ­რო­ე­ნერ­გია არ მაქვს. რო­გორც გითხა­რით, სოფ­ლის სკო­ლაა, რო­მე­ლიც რე­ა­ბი­ლი­ტა­ცი­ის პროგ­რა­მა­შია ჩას­მუ­ლი, თუმ­ცა, ჯერ­ჯე­რო­ბით, არა­ფე­რი გა­კე­თე­ბუ­ლა – ეს საქ­მე არც წინ მი­დის და არც უკან. რო­ცა საკ­ლა­სო ოთახ­ში, ელე­მენ­ტა­რუ­ლად, დე­ნი არ გვაქვს, ასეთ ვი­თა­რე­ბა­ში გა­რე დაკ­ვირ­ვე­ბის გავ­ლას, სი­მარ­თ­ლე გითხ­რათ, ონ­ლა­ინ დაკ­ვირ­ვე­ბა მერ­ჩივ­ნა, რად­გან შე­საძ­ლებ­ლო­ბა მო­მე­ცა, გაკ­ვე­თი­ლი ონ­ლა­ინ რე­სურ­სე­ბით და­მეტ­ვირ­თა. ამას ისიც ემა­ტე­ბა, რომ გაკ­ვე­თილს ში­ნა­ურ სივ­რ­ცე­ში ატა­რებ (სახ­ლ­ში ხარ), თავს უფ­რო მშვი­დად გრძნობ. ის ფაქ­ტო­რიც ძა­ლი­ან და­დე­ბი­თად აისა­ხე­ბა, რომ გაკ­ვე­თილ­ზე დამ­კ­ვირ­ვე­ბე­ლი არ გი­ზის და თვა­ლებ­ში არ გი­ყუ­რებს (ეს დის­კომ­ფორ­ტიც მოხ­ს­ნი­ლია). ყო­ველ შემ­თხ­ვე­ვა­ში, მე ასე­თი შეგ­რ­ძ­ნე­ბა და­მე­უფ­ლა, რომ არა­ვინ მა­კონ­ტ­რო­ლებ­და, მარ­ტო მე და ჩე­მი ბავ­შ­ვე­ბი ვი­ყა­ვით საქ­მით და­კა­ვე­ბუ­ლე­ბი. კლას­ში ათი მოს­წავ­ლე მყავს და მათ­გან სა­მი, ავად­მ­ყო­ფო­ბის გა­მო, ვერ ჩა­ერ­თო.

კი­დევ ერთ დე­ტალს და­ვა­მა­ტებ ჩე­მი კო­ლე­გე­ბის სა­ყუ­რადღე­ბოდ: გაკ­ვე­თი­ლის პრო­ცეს­ში ძა­ლი­ან ბევრ რა­მე­ზეა აქ­ცენ­ტი გა­სა­კე­თე­ბე­ლი, მაგ­რამ, პირ­ველ რიგ­ში, აუცი­ლებ­ლად კარ­გად უნ­და მო­აგ­ვა­რონ სა­ორ­გა­ნი­ზა­ციო სა­კითხე­ბი და უკ­ვე მე­რე გა­ნი­ხი­ლონ ის აქ­ტი­ვო­ბე­ბი დე­ტა­ლუ­რად, რომ­ლი­თაც გაკ­ვე­თი­ლი უნ­და წარ­მარ­თონ. წი­ნას­წარ დე­ტა­ლუ­რად გან­ხილ­ვას იმი­ტომ ვურ­ჩევ, რომ კარ­გად დარ­წ­მუნ­დ­ნენ, არის თუ არა ესა თუ ის აქ­ტი­ვო­ბა, რომ­ლის გა­მო­ყე­ნე­ბა­საც აპი­რე­ბენ, კონ­კ­რე­ტუ­ლი მიზ­ნის მი­საღ­წე­ვად სა­ჭი­რო. ამით თა­ვი­დან აირი­დე­ბენ გა­ურ­კ­ვევ­ლო­ბას, რო­მე­ლიც, შე­საძ­ლოა, გაკ­ვე­თი­ლის პრო­ცეს­ში წარ­მო­იშ­ვას. მოკ­ლედ, ისე­თი აქ­ტი­ვო­ბა და­გეგ­მეთ, რო­მე­ლიც დროს ფუ­ჭად არ და­გა­კარ­გ­ვი­ნებთ. არც გაკ­ვე­თი­ლის დრო­ის სიმ­ცი­რემ შე­გა­ში­ნოთ, დრო­ის სიმ­ცი­რის მი­უ­ხე­და­ვად, ვფიქ­რობ, შე­საძ­ლე­ბე­ლია მი­ზან­ზე გას­ვ­ლა იმი­ტომ, რომ საკ­ლა­სო სივ­რ­ცე­ში დრო უფ­რო მე­ტად იკარ­გე­ბა ისეთ კო­მუ­ნი­კა­ცი­ა­ზე, რო­მე­ლიც ონ­ლა­ინ გაკ­ვე­თი­ლის ჩა­ტა­რე­ბი­სას, უბ­რა­ლოდ, არ გჭირ­დე­ბა. ის 15 წუ­თი, რო­მე­ლიც პი­რის­პირ სწავ­ლე­ბი­სას და­მე­მა­ტე­ბო­და, რე­ა­ლუ­რად არა­ფერს მომ­ცემ­და, რად­გან ეს დრო შე­იძ­ლე­ბა რე­სურ­სე­ბის და­რი­გე­ბა-აკ­რეფ­ა­ში და­მე­ხარ­ჯა. ონ­ლა­ინ გაკ­ვე­თილ­ზე კი, ამის­თ­ვის დრო არ გე­კარ­გე­ბა, უფ­რო სწრა­ფად ახერ­ხებ კო­მუ­ნი­კა­ცი­ას, ინ­ტერ­ნეტ­რე­სურ­სე­ბი მა­ინც სხვაგ­ვა­რად სწრა­ფად გა­კე­თე­ბი­ნებს საქ­მეს.

მი­რან­და ჟორ­ჟო­ლი­ა­ნი

აბა­შის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სო­ფელ ზა­ნა­თის სა­ჯა­რო სკო­ლის ქარ­თუ­ლი ენი­სა და ლი­ტე­რა­ტუ­რის მას­წავ­ლე­ბე­ლი

 

ონ­ლა­ინ სწავ­ლე­ბა­ზე გა­დას­ვ­ლა, მო­უ­ლოდ­ნე­ლად, არ­ჩევ­ნე­ბის გა­მო მოგ­ვიხ­და. გა­რე დაკ­ვირ­ვე­ბის­თ­ვის VII კლას­ში ჩა­ვა­ტა­რე გაკ­ვე­თი­ლი ქარ­თულ ლი­ტე­რა­ტუ­რა­ში. ძა­ლი­ან ვღე­ლავ­დი, 30 წუთ­ში, უხა­რის­ხო ინ­ტერ­ნე­ტის პი­რო­ბებ­ში, რო­გორ გა­ვარ­თ­მევ­დი თავს გაკ­ვე­თი­ლის სრულ­ფა­სოვ­ნად ჩა­ტა­რე­ბას. ამი­ტომ, მე­ზო­ბელ სო­ფელ­ში წა­ვე­დი, სა­დაც ინ­ტერ­ნე­ტი უკე­თე­სად მი­ე­წო­დე­ბათ.

მარ­ტი­ვი მი­ზა­ნი და­ვი­სა­ხეთ – შე­სას­წავ­ლი მა­სა­ლის ირ­გ­ვ­ლივ და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბის გა­მო­ხატ­ვა, დე­და­აზ­რის გა­გე­ბა და გად­მო­ცე­მა. შევ­ძე­ლი მცი­რე აქ­ტი­ვო­ბე­ბის ჩა­ტა­რე­ბაც და­ფი­სა და Power Point-ის გა­ზი­ა­რე­ბით, კითხ­ვა-პა­სუ­ხით.

ასე რომ, ვფიქ­რობ, ჩე­მი მღელ­ვა­რე­ბა გა­და­მე­ტე­ბუ­ლიც იყო, გა­და­უ­ლა­ხა­ვი არა­ფე­რია, გაკ­ვე­თი­ლით უკ­მა­ყო­ფი­ლო არ ვარ, ყვე­ლა­ფე­რი მო­ვას­წა­რი, მი­სალ­მე­ბით დაწყე­ბუ­ლი და­ვა­ლე­ბის მი­ცე­მით დამ­თავ­რე­ბუ­ლი. ცხრა­ვე მოს­წავ­ლე მეს­წ­რე­ბო­და, მხო­ლოდ ერ­თი შე­მო­ვი­და დაგ­ვი­ა­ნე­ბით, ისიც ტექ­ნი­კუ­რი ხარ­ვე­ზის გა­მო. ჩვე­ნი ძი­რი­თა­დი პრობ­ლე­მა ტექ­ნი­კუ­რი მხა­რეა. დარ­წ­მუ­ნე­ბუ­ლი ვარ, ხა­რის­ხი­ა­ნი ინ­ტერ­ნე­ტის პი­რო­ბებ­ში, არც მე და არც ერთ ჩემს კო­ლე­გას გა­რე დაკ­ვირ­ვე­ბის­თ­ვის კარ­გი გაკ­ვე­თი­ლის ჩა­ტა­რე­ბა არ გაგ­ვი­ჭირ­დე­ბა.

ანა ფირცხალაიშვილი

???

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები