20 აპრილი, შაბათი, 2024

ინტერვიუ მეგი კავთუაშვილთან

spot_img
რა გა­მოწ­ვე­ვის წი­ნა­შე შე­იძ­ლე­ბა აღ­მოჩ­ნ­დეს მოს­წავ­ლე? – ეს არის მთა­ვა­რი კითხ­ვა, რო­მე­ლიც დღეს მშობ­ლე­ბის უმე­ტე­სო­ბას სწავ­ლის დაწყე­ბამ­დე აწუ­ხებს.
შეძ­ლებს თუ არა სკო­ლა რე­გუ­ლა­ცი­ე­ბის დაც­ვას და, რაც მთა­ვა­რია, ახა­ლი წე­სე­ბის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბით სას­წავ­ლო პრო­ცე­სის გაგ­რ­ძე­ლე­ბას, თუ ეს იქ­ნე­ბა ერ­თ­ჯე­რა­დი და­სუფ­თა­ვე­ბის აქ­ცია/საშ­ვი, რო­მე­ლიც მათ სწავ­ლის დაწყე­ბის უფ­ლე­ბას მი­ა­ნი­ჭებს?  ამ თე­მა­ზე გვე­სუბ­რე­ბა  არა­სამ­თავ­რო­ბო ორგა­ნი­ზა­ცია „მშობ­ლე­ბი გა­ნათ­ლე­ბის­თ­ვის“ დი­რექ­ტო­რი მე­გი კავ­თუ­აშ­ვი­ლი.

 

–  რო­გორ ფიქ­რობთ, მზად არის სის­ტე­მა უსაფ­რ­თხო სას­წავ­ლო წლის დაწყე­ბის­თ­ვის?

– არის თუ არა სის­ტე­მა მზად, ამას მშობ­ლე­ბი სა­ტე­ლე­ვი­ზიო ეთე­რე­ბი­დან ვი­გებთ, რო­ცა ჟურ­ნა­ლის­ტე­ბი ეკეთხე­ბი­ან სა­მი­ნის­ტ­რო­ე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლებს და ისი­ნი პა­სუ­ხო­ბენ. ეს არას­რუ­ლი ინ­ფორ­მა­ციაა, მშობ­ლებს ინ­ფორ­მა­ცი­ის დე­ფი­ცი­ტი გვაქვს. ჩვე­ნი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბაც არა­ერ­თ­გ­ვა­რო­ვა­ნია, იმი­ტომ, რომ მშო­ბე­ლი ბევ­რ­ნა­ი­რია (თით­ქ­მის მთე­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბაა მშო­ბე­ლი) და ძა­ლი­ან ძნე­ლია, ისი­ნი რა­ი­მე ერთ აზ­რ­ზე შე­თან­ხ­მ­დ­ნენ. სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში მი­ლი­ონ ორა­სი ათა­სამ­დე ადა­მი­ა­ნია არას­რულ­წ­ლოვ­ნის მშო­ბე­ლი და ცხა­დია, მათ შო­რის უამ­რა­ვი დი­ფერე­ნ­ცი­ა­ცია შე­იძ­ლე­ბა გა­კეთ­დეს. სულ ცო­ტა დრო დარ­ჩა სას­წავ­ლო წლის დაწყე­ბამ­დე სა­ჯა­რო სკო­ლებ­ში, კერ­ძო სკო­ლე­ბის ნა­წილ­მა უკ­ვე გა­ნა­ახ­ლა სას­წავ­ლო პრო­ცე­სი. ყვე­ლა­ზე მთა­ვა­რი კვლავ კო­მუ­ნი­კა­ცი­ის დე­ფი­ცი­ტია, მშობ­ლებ­სა და სკო­ლას შო­რის კო­მუ­ნი­კა­ცი­ის დე­ფი­ცი­ტი. სი­მარ­თ­ლე რომ გითხ­რათ, მე არ მქო­ნია შემ­თხ­ვე­ვა, გა­მე­გოს, რომ რო­მე­ლი­მე სა­ჯა­რო სკო­ლამ გა­უგ­ზავ­ნა მშობ­ლებს შეტყო­ბი­ნე­ბა შეხ­ვედ­რის შე­სა­ხებ, რომ აეხ­ს­ნა მათ­თ­ვის რა წე­სე­ბი მოქ­მე­დებს სკო­ლა­ში ამი­ე­რი­დან, ამ სას­წავ­ლო წლის გან­მავ­ლო­ბა­ში და რა წე­სე­ბის დაც­ვა ევა­ლე­ბათ ბავ­შ­ვებ­სა და მშობ­ლებს.

ხვდე­ბა თუ არა სის­ტე­მა მომ­ზა­დე­ბუ­ლი? სის­ტე­მაც ძა­ლი­ან მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნია – ჩვენ გვაქვს სკო­ლე­ბი, რომ­ლებ­შიც კა­ნა­ლი­ზა­ცი­ის სის­ტე­მა არ არის, ეს არ არის მხო­ლოდ რე­გი­ო­ნე­ბის პრობ­ლე­მა, თბი­ლის­შიც არის ასე­თი სკო­ლე­ბი; ასე­ვე, გვაქვს ახალ­გა­რე­მონ­ტე­ბუ­ლი სკო­ლე­ბი, სა­დაც ყვე­ლა­ფე­რი წეს­რიგ­შია, ინ­ფ­რას­ტ­რუქ­ტუ­რის თვალ­საზ­რი­სით. გვაქვს ძა­ლი­ან ღა­რი­ბი სკო­ლე­ბი და მდი­და­რი სკო­ლე­ბი, რომ­ლებ­საც ან­გა­რიშ­ზე ნუ­ლი ლა­რი აქვთ ან რამ­დე­ნი­მე ათა­სი, ათე­უ­ლი ათა­სი ლა­რი. ამი­ტომ, თი­თო­ე­უ­ლი სკო­ლის გა­მოწ­ვე­ვა გან­ს­ხ­ვა­ვე­ბუ­ლია. მე მგო­ნია, რომ ახა­ლი სას­წავ­ლო წლის დაწყე­ბას სკო­ლა და­ლა­გე­ბულ-და­სუფ­თა­ვე­ბუ­ლი რომც შეხ­ვ­დეს, ძა­ლი­ან გა­უ­ჭირ­დე­ბათ იმ რე­გუ­ლა­ცი­ე­ბის დაც­ვა, რაც სახე­ლმ­წი­ფომ და­უ­წე­სა იმი­ტომ, რომ ბევ­რად ნაკ­ლე­ბი დამ­ლა­გე­ბე­ლი ჰყავთ, ვიდ­რე სჭირ­დე­ბათ, შე­იძ­ლე­ბა იქ­ვას, რომ იმის ნა­ხე­ვა­რი ადა­მი­ა­ნუ­რი რე­სურ­სი, რაც სჭირ­დე­ბათ ან უფ­რო ცო­ტა. დამ­ლა­გებ­ლე­ბის ანაზღა­უ­რე­ბა, ხელ­ზე აღე­ბუ­ლი, 140 ლა­რი­დან 360 ლა­რამ­დე მერ­ყე­ობს (ოღონდ 360 ლა­რი ფან­ტას­ტი­კის ჟან­რია, რომ დამ­ლა­გე­ბელს ჰქონ­დეს თვე­ში ასეთი ხელ­ფა­სი). ესეც მხო­ლოდ ძა­ლი­ან მდი­დარ სკო­ლებს შე­უძ­ლი­ათ, რომ გა­და­ი­ხა­დონ. პრობ­ლე­მა არის ისიც, რომ სკო­ლას არ შე­უძ­ლია შტატ­ში, და­მო­უ­კი­დებ­ლად, დამ­ლა­გებ­ლის აყ­ვა­ნა, გა­ნათ­ლე­ბის სა­მი­ნის­ტ­რომ უნ­და და­ამ­ტ­კი­ცოს, მა­გა­ლი­თად, ფარ­ცხა­ნა­ყა­ნე­ბის სკო­ლას რამ­დე­ნი დამ­ლა­გე­ბე­ლი და­ა­სუფ­თა­ვებს, ეს უზ­ნა­ძე­ზე წყდე­ბა, თბი­ლის­ში. ეს სე­რი­ო­ზუ­ლი პრობ­ლე­მაა იმი­ტომ, რომ სკო­ლის დი­რექ­ტორს არ აქვს და­მო­უ­კი­დებ­ლად გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბის მი­ღე­ბის უფ­ლე­ბა. ეს მთა­ვა­რი ბა­რი­ე­რია. შე­იძ­ლე­ბა ამა­ზე სა­მი­ნის­ტ­რომ თქვას, რომ სკო­ლას შე­უძ­ლია აიყ­ვა­ნოს დამ­ლა­გე­ბე­ლი და სა­კუ­თა­რი შე­მო­სავ­ლე­ბი­დან გა­და­უ­ხა­დოს ხელ­ფა­სი, მაგ­რამ პან­დე­მი­ის პი­რო­ბებ­ში, რო­დე­საც ცეკ­ვის დარ­ბა­ზე­ბი, მუ­სი­კა­ლუ­რი წრე­ე­ბი და ა.შ., თუნ­დაც სა­ხელო­ს­ნო­ე­ბი, რო­მე­ლიც სკო­ლა­ში იყო გახ­ს­ნი­ლი, აღარ მუ­შა­ობს და ცხა­დია, ისი­ნი ქი­რას არ იხ­დი­ან, ყვე­ლა­ზე მდი­და­რი სკო­ლე­ბიც კი ვა­უ­ჩე­რის ანა­ბა­რა დარ­ჩ­ნენ, მხო­ლოდ სა­ხელ­მ­წი­ფო და­ფი­ნან­სე­ბა­ზე. ამი­ტომ, სა­კუ­თა­რი შე­მო­სავ­ლე­ბი აღარ აქვთ.

გა­და­ვა­მოწ­მე, აგ­ვის­ტოს თვე­ში, რამ­დენ სკო­ლას ჰქონ­და გა­მოცხა­დე­ბუ­ლი დამ­ლა­გებ­ლის ვა­კან­სია და მხო­ლოდ რვა სკო­ლა იყო, მათ შო­რის 4 კერ­ძო. მხო­ლოდ 4 სა­ჯა­რო სკო­ლა იმი­ტომ კი არ იყო, რომ სხვა სკო­ლებს არ სჭირ­დე­ბათ დამ­ლა­გე­ბე­ლი, იმი­ტომ, რომ ამის შე­აძ­ლებ­ლო­ბა და უფ­ლე­ბა არ აქვთ. ვფიქ­რობ, იმის­თ­ვის, რომ 14 სექ­ტემ­ბერს სკო­ლე­ბი მომ­ზა­დე­ბუ­ლე­ბი დახ­ვედ­როდ­ნენ ბავ­შ­ვებს, სა­ჭი­რო იყო, ამ გა­სუ­ლი თვე­ე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში, სა­ხელ­მ­წი­ფოს დი­დი რე­სურ­სი გა­და­ეს­რო­ლა სკო­ლა­ში (ფი­ნან­სურ რე­სურსს ვგუ­ლის­ხ­მობ). ეს არის პრობ­ლე­მა, რომ­ლის მოგ­ვა­რე­ბა, სა­ხელ­მ­წი­ფოს ერ­თი­ა­ნი მიდ­გო­მის გა­რე­შე, შე­საძ­ლოა, მხო­ლოდ სა­მი­ნის­ტ­რო­საც კი გას­ჭირ­ვე­ბო­და, იმ­დე­ნად დი­დი რე­სურ­სია სა­ჭი­რო. ამი­ტომ იყო აუცი­ლე­ბე­ლი ამის აღი­ა­რე­ბა ნო­მერ პირ­ველ პრობ­ლე­მად, თუ სწავ­ლის დაწყე­ბა ჩვე­ულ რე­ჟიმ­ში — საკ­ლა­სო ოთა­ხებ­ში იგეგ­მე­ბო­და.

ცხა­დია, სწავ­ლა უნ­და და­იწყოს, ჩვე­ნი ორ­გა­ნი­ზა­ცია მომ­ხ­რეა, რომ სწავ­ლა საკ­ლა­სო ოთა­ხებ­ში და­იწყოს, თუმ­ცა, არა იმის ხარ­ჯ­ზე, რომ რის­კი შე­ვუქ­მ­ნათ უსაფ­რ­თხო­ე­ბას. 2020-21 სას­წავ­ლო წე­ლი იქ­ნე­ბა ის გა­მო­ნაკ­ლი­სი წე­ლი, რო­დე­საც გა­ნათ­ლე­ბა მე­ო­რე ფლან­გ­ზეა და პირ­ველ­ზე უსაფ­რ­თხო­ე­ბა ინაც­ვ­ლებს. დღეს ეს დგას დღის წეს­რიგ­ში, ეს არის ყვე­ლა­ზე მთა­ვა­რი პრობ­ლე­მა მშობ­ლე­ბის­თ­ვი­საც და ბავ­შ­ვე­ბის­თ­ვი­საც, ვფიქ­რობ, სკო­ლის თა­ნამ­შ­რომ­ლე­ბის­თ­ვი­საც, რად­გან მათ უწევთ სრუ­ლი­ად გან­ს­ხვა­ვე­ბულ რე­ა­ლო­ბა­ში იმა­ვე შე­დე­გის მიღ­წე­ვა, რის მიღ­წე­ვა­საც თა­ვი­სუ­ფალ პი­რო­ბებ­ში ვითხოვ­დით მათ­გან. სწო­რედ ამი­ტომ, მშობ­ლე­ბის და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა ძა­ლი­ან არა­ერ­თ­გ­ვა­რო­ვა­ნია და ამას ერ­თა­დერ­თი მი­ზე­ზი აქვს — სა­ხელ­მ­წი­ფომ და სა­ჯა­რო სკო­ლე­ბმა ვერ აწარ­მო­ვეს მშობ­ლებ­თან ჯან­სა­ღი კო­მუ­ნი­კა­ცია, მე­ტიც, სა­ერ­თოდ არ აწარ­მო­ვეს.

დღეს დე­დე­ბის ერთ-ერთ და­ხუ­რულ ჯგუფ­ში გა­და­ვაწყ­დი პოსტს, სა­დაც ისი­ნი აქ­ცი­ის მო­საწყო­ბად ირაზ­მე­ბოდ­ნენ, რომ არ გა­უშ­ვებ­დ­ნენ ბავ­შ­ვებს სკო­ლა­ში. მშობ­ლე­ბის ნა­წი­ლი კი ამ­ბობ­და, რომ უნ­და გა­აპ­რო­ტეს­ტონ რეგუ­ლა­ცი­ე­ბი, რომ ეს ყვე­ლა­ფე­რი მო­გო­ნი­ლია… სრუ­ლი გა­უ­გებ­რო­ბაა მშობ­ლებ­ში. ბუ­ნებ­რი­ვია, მე მა­თი სა­ხე­ლით ვერ ვი­სა­უბ­რებ, არც ჩვე­ნი ორა­გა­ნი­ზა­ცი­ის­თ­ვის მო­უ­მარ­თავთ ასე­თი ტი­პის მშობ­ლებს. შე­სა­ბა­მი­სად, არა­ვი­თა­რი პირ­და­პი­რი კო­მუ­ნი­კა­ცია არ გვქო­ნია მათ­თან, ერ­თა­დერ­თი ჩე­მი თვა­ლით ნა­ნა­ხი ეს სტა­ტუ­სია ჯგუფ­ში, რო­მელ­საც საკ­მა­ოდ დი­დი გა­მოხ­მა­უ­რე­ბა ჰქონ­და. მშობ­ლე­ბის ნა­წი­ლი წერ­და, რომ ეს, ალ­ბათ, ტრო­ლია, მაგ­რამ დი­დი ნა­წი­ლი ღი­ად ემ­ხ­რო­ბო­და რე­გუ­ლა­ცი­ე­ბის გა­უქ­მე­ბას. ეს სე­რი­ო­ზუ­ლი პრობ­ლე­მაა, რო­მე­ლიც სა­ბო­ლო­ოდ მშობ­ლე­ბის ცნო­ბი­ე­რე­ბამ­დე და მათ გა­ნათ­ლე­ბამ­დე მი­დის.

– მე­გი, პან­დე­მი­ი­დან დღემ­დე, რა იყო ის მთა­ვა­რი გა­მოწ­ვე­ვა, რო­მე­ლიც მშობ­ლე­ბის­თ­ვის გა­მო­იკ­ვე­თა, რა იყო  დის­ტან­ცი­უ­რი სწავ­ლე­ბის პე­რი­ოდ­ში მა­თი მთა­ვა­რი სა­წუ­ხა­რი?

– გავ­ლი­ლი სე­მეს­ტ­რის შემ­დეგ, გა­ნათ­ლე­ბის კო­ა­ლი­ცი­ას­თან ერ­თად, ჩვენ სა­მი­ნის­ტ­როს­თ­ვის შე­ვი­მუ­შა­ვეთ რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბი და სწო­რედ მშობ­ლე­ბის ჯგუფ­თან გა­ვი­ა­რეთ  ყვე­ლა სა­კითხი. ძა­ლი­ან გა­მი­ჭირ­დე­ბა რო­მე­ლი­მე ერ­თ­ზე და მთა­ვარ­ზე დავ­კონ­ცენ­ტ­რირ­დე. თუმ­ცა, ეს რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბი ეხე­ბო­და დის­ტან­ცი­უ­რი სწავ­ლე­ბის პე­რი­ოდს — რა გა­მოწ­ვე­ვებს აწყ­დე­ბოდ­ნენ მშობ­ლე­ბი და რა რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბას სთხო­ვენ სა­ხელ­მ­წი­ფოს, თუ­კი წელს მსგავ­სი სა­ჭი­რო­ე­ბა ისევ დად­გე­ბა დღის წეს­რიგ­ში. ეს ეხე­ბო­და მას­წავ­ლებ­ლე­ბის კომ­პე­ტენ­ცი­ას, კო­მუ­ნი­კა­ცი­ას მას­წავ­ლე­ბელ­სა და მშო­ბელს შო­რის, ზრუნ­ვის კომ­პო­ნენ­ტის შე­მო­ტა­ნას იმი­ტომ, რომ დის­ტან­ცი­უ­რი სწავ­ლე­ბის პრო­ცე­სი მა­ღა­ლი სტრე­სის ფონ­ზე მიმ­დი­ნა­რე­ობ­და. ეს ყვე­ლა­ფე­რი სკო­ლას გა­მორ­ჩა და, რო­გორც წე­სი, ბევრს ითხოვ­დ­ნენ, მაგ­რამ არ ჩან­და თა­ნად­გო­მა და თა­ნაგ­რ­ძ­ნო­ბა/თა­ნა­გან­ც­და მას­წავ­ლე­ბელ­სა და მოს­წავ­ლეს შო­რის. მე­ტიც, პრობ­ლე­მა მო­დი­ო­და ორ­მ­ხ­რი­ვად – რო­გორც მშობ­ლე­ბის­გან, ისე მას­წავ­ლებ­ლის­გან და, სა­ბო­ლოო ჯამ­ში, ბავ­შ­ვე­ბი ცუდ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში იყ­ვ­ნენ. თუ­კი გან­ვი­თა­რე­ბულ ქვეყ­ნებ­ში დის­ტან­ცი­უ­რი სწავ­ლე­ბა თა­მა­შით და ემო­ცი­უ­რი რე­გუ­ლა­ცი­ე­ბით მიმ­დი­ნა­რე­ობ­და, სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში კომ­პი­უ­ტერ­თან სრუ­ლი დატ­ვირ­თ­ვით ჩა­ტა­რე­ბულ გაკ­ვე­თი­ლე­ბად გა­და­იქ­ცა და ცო­ტა მას­წავ­ლე­ბელს ახ­სოვ­და, რომ გა­რეთ იყო პან­დე­მია, ვი­ყა­ვით ჩა­კე­ტი­ლე­ბი და ბავ­შ­ვე­ბი სტრე­სის ქვეშ იყ­ვ­ნენ.

რაც შე­ე­ხე­ბა ჩვენს ორ­გა­ნი­ზა­ცი­ას, სხვა­დას­ხ­ვა მი­მარ­თუ­ლე­ბით ვმუ­შა­ობთ, ეს, ძი­რი­თა­დად, მშო­ბელ­თა ჩარ­თუ­ლო­ბის გაზ­რ­დას ეხე­ბა. ამ დღეებ­შიც მქონ­და ამ თე­მა­ზე შეხ­ვედ­რა გა­ნათ­ლე­ბის სა­მი­ნის­ტ­როს­თან – „ახა­ლი სკო­ლის მო­დე­ლის“ ფარ­გ­ლებ­ში, ლი­დე­რო­ბის ქო­უ­ჩებს შევ­ხ­ვ­დით და მშობ­ლე­ბის ჩარ­თუ­ლო­ბის შე­სა­ხებ მი­ნი-ტრე­ნინ­გი ჩა­ვუ­ტა­რეთ. ჩვენს ჯგუფ­ში გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლია, და­ახ­ლო­ე­ბით, 2300 მშო­ბე­ლი. გარ­და ამი­სა, კო­მუ­ნი­კა­ცია გვაქვს იმ მშობ­ლებ­თან, რომ­ლე­ბიც ჩვენს ტრე­ნინ­გებს ეს­წ­რე­ბი­ან ან ჩვენ მი­ერ შე­თა­ვა­ზე­ბულ რა­ი­მე ტი­პის სერ­ვი­სებ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბენ. ჩვენს ცხელ ხაზ­ზე, ამ დრომ­დე, არ შე­მო­სუ­ლა ზა­რი, რომ ეს ცუ­დი რე­გუ­ლა­ცი­ე­ბია ან რე­გუ­ლა­ცი­ე­ბის გა­უქ­მე­ბის მოთხოვ­ნა. ჩვე­ნი ჯგუ­ფის წევ­რებ­თან მუ­შა­ო­ბი­სას, იკ­ვე­თე­ბა პო­ზი­ცია, რომ სწავ­ლა სკო­ლის შე­ნო­ბებ­ში უნ­და და­იწყოს, ვი­ნა­ი­დან ამ დრო­ის­თ­ვის ისე­თი სა­გა­ნ­გა­შო ეპიდ­სი­ტუ­ა­ცია არ არის. თუმ­ცა, რამ­დენ ხანს გაგ­რ­ძელ­დე­ბა სას­წავ­ლო პრო­ცე­სი სკო­ლის კედ­ლებ­ში, ეს პირ­და­პირ უნდა იყოს მიბ­მუ­ლი ეპიდ­სი­ტუ­ა­ცი­აზე, და­მო­კი­დე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა იმა­ზე, თუ რო­გორ უზ­რუნ­ველ­ყოფს სკო­ლა იმ რე­გუ­ლა­ცი­ე­ბის შეს­რუ­ლე­ბას, რაც მათ გა­ნათ­ლე­ბი­სა და ჯან­დაც­ვის სა­მი­ნის­ტ­რო­ებ­მა და­ა­ვა­ლეს. ჩვე­ნი პო­ზი­ცი­ით, რე­გუ­ლა­ცი­ე­ბი ცუ­დი არ არის, მა­გ­რამ სკო­ლე­ბის­თ­ვის არ არის პრაქ­ტი­კუ­ლი და ად­ვი­ლად დაძ­ლე­ვა­დი.

– რო­გორ ფიქ­რობთ, რე­ა­ლუ­რად, რა გა­მოწ­ვე­ვის წი­ნა­შე შე­იძ­ლე­ბა აღ­მოჩ­ნ­დეს სკო­ლე­ბის უმე­ტე­სო­ბა, თუ­კი მათ, სწავ­ლის დაწყე­ბამ­დე, ჯან­დაც­ვის სა­მი­ნის­ტ­რო­ში შექ­მ­ნი­ლი სპე­ცი­ა­ლუ­რი ინ­ს­პექ­ცია შე­ა­მოწ­მებს?

– ცა­რი­ე­ლი სკო­ლის შე­მოწ­მე­ბას, ვფიქ­რობ, არა­ნა­ი­რი აზ­რი არ აქვს. პირ­ველ რიგ­ში, ჩვენ­თ­ვის, მშობ­ლე­ბის­თ­ვის, მთა­ვა­რი გა­მოწ­ვე­ვა ის არის, რო­გორ გაგ­რ­ძელ­დე­ბა რე­გუ­ლა­ცი­ე­ბი შემ­დეგ, უშუ­ა­ლოდ სწავ­ლის პრო­ცეს­ში. რა თქმა უნ­და, სკო­ლა უნ­და იყოს და­სუფ­თა­ვე­ბუ­ლი, მაგ­რამ მე­ო­რე პრობ­ლე­მაა ის, ბავ­შ­ვებ­მა თუ იცი­ან რო­გორ და­იც­ვან წე­სე­ბი ან რა წე­სე­ბი უნ­და და­იც­ვან. ერ­თია პი­რო­ბე­ბის შექ­მ­ნა, სი­სუფ­თა­ვის დაც­ვით და მე­ო­რეა, შექ­მ­ნი­ლი პი­რო­ბე­ბის ათ­ვი­სე­ბა. შე­იძ­ლე­ბა სკო­ლამ სა­პირ­ფა­რე­შო­ე­ბი მო­აწყოს, მაგ­რამ ხე­ლი არა­ვინ და­ი­ბა­ნოს იმი­ტომ, რომ არ იცო­დეს, რომ ეს აუცი­ლებე­ლია. მხო­ლოდ მოწყო­ბა არ არის იდე­ა­ფიქ­სი, რამ­დე­ნი­მე ტი­პის გა­მოწ­ვე­ვა გვაქვს: პირ­ვე­ლი, ეს არის სკო­ლებ­ში სი­სუფ­თა­ვის დაც­ვა, მე­ო­რეა ერ­თ­მეტ­რი­ა­ნი დის­ტან­ცი­ის დაც­ვა დას­ვე­ნე­ბა­ზე (გაკ­ვე­თი­ლებ­ზე, თა­ვის­თა­ვად, ეს გარ­კ­ვე­უ­ლია). რა ხდე­ბა დერე­ფან­ში, ვინ­მემ იცის? ბავ­შ­ვე­ბი თავ­და­ყი­რა გა­და­დი­ოდ­ნენ და ეს ნორ­მად მი­აჩ­ნ­და მშობ­ლე­ბის ძა­ლი­ან დიდ ნა­წილს, ამ­ბობ­დ­ნენ, რომ არა­რე­გუ­ლი­რე­ბა­დი დროა და აბა რა ქნან, არ გა­ინ­ძ­რე­ნო?! მაგ­რამ ეს უბ­რა­ლოდ გან­ძ­რე­ვა კი არ იყო, ან სირ­ბი­ლი, ან სი­ა­რუ­ლი, არა­მედ ერ­თ­მა­ნეთ­ზე ფე­ხით შედ­გო­მა, წრე­ზე სირ­ბი­ლი, წაქ­ცე­ვა, გა­დავ­ლა და ა.შ.

სი­ნამ­დ­ვი­ლე­ში, ნე­ბის­მი­ერ ასაკ­ში, მოს­წავ­ლემ უნ­და იცო­დეს რო­გო­რი ქცე­ვაა მი­სა­ღე­ბი და რო­გო­რი არა. დღეს დავ­დე­ქით იმის წი­ნა­შე, რომ არ არ­სე­ბობს რე­სურ­სი, რო­მე­ლიც ამას გა­ა­კონ­ტ­რო­ლებს და არა­ვინ იცის, წე­სე­ბის არ­შეს­რუ­ლე­ბის შემ­თხ­ვე­ვა­ში, რა მოხ­დე­ბა. თუ არ და­ი­ცა­ვენ დის­ტან­ცი­ას, ვინ­მე გა­მო­ვა და და­იყ­ვი­რებს? ვინ­მე რუ­პო­რით იდ­გე­ბა და ეტყ­ვის ბავ­შ­ვებს, არ მი­უ­ახ­ლოვ­დ­ნენ ერ­თ­მა­ნეთს? – ამის შე­სა­ხებ არა­ვი­ნაა ინ­ფორ­მი­რე­ბუ­ლი.

ჩე­მი შვი­ლი მე­კითხე­ბა, ჩვენ რომ და­სას­ვე­ნებ­ლად ვი­ყა­ვით და იქ ხალ­ხი დის­ტან­ცი­ის წე­სებს არ იცავ­და, მე რო­გორ მო­ვიქ­ცე, რო­ცა ჩემს კლა­სელს ვნა­ხავ, არ ჩა­ვე­ხუ­ტო? მე არ მაქვს მის­თ­ვის პა­სუ­ხი. ძა­ლი­ან დი­დი ენერ­გი­ის და­ხარ­ჯ­ვა მჭირ­დე­ბა და ბევ­რი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბის მოშ­ვე­ლი­ე­ბა, რომ ავუხ­ს­ნა: ნი­ას, რო­მე­ლიც ძა­ლი­ან ენატ­რე­ბა, უმ­ჯო­ბე­სია არ ჩა­ე­ხუ­ტოს. ესეც სე­რი­ო­ზუ­ლი პრობ­ლე­მაა და პირ­და­პირ კავ­შირ­შია იმას­თან, იცის თუ არა ბავ­შ­ვ­მა ჰი­გი­ე­ნის დაც­ვა და ვინ ას­წავ­ლის ამას, მშო­ბე­ლი? მაგ­რამ ხომ ვთქვით, რომ მშო­ბე­ლი ბევ­რ­ნა­ი­რია და, მათ შო­რის ისე­თე­ბიც, რო­მ­ლე­ბიც, პი­რი­ქით, სა­ში­შიც კი შე­იძ­ლე­ბა იყ­ვ­ნენ ამ ვი­თა­რე­ბა­ში — ვინც რე­გუ­ლა­ცი­ე­ბის გა­უქ­მე­ბას ითხო­ვენ. ამი­ტომ არის მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი, რომ სა­ხელ­მ­წი­ფომ, სკო­ლე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბით ან სო­ცი­ა­ლუ­რი მუ­შა­კე­ბის დახ­მა­რე­ბით (მაგ­რამ ხომ ვა­ღი­ა­რეთ, რომ ეს ინ­ს­ტი­ტუ­ტი რე­ა­ლუ­რად არ გვაქვს), იმუ­შა­ოს ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით. ამ შემ­თხ­ვე­ვა­ში, სკო­ლა უნ­და იყოს რუ­პო­რი. რას აკე­თებს ამ დროს სკო­ლის ექი­მი? ის უნ­და უკავ­შირ­დე­ბო­დეს მშობ­ლებს და, დამ­რი­გებ­ლე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბით, მათ­თან ერ­თად გა­დი­ო­დეს ამ თე­მას, უხ­ს­ნი­დეს მშობ­ლებს რა საფ­რ­თხე­ე­ბი არ­სე­ბობს და რო­გორ შეგ­ვიძ­ლია, ამ სა­შიშ­რო­ე­ბას­თან ერ­თად ვიცხოვ­როთ უსაფ­რ­თხოდ. სკო­ლე­ბი ვერ მუ­შა­ო­ბენ მშობ­ლებ­თან, კო­მუ­ნი­კა­ცია, ამ პი­რო­ბებ­შიც, კვლავ ნო­მერ მე­ო­რე პრობ­ლე­მად რჩე­ბა, და­სუფ­თა­ვე­ბის შემ­დეგ.

– მო­სა­ლოდ­ნე­ლი საფ­რ­თხის ფონ­ზე, უმ­ჯო­ბე­სი ხომ არ იქ­ნე­ბო­და, მშობ­ლებს უფ­რო ხში­რად და ხმა­მაღ­ლა გე­სა­უბ­რათ ამ პრობ­ლ­ემებ­ზე. გა­მო­დის, რომ რე­ა­ლუ­რად ვრის­კავთ და ვტეს­ტავთ გა­ა­მარ­თ­ლებს თუ არა?

– ბო­ლო ორი კვი­რის გან­მავ­ლო­ბა­ში, ექვს ტე­ლე­ვი­ზი­ა­ში ვი­ყა­ვი და ამ თე­მა­ზე პირ­და­პირ ეთერ­შიც ვი­სა­უბ­რე და სი­უ­ჟე­ტებ­შიც. ჩვე­ნი ორ­გა­ნი­ზა­ცია ფიქ­რობს, რომ სახ­ლ­ში ჩა­კეტ­ვა გა­მო­სა­ვა­ლი არ არის. მე  ორი ბავ­შ­ვის მშო­ბე­ლი ვარ და ჩემ­თ­ვის ძა­ლი­ან მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია, რომ ჩემ­მა შვი­ლებ­მა არ და­ი­ვიწყონ ადა­მი­ა­ნებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბა. ეს ჩემ­თ­ვის უფ­რო მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია, ვიდ­რე ის, თუ რო­გორ ის­წავ­ლი­ან მა­თემ­ტი­კას ან სხვა სა­განს. ამი­ტომ სახ­ლებ­ში ჩა­კეტ­ვა, პრობ­ლე­მის­გან გაქ­ცე­ვა ყვე­ლა­ზე ცუ­დი გა­მო­სა­ვა­ლია. ამ გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბის მი­ღე­ბა მხო­ლოდ და მხო­ლოდ მა­შინ შე­იძ­ლე­ბა, თუ სკო­ლა­ში რის­კე­ბი გაჩ­ნ­დე­ბა. ვფიქ­რობ, მშობ­ლებ­მა შვი­ლე­ბი უნ­და გა­ვუშ­ვათ სკო­ლა­ში, მაგ­რამ უნ­და მო­ვითხო­ვოთ, რომ სკო­ლამ უზ­რუნ­ველ­ყოს მა­თი უსაფ­რ­თხო­ე­ბა — სრუ­ლად და­იც­ვას წეს­რი­გი და ჯან­დაც­ვის სა­მი­ნის­ტ­როს მი­ერ გა­ცე­მუ­ლი რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბი, რაც ით­ვა­ლის­წი­ნებს, მა­გა­ლი­თად, ყო­ვე­ლი დას­ვე­ნე­ბის შემ­დეგ, შე­ნო­ბის და­სუფ­თა­ვე­ბა/დე­ზინ­ფექ­ცი­ას, არა მხო­ლოდ იატა­კე­ბის, არა­მედ სა­პირ­ფა­რე­შო­ებ­ში უნი­ტა­ზე­ბის ზე­და­პი­რე­ბის, ჩამ­რეცხე­ბის და სა­ხე­ლუ­რე­ბის, ასე­ვე, ხში­რად მოხ­მა­რე­ბა­დი საგ­ნე­ბის და­მუ­შა­ვე­ბას სა­დე­ზინ­ფექ­ციო ხსნა­რე­ბით, ასე­ვე კი­ბის მო­ა­ჯი­რე­ბის, თა­რო­ე­ბის, მა­გი­დე­ბის და ა.შ. და ამა­ში ჩარ­თუ­ლი უნ­და იყოს სკო­ლის და­სუფ­თა­ვე­ბის სამ­სა­ხუ­რი (90%) და და­ნარ­ჩე­ნი (10%) შე­იძ­ლე­ბა გა­და­ნა­წილ­დეს მას­წავ­ლებ­ლებ­ზე და მოს­წავ­ლე­ებ­ზე იმი­ტომ, რომ ეს ის სა­კითხია, რო­მელ­საც თი­თო­ე­უ­ლი ჩვენ­გა­ნი თუ ათი­ან­ზე არ შე­ვას­რუ­ლებთ, შე­იძ­ლე­ბა შეც­დო­მა ძა­ლი­ან ძვი­რად დაგ­ვიჯ­დეს. მომ­ხ­რე ვარ, სკო­ლე­ბი გა­იხს­­ნას, მაგ­რამ შე­საძ­ლო ხი­ფა­თე­ბის აღ­მოფხ­ვ­რა სა­ხელ­მ­წი­ფოს მკაც­რად უნ­და მოვ­თხო­ვოთ.

– და­ბო­ლოს, ორი სიტყ­ვით მითხა­რით, რო­გო­რი გა­ნათ­ლე­ბის სის­ტე­მა და­ი­ნა­ხეთ პან­დე­მი­ის პე­რი­ოდ­ში?

– თე­ბერ­ვ­ლის ბო­ლოს, რო­დე­საც სკო­ლე­ბი და­ი­კე­ტა და მარ­ტის შუა რიცხ­ვე­ბი­დან, არ­დად­ეგე­ბის შემ­დეგ, და­იწყო ონ­ლა­ინ სწავ­ლე­ბა, ეს პირ­და­პი­რი ნი­შა­ნი იყო იმი­სა, რომ სკო­ლა, სა­ნი­ტა­რი­ულ-ჰი­გი­ე­ნუ­რი მდგო­მა­რე­ო­ბით, უდი­დე­სი გა­მოწ­ვე­ვე­ბის წი­ნა­შე იდ­გა. ნო­მერ პირ­ვე­ლი პრობ­ლე­მა, რაც გამ­ჭ­ვირ­ვა­ლო­ბამ დაგ­ვა­ნა­ხა, ეს იყო. რე­ა­ლუ­რად, სა­ხელ­მ­წი­ფომ აღი­ა­რა, რომ მთელ რიგ სკო­ლებ­ში ხე­ლის და­ბა­ნის შე­საძ­ლებ­ლო­ბა არ იყო (სა­უ­ბა­რი არ იყო სა­პონ­ზე, არა­მედ მხო­ლოდ წყალ­ზე). სა­ხელ­მ­წი­ფომ აღი­ა­რა, რომ სკო­ლებს რე­ა­ლუ­რად იმის გა­მო ვკე­ტავთ, რომ ვერ ვი­ბანთ ხე­ლებს. ამის შემ­დეგ გაჩ­ნ­და სხვა პრობ­ლე­მე­ბი და გა­მოწ­ვე­ვე­ბიც. და­ვი­ნა­ხეთ, რომ მშო­ბელ­თა ჩარ­თუ­ლო­ბა იმა­ზე ბევ­რად აუცი­ლე­ბე­ლი ყო­ფი­ლა, ვიდ­რე ვინ­მეს ეს სის­ტე­მის შიგ­ნით წარ­მო­ედ­გი­ნა, ცალ­კე­უ­ლი გა­მო­ნაკ­ლი­სი ადა­მი­ა­ნე­ბის გარ­და, რომ­ლე­ბიც ყველ­გან არი­ან. და­ვი­ნა­ხეთ, რომ  სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში ზო­გა­დი გა­ნათ­ლე­ბა მოკ­ლე­ბუ­ლია თა­ნა­გან­ც­დას — სა­ზო­გა­დო­ე­ბას, მას­წავ­ლებ­ლებს და მშობ­ლებს (მათ დიდ ნა­წილს) ჰგო­ნია, რომ გა­ნათ­ლე­ბა მხო­ლოდ და მხო­ლოდ საგ­ნობ­რი­ვი კომ­პე­ტენ­ცი­ე­ბის გა­და­ცე­მაა მას­წავ­ლებ­ლი­დან მოს­წავ­ლე­ზე და გა­ნათ­ლე­ბის რო­ლი რომ უფ­რო დი­დია, ეს არ ვი­ცით. გა­ნათ­ლე­ბა მო­ქა­ლა­ქის აღ­ზ­რ­დაა და საგ­ნობ­რი­ვი კომ­პე­ტენ­ცი­ე­ბის გა­და­ცე­მა მხო­ლოდ იმის­თ­ვი­საა სა­ჭი­რო, რომ ამის გავ­ლით მი­ვი­დეთ სა­სურ­ველ შე­დე­გამ­დე. ეს ორი­ენ­ტი­რი გვაქვს და­კარ­გუ­ლი. აღ­მოჩ­ნ­და, რომ ბევ­რ­მა არ იცის რის­თ­ვის არ­სე­ბობს სკო­ლა, ბევრს კი არც ახ­სოვს (შე­საძ­ლოა, არც იცის), რომ არ­სე­ბობს ასე­თი დო­კუ­მენ­ტი – ზო­გა­დი გა­ნათ­ლე­ბის ეროვ­ნუ­ლი მიზ­ნე­ბი, სა­დაც წე­რია, რა ფუნ­ქ­ცია აქვს სკო­ლას და სა­დაც ერთ-ერთ ფუნ­ქ­ცი­ად გან­საზ­ვ­რუ­ლია, რომ სკო­ლა არის სწო­რედ სო­ცი­ა­ლი­ზა­ცია. ამი­ტომ ვემ­ხ­რო­ბით ჩვენ სკო­ლე­ბის გახ­ს­ნას, თუმ­ცა კი, ვი­აზ­რებთ ყვე­ლა იმ რისკს, რაც ამ პრო­ცესს ახ­ლავს.

ესა­უბ­რა ლა­ლი ჯე­ლა­ძე

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები