24 აპრილი, ოთხშაბათი, 2024

ინ­ტერ­ვიუ კა­ხა­ბერ ერა­ძეს­თან

spot_img

 

გვესაუბრება კა­ხა­ბერ ერა­ძე, 

სსიპ გა­ნათ­ლე­ბის ხა­რის­ხის გან­ვი­თა­რე­ბის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტ­რის

დი­რექ­ტო­რის მო­ად­გი­ლე

 

— ახა­ლი კო­რო­ნა­ვი­რუ­სის გავ­რ­ცე­ლე­ბით გა­მოწ­ვე­ულ­მა პან­დე­მი­ამ მთლი­ა­ნად შეც­ვა­ლა სამ­ყა­რო ჩვენ გარ­შე­მო. ლო­გი­კუ­რია, ის პრო­ფე­სი­ულ გა­ნათ­ლე­ბა­საც შე­ე­ხო. რო­გორ შე­ა­ფა­სებ­დით ამ მხრივ არ­სე­ბულ გა­მოწ­ვე­ვებს?

— და­გე­თან­ხ­მე­ბით. სა­ზო­გა­დო­ე­ბის ყვე­ლა წევ­რ­მა, სა­ზო­გა­დოე­ბა­ში მიმ­დი­ნა­რე ყვე­ლა პრო­ცეს­მა და­იწყო ახალ რე­ა­ლო­ბას­თან ადაპ­ტი­რე­ბა. ახალ­მა კო­რო­ნა­ვი­რუს­მა გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი გა­მოწ­ვე­ვე­ბის წი­ნა­შე და­ა­ყე­ნა გა­ნათ­ლე­ბის სის­ტე­მა. თუ გა­ვით­ვა­ლის­წი­ნებთ, რომ მსოფ­ლი­ო­ში არ არ­სე­ბობს ამ მხრივ უკ­ვე არ­სე­ბუ­ლი გა­მოც­დი­ლე­ბა ან და­სა­ბუ­თე­ბუ­ლად ეფექ­ტუ­რი, წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში გა­მოც­დი­ლი მიდ­გო­მა, რო­მელ­საც გა­ვი­ზი­ა­რებ­დით. შე­იძ­ლე­ბა ით­ქ­ვას, რომ   ყვე­ლა ქვე­ყა­ნა ამ მხრივ ექ­ს­პე­რი­მენ­ტი­რე­ბის რე­ჟიმ­შია. ჩვენ ინ­ტენ­სი­უ­რად ვართ ჩარ­თულ­ნი ონ­ლა­ინ დის­კუ­სი­ებ­სა თუ გა­მოც­დი­ლე­ბის გა­ზი­ა­რე­ბის მიზ­ნით, სხვად­ას­ხ­ვა ფორ­მა­ტით ორ­გა­ნი­ზე­ბულ შეხ­ვედ­რებ­ში და მინ­და გითხ­რათ, რომ გა­მოწ­ვე­ვე­ბი ყველ­გან მეტ-ნაკ­ლე­ბად ერ­თ­ნა­ი­რია. მე­ტიც, სა­ტე­ლე­ვი­ზიო სკო­ლის ქარ­თუ­ლი კონ­ცეფ­ცია გან­სა­კუთ­რე­ბულ მო­წო­ნე­ბას იმ­სა­ხუ­რებს უცხო­ელ კო­ლე­გებ­ში. თა­ვი­სი სპე­ცი­ფი­კის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით პრო­ფე­სი­უ­ლი გა­ნათ­ლე­ბის სის­ტე­მა აქაც გა­მორ­ჩე­უ­ლია. ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლია რა, ძი­რი­თა­დად, პრაქ­ტი­კუ­ლი უნა­რე­ბის გა­მო­მუ­შა­ვე­ბა­ზე, პრო­ფე­სი­ულ გა­ნათ­ლე­ბა­ში უფ­რო მეტი გა­მოწ­ვე­ვაა, ვიდ­რე გა­ნათ­ლე­ბის სხვა სის­ტე­მებ­ში.

— რა არის გა­ნათ­ლე­ბის სის­ტე­მის ძი­რი­თა­დი გა­მოწ­ვე­ვე­ბი პან­დე­მი­ის პი­რო­ბებ­ში?

— ამა­ზე უკ­ვე არა­ერ­თი თქმუ­ლა და და­წე­რი­ლა. გა­მოწ­ვე­ვა­თა ნა­წი­ლი უკ­ვე იდენ­ტი­ფი­ცი­რე­ბუ­ლია, ხო­ლო დარ­წ­მუ­ნე­ბუ­ლი ვარ, სხვა პრობ­ლე­მე­ბი მო­მა­ვალ­ში კი­დევ იჩენს თავს. ზო­გა­დად, ქარ­თულ­მა გა­ნათ­ლე­ბის სის­ტე­მამ მთა­ვა­რი ორი­ენ­ტი­რი ჰიბ­რი­დულ სწავ­ლე­ბა­ზე აიღო. რაც ნიშ­ნავს, რომ, რო­ცა შე­საძ­ლე­ბე­ლია, სას­წავ­ლო პრო­ცე­სი „პი­რის­პირ“ რე­ჟიმ­ში მიმ­დი­ნა­რე­ობს, ხო­ლო რო­ცა ეს შე­უძ­ლე­ბე­ლია — დის­ტან­ცი­უ­რად. დის­ტან­ცი­ურ მიდ­გო­მებს შო­რის ელექ­ტ­რო­ნულ სწავ­ლე­ბას ენი­ჭე­ბა უპი­რა­ტე­სო­ბა. თუ პან­დე­მი­ამ­დე ელექ­ტ­რო­ნუ­ლი სწავ­ლე­ბა, ძი­რი­თა­დად, ნე­ბა­ყოფ­ლო­ბი­თი იყო, ახალ­მა რე­ა­ლო­ბამ ის აუცი­ლებ­ლო­ბად აქ­ცია. ზო­გა­დად, გა­ნათ­ლე­ბის სის­ტე­მის წი­ნა­შე დად­გა რო­გორც სწავ­ლე­ბის შე­სა­ბა­მი­სი რე­სურ­სე­ბის არ­სე­ბო­ბის, ისე კო­მუ­ნი­კა­ცი­ის ადეკ­ვა­ტუ­რი სა­შუ­ა­ლე­ბე­ბის, სტუ­დენ­ტ­თა და მოს­წავ­ლე­თა მხრი­დან ინ­ტერ­ნეტ­თან წვდო­მის, შე­სა­ბა­მი­სი ტექ­ნი­კუ­რი სა­შუ­ა­ლე­ბე­ბის არ­სე­ბო­ბის პრობ­ლე­მე­ბი, დი­დი გა­მოწ­ვე­ვის წი­ნა­შე დად­გ­ნენ მას­წავ­ლებ­ლე­ბიც, რად­გა­ნაც ელექ­ტ­რო­ნუ­ლი სწავ­ლე­ბა გან­სხ­ვა­ვე­ბულ უნა­რებს მო­ითხოვს მათ­გან.

— რა არის ის გან­ს­ხ­ვა­ვე­ბუ­ლი სპე­ცი­ფი­კა, რა­მაც პრო­ფე­სი­ულ გა­ნათ­ლე­ბა­ში კი­დევ უფ­რო მე­ტად გან­ს­ხ­ვა­ვე­ბუ­ლი მიდ­გო­მის გა­მო­ყე­ნე­ბის სა­ჭი­რო­ე­ბა გა­მო­იწ­ვია?

— ზე­მო­აღ­ნიშ­ნულს ემა­ტე­ბა პრო­ფე­სი­უ­ლი გა­ნათ­ლე­ბის სპე­ცი­ფი­კუ­რო­ბა. პირ­ვე­ლი ისაა, რომ ახა­ლი თა­ო­ბის პროგ­რა­მებ­ში თე­ო­რია შე­და­რე­ბით ცო­ტაა და მე­ტი სწავ­ლის შე­დე­გი პრაქ­ტი­კუ­ლია. ელექ­ტ­რო­ნუ­ლი სწავ­ლე­ბის მიდ­გო­მე­ბი, გან­სა­კუთ­რე­ბით კი ასინ­ქ­რო­ნუ­ლი მე­თო­დე­ბი, ნაკ­ლე­ბად რე­ლე­ვან­ტუ­რია პრაქ­ტი­კუ­ლი უნა­რე­ბის გან­სა­ვი­თა­რებ­ლად. მე­ო­რე მხრივ, პრო­ფე­სი­უ­ლი სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო პროგ­რა­მის წარ­მა­ტე­ბუ­ლი გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა მხო­ლოდ სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ზე არაა და­მო­კი­დე­ბუ­ლი. აქ პარ­ტ­ნი­ორ ბიზ­ნეს­საც მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი რო­ლი აქვს. გა­სათ­ვა­ლის­წი­ნე­ბე­ლია, რომ ბიზ­ნე­სი სა­კუ­თა­რი ძი­რი­თა­დი საქ­მი­ა­ნო­ბის ნა­წილ­ში ისე­დაც და­უ­პი­რის­პირ­და გა­მოწ­ვე­ვებს. პრო­ფე­სი­უ­ლი გა­ნათ­ლე­ბა ში­ნა­არ­სობ­რი­ვად ხომ ბიზ­ნე­სის არ­სე­ბულ ტენ­დენ­ცი­ებ­ზეა და­მო­კი­დე­ბუ­ლი. ამი­ტო­მაც, იწყებს რა კერ­ძო სექ­ტო­რი ახალ რე­ა­ლო­ბას­თან ადაპ­ტი­რე­ბას, ჩვენც და­უ­ყოვ­ნებ­ლივ მოგ­ვიხ­დე­ბა ამ ცვლი­ლე­ბე­ბის ასახ­ვა სწავ­ლე­ბის პრო­ცეს­ში, რის­თ­ვი­საც ბევ­რად მოქ­ნი­ლი მე­ქა­ნიზ­მე­ბის შე­მო­ღე­ბა მოგ­ვი­წევს. ფორ­მა­ლურ გა­ნათ­ლე­ბა­ში მოკ­ლე­ვა­დი­ა­ნი მომ­ზა­დე­ბა-გა­დამ­ზა­დე­ბის პროგ­რა­მე­ბის შე­მო­ტა­ნა, ამ მხრივ, სწო­რედ რომ მოქ­ნი­ლი გა­მო­სა­ვა­ლია.

— რა არის ის ძი­რი­თა­დი აქ­ტი­ვო­ბე­ბი, რაც ხა­რის­ხის ცენ­ტ­რ­მა გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლა გა­მოწ­ვე­ვებ­თან გა­სამ­კ­ლა­ვებ­ლად?

— ხა­რის­ხის ცენ­ტ­რ­მა, ისე რო­გორც გა­ნათ­ლე­ბის მთელ­მა სის­ტე­მამ, სწრა­ფად­ვე და­იწყო მუ­შა­ო­ბა ახალ რე­ა­ლო­ბას­თან ადაპ­ტი­რე­ბი­სათ­ვის. მინ­და გითხ­რათ, რომ ცენ­ტ­რის მხრი­დან პრაქ­ტი­კუ­ლად არც ერ­თი სერ­ვი­სი არ გა­ჩე­რე­ბუ­ლა. ცენ­ტ­რი, სა­დაც სა­ჭი­როა, ახალ რე­ა­ლო­ბას­თან ადაპ­ტი­რე­ბუ­ლი მიდ­გო­მე­ბით აგ­რ­ძე­ლებს ავ­ტო­რი­ზა­ცი­ის, აკ­რე­დი­ტა­ცი­ის, მო­ნი­ტო­რინ­გის თუ სხვა ად­მი­ნის­ტ­რა­ცი­ულ წარ­მო­ე­ბებს, ასე­ვე მო­ქა­ლა­ქე­თა მომ­სა­ხუ­რე­ბას. მე­ტიც, ავი­თა­რებს კი­დეც მათ. ექ­ს­პერ­ტ­თა კორ­პუ­სის ატეს­ტა­ცი­ის თუ სერ­ტი­ფი­ცი­რე­ბის პრო­ცე­სე­ბიც კი და­გეგ­მი­ლი გრა­ფი­კით მი­დის. მა­ლე გა­ნახ­ლე­ბულ, მომ­ხ­მა­რე­ბელ­ზე უფ­რო ორი­ენ­ტი­რე­ბულ ვებ­გ­ვერდს ავა­მოქ­მე­დებთ, ხო­ლო მო­მა­ვალ წელს ახა­ლი სტრა­ტე­გი­ით და სა­მოქ­მე­დო გეგ­მე­ბით შევ­ხ­ვ­დე­ბით, რის შე­სა­ხე­ბაც მა­ლე გა­ნაცხადს გა­ვა­კე­თებთ. ვაძ­ლი­ე­რებთ სა­ერ­თა­შო­რი­სო პარ­ტ­ნი­ო­რო­ბას. მო­მა­ვალ წელს ბევრ სხვა სი­ახ­ლე­საც შევ­თა­ვა­ზებთ სა­ზო­გა­დო­ე­ბას.

პრო­ფე­სი­უ­ლი გა­ნათ­ლე­ბის ნა­წილ­ში ზო­გა­დი რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბით და მიდ­გო­მე­ბით ვერ შე­მო­ვი­ფარ­გ­ლე­ბით. აქ ყვე­ლა პროგ­რა­მა იმ­დე­ნად თა­ვი­სე­ბუ­რია, რომ პრაქ­ტი­კუ­ლად მას­ზე მორ­გე­ბულ მიდ­გო­მებს სა­ჭი­რო­ებს.

პირ­ველ რიგ­ში რაც მო­ხერ­ხ­და, ეს იყო სა­კონ­სულ­ტა­ციო სერ­ვი­სის გაძ­ლი­ე­რე­ბა. მიმ­დი­ნა­რე წლის გა­ზაფხუ­ლი­დან ასო­ბით ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი კონ­სულ­ტა­ცია გა­ე­წია სას­წავ­ლებ­ლებს სწავ­ლე­ბის დის­ტან­ცი­ურ რე­ჟიმ­ზე გა­დას­ვ­ლას­თან და­კავ­ში­რე­ბით. ინ­ტენ­სი­უ­რად და­იწყო სას­წავ­ლო გეგ­მე­ბის ადაპ­ტი­რე­ბა. და­წე­სე­ბუ­ლე­ბებ­მა ე.წ. „ჩა­კე­ტი­ლი“ პე­რი­ო­დე­ბი თე­ო­რი­უ­ლი კომ­პო­ნენ­ტე­ბით გა­აძ­ლი­ე­რეს, ხო­ლო რო­გორც კი სა­მუ­შაო ად­გი­ლებ­ზე გას­ვ­ლის შე­საძ­ლებ­ლო­ბა გაჩ­ნ­და, პრაქ­ტი­კულ უნა­რებ­ზე გა­ა­კე­თეს აქ­ცენ­ტი. შეც­ვ­ლილ სას­წავ­ლო გეგ­მებს და სხვა სა­ჭი­რო ინ­ფორ­მა­ცი­ას ისი­ნი დღე­საც აგ­ზავ­ნი­ან ცენ­ტ­რ­ში, პრო­ფე­სი­უ­ლი გა­ნათ­ლე­ბის ხა­რის­ხის სამ­სა­ხუ­რი სწავ­ლობს ამ დო­კუ­მენ­ტა­ცი­ას და სა­ჭი­რო­ე­ბი­სა­მებრ, რა­ი­მე რის­კის არ­სე­ბო­ბის შემ­თხ­ვე­ვა­ში, უკუ­კავ­შირს აძ­ლევს გან­მა­ხორ­ცი­ე­ლებ­ლებს. სი­ტუ­ა­ცი­ას სრუ­ლად ით­ვა­ლის­წი­ნებს ავ­ტო­რი­ზა­ცი­ის საბ­ჭო და შე­სა­ბა­მის რე­კო­მენ­და­ცი­ებს და მა­თი შეს­რუ­ლე­ბის გო­ნივ­რულ ვა­დებს გა­ნუ­საზღ­ვ­რავს სას­წავ­ლებ­ლებს.

თუმ­ცა, ასო­ბით პროგ­რა­მის ამ რე­ჟიმ­ში გან­ხილ­ვა შე­უძ­ლე­ბე­ლია, ამი­ტო­მაც და­ვიწყეთ თი­თო­ე­უ­ლი კვა­ლი­ფი­კა­ცი­ი­სათ­ვის ერ­თი­ა­ნი დო­კუ­მენ­ტის შე­მუ­შა­ვე­ბა, რო­მე­ლიც მო­ი­ცავს სა­რე­კო­მენ­და­ციო ჩა­ნა­წე­რებს კონ­კ­რე­ტუ­ლი სწავ­ლის შე­დე­გის, სწავ­ლე­ბი­სა და შე­ფა­სე­ბის დის­ტან­ცი­უ­რად გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბის, სწავ­ლე­ბი­სა და შე­ფა­სე­ბის ალ­ტერ­ნა­ტი­უ­ლი მე­თო­დე­ბის თა­ო­ბა­ზე. ამ პრო­ცეს­ში აქ­ტი­უ­რად არი­ან ჩარ­თულ­ნი კო­ლე­ჯე­ბი, ხო­ლო დო­კუ­მენ­ტი, სა­ბო­ლო­ოდ, კერ­ძო სექ­ტო­რის წარ­მო­მად­გენ­ლებ­თან, დარ­გობ­რივ საბ­ჭო­ებ­თან გა­ივ­ლის ვა­ლი­და­ცი­ას.

რაც მთა­ვა­რია, ეს არ იქ­ნე­ბა დრო­ე­ბი­თი დო­კუ­მენ­ტი. ვფიქ­რობ, პან­დე­მი­ის შემ­დეგ, უკ­ვე ვე­ღარ და­ვუბ­რუნ­დე­ბით სწავ­ლე­ბის ძველ რე­ჟიმს. დის­ტან­ცი­უ­რი სწავ­ლე­ბა მყა­რად მო­ი­კი­დებს ფეხს ქარ­თუ­ლი გა­ნათ­ლე­ბის სის­ტე­მა­ში. მთა­ვა­რია, ეს მოხ­დეს იმ ფორ­მით და მას­შ­ტა­ბე­ბით, რომ გა­ნათ­ლე­ბის ხა­რის­ხი არ და­ზა­რალ­დეს.

— მიმ­დი­ნა­რე წელს, პრო­ფე­სი­ულ გა­ნათ­ლე­ბა­ში, ავ­ტო­რი­ზა­ცი­ის ახა­ლი სტან­დარ­ტე­ბი შე­ვი­და ძა­ლა­ში. რამ­დე­ნად იმოქ­მე­და პან­დე­მი­ამ მა­თი და­ნერ­გ­ვის პრო­ცეს­ზე?

— პრო­ფე­სი­უ­ლი გა­ნათ­ლე­ბის ხა­რის­ხის უზ­რუნ­ველ­ყო­ფის ნა­წილ­ში ახალ კო­რო­ნა ვი­რუს­თან და­კავ­ში­რე­ბულ­მა მოვ­ლე­ნებ­მა, შე­საძ­ლოა, დრო­ში გა­ა­ხან­გ­რ­ძ­ლი­ვა პრო­ცე­სე­ბი, თუმ­ცა ჩვენს ამო­ცა­ნებ­ზე უარი არ გვით­ქ­ვამს. გე­თან­ხ­მე­ბით, მიმ­დი­ნა­რე წე­ლი ახა­ლი სტან­დარ­ტე­ბის და­ნერ­გ­ვის წე­ლი იყო და სა­ზო­გა­დო­ე­ბამ იცის, რომ წელს, ახალ სტან­დარ­ტებ­თან შე­სა­ბა­მი­სო­ბის დად­გე­ნის მიზ­ნით, პრო­ფე­სი­უ­ლი გა­ნათ­ლე­ბის ავ­ტო­რი­ზე­ბულ მიმ­წო­დებ­ლებ­ში მას­შ­ტა­ბუ­რი თვით­შე­ფა­სე­ბის პრო­ცე­სი და­იწყო. თუმ­ცა, ად­რე გა­ზაფხულ­ზე, კო­ლე­ჯე­ბის ად­მი­ნის­ტ­რა­ცი­უ­ლი პერ­სო­ნა­ლი დის­ტან­ცი­ურ მუ­შა­ო­ბის რე­ჟიმ­ზე გა­და­ვი­და, რის გა­მოც, მა­თი­ვე მო­მარ­თ­ვის სა­ფუძ­ველ­ზე, მოგ­ვიხ­და თვით­შე­ფა­სე­ბის და­ნარ­თე­ბის — ანა­ლი­ტი­კუ­რი ინ­ფორ­მა­ცი­ის წარ­მოდ­გე­ნის ვა­დე­ბის გა­და­წე­ვა, რაც, ივ­ლი­სის ნაც­ვ­ლად, ოქ­ტომ­ბერ­ში დას­რულ­და. ამ­ჟა­მად უკ­ვე აქ­ტი­უ­რად მიმ­დი­ნა­რე­ობს დას­რუ­ლე­ბუ­ლი თვით­შე­ფა­სე­ბის ან­გა­რი­შე­ბის ანა­ლი­ზი, რაც წლის ბო­ლო­სათ­ვის არ­სე­ბუ­ლი ინ­ს­ტი­ტუ­ცი­უ­რი და სის­ტე­მუ­რი პრობ­ლე­მე­ბის სრულ სუ­რათს მოგ­ვ­ცემს პრო­ფე­სი­უ­ლი გა­ნათ­ლე­ბის ხა­რის­ხის ნა­წილ­ში, რაც ხა­რის­ხის სა­ერ­თო ევ­რო­პულ ინ­დი­კა­ტო­რებს გა­ით­ვა­ლის­წი­ნებს. ამ სუ­რათს და­ეყ­რ­დ­ნო­ბა, სის­ტე­მის შემ­დ­გო­მი გან­ვი­თა­რე­ბის კუთხით, ჩვე­ნი ინ­ტერ­ვენ­ცი­ე­ბი. გა­ნათ­ლე­ბის ხა­რის­ხის უწყ­ვე­ტი გან­ვი­თა­რე­ბა ჩვე­ნი მი­სიაა და ამა­ზე პან­დე­მია უარს ვერ გვათ­ქ­მე­ვი­ნებს.

— მი­გაჩ­ნი­ათ, რომ ავ­ტო­რი­ზა­ცი­ის ახა­ლი სტან­დარ­ტე­ბი უზ­რუნ­ველ­ყო­ფენ გა­ნათ­ლე­ბის ადეკ­ვა­ტურ ხა­რისხს ახალ მო­ცე­მუ­ლო­ბა­ში?

— დი­ახ, მი­მაჩ­ნია, რომ უზ­რუნ­ველ­ყოფს. პი­რის­პირ, დის­ტან­ცი­უ­რად, სინ­ქ­რო­ნუ­ლად თუ ასინ­ქ­რო­ნუ­ლად — ეს სწავ­ლე­ბის თუ შე­ფა­სე­ბის მიდ­გო­მე­ბია. რო­გორც ვთქვით, ეს აღა­რაა ვინ­მეს გე­მოვ­ნე­ბის სა­გა­ნი, ახა­ლი რე­ა­ლო­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ეს არ­სე­ბუ­ლი აუცი­ლებ­ლო­ბაა. გვინ­და თუ არ გვინ­და, ნე­ბის­მი­ერ პი­რო­ბებ­ში, ხა­რის­ხი, მი­ნი­მუმ, იმ დო­ნით უნ­და იქ­ნეს უზ­რუნ­ველ­ყო­ფი­ლი, რო­გორც ამას დად­გე­ნი­ლი სტან­დარ­ტი მო­ითხოვს. ამ მი­ზე­ზის გა­მო, უახ­ლო­ეს მო­მა­ვალ­ში, არც სტან­დარ­ტის შემ­სუ­ბუ­ქე­ბას და არც გამ­კაც­რე­ბას არ ვგეგ­მავთ. უბ­რა­ლოდ, მოგ­ვი­წევს ვი­ყოთ მე­ტად მოქ­ნი­ლე­ბი და კრე­ა­ტი­უ­ლე­ბი.

ესა­უბ­რა ანა ფირ­ცხა­ლა­იშ­ვი­ლი

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები