28 მარტი, ხუთშაბათი, 2024

იაკობ გო­გე­ბაშ­ვი­ლი­სე­უ­ლი „დე­და­ე­ნის“ მე­თო­დი­კუ­რი სა­ფუძ­ვ­ლე­ბი – „მცდა­რია (ანაქ­რო­ნიზ­მია) მო­წო­დე­ბა „და­ვაბ­რუ­ნოთ „დე­და­ე­ნა“ სკო­ლა­ში!“ სი­ნამ­დ­ვი­ლე­ში კა­მა­თი ეხე­ბა იმ სა­კითხს, თუ ვის მი­ე­ნი­ჭოს ამ სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლოს გა­და­მუ­შა­ვე­ბის ექ­ს­კ­ლუ­ზი­უ­რი უფ­ლე­ბა. ესე იგი გარ­კ­ვე­უ­ლი პი­რე­ბი თუ ჯგუ­ფე­ბი ცდი­ლო­ბენ, მო­ნო­პო­ლი­უ­რად და­ე­უფ­ლონ ქარ­თულ სიტყ­ვას „დე­და­ე­ნა“ და იაკო­ბი­სე­უ­ლი სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლოს გა­და­მუ­შა­ვე­ბი­სა და გა­მო­ცე­მის უფ­ლე­ბას.“ თამარ მახარაძე, ზურაბ ვახანია

spot_img

მცდა­რი მო­ა­რუ­ლი აზ­რე­ბი „დე­და­ე­ნის“ შე­სა­ხებ

სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში გა­ნათ­ლე­ბი­სა და მეც­ნი­ე­რე­ბის საქ­მე სულ უკან-უკან მი­დის. ეს იმა­შიც ჩანს, რომ სა­ჯა­რო პო­ლე­მი­კებ­საც კი მეც­ნი­ე­რუ­ლი და ლო­გი­კუ­რი სა­ფუძ­ვ­ლი­ა­ნო­ბა აკ­ლია. მა­გა­ლი­თად, სა­ნამ I კლა­სის მშობ­ლი­უ­რი ენი­სა და წიგ­ნი­ე­რე­ბის სა­კითხებ­ზე დას­კ­ვ­ნებს გა­მო­ვი­ტანთ, მა­ნამ ამ სა­კითხე­ბის სა­მეც­ნი­ე­რო-მე­თო­დი­კუ­რი სა­ფუძ­ვ­ლე­ბი უნ­და შე­ვის­წავ­ლოთ. ამ დროს არა­თუ არ დაგ­ვეხ­მა­რე­ბა, არა­მედ პი­რი­ქით, ხელ­საც ძლი­ერ შეგ­ვიშ­ლის ჩვე­ნი შთა­ბეჭ­დი­ლე­ბე­ბი, ასო­ცი­ა­ცი­ე­ბი, სიმ­პა­თია-ან­ტი­პა­თია და მო­ა­რუ­ლი შე­ხე­დუ­ლე­ბე­ბი. სიტყ­ვა-ცნე­ბა „დე­და­ე­ნა“ და წი­ნა­და­დე­ბა „აი ია“ მარ­თ­ლაც ბრწყინ­ვა­ლე მიგ­ნე­ბე­ბია, მაგ­რამ ეს მხო­ლოდ ორი წვე­თია იმ ურ­თუ­ლე­სი სა­კითხე­ბის ზღვა­ში, რომ­ლე­ბიც პირ­ველ­კ­ლა­სელ­თა „დე­და­ე­ნის“ სა­მეც­ნი­ე­რო-მე­თო­დი­კურ სა­ფუძ­ველს შე­ად­გენს. 6-წლი­ა­ნი ბავ­შ­ვის ფსი­ქო­ლო­გია, აღ­ქ­მის, აზ­როვ­ნე­ბი­სა და ყუ­რადღე­ბის (ზო­გა­დად ნე­ბის­ყო­ფის) ფსი­ქო­ლო­გია და წიგ­ნი­ე­რე­ბის უნარ-ჩვე­ვა­თა ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი სა­ფუძ­ვ­ლე­ბი თუ არა, იაკობ გო­გე­ბაშ­ვი­ლის მე­თო­დი­კუ­რი ნაშ­რო­მე­ბი მა­ინც უნ­და გვქონ­დეს წა­კითხულ-გა­აზ­რე­ბუ­ლი.

სწო­რედ აღ­ზ­რ­და-გა­ნათ­ლე­ბის ერ­თა­დერ­თი ნამ­დ­ვი­ლი მეც­ნი­ე­რუ­ლი სა­ფუძ­ვ­ლის — პე­და­გო­გი­კუ­რი ფსი­ქო­ლო­გი­ის — უგუ­ლე­ბელ­ყო­ფა და „ექ­ს­პერ­ტე­ბის“ უპა­სუ­ხის­მ­გებ­ლო ზე­რე­ლე­ო­ბაა ის მთა­ვა­რი მი­ზე­ზი, რომ­ლის გა­მოც სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში გა­ნათ­ლე­ბი­სა და მეც­ნი­ე­რე­ბის საქ­მე სულ უკან-უკან მი­დის.

„დე­და­ე­ნის“ შე­სა­ხებ დაწყე­ბი­თი სკო­ლის მას­წავ­ლე­ბელ­თა და „ექ­ს­პერ­ტებს“ შო­რი­საც კი მცდა­რი მო­ა­რუ­ლი აზ­რე­ბია გავ­რ­ცე­ლე­ბუ­ლი.

  1. ვი­თომ „დე­და­ე­ნა“ არის მხო­ლოდ იაკო­ბი­სე­უ­ლი წიგ­ნის სა­ხელ­წო­დე­ბა. სი­ნამ­დ­ვი­ლე­ში „დე­და­ე­ნა“ არის იაკობ გო­გე­ბაშ­ვი­ლის მი­ერ შექ­მ­ნი­ლი სიტყ­ვა (იმ დრო­ის­თ­ვის— ნე­ო­ლო­გიზ­მი, შე­საძ­ლოა, კალ­კიც კი — შდრ. ინ­გ­ლი­სუ­რი mother tongue). ეს მშვე­ნი­ე­რი სიტყ­ვა დამ­კ­ვიდ­რ­და ქარ­თუ­ლი ენის ლექ­სი­კა­ში და მი­სი მნიშ­ვ­ნე­ლო­ბაა არა მხო­ლოდ ერ­თი კონ­კ­რე­ტუ­ლი სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლოს სა­ხელ­წო­დე­ბა, არა­მედ, ზო­გა­დად, ადა­მი­ა­ნის მშობ­ლი­უ­რი ენა (შეგ­ვიძ­ლია გა­და­ვა­მოწ­მოთ ქარ­თუ­ლი ენის აკა­დე­მი­ურ გან­მარ­ტე­ბით ლექ­სი­კონ­ში). ენა­ში სა­ყო­ველ­თა­ოდ დამ­კ­ვიდ­რე­ბუ­ლი სიტყ­ვის გა­მო­ყე­ნე­ბა კი ყვე­ლა ქარ­თ­ველს შე­უძ­ლია, მათ შო­რის თა­ვი­სი სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლოს სა­ხელ­წო­დე­ბა­შიც.
  2. ვი­თომ ამ­ჟა­მინ­დელ მოს­წავ­ლე­თა დედ-მა­მის ან ბე­ბია-ბა­ბუ­ის თა­ო­ბა იაკო­ბი­სე­უ­ლი „დე­და­ე­ნით“ სწავ­ლობ­და. სი­ნამ­დ­ვი­ლე­ში იაკო­ბი­სე­უ­ლი „დე­და­ე­ნა“ სკო­ლებ­ში აღარ გა­მო­ი­ყე­ნე­ბო­და სულ მცი­რე 1950-იანი წლე­ბი­დან (უფ­რო მე­ტიც, ალ­ბათ 1930-იანი წლე­ბი­დან). მოქ­მე­დი „დე­და­ე­ნე­ბის“ ავ­ტო­რე­ბი იყ­ვ­ნენ, მა­გა­ლი­თად, ბოც­ვა­ძე და ბურ­ჯა­ნა­ძე, შემ­დეგ — ვა­ლე­რი­ან რა­მიშ­ვი­ლი (რო­მე­ლიც იაკო­ბი­სე­უ­ლი მე­თო­დი­კის მარ­თ­ლაც კარ­გი მცოდ­ნე იყო). მარ­თა­ლია, მათ სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ებს ეწე­რა „შედ­გე­ნი­ლია იაკობ გო­გე­ბაშ­ვი­ლი­სე­უ­ლი „დე­და­ე­ნის“ მი­ხედ­ვით“, მაგ­რამ ასე­ვე აწე­რია მრა­ვა­ლი სხვა ავ­ტო­რის სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ებ­საც. 1930-იანი წლე­ბის შემ­დეგ იაკო­ბი­სე­უ­ლი ნამ­დ­ვი­ლი „დე­და­ე­ნა“ გა­მო­ი­ცა მხო­ლოდ ორ­ჯერ: 1980-იანი წლე­ბის ბო­ლოს და 2000-იან წლებ­ში, მცი­რე ტი­რა­ჟით (თუ­კი არ გვეშ­ლე­ბა, სა­ქარ­თ­ვე­ლოს სა­პატ­რი­არ­ქოს­თან და­კავ­ში­რე­ბულ გა­მომ­ცე­მელ­თა მი­ერ). მას­წავ­ლებ­ლებს სა­მი­ნის­ტ­რო არ უშ­ლი­და ამ წიგ­ნე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბას (არც ახ­ლა უშ­ლის), მაგ­რამ ამ წიგ­ნე­ბით მხო­ლოდ ათი­ო­დე მას­წავ­ლე­ბე­ლი ას­წავ­ლი­და. რა­ტომ? იმი­ტომ, რომ გა­და­მუ­შა­ვე­ბის გა­რე­შე ამ სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­თი სწავ­ლე­ბა მარ­თ­ლაც გა­უ­მარ­თ­ლე­ბე­ლია — მოძ­ვე­ლე­ბუ­ლია ენა (მარ­თ­ლ­წე­რის, ლექ­სი­კი­სა და სტი­ლის­ტი­კის მხრივ), მოძ­ვე­ლე­ბუ­ლია ტექ­ს­ტე­ბის ნა­წი­ლი, მე­თო­დი­კურ-პო­ლიგ­რა­ფი­უ­ლი მხა­რე (წიგ­ნის იაკო­ბი­სე­უ­ლი და­კა­ბა­დო­ნე­ბა, გან­სა­კუთ­რე­ბით — დაწყ­ვე­ტი­ლი სტრი­ქო­ნე­ბი); თით­ქ­მის არაა შე­კითხ­ვა-და­ვა­ლე­ბე­ბი, სა­აზ­როვ­ნო სა­ვარ­ჯი­შო­ე­ბი და სხვა.

მა­შა­სა­და­მე, მცდა­რია (ანაქ­რო­ნიზ­მია) მო­წო­დე­ბა „და­ვაბ­რუ­ნოთ „დე­და­ე­ნა“ სკო­ლა­ში!“ სი­ნამ­დ­ვი­ლე­ში კა­მა­თი ეხე­ბა იმ სა­კითხს, თუ ვის მი­ე­ნი­ჭოს ამ სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლოს გა­და­მუ­შა­ვე­ბის ექ­ს­კ­ლუ­ზი­უ­რი უფ­ლე­ბა. ესე იგი გარ­კ­ვე­უ­ლი პი­რე­ბი თუ ჯგუ­ფე­ბი ცდი­ლო­ბენ, მო­ნო­პო­ლი­უ­რად და­ე­უფ­ლონ ქარ­თულ სიტყ­ვას „დე­და­ე­ნა“ და იაკო­ბი­სე­უ­ლი სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლოს გა­და­მუ­შა­ვე­ბი­სა და გა­მო­ცე­მის უფ­ლე­ბას.

მაგ­რამ ვის აქვს ასე­თი მო­ნო­პო­ლი­ის უფ­ლე­ბა?! ანუ ვის აქვს იმის უფ­ლე­ბა, რომ შეზღუ­დოს სა­მეც­ნი­ე­რო-მე­თო­დი­კუ­რი ძი­ე­ბე­ბი? ეს თა­ვად იაკობ­საც კი აღაშ­ფო­თებ­და. მა­გა­ლი­თად, სა­უ­კე­თე­სო დამ­სა­ხუ­რე­ბულ­მა მას­წავ­ლე­ბელ­მა, პე­და­გო­გი­კის მეც­ნი­ე­რე­ბა­თა კან­დი­დატ­მა, აწ გან­ს­ვე­ნე­ბულ­მა დო­დო ნა­ზი­რიშ­ვილ­მა რამ­დე­ნი­მე ბრწყინ­ვა­ლე აღ­მო­ჩე­ნით გა­ამ­დიდ­რა მე­თო­დი­კუ­რი მეც­ნი­ე­რე­ბა. კერ­ძოდ I კლა­სის წიგ­ნი­ე­რე­ბის­თ­ვის სა­უ­კე­თე­სოა „ფე­რა­დი მარ­ც­ვ­ლე­ბის“ მე­თო­დი, რო­მელ­მაც ათე­უ­ლო­ბით წლის გან­მავ­ლო­ბა­ში პრაქ­ტი­კუ­ლად და­ამ­ტ­კი­ცა შე­დე­გი­ა­ნო­ბა. ეს და სხვა ახა­ლი, გა­მოც­დი­ლი ნა­ყო­ფი­ე­რი მე­თო­დე­ბი ერ­თი მო­ნო­პო­ლის­ტი ჯგუ­ფის ცენ­ზუ­რას უნ­და და­ექ­ვემ­დე­ბა­როს?

  1. ვი­თომ იაკო­ბი­სე­უ­ლი „დე­და­ე­ნა“ ჩვე­ნი პირ­ველ­კ­ლა­სე­ლი ბავ­შ­ვის ასაკ­ზეა მორ­გე­ბუ­ლი. სი­ნამ­დ­ვი­ლე­ში იაკობ­მა სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ე­ბი 8-წლი­ა­ნი ბავ­შ­ვე­ბის­თ­ვის და­წე­რა. ხო­ლო ვი­საც ჰგო­ნია, რომ 2 წე­ლი­წა­დის გან­ს­ხ­ვა­ვე­ბა უმ­ნიშ­ვ­ნე­ლოა, ან რომ თა­ნა­მედ­რო­ვე 6-წლი­ა­ნი ბავ­შ­ვი ენობ­რი­ვი და ნე­ბე­ლო­ბი­თი უნა­რი­ა­ნო­ბით (მათ შო­რის ყუ­რადღე­ბის მოკ­რე­ბი­სა და შე­ნარ­ჩუ­ნე­ბის უნა­რი­ა­ნო­ბით) 2 წლით უს­წ­რებს იაკო­ბის­დ­რო­ინ­დელ 8-წლი­ან ბავშვს, მას შო­რე­უ­ლი წარ­მოდ­გე­ნაც კი არა აქვს ბავ­შ­ვის ფსი­ქო­ლო­გი­ა­ზე.
  2. ვი­თომ პირ­ვე­ლი კლა­სის მშობ­ლი­უ­რი ენის გაკ­ვე­თი­ლე­ბის მთა­ვა­რი მი­ზა­ნი კითხ­ვა-წე­რის სწავ­ლე­ბაა; ვი­თომ ბავ­შ­ვ­მა მშობ­ლი­უ­რი ენა „ისე­დაც იცის“ (ამი­ტომ საჩ­ქა­როდ ინ­გ­ლი­სურს უნ­და და­ე­წა­ფოს). სი­ნამ­დ­ვი­ლე­ში კი არა­თუ პირ­ველ­კ­ლა­სელ­მა ბავ­შ­ვ­მა, არა­მედ ფი­ლო­ლო­გი­ის ფა­კულ­ტე­ტის მრა­ვალ­მა სტუ­დენ­ტ­მა და მრა­ვალ­მა აქ­ტი­ურ­მა ჟურ­ნა­ლის­ტ­მაც კი არ იცის წე­სი­ე­რად ქარ­თუ­ლი ენა და ქარ­თუ­ლი სიტყ­ვე­ბი. უფ­რო უარე­სიც — სა­ვა­ლა­ლოა, რომ მრა­ვა­ლი მას­წავ­ლე­ბე­ლიც კი ვერ აყა­ლი­ბებს აზ­რებს ერ­თი აბ­ზა­ცის ფარ­გ­ლებ­ში ისე, რომ ნა­წე­რი აზ­რობ­რი­ვად, სტი­ლის­ტი­კუ­რად და გრა­მა­ტი­კუ­ლად გა­მარ­თუ­ლი და ლექ­სი­კით მდი­და­რი იყოს… სა­ვა­ლა­ლოა, რომ მრა­ვა­ლი რუ­სი ეკო­ნი­მის­ტი თუ ინ­ჟი­ნე­რი უკე­თე­სად ფლობს რუ­სულ ენას, ვიდ­რე მრა­ვა­ლი ქარ­თ­ვე­ლი ჟურ­ნა­ლის­ტი თუ მას­წავ­ლე­ბე­ლი — ქარ­თულს. ესეც ჩვე­ნი გა­ნათ­ლე­ბის სის­ტე­მის შე­დე­გია.

სა­ნამ 6-წლი­ა­ნი ბავ­შ­ვის ენობ­რი­ვი უნა­რი­ა­ნო­ბა მშობ­ლი­ურ ენა­ზე არ გა­ი­ფურ­ჩ­ქ­ნე­ბა, მა­ნამ არც პატ­რი­ო­ტიზმს ჩა­ეყ­რე­ბა სა­ფუძ­ვე­ლი, არც პი­როვ­ნულ გან­ვი­თა­რე­ბას და არც აზ­როვ­ნე­ბის გან­ვი­თა­რე­ბას. მთა­ვა­რი მი­ზა­ნია არა კითხ­ვა-წე­რა, არა­მედ ბავ­შ­ვის ენობ­რი­ვი ცნო­ბი­ე­რე­ბის გახ­ს­ნა და გან­ვი­თა­რე­ბა, ქარ­თუ­ლი ენის მად­ლ­თან და სა­უნ­ჯეს­თან ზი­ა­რე­ბა, ქარ­თუ­ლე­ნო­ვა­ნი სამ­ყა­როს აგე­ბის სა­ფუძ­ვ­ლის ჩაყ­რა [„ახა­ლი გა­ნათ­ლე­ბა“, 28.12.2017]. სკო­ლა­ში მთა­ვა­რი სა­გა­ნი მშობ­ლი­უ­რი ენა და ლი­ტე­რა­ტუ­რა უნ­და იყოს, ლო­გი­კუ­რი აზ­როვ­ნე­ბაც კი უფ­რო მე­ტად მას­ზეა და­მო­კი­დე­ბუ­ლი, ვიდ­რე მა­თე­მა­ტი­კა­ზე (კარ­გი სწავ­ლე­ბის პი­რო­ბებ­ში).

  1. ვი­თომ იაკო­ბი­სე­ულ „დე­და­ე­ნა­ში“ მთა­ვა­რია და ავ­ტო­რი­სე­უ­ლია კითხ­ვა-წე­რის სწავ­ლე­ბის მე­თო­დი­კა. სი­ნამ­დ­ვი­ლე­ში იაკობ­მა რუ­სუ­ლი (კ. უშინ­ს­კი­სე­უ­ლი) და ნა­წი­ლობ­რივ გერ­მა­ნუ­ლი მე­თო­დი­კე­ბი გად­მო­ა­ქარ­თუ­ლა. ამ მე­თო­დი­კა­ში მი­სი შედ­გე­ნი­ლი ანუ ორი­გი­ნა­ლუ­რია მხო­ლოდ ქარ­თუ­ლი საყ­რ­დე­ნი სიტყ­ვე­ბის, მარ­ც­ვ­ლე­ბი­სა და ასო­ე­ბის სის­ტე­მა. ეს სის­ტე­მა ნამ­დ­ვი­ლად კარ­გია და თით­ქ­მის არც მოძ­ვე­ლე­ბუ­ლა. მაგ­რამ ამ მხრივ მთა­ვა­რია არა ეს სის­ტე­მა, არა­მედ კითხ­ვა-წე­რის სწავ­ლე­ბის ძი­რი­თა­დი მე­თო­დი. ის კი იაკობს არ შე­უქ­მ­ნია. უფ­რო მე­ტიც, ის მე­თო­დი­კა, რო­მელ­საც ტრა­დი­ცი­უ­ლი „დე­და­ე­ნა“ ემ­ყა­რე­ბა, თვი­თონ იაკობს არც კი მი­აჩ­ნ­და სა­უ­კე­თე­სოდ. ამას აქ­ვე და­ვა­სა­ბუ­თებთ.

კითხ­ვა-წე­რის სწავ­ლე­ბის მე­თო­დი­კის მთა­ვა­რი ტი­პე­ბი

ეს სა­კითხი ჩვენ დაწ­ვ­რი­ლე­ბით გვაქვს გან­ხი­ლუ­ლი „ახალ გა­ნათ­ლე­ბა­ში“ გა­მოქ­ვეყ­ნე­ბულ სტა­ტი­ა­ში [10-16.11.2016 — ად­ვი­ლია ინ­ტერ­ნეტ­ში მო­ძი­ე­ბა]. მოკ­ლე შე­ჯა­მე­ბა:

გა­წა­ფუ­ლი (მოქ­ნი­ლი) კითხ­ვა:

სი­ზუს­ტე+გაბ­მუ­ლო­ბა+გა­აზ­რე­ბუ­ლო­ბა.

თა­ნა­მედ­რო­ვე მეც­ნი­ე­რე­ბამ აღი­ა­რა, რომ არ არ­სე­ბობს ერ­თი უნი­ვერ­სა­ლუ­რი, ყვე­ლას­თ­ვის სა­უ­კე­თე­სო მე­თო­დი­კა. ამის მი­ზე­ზი ორია: კონ­კ­რე­ტუ­ლი ენე­ბი ძა­ლი­ან გან­ს­ხ­ვავ­დე­ბა ერ­თ­მა­ნე­თის­გან; ის, რაც კარ­გია ერ­თი ენის­თ­ვის, შე­იძ­ლე­ბა არ გა­მოდ­გეს სხვა­ნა­ი­რი ბუ­ნე­ბის მქო­ნე ენის­თ­ვის; და მე­ო­რე — ასე­ვე გან­ს­ხ­ვავ­დე­ბი­ან ერ­თ­მა­ნე­თის­გან ბავ­შ­ვე­ბიც, მა­თი წამ­ყ­ვა­ნი უნა­რი­ა­ნო­ბის ტი­პი სხვა­დას­ხ­ვაა (ჰ. გარ­დ­ნე­რის მი­ხედ­ვით); ის, რაც კარ­გია, მაგ., ენობ­რი­ვი უნა­რის ტი­პის­თ­ვის, შე­იძ­ლე­ბა არ გა­მოდ­გეს მხედ­ვე­ლო­ბი­თი თუ კი­ნეს­თე­ზი­უ­რი ტი­პის­თ­ვის.

თა­ნა­მედ­რო­ვე მეც­ნი­ე­რე­ბამ მთა­ვა­რი „ოქ­როს წე­სი“ და­ად­გი­ნა — მე­თო­დი აუცი­ლებ­ლად და­ბა­ლან­სე­ბუ­ლი ანუ შე­წო­ნას­წო­რე­ბუ­ლი უნ­და იყოს.

რო­გორც სა­ხელ­წო­დე­ბა გვე­უბ­ნე­ბა, და­ბა­ლან­სე­ბა გუ­ლის­ხ­მობს ანა­ლი­ზი­სა და სინ­თე­ზის შე­წო­ნას­წო­რე­ბას; აგ­რეთ­ვე — ბგე­რა­ზე მუ­შა­ო­ბი­სა და ასო­ზე მუ­შა­ო­ბის, ანუ ფო­ნო­ლო­გი­ი­სა და გრა­ფო­ლო­გი­ის შე­წო­ნას­წო­რე­ბას. გუ­ლის­ხ­მობს აგ­რეთ­ვე აქ­ტი­ვო­ბა­თა დიდ მრა­ვალ­ფე­როვ­ნე­ბას (და­უშ­ვე­ბე­ლია სულ ერ­თ­ფე­რო­ვა­ნი და სწორ­ხა­ზო­ვა­ნი მე­თო­დი­კით სწავ­ლე­ბა — ასეთ პი­რო­ბებ­ში ბავ­შ­ვე­ბის დი­დი ნა­წი­ლი ვერ ეღირ­სე­ბა მა­თი ტი­პის­თ­ვის შე­სა­ფე­რის აქ­ტი­ვო­ბებს). და­ბა­ლან­სე­ბუ­ლი ან და­უ­ბა­ლან­სე­ბე­ლი შე­იძ­ლე­ბა იყოს რო­გორც სინ­თე­ზურ-ანა­ლი­ზუ­რი, ისე ანა­ლი­ზუ­რი და ანა­ლი­ზურ-სინ­თე­ზუ­რი მე­თო­დე­ბი. მე­თო­დებ­მა სა­ხელ­წო­დე­ბე­ბი მი­ი­ღო იმის მი­ხედ­ვით, თუ რო­მე­ლია მათ­თ­ვის წამ­ყ­ვა­ნი და უპი­რა­ტე­სი — ანა­ლი­ზი თუ სინ­თე­ზი.

პრაქ­ტი­კა­ში წმინ­და სა­ხით არც სინ­თე­ზუ­რი და არც ანა­ლი­ზუ­რი მე­თო­დი არ არ­სე­ბობს — ანა­ლი­ზუ­რი მე­თო­დიც იყე­ნებს ხოლ­მე სინ­თეზს და სინ­თე­ზუ­რიც — ანა­ლიზს. მაგ­რამ იმი­სათ­ვის, რა­თა მე­თო­დი იყოს და­ბა­ლან­სე­ბუ­ლი, ეს უნ­და ხდე­ბო­დეს გეგ­მა­ზო­მი­ე­რად და სის­ტე­მა­ტუ­რად — და არა აქა-იქ და შემ­თხ­ვე­ვი­თად. უფ­რო ზუს­ტად: თუნ­დაც რომ მე­თო­დი იყოს წმინ­დად დაღ­მა­ვა­ლი, მას­ში გეგ­მა­ზო­მი­ე­რად და სის­ტე­მა­ტუ­რად უნ­და იყოს სინ­თე­ზის სა­ვარ­ჯი­შო­ე­ბი, საკ­მა­რი­სად უნ­და გან­მ­ტ­კიც­დეს ბგე­რა-ასოს შე­სატყ­ვი­სო­ბა; ესე იგი, უნ­და ის­წავ­ლე­ბო­დეს ცალ­კე­უ­ლი ასო­ე­ბიც, სიტყ­ვის გა­რე­შე (და არა მხო­ლოდ ასო­ე­ბი მთელ-მთელ სიტყ­ვებ­ში); პი­რი­ქით — აღ­მა­ვალ მე­თოდ­ში გეგ­მა­ზო­მი­ე­რად და სის­ტე­მა­ტუ­რად უნ­და იყოს ანა­ლი­ზის სა­ვარ­ჯი­შო­ე­ბი და მუ­შა­ო­ბა მთლი­ან სიტყ­ვებ­ზე და ტექ­ს­ტებ­ზე; ამის გარ­და, ყო­ველ­გ­ვარ მე­თოდ­ში საკ­მაო ყუ­რადღე­ბა უნ­და და­ეთ­მოს ფო­ნო­ლო­გი­ურ სა­ვარ­ჯი­შო­თა სის­ტე­მას.

ბუ­ნებ­რი­ვი შე­კითხ­ვაა: XXI სა­უ­კუ­ნე­ში გრი­ფი­რე­ბუ­ლი I კლა­სის სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ე­ბი რო­მელ მე­თო­დი­კას ემ­ყა­რე­ბა? ამ შე­კითხ­ვა­ზე გარ­კ­ვე­ულ პა­სუხს მცოდ­ნე მას­წავ­ლებ­ლე­ბი ვერ იღებ­დ­ნენ სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­თა ავ­ტო­რებ­თან სა­გან­გე­ბოდ წიგ­ნე­ბის გა­საც­ნო­ბად და სა­რეკ­ლა­მოდ მოწყო­ბილ შეხ­ვედ­რებ­ზეც კი; არც მას­წავ­ლე­ბელ­თათ­ვის გან­კუთ­ვ­ნილ მე­თო­დი­კურ სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ებ­ში წე­რია და­სა­ბუ­თე­ბუ­ლი გან­მარ­ტე­ბა. ავ­ტო­რებს ზო­გა­დად მი­აჩ­ნი­ათ, რომ მა­თი მე­თო­დი­კა და­ბა­ლან­სე­ბუ­ლია (ვინც იცის ამ ცნე­ბის მნიშ­ვ­ნე­ლო­ბა და მნიშ­ვ­ნე­ლოვ­ნე­ბა). მაგ­რამ ესეც გავ­რ­ცე­ლე­ბუ­ლი მცდა­რი შე­ხე­დუ­ლე­ბაა: თით­ქოს დაღ­მა­ვალ-აღ­მა­ვა­ლი მე­თო­დიც და აღ­მა­ვალ-დაღ­მა­ვა­ლი მე­თო­დიც თა­ვის­თა­ვა­დაა და­ბა­ლან­სე­ბუ­ლი. ამ შე­ხე­დუ­ლე­ბა­ში ორი შეც­დო­მაა:

  1. მე­თოდ­ში ხში­რად არ არის ხოლ­მე საკ­მა­რი­სი მუ­შა­ო­ბა ანა­ლიზ­ზე ან სინ­თეზ­ზე. მაგ., სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში სა­ყო­ველ­თა­ოდ დამ­კ­ვიდ­რე­ბუ­ლი სინ­თე­ზურ-ანა­ლი­ზუ­რი მე­თო­დი ანა­ლიზს კი მო­ი­ცავს, მაგ­რამ ძა­ლი­ან არა­საკ­მა­რი­სად — არაა ანა­ლი­ზის სა­ვარ­ჯი­შო­თა სის­ტე­მა­ტუ­რი და სის­ტე­მუ­რი, მი­ზან­მი­მარ­თუ­ლი თან­წყო­ბა. ასე­ვე, პი­რი­ქით, ანა­ლი­ზურ-სინ­თე­ზუ­რი მე­თო­დი, შე­საძ­ლოა, საკ­მა­რი­სად არ მო­ი­ცავ­დეს სინ­თე­ზის სა­ვარ­ჯი­შო­ებს.
  2. ანა­ლი­ზი­სა და სინ­თე­ზის შე­წო­ნას­წო­რე­ბის დრო­საც კი მე­თო­დი შე­იძ­ლე­ბა არ იყოს და­ბა­ლან­სე­ბუ­ლი — ვი­ნა­ი­დან მე­თოდ­ში ფო­ნე­ტი­კა და გრა­ფი­კა არ იყოს და­ბა­ლან­სე­ბუ­ლი: მე­თო­დი არ მო­ი­ცავ­დეს საკ­მა­რის ფო­ნო­ლო­გი­ურ სა­ვარ­ჯი­შო­ებს. ამას­თან, ფო­ნო­ლო­გი­უ­რი აქ­ტი­ვო­ბის მხო­ლოდ ცნე­ბა­საც კი ვერ გა­ი­აზ­რებს ის, ვინც აზ­როვ­ნებს ტრა­დი­ცი­უ­ლი მცდა­რი ტერ­მი­ნით „ასო-ბგე­რა“ [„ახა­ლი გა­ნათ­ლე­ბა“, 20-26.10.2016].

სი­ნამ­დ­ვი­ლე­ში რო­გორც ტრა­დი­ცი­უ­ლი, ისე თა­ნა­მედ­რო­ვე გრი­ფი­რე­ბუ­ლი მე­თო­დე­ბი ძა­ლი­ან და­უ­ბა­ლან­სე­ბე­ლია — მათ­ში წო­ნას­წო­რო­ბა ძლი­ერ დარ­ღ­ვე­უ­ლია: სინ­თე­ზი და გრა­ფი­კა მე­ტის­მე­ტად სჭარ­ბობს ანა­ლიზ­სა და ფო­ნო­ლო­გი­ას; მუ­შა­ო­ბა მხო­ლოდ ცალ­მ­ხ­რივ სინ­თეზ­ზე და ცალ­მ­ხ­რივ გრა­ფო­ლო­გი­ა­ზეა, ხო­ლო ანა­ლი­ზი და ფო­ნო­ლო­გია მე­ტის­მე­ტად მცი­რე­დაა, ან სულ არაა.

მცოდ­ნე ექ­ს­პერ­ტი ამას ზე­რე­ლე ხედ­ვი­თაც კი და­ი­ნა­ხავს. მარ­თ­ლაც, სის­ტე­მა­ტუ­რი და სის­ტე­მუ­რი ანა­ლი­ზუ­რი და ფო­ნო­ლო­გი­უ­რი აქ­ტი­ვო­ბე­ბი ძი­რი­თა­დად წი­ნა­სა­ან­ბა­ნო პე­რი­ოდ­ში უნ­და ჩა­ტარ­დეს. სა­ა­მი­სოდ კი წი­ნა­სა­ან­ბა­ნო პე­რი­ო­დი ხან­გ­რ­ძ­ლი­ვი უნ­და იყოს. მა­გა­ლი­თად, ვა­ლე­რი­ან რა­მიშ­ვი­ლი­სე­ულ პროგ­რა­მა­ში წი­ნა­სა­ან­ბა­ნო პე­რი­ო­დი 2-თვი­ა­ნი იყო (სამ­წუ­ხა­როდ, მას­წავ­ლებ­ლე­ბი მას ამოკ­ლებ­დ­ნენ). 2 თვე მი­ნი­მუ­მია. სა­უ­კე­თე­სო კი ერ­თ­წ­ლი­ა­ნია: ესაა ნამ­დ­ვი­ლი ნუ­ლო­ვა­ნი კლა­სი, სა­ბავ­შ­ვო ბა­ღის გა­რე­მო­ში (თუნ­დაც ეს სკო­ლის შე­ნო­ბა­ში ხდე­ბო­დეს), სა­დაც ბავ­შ­ვე­ბი ნო­ხებ­ზე კოტ­რი­ა­ლო­ბენ, სა­დაც მერ­ხებ­თან არ სხე­დან — ანუ კითხ­ვა-წე­რას არ სწავ­ლო­ბენ (და­ახ­ლო­ე­ბით ასეა ყვე­ლა წარ­მა­ტე­ბულ გა­ნათ­ლე­ბის სის­ტე­მა­ში). ხო­ლო თუ­კი ამის სა­შუ­ა­ლე­ბა არა გვაქვს, წი­ნა­სა­ან­ბა­ნო პე­რი­ო­დი 3-4-თვი­ა­ნი მა­ინც უნ­და იყოს — ნე­ბის­მი­ე­რი მე­თო­დით სწავ­ლე­ბი­სას! [„ახა­ლი გა­ნათ­ლე­ბა“, 08-14.12.2016]. ერ­თ­თ­ვი­ა­ნი ან უფ­რო მოკ­ლე წი­ნა­სა­ან­ბა­ნო პე­რი­ო­დით შე­უძ­ლე­ბე­ლია მე­თო­დის და­ბა­ლან­სე­ბა და კარ­გი შე­დე­გე­ბის მიღ­წე­ვა. მოჩ­ქა­რეს მო­უგ­ვი­ან­დე­ბა. მთა­ვა­რი ის კი არაა, თუ მე­რამ­დე­ნე ასო აქვს კლასს გავ­ლი­ლი, არა­მედ ის, თუ რო­გორ წა­ი­კითხა­ვენ უც­ნობ ტექსტს წლის ბო­ლოს და მე­ო­რე კლა­სის ბო­ლოს. თა­ნა­მედ­რო­ვე გრი­ფი­რე­ბულ სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ებ­ში კი ერ­თ­თ­ვი­ა­ნი წი­ნა­სა­ან­ბა­ნო პე­რი­ო­დიც არ იგუ­ლის­ხ­მე­ბა.

სა­ზო­გა­დოდ, და­უშ­ვე­ბე­ლია I კლა­სის დი­დი ნა­წი­ლის დაყ­ვა­ნა ასო­ე­ბის (და მა­თე­მა­ტი­კა­ში — ციფ­რე­ბის) ხატ­ვა­ზე და კა­ლიგ­რა­ფი­ის­თ­ვის დი­დი ყუ­რადღე­ბის დათ­მო­ბა. I კლას­ში უნ­და გა­იხ­ს­ნეს ბავ­შ­ვის ენობ­რი­ვი აზ­როვ­ნე­ბა (აგ­რეთ­ვე — ლო­გი­კურ-მა­თე­მა­ტი­კუ­რი აზ­როვ­ნე­ბა), ბავ­შ­ვი მშობ­ლი­უ­რი ენის სამ­ყა­როს უნ­და ეზი­ა­როს. ასო­ნი­შან­თა და ციფ­რ­ნი­შან­თა წე­რა-ხატ­ვა კი ამას ძლი­ერ აფერ­ხებს, რად­გან 6-წლი­ანს არ ძა­ლუძს ერ­თ­დ­რო­უ­ლად ორ რა­მე­ზე ყუ­რადღე­ბის გა­მახ­ვი­ლე­ბა. იაკო­ბის სიტყ­ვე­ბით, პე­და­გო­გი­კის კა­ნო­ნია: „ერ­თ­ბა­შად ბავშვს მი­ე­ცეს მარ­ტო ერ­თი სიძ­ნე­ლე. ამ კა­ნონს მე­ტად ღრმა სა­ფუძ­ვე­ლი აქვს: რო­დე­საც თქვენ ბავშვს კი­სერ­ზედ ახ­ვევთ, მა­გა­ლი­თად ორ საქ­მეს ერ­თ­ბა­შა­თა, მა­შინ თი­თო­ე­უ­ლი მათ­გა­ნი ბავშვს ერ­თი-ორად უძ­ნელ­დე­ბა და მთე­ლი ჯა­ფა ერ­თი-ოთხად მა­ტუ­ლობს“ [„რჩე­უ­ლი თხზუ­ლე­ბა­ნი“, ტ. 4, თბ.-1990, გვ. 83]. რო­ცა ბავ­შ­ვის ცნო­ბი­ე­რე­ბა უმე­ტე­სად გრა­ფი­კით და თი­თე­ბის წვრილ-წვრილ მოძ­რა­ო­ბა­თა კო­ორ­დი­ნა­ცი­ი­თაა და­კა­ვე­ბუ­ლი, ყუ­რადღე­ბის მიღ­მა რჩე­ბა მშობ­ლი­უ­რი ენაც და მა­თე­მა­ტი­კაც. მით უმე­ტეს, რომ 6-წლი­ან­თა უმ­რავ­ლე­სო­ბას ღი­ლე­ბის შეკ­ვ­რაც კი უძ­ნელ­დე­ბა. ასო­ე­ბი­სა და ციფ­რე­ბის წვრილ-წვრილ ნა­წილ­თა მო­ხაზ­ვა მათ­თ­ვის იმ­დე­ნად მძი­მე ტვირ­თია, რომ არა­მარ­ტო მთე­ლი ყუ­რადღე­ბი­თა და გო­ნებ­რი­ვი ძა­ლის­ხ­მე­ვით, არა­მედ მთე­ლი სხე­უ­ლი­თაც კი წე­რენ. ამ დროს ად­გი­ლი აღარ რჩე­ბა არა­ვი­თარ აზ­როვ­ნე­ბას, შე­მოქ­მე­დე­ბას, მშობ­ლი­ურ ენა­სა თუ მა­თე­მა­ტი­კას. ამი­ტომ მარ­თე­ბუ­ლი თან­მიმ­დევ­რო­ბაა კითხ­ვა-წე­რა და არა წე­რა-კითხ­ვა (თვით კომ­პო­ზი­ტი „წე­რა-კითხ­ვა“ XVIII სა­უ­კუ­ნის ყოვ­ლად უვარ­გი­სი, ცალ­მ­ხ­რი­ვად სინ­თე­ზურ-სქო­ლას­ტი­კუ­რი მე­თო­დი­კის ნაშ­თია; ამ ტი­პის მე­თო­დი­კა გად­მო­ცე­მუ­ლია, მაგ., სულ­ხან-სა­ბა­სე­უ­ლი ლექ­სი­კო­ნის და­ნარ­თ­ში).

კითხ­ვა-წე­რის სწა­ლე­ბის იაკო­ბი­სე­უ­ლი მე­თო­დი­კე­ბი

იაკობ გო­გე­ბაშ­ვი­ლის პირ­ვე­ლი სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო (1865 წლის გა­მო­ცე­მა) ანა­ლი­ზურ მე­თოდ­ზე იყო აგე­ბუ­ლი. მაგ­რამ 1876 წლი­დან იაკობ­მა ანა­ლი­ზუ­რი მე­თო­დი ანა­ლი­ზურ-სინ­თე­ზუ­რით შეც­ვა­ლა. რა­ტომ? ამას თვი­თონ იაკო­ბი აგ­ვიხ­ს­ნის. „თა­ვის დრო­ზე ჩვენ ავ­ხ­სე­ნით, რა გა­რე­მო­ე­ბებ­მა და მო­საზ­რე­ბებ­მა გაგ­ვ­ხა­და იძუ­ლე­ბუ­ლი, მიგ­ვე­ტო­ვე­ბი­ნა უფ­რო ძნე­ლი, ანა­ლი­ტი­კუ­რი მე­თო­დი და მიგ­ვე­ცა უპი­რა­ტე­სო­ბა უფ­რო ად­ვი­ლი სინ­ტე­ტი­უ­რი მე­თო­დი­სათ­ვის. ეს მი­ზე­ზე­ბი იყ­ვ­ნენ: ში­ნა­უ­რი ხა­სი­ა­თი სწავ­ლე­ბი­სა და სრუ­ლი უმეც­რე­ბა ჩვე­ნი სახ­ლო­ბის სფე­რო­სა სწავ­ლე­ბის ხე­ლოვ­ნე­ბა­ში, მცი­რე რიცხ­ვი შკო­ლე­ბი­სა, მა­თი მო­უწყობ­ლო­ბა და მტკნა­რი უხე­ი­რო­ბა მას­წავ­ლე­ბელთ პერ­სო­ნა­ლი­სა, რომ­ლე­ბიც შედ­გე­ბო­და პრი­ჩეტ­კი­ნე­ბიდ­გან და მღვდე­ლე­ბიდ­გან. ეს სა­ბუ­თე­ბი ეხ­ლა აღარ არ­სე­ბო­ბენ. სწავ­ლე­ბა უმე­ტეს ნა­წი­ლად გა­და­ვი­და სახ­ლე­ბიდ­გან შკო­ლებ­ში, ამ შკო­ლებ­ში მას­წავ­ლებ­ლო­ბა და­ი­ჭი­რეს ყმაწ­ვილ­მა კა­ცებ­მა, რომ­ლე­ბიც ბევ­რათ თუ ცო­ტათ მომ­ზა­დე­ბულ­ნი არი­ან თა­ვი­სი თა­ნამ­დე­ბო­ბის ჯე­რო­ვა­ნი აღ­ს­რუ­ლე­ბი­სათ­ვის და რო­მელ­თაც მარ­ჯ­ვე მოხ­მა­რე­ბა რთუ­ლი მე­თო­დი­სა ძლი­ერ არ უნ­და გა­უ­ჭირ­დეთ. ამი­ტომ ჩვენ დრო­ი­ა­ნად და­ვი­ნა­ხეთ დავ­ბ­რუ­ნე­ბო­დით ანა­ლი­ტი­კურ მე­თოდ­სა და მას­თან იგი დაგ­ვე­კავ­ში­რე­ბი­ნა სინ­ტე­ტი­ურ მე­თოდ­თან. მაგ­რამ რად­გა­ნაც სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბი თით­ქ­მის არ მოგ­ვე­პო­ვე­ბი­ან ჩვენ ხალ­ხურ შკო­ლებ­ში მას­წავ­ლე­ბელ­თა, ამი­ტომ ან­ბა­ნის მე­თო­დი უნ­და მიგ­ვეყ­ვა­ნა სი­ად­ვი­ლის უკა­ნას­კ­ნელ ხა­რის­ხამ­დის. ამ შემ­თხ­ვე­ვა­ში ჩვენ ვხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლობ­დით იმ ჰაზ­რით, რომ ხა­რის­ხი სწავ­ლე­ბის მე­თო­დის სარ­გებ­ლო­ბი­სა პირ­და­პირ და­მო­კი­დე­ბუ­ლია მის მარ­ჯ­ვედ მოხ­მა­რე­ბის სი­ად­ვი­ლე­ზედ და უკე­თე­სი მე­თო­დი უარეს­ზედ მავ­ნე­ბე­ლია და გა­დამ­რე­ვი ბავ­შ­ვე­ბის გო­ნე­ბი­სათ­ვის, თუ მი­სი ხე­ი­რი­ა­ნად მოხ­მა­რე­ბა შე­უძ­ლე­ბე­ლია სპე­ცი­ა­ლუ­რათ მო­უმ­ზა­დე­ბელ მას­წავ­ლე­ბელ­თათ­ვის < > ერ­თი პრაქ­ტი­კუ­ლი დაბ­რ­კო­ლე­ბაც ემა­ტე­ბა ყვე­ლა ამას. ასო­ე­ბის შეს­წავ­ლის შეწყ­ვე­ტა რამ­დენ­სა­მე ად­გი­ლას, ლექ­სე­ბის და მოთხ­რო­ბე­ბის ჩა­მა­ტე­ბით, კითხ­ვის სწავ­ლე­ბას თით­ქ­მის მთელ წე­ლი­წადს გა­უ­ჭი­ა­ნუ­რებს და ეს ძა­ლი­ან არ ეპიტ­ნა­ვე­ბა გლეხ­სა, რო­მელ­საც სურს რომ ბავ­შ­ვ­მა, შე­მოდ­გო­მა­ზედ შე­მო­სულ­მა, სა­შო­ბა­ოდ მა­ინც გა­ა­თა­ოს ან­ბა­ნი, კითხ­ვა ისწავ­ლოს. ეს გა­რე­მო­ე­ბა ყვე­ლა ან­ბა­ნის შე­მად­გე­ნელს უნ­და თვალ­წი­ნა ჰქონ­დეს, თო­რემ შე­იძ­ლე­ბა ხალხს გა­უ­ქარ­წყ­ლ­დეს ის სუს­ტი სურ­ვი­ლიც შვი­ლე­ბის სწავ­ლე­ბი­სა, რო­მელ­საც ეხ­ლა მას­ში ვხე­დავთ.“ [„რჩე­უ­ლი თხზუ­ლე­ბა­ნი“, ტ. 4, თბ.-1990, გვ. 74,75,185].

აი, რო­გო­რი მი­ზე­ზე­ბი­თა და სა­ფუძ­ვ­ლით ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბუ­ლა ანა­ლი­ზურ-სინ­თე­ზუ­რი მე­თო­დი. არ­სე­ბი­თად — იძუ­ლე­ბით. რო­გორც იაკო­ბი თვი­თონ წერს, მო­უმ­ზა­დე­ბე­ლი მას­წავ­ლებ­ლის ხელ­ში ანა­ლი­ზუ­რი მე­თო­დი ვერ ამარ­თ­ლებს (მა­შინ კი მას­წავ­ლე­ბელ­თა ტრე­ნინ­გე­ბის ჩა­ტა­რე­ბის არა­ვი­თა­რი სა­შუ­ა­ლე­ბა არ არ­სე­ბობ­და; მით უმე­ტეს, რომ მას­წავ­ლე­ბელ­თა უმ­რავ­ლე­სო­ბა მა­შინ არაპ­რო­ფე­სი­ო­ნა­ლი იყო, ძი­რი­თა­დად მხო­ლოდ წე­რა-კითხ­ვა და ან­გა­რი­ში იცოდ­ნენ). ანა­ლი­ზუ­რი მე­თო­დე­ბი სა­უ­კე­თე­სოა მოს­წავ­ლის­თ­ვის, ყვე­ლა­ზე სა­ხა­ლი­სოა, რად­გან კითხ­ვა სა­ნა­ხევ­როდ თა­მაშ-თა­მა­შით ის­წავ­ლე­ბა; მოს­წავ­ლე­ებს ყვე­ლა­ზე მე­ტად შე­აყ­ვა­რებს წიგნს; მაგ­რამ — რთუ­ლია და ძნე­ლია მას­წავ­ლებ­ლის­თ­ვის. ამის გარ­და, ანა­ლი­ზუ­რი მე­თო­დი ძვი­რადღი­რე­ბუ­ლია, რად­გან აუცი­ლებ­ლად სჭირ­დე­ბა დიდ­ძა­ლი თვალ­სა­ჩი­ნო­ე­ბა, მათ შო­რის — დი­დი ფორ­მა­ტის ფურ­ც­ლებ­ზე მსხვი­ლად და­ბეჭ­დი­ლი ტექ­ს­ტე­ბი ან ძა­ლი­ან დი­დი ფორ­მა­ტის წიგ­ნე­ბი. ამი­ტომ გახ­და იძუ­ლე­ბუ­ლი იაკო­ბი, რომ იმ დრო­ი­სათ­ვის პრაქ­ტი­კუ­ლად უფ­რო გა­მარ­თ­ლე­ბუ­ლი ანა­ლი­ზურ-სინ­თე­ზუ­რი მე­თო­დი აერ­ჩია.

სამ­წუ­ხა­როდ, უცო­დინ­რო­ბის გა­მო, სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­თა ავ­ტო­რე­ბი და მას­წავ­ლებ­ლე­ბი ამ კარგ მე­თოდს ცვლი­ან სინ­თე­ზურ-ანა­ლი­ზუ­რი მე­თო­დით (წმინ­დად სინ­თე­ზუ­რი XIX სა­უ­კუ­ნის ბო­ლოს მეც­ნი­ე­რებს უკ­ვე აღარც აინ­ტე­რე­სებ­დათ). მაგ­რამ იაკობს სი­ცოცხ­ლის ბო­ლომ­დე მი­აჩ­ნ­და, რომ სინ­თე­ზურ-ანა­ლი­ზუ­რი მე­თო­დი ცუ­დია, ანა­ლი­ზურ-სინ­თე­ზუ­რი — კარ­გი, ხო­ლო სა­უ­კე­თე­სო კი ანა­ლი­ზუ­რი მე­თო­დია.

XX სა­უ­კუ­ნის მეც­ნი­ე­რე­ბამ (გან­სა­კუთ­რე­ბით — გეშ­ტალ­ტ­ფ­სი­ქო­ლო­გი­ამ) სრუ­ლად და­ა­დას­ტუ­რა და კი­დევ უფ­რო გა­აღ­რ­მა­ვა იაკობ გო­გე­ბაშ­ვი­ლის ეს შე­ხე­დუ­ლე­ბა.

მა­შა­სა­და­მე, იაკო­ბი­სე­უ­ლი „დე­და­ე­ნის“ მე­ო­რე გა­მო­ცე­მა­ში (რო­მე­ლიც იაკო­ბის ერ­თა­დერ­თი „დე­და­ე­ნა“ ჰგო­ნი­ათ) კითხ­ვა-წე­რის მე­თო­დი­კა, ჯერ ერ­თი, მხო­ლოდ ნა­წი­ლობ­რი­ვაა იაკო­ბი­სე­უ­ლი. მე­ო­რეც, ეს მე­თო­დი­კა თა­ვად იაკობს მი­აჩ­ნ­და კარგ, თუმ­ცა არა სა­უ­კე­თე­სო მე­თო­დი­კად (ხო­ლო თა­ნა­მედ­რო­ვე სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ე­ბის არ­სე­ბი­თად სინ­თე­ზურ-ანა­ლი­ზუ­რი მე­თო­დი­კა ცუდ მე­თო­დი­კად მი­აჩ­ნ­და).

მაშ რა არის ყვე­ლა­ზე ძვირ­ფა­სი და მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი იაკო­ბი­სე­ულ „დე­და­ე­ნა­ში“, სა­ხელ­წო­დე­ბი­სა და „აი ია“ წი­ნა­და­დე­ბის გარ­და? ესაა სწო­რედ ის, რაც მთა­ვა­რი უნ­და იყოს I კლა­სის მშობ­ლი­უ­რი ენის გაკ­ვე­თი­ლე­ბის­თ­ვის: ქარ­თუ­ლი ენის სამ­ყა­რო, ეროვ­ნუ­ლი, ეკო­ლო­გი­უ­რი და ზნე­ობ­რი­ვი ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბი; თა­ნაც ეს ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბი არა აბ­ს­ტ­რაქ­ტულ-პუბ­ლი­ცის­ტი­კუ­რი ტერ­მი­ნე­ბი­თა და ყალ­ბად­სა­მეც­ნი­ე­რო მსჯე­ლო­ბე­ბი­თაა გად­მო­ცე­მუ­ლი (რო­გორც ამ­ჟა­მინ­დელ წიგ­ნებ­შია), არა­მედ დი­დოს­ტა­ტი მას­წავ­ლებ­ლის გუ­მა­ნით — ბავ­შ­ვის­თ­ვის მი­საწ­ვ­დო­მი, ბუ­ნებ­რი­ვი და ხა­ლა­სი თვალ­სა­ჩი­ნო ში­ნა­არ­სით; ზღაპ­რე­ბით, ლექ­სე­ბი­თა და მოთხ­რო­ბე­ბით; სა­ქარ­თ­ვე­ლოს ბუ­ნე­ბის­მ­ცოდ­ნე­ო­ბის, ის­ტო­რი­ის, ეთნოგ­რა­ფი­ი­სა და გე­ოგ­რა­ფი­ის საწყი­სე­ბის ცოცხ­ლად და ლა­მა­ზად გა­ერ­თი­ა­ნე­ბით მშობ­ლი­უ­რი ენი­სა და ლი­ტე­რა­ტუ­რის პროგ­რა­მა­ში. სწო­რედ ესაა ქარ­თუ­ლე­ნო­ვა­ნი სამ­ყა­როს სა­ფუძ­ვ­ლე­ბის აგე­ბა. „დე­და­ე­ნა“ „ბუ­ნე­ბის კარ­მა“ და სა­ქარ­თ­ვე­ლოს შე­სა­ხებ ის­ტო­რი­ულ-ეთ­ნოგ­რა­ფი­ულ­მა მოთხ­რო­ბებ­მა უნ­და შე­ავ­სოს და გა­ნაგ­რ­ძოს — ისე, რო­გორც იაკობ­მა და­გეგ­მა [ეს სხვა სტა­ტი­ის სა­გა­ნია]. სამ­წუ­ხა­როდ, არც ერ­თი თა­ნა­მედ­რო­ვე სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო არც კი ცდი­ლობს, რომ იაკო­ბი­სე­ულ ორი­გი­ნა­ლურ და მშვე­ნი­ერ სას­წავ­ლო პროგ­რა­მას და­უ­ახ­ლოვ­დეს. სა­მა­გი­ე­როდ, ებღა­უ­ჭე­ბი­ან ვი­თომ ანა­ლი­ზურ-სინ­თე­ზურ, სი­ნამ­დ­ვი­ლე­ში კი გა­ფუ­ჭე­ბულ, სინ­თე­ზურ-ანა­ლი­ზურ მე­თოდს; სა­მა­გი­ე­როდ, ჭარ­ბა­დაა გლო­ბა­ლის­ტუ­რი სი­ყალ­ბე­ე­ბი (რო­გორც ჩვე­ნი ბავ­შ­ვო­ბის დროს კო­მუ­ნის­ტუ­რი სი­ყალ­ბე­ე­ბი იყო). სა­მა­გი­ე­როდ, ინ­გ­ლი­სუ­რის მო­ძა­ლე­ბა და აშშ-ს მო­ნუ­რი თაყ­ვა­ნის­ცე­მაა (ოღონდ გა­ცი­ლე­ბით მე­ტად, ვიდ­რე ჩვე­ნი ბავ­შ­ვო­ბის დროს რუ­სუ­ლის მო­ძა­ლე­ბა და რუ­სე­თის თაყ­ვა­ნის­ცე­მა იყო).

„ყმაწ­ვი­ლი < > წა­ხა­ლის­დე­ბა. ერ­თი სიტყ­ვა აღ­ძ­რავს მას­ში მთელ რიგ სხვა სიტყ­ვებს, სხვა საგ­ნე­ბის მო­გო­ნე­ბებს (და­ნი­ელ პე­ნაკ­მა ამ სა­ოც­რე­ბას „ალ­ქი­მია“ უწო­და! — თ.მ., ზ.ვ.) და მოს­წავ­ლე იგ­რ­ძ­ნობს მა­შინ­ვე კავ­შირს ბუ­ნე­ბას, ცხოვ­რე­ბა­სა და სწავ­ლას შო­რის. < > რა­საკ­ვირ­ვე­ლია, ყმაწ­ვი­ლი კითხ­ვას უფ­რო გო­ნივ­რუ­ლად და უფ­რო ჩქა­რა სწავ­ლობს < > სიტყ­ვე­ბის კითხ­ვის დროს მას­წავ­ლე­ბელ­მა სას­ტი­კი ყუ­რადღე­ბა უნ­და მი­აქ­ცი­ოს მას­ზედ, რომ ბავ­შ­ვე­ბი სიტყ­ვე­ბის ჰაზრს, მნიშ­ვ­ნე­ლო­ბას, ში­ნა­არსს გო­ნე­ბას ადევ­ნებ­დ­ნენ, რომ სიტყ­ვე­ბი მათ გო­ნე­ბა­ში აღ­ვი­ძებ­დეს საგ­ნე­ბის სა­ხე­სა, რომ იგი­ნი არ მი­ეჩ­ვივ­ნონ უაზ­რო მე­ხა­ნი­კურ კითხ­ვა­სა…“ [„რჩე­უ­ლი თხზუ­ლე­ბა­ნი“, ტ. 4, თბ.-1990, გვ. 76,77].

თა­მარ მა­ხა­რა­ძე

სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო-შე­მოქ­მე­დე­ბით კავ­შირ „ქორ­ბუ­დას“ თავ­მ­ჯ­დო­მა­რის მო­ად­გი­ლე, ქარ­თუ­ლი ენი­სა და ლი­ტე­რა­ტუ­რის მას­წავ­ლე­ბელ­თა კავ­ში­რის თავ­მ­ჯ­დო­მა­რე, მას­წავ­ლე­ბელ­თა მწვრთნე­ლი; ქარ­თუ­ლი ენი­სა და ლი­ტე­რა­ტუ­რის, აგ­რეთ­ვე დაწყე­ბი­თი (I-IV) კლა­სე­ბის სერ­ტი­ფი­ცი­რე­ბუ­ლი მას­წავ­ლე­ბე­ლი;

ზუ­რაბ ვა­ხა­ნია

გა­ნათ­ლე­ბის მეც­ნი­ე­რე­ბა­თა აკა­დე­მი­კო­სი, პე­და­გო­გი­კის მეც­ნი­ე­რე­ბა­თა დოქ­ტო­რი, ფსი­ქო­ლო­გი­ის პრო­ფე­სო­რი; მას­წავ­ლე­ბელ­თა მწვრთნე­ლი; „სა­უ­კე­თე­სო შე­დე­გე­ბის მქო­ნე სერ­ტი­ფი­ცი­რე­ბუ­ლი მას­წავ­ლებ­ლის“ სტა­ტუ­სის მქო­ნე 6 დარ­გ­ში

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები