18 აპრილი, ხუთშაბათი, 2024

თსუ-ს აკადემიურმა საბჭომ მომდევნო 4 წლის ვადით რექტორად გიორგი შარვაშიძე აირჩია

spot_img

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორად აკადემიურმა საბჭომ გიორგი შარვაშიძე აირჩია. საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, კახა ლორიას თქმით, „ფარული კენჭისყრის პროცესი მშვიდობიან გარემოში მიმდინარეობდა. აკადემიური საბჭოს 38 წევრიდან ხმის მიცემის პროცესში 37 წევრმა მიიღო მონაწილეობა. გიორგი ბარამიძემ მიიღო – 1 ხმა, ცირა ბარამიძემ – 1 ხმა, გიორგი შარვაშიძემ -32 ხმა, 3 ბიულეტენი ბათილად იქნა ცნობილი. არჩევნებს 2 დამკვირვებელი აკვირდებოდა. შედეგად, უნივერსიტეტის აკადემიურმა საბჭომ, მომდევნო 4 წლის ვადით, რექტორად გიორგი შარვაშიძე აირჩია. არჩევნების შედეგები გადაეგზავნა აკადემიურ საბჭოს, რომელმაც გიორგი შარვაშიძის უფლებამოსილება ცნო.

აკადემიური საბჭოს წევრის, რევაზ შანიძის განცხადებით, გადაწყვეტილების მიღების დროს აკადემიურმა საბჭომ იმ კონცეფციებით იხელმძღვანელა, რომელიც რექტორობის კანდიდატებს ჰქონდათ წარმოდგენილი. „ჩვენ გვქონდა საშუალება გავცნობოდით კონცეფციებს და გავსაუბრებოდით კანდიდატებს. გიორგი შარვაშიძეს აკადემიური საბჭოს მხარდაჭერა ნამდვილად ჰქონდა. მან 4 წლის განმავლობაში კარგად წარმოაჩინა საკუთარი შესაძლებლობები და წარმოადგინა უნივერსიტეტის განვითარების საინტერესო გეგმა.“- აღნიშნა აკადემიური საბჭოს წევრმა.

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის არჩევნებში 3 კანდიდატი მონაწილეობდა: გიორგი ბარამიძე,  ცირა ბარამიძე, გიორგი შარვაშიძე. თსუ რექტორობის კანდიდატებს აკადემიური საბჭოს წევრები ZOOM-ის პლატფორმის მეშვეობით გაესაუბრნენ, რის შემდეგაც გაიმართა კენჭისყრა.

რექტორობის კანდიდატების სამოქმედო გეგმა და კონცეფცია, ნებისმიერი დაინტერესებული პირისთვის, საჯარო და ხელმისაწვდომი იყო.

 

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები