19 აპრილი, პარასკევი, 2024

ეროვ­ნულ­მა ბან­კ­მა სა­მო­ქა­ლა­ქო გა­ნათ­ლე­ბის პე­და­გოგ­თა გა­დამ­ზა­დე­ბა და­იწყო

spot_img

ფი­ნან­სუ­რი და ეკო­ნო­მი­კუ­რი წიგ­ნი­ე­რე­ბის სა­კითხე­ბის ეროვ­ნულ სას­წავ­ლო გეგ­მა­ში ინ­ტეგ­რა­ცი­ას­თან და­კავ­ში­რე­ბით, ეროვ­ნულ­მა ბან­კ­მა, გერ­მა­ნუ­ლი შემ­ნახ­ვე­ლი ბან­კე­ბის ფონ­დის (SBFIC) მხარ­და­ჭე­რი­თა და სა­მო­ქა­ლა­ქო გა­ნათ­ლე­ბის პე­და­გოგ­თა ფო­რუ­მის ჩარ­თუ­ლო­ბით, სა­მო­ქა­ლა­ქო გა­ნათ­ლე­ბის პე­და­გოგ­თა გა­დამ­ზა­დე­ბის პრო­ექ­ტის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა და­იწყო.

ეროვ­ნუ­ლი ბან­კის ინ­ფორ­მა­ცი­ით, პრო­ექ­ტის მი­ზა­ნია, ხე­ლი შე­უწყოს პე­და­გოგ­თა პრო­ფე­სი­ულ გან­ვი­თა­რე­ბას ეკო­ნო­მი­კურ-ფი­ნან­სუ­რი გა­ნათ­ლე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით, რაც მათ სა­შუ­ა­ლე­ბას მის­ცემს, მოს­წავ­ლე­თა ასა­კობ­რი­ვი თა­ვი­სე­ბუ­რე­ბე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით და­გეგ­მონ და გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლონ ინ­ტე­რაქ­ტი­უ­ლი გაკ­ვე­თი­ლე­ბი.

პრო­ექ­ტის ფარ­გ­ლებ­ში უკ­ვე შე­მუ­შავ­და ტრე­ნინგ-მო­დუ­ლი, დამ­ხ­მა­რე სას­წავ­ლო მა­სა­ლა მას­წავ­ლებ­ლე­ბის­თ­ვის, გან­ხორ­ცი­ელ­და ტრე­ნერ­თა ტრე­ნინ­გი, რო­მე­ლიც, თა­ვის მხრივ, მარ­ტ­ში 300-მდე, ხო­ლო წლის ბო­ლომ­დე სა­მო­ქა­ლა­ქო გა­ნათ­ლე­ბის 600-მდე პე­და­გო­გის გა­დამ­ზა­დე­ბას ით­ვა­ლის­წი­ნებს.

მას­წავ­ლე­ბელ­თა ტრე­ნინ­გე­ბის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცია რო­გორც გა­ნათ­ლე­ბის სა­მი­ნის­ტ­როს, ისე სა­მო­ქა­ლა­ქო პე­და­გოგ­თა ფო­რუ­მის მი­ერ გავ­რ­ცელ­და და მას­ზე და­რე­გის­ტ­რი­რე­ბა შე­საძ­ლე­ბე­ლი იყო ნე­ბის­მი­ე­რი და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი პე­და­გო­გის­თ­ვის, რო­მე­ლიც სა­განს „მო­ქა­ლა­ქე­ო­ბა“ ას­წავ­ლის. 22-23 თე­ბერ­ვალს მას­წავ­ლე­ბელ­თა პირ­ვე­ლი ტრე­ნინ­გი თბი­ლის­ში გა­ი­მარ­თა. მომ­დევ­ნო ტრე­ნინ­გე­ბი, ეტა­პობ­რი­ვად, სა­ქარ­თ­ვე­ლოს სხვა­დას­ხ­ვა ქა­ლაქ­ში ჩა­ტარ­დე­ბა.

ახა­ლი ეროვ­ნუ­ლი სას­წავ­ლო გეგ­მა 2018 წელს დამ­ტ­კიც­და და მას­ში, გა­ნათ­ლე­ბის, მეც­ნი­ე­რე­ბის, კულ­ტუ­რი­სა და სპორ­ტის სა­მი­ნის­ტ­რო­სა და სა­ქარ­თ­ვე­ლოს ეროვ­ნუ­ლი ბან­კის აქ­ტი­უ­რი ურ­თი­ერ­თ­თა­ნამ­შ­რომ­ლო­ბის შე­დე­გად, ფი­ნან­სურ-ეკო­ნო­მი­კუ­რი გა­ნათ­ლე­ბის სა­კითხე­ბი, სა­ბა­ზო სა­ფე­ხურ­ზე, გა­ერ­თი­ან­და სა­გან­ში „მო­ქა­ლა­ქე­ო­ბა“. ახა­ლი გეგ­მის მი­ხედ­ვით, სწავ­ლე­ბა 2019-2020 სას­წავ­ლო წელს, პირ­ვე­ლად, მე-7 კლა­სებ­ში და­იწყო და მომ­დევ­ნო წლებ­ში, ეტა­პობ­რი­ვად, სა­ბა­ზო სა­ფე­ხუ­რის ზე­და კლა­სებ­შიც გაგ­რ­ძელ­დე­ბა. უშუ­ა­ლოდ ფი­ნან­სურ-ეკო­ნო­მი­კუ­რი სა­კითხე­ბის შეს­წავ­ლას მოს­წავ­ლე­ე­ბი მიმ­დი­ნა­რე წლის აპ­რილ-მა­ი­სი­დან შეძ­ლე­ბენ.

„ბავ­შ­ვე­ბი და ახალ­გაზ­რ­დე­ბი ფი­ნან­სუ­რი გა­ნათ­ლე­ბის ერთ-ერ­თი პრი­ო­რი­ტე­ტუ­ლი სა­მიზ­ნე ჯგუ­ფია და ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით ეროვ­ნუ­ლი ბან­კი არა­ერთ აქ­ტი­ვო­ბას ახორ­ცი­ე­ლებს. თუ დღემ­დე ეს აქ­ტი­ვო­ბე­ბი, ძი­რი­თა­დად, არა­ფორ­მა­ლუ­რი გა­ნათ­ლე­ბის გზით ხორ­ცი­ელ­დე­ბო­და, წელს პირ­ვე­ლად, მოს­წავ­ლე­ე­ბი ამ სა­კითხებს უკ­ვე სკო­ლა­შიც შე­ის­წავ­ლი­ან. ამ კუთხით, ძა­ლი­ან მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია ფი­ნან­სუ­რი გა­ნათ­ლე­ბის სა­კითხე­ბის ირ­გ­ვ­ლივ მას­წავ­ლე­ბელ­თა ცნო­ბი­ე­რე­ბის ამაღ­ლე­ბა და მა­თი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის გაზ­რ­და, რის­თ­ვი­საც მად­ლო­ბა მინ­და გა­და­ვუ­ხა­დო გერ­მა­ნუ­ლი შემ­ნახ­ვე­ლი ბან­კე­ბის ფონდს, რო­მე­ლიც უკ­ვე მრა­ვა­ლი წე­ლია ეროვ­ნუ­ლი ბან­კის პარ­ტ­ნი­ო­რია, ასე­ვე, სა­მო­ქა­ლა­ქო გა­ნათ­ლე­ბის პე­და­გოგ­თა ფო­რუმს, ვი­სი აქ­ტი­უ­რი ჩარ­თუ­ლო­ბი­თაც მოხ­და მას­წავ­ლებ­ლე­ბის მო­ბი­ლი­ზე­ბა და მათ­თ­ვის ფი­ნან­სურ-ეკო­ნო­მი­კუ­რი სა­კითხე­ბის შე­სა­ხებ სა­ჭი­რო ინ­ფორ­მა­ცი­ის გა­და­ცე­მა,“ – გა­ნაცხა­და სა­ქარ­თ­ვე­ლოს ეროვ­ნუ­ლი ბან­კის პრე­ზი­დენ­ტ­მა, კო­ბა გვე­ნე­ტა­ძემ.

სა­მო­ქა­ლა­ქო გა­ნათ­ლე­ბის მას­წავ­ლებ­ლე­ბის­თ­ვის გან­კუთ­ვ­ნი­ლი დამ­ხ­მა­რე სას­წავ­ლო მა­სა­ლა მე-7 კლა­სის წლი­ურ პროგ­რა­მა­ში მო­ცე­მულ ყვე­ლა ეკო­ნო­მი­კურ-ფი­ნან­სურ სა­კითხს ფა­რავს, ასე­ვე, მო­ი­ცავს ჯგუ­ფურ სა­მუ­შა­ო­ებს, საკ­ლა­სო აქ­ტი­ვო­ბებ­სა თუ სხვა და­ვა­ლე­ბებს, რომ­ლე­ბიც სწავ­ლე­ბის პრო­ცესს უფ­რო სა­ინ­ტე­რე­სო­სა და ინ­ტე­რაქ­ტი­ულს გახ­დის. აღ­ნიშ­ნუ­ლი მა­სა­ლის ელექ­ტ­რო­ნუ­ლი ვერ­სია ეროვ­ნუ­ლი ბან­კის ვებ­გ­ვერ­დ­ზეც აიტ­ვირ­თე­ბა და მის გა­მო­ყე­ნე­ბას ყვე­ლა და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი მას­წავ­ლე­ბე­ლი უფა­სოდ შეძ­ლებს.

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები