25 აპრილი, ხუთშაბათი, 2024

ერთიან ეროვნულ გამოცდებზე 41 000-მდე აბიტურიენტი დარეგისტრირდა

spot_img

გამოცდებისათვის რეგისტრაციის ძირიადი ეტაპი დასრულდა. 

2019 წლის გამოცდებზე დარეგისტრირებულთა რაოდენობა:

  • ერთიანი ეროვნული გამოცდები – 41 000 – მდე აბიტურიენტი;
  • საერთო სამაგისტრო გამოცდა – 12 000 – მდე კანდიდატი;
  • სტუდენტთა საგრანტო კონკურსი – 4 600 – მდე სტუდენტი.

გამოცდებისათვის რეგისტრაცია 12   მარტს დაიწყო. წინა წლების მსგავსად მონაწილეთა მნიშვნელოვანმა ნაწილმა რეგისტრაცია   ბოლო დღეებში გაიარა. მხოლოდ ბოლო სამი დღის განმავლობაში დაახლოებით 17 500 მსურველი დარეგისტრირდა, რაც საერთო რაოდენობის 30% პროცენტზე მეტია.

ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის რეგისტრაცია წელსაც რამდენიმე ეტაპად ტარდება. 7 მაისის 18:00 საათამდე აბიტურიენტებს საგამოცდო საგნის შეცვლა, წაშლა, დამატება ან შემოქმედებითი ტურის არჩევა შეეძლებათ. საგანმანათლებლო პროგრამების შეცვლისა და დამატების შესაძლებლობა კი აპელაციების შედეგების გამოქვეყნებიდან მომდევნო დღის ჩათვლით მიეცემათ. 7 მაისის 18:00 საათმდე უკვე დარეგისტრირებულ კანდიდატს შეეძლება ტესტის ტიპის შეცვლა საერთო სამაგისტრო გამოცდაზეც.

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი სთხოვს   გამოცდის მონაწილეებს გაითვალისწინონ   ვადები და საგამოცდო პროცედურები, რის შესახებაც დეტალური ინფორმაცია   განთავსებულია ვებგვერდზე www.naec.ge. წინასაგამოცდო პერიოდის განმავლობაში გაგრძელდება საინფორმაციო შეხვედრები – ღია კარის დღეები საქართველოს სხვადასხვა ქალაქში გაიმართება.

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები