20 აპრილი, შაბათი, 2024

ერთიანი ეროვნული გამოცდები 2021 – ღია კარის დღეები ელექტრონულ ფორმატში ჩატარდება

spot_img

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი ღია კარის დღეების ელექტრონულ ფორმატში ჩატარებას იწყებს.

ცენტრის წარმომადგენლები აბიტურიენტებს მიაწვდიან დეტალურ ინფორმაციას 2021 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შესახებ.

მეთორმეტეკლასელებს შესაძლებლობა ექნებათ, დასვან კითხვები და მიიღონ პასუხები ცენტრის დირექტორისა და საგნობრივი ჯგუფების ხელმძღვანელებისაგან.

აბიტურიენტთა ინფორმირებულობის მიზნით ღია კარის დღეები გაიმართება საქართველოს სხვადასხვა რეგიონის დამამთავრებელი კლასის მოსწავლეებისათვის.

შეხვედრები Microsoft Teams-ის პროგრამის დახმარებით ჩატარდება.

მოსწავლეები ონლაინ ღია კარის დღეებზე დასასწრებად რეგიონების მიხედვით განაწილდებიან.

კონკრეტული თარიღის შესახებ მეთორმეტე კლასის მოსწავლეების ინფორმირებას, ადგილობრივი რესურსცენტრის დახმარებით, სკოლის ადმინისტრაცია უზრუნველყოფს.

პირველი შეხვედრა გაიმართება 24 ნოემბერს, 15:00 საათიდან 16:30 საათამდე რაჭა ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის დამამთავრებელი კლასების მოსწავლეებისათვის.

ღია კარის დღის დასრულების შემდეგ მომზადდება და განთავსდება ინფორმაცია,  ხშირად დასმული კითხვების შესახებ, ცენტრის ვებგვერდზე: www.naec.ge.

ამავე გვერდზე, აგრეთვე ცენტრის ფეისბუáგვერდზე, ეტაპობრივად, გამოქვეყნდება ყველა საჭირო ინფორმაცია აბიტურიენტებისათვის, მათ შორის – საინფორმაციო ვიდეორგოლები. მნიშვნელოვან ინფორმაციას აბიტურიენტებს ინტერნეტის საშუალებით გააცნობენ ცენტრის საგნობრივი ჯგუფის წარმომადგენლები.

 

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები