18 აპრილი, ხუთშაბათი, 2024

ერთიანი ეროვნული გამოცდები და სტუდენტთა საგრანტო კონკურსი დასრულდა

spot_img
ერთიანი ეროვნული გამოცდები, 25 ივლისს, სამოქალაქო განათლების გამოცდით დასრულდა. ჩატარდა, ასევე, სტუდენტთა საგრანტო კონკურსი. გამოცდებმა მშვიდ ვითარებაში, ექსცესების გარეშე ჩაიარა.
შეძლებენმიმდინარეობს ნაშრომების გასწორების პროცესი. შედეგების გამოქვეყნება ეტაპობრივად, სავარაუდოდ, აგვისტოს პირველი ნახევრიდან დაიწყება. გამოსაცდელები საკუთარი შედეგებისა და ნაშრომების ნახვას გამოქვეყნებისთანავე შეძლებენ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ოფიციალურ გვერდებზე: www.naec.ge და online.naec.ge.

?✔️ერთიან ეროვნულ გამოცდებზე აბიტურიენტთა 94%-მდე გამოცხადდა, სტუდენტთა საგრანტო კონკურსზე კი – გამოსაცდელთა 78%-ზე მეტი.

იყო დაგვიანების ერთეული შემთხვევები და გამოცდიდან მოხსნის სამი ფაქტი (გამოცდაზე მობილური ტელეფონისა და დამხმარე მასალის შეტანის გამო).

2020 წლის საგამოცდო პროცესი ერთიანი ეროვნული გამოცდებით 6 ივლისს დაიწყო. საგამოცდო ცენტრები გაიხსნა ბათუმში, ფოთში, ზუგდიდში, ოზურგეთში, ქუთაისში, ახალციხეში, გორში, თბილისში, რუსთავში, თელავსა და ხულოში.

„შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი ზედმიწევნით იცავდა გამოცდებზე უსაფრთხოების წესებს, რომლებიც შეიმუშავა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ. გათვალისწინებული იყო როგორც მაგიდებზე არსებულ დამცავ ფარებთან, თერმოსკრინინგთან, შესაბამისი დისტანციის დაცვასთან, ასევე, კორონავირუსის გავრცელების პრევენციასთან დაკავშირებული ყველა რეკომენდაცია.“ – აცხადებენ შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში.

გამოცდებისათვის რეგისტრირებულთა რაოდენობაა:

✔️? აბიტურიენტები – 39 300-ზე მეტი;

✔️?სტუდენტები – 3 600-ზე მეტი;

✔️?მაგისტრობის კანდიდატები – 12 600-ზე მეტი;

✔️?მასწავლებლობის მსურველები – 12 000-მდე.

მასწავლებლობის მსურველები გამოცდებში 22   ივლისიდან ჩაერთვნენ; სტუდენტთა საგრანტო კონკურსი 25 ივლისს გაიმართა; მაგისტრობის მსურველთათვის გამოცდები კი   1-4 აგვისტოს ჩატარდება.

?✔️შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი კიდევ ერთხელ ახსენებს აბიტურიენტებს, რომ   სარეგისტრაციო განაცხადში საგანმანათლებლო პროგრამების მითითებისა და შეცვლის საშუალება მათ აპელაციების შედეგების გამოქვეყნებიდან მომდევნო დღის ჩათვლით ეძლევათ. მნიშვნელოვანია ისიც, რომ ორი ან მეტი არჩევითი საგნის მონიშვნისა და ერთ-ერთ მათგანში ჩაჭრის ან რომელიმე მათგანზე არგამოცხადების შემთხვევაშიც, აბიტურიენტი ინარჩუნებს ჩარიცხვისა და სახელმწიფო სასწავლო გრანტის მიღების შესაძლებლობას.

ცენტრი სთხოვს აბიტურიენტებს, საკუთარ რეიტინგულ სიაში ნებისმიერი ცვლილების შეტანის შემდეგ არ დაავიწყდეთ გამოიყენონ შენახვის ღილაკი და დაიმახსოვრონ ყველა ცვლილება. ასევე, შედეგების გამოცხადების შესახებ ან გამოცდებთან დაკავშირებულ ნებისმიერ ინფორმაციას გაეცნონ ცენტრის ოფიციალურ ვებგვერდსა და ფეისბუქგვერდზე.

 

 

 

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები