29 მარტი, პარასკევი, 2024

ევ­რო­პუ­ლი სტან­დარ­ტე­ბის და­ნერ­გ­ვის­თ­ვის უმაღ­ლეს გა­ნათ­ლე­ბა­ში

spot_img

გა­ნათ­ლე­ბის სფე­რო­ში მიმ­დი­ნა­რე რე­ფორ­მის სა­ბო­ლოო მი­ზა­ნია, გა­ნათ­ლე­ბის ყვე­ლა სა­ფე­ხურ­ზე, სწავ­ლე­ბის მა­ღა­ლი ხა­რის­ხის უზ­რუნ­ველ­ყო­ფა. სწო­რედ ამი­ტომ ვინ­ტე­რეს­დე­ბით, გარ­კ­ვე­უ­ლი პე­რი­ო­დუ­ლო­ბით, იმ უწყე­ბის მი­ერ გა­წე­უ­ლი საქ­მი­ა­ნო­ბით, რომ­ლის ძი­რი­თა­დი ფუნ­ქ­ცია ისე­თი ეფექ­ტუ­რი მე­ქა­ნიზ­მე­ბის და­ნერ­გ­ვაა, რო­მელ­თა ამოქ­მე­დე­ბა­მაც ევ­რო­პუ­ლი სტან­დარ­ტე­ბის შე­სა­ბა­მი­სი გა­ნათ­ლე­ბა უნ­და უზ­რუნ­ველ­ყოს სკო­ლებ­შიც, პრო­ფე­სი­ულ სას­წავ­ლებ­ლებ­შიც და უმაღ­ლეს სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბებ­შიც. სა­ჯა­რო სკო­ლებს ავ­ტო­რი­ზა­ცი­ის ვა­და 2022 წელს ეწუ­რე­ბათ, ამი­ტომ მათ შე­სა­ხებ მოგ­ვი­ა­ნე­ბით ვი­სა­უბ­რებთ. პრო­ფე­სი­ულ კო­ლე­ჯებ­სა და უნი­ვერ­სი­ტე­ტებ­ში ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით გა­წე­უ­ლი მუ­შა­ო­ბის შე­სა­ხებ, ხა­რის­ხის გან­ვი­თა­რე­ბის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტ­რის დი­რექ­ტო­რი გი­ორ­გი ვა­შა­კი­ძე გვი­ამ­ბობს.

— ბა­ტო­ნო გი­ორ­გი, ჩვენ­თან ბო­ლო ინ­ტერ­ვი­უ­ში თქვენ რამ­დე­ნი­მე სა­ერ­თა­შო­რი­სო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ა­ში გა­წევ­რი­ა­ნე­ბის მნიშ­ვ­ნე­ლო­ბა­ზე ისა­უბ­რეთ. რა ეტაპ­ზეა ეს პრო­ცე­სი?

— დი­ახ, მიმ­დი­ნა­რე წლის ყვე­ლა­ზე მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი მოვ­ლე­ნა იყო ის, რომ ჩვენ გავ­ხ­დით უმაღ­ლესი გა­ნათ­ლე­ბის ხა­რის­ხის უზ­რუნ­ველ­ყო­ფის ევ­რო­პუ­ლი ქსე­ლის სრუ­ლი წევ­რი (ENQA). დარ­ჩე­ნი­ლია ფორ­მა­ლუ­რი პრო­ცე­დუ­რა, რის შემ­დე­გაც წევ­რო­ბა ოქ­ტომ­ბერ­ში ოფი­ცი­ა­ლუ­რად და­დას­ტურ­დე­ბა. სრუ­ლი წევ­რის სტა­ტუ­სის მო­პო­ვე­ბა გუ­ლის­ხ­მობს იმას, რომ ევ­რო­პე­ლმა პარ­ტ­ნი­ო­რე­ბმა აღი­ა­რეს, რომ გა­ნათ­ლე­ბის ხა­რის­ხის გან­ვი­თა­რე­ბის ეროვ­ნულ­მა ცენ­ტ­რ­მა უმაღ­ლე­სი გა­ნათ­ლე­ბის სფე­რო­ში არა მხო­ლოდ წარ­მა­ტე­ბით და­ნერ­გა უმაღ­ლე­სი გა­ნათ­ლე­ბის ევ­რო­პუ­ლი სივ­რ­ცის ხა­რის­ხის უზ­რუნ­ველ­ყო­ფის ევ­რო­პუ­ლი სტან­დარ­ტე­ბი და სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო პრინ­ცი­პე­ბი (ESG 2015), არა­მედ ასე­ვე წარ­მა­ტე­ბით ახორ­ცი­ე­ლებს პრო­ცე­სის ად­მი­ნის­ტ­რი­რე­ბას. ეს გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბა და­ე­ფუძ­ნა ENQA-ს ექ­ს­პერ­ტე­ბის მი­ერ ცენ­ტ­რის საქ­მი­ა­ნო­ბის შეს­წავ­ლის შე­დე­გად შე­მუ­შა­ვე­ბულ დას­კ­ვ­ნას, რო­მელ­შიც სხვა მნიშ­ვ­ნე­ლო­ვან სა­კითხებ­თან ერ­თად, ხაზ­გას­მუ­ლი იყო ცენ­ტ­რის მი­ერ უმაღ­ლე­სი სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბე­ბის და პროგ­რა­მე­ბის შე­ფა­სე­ბის პრო­ცე­სებ­ში დამ­საქ­მებ­ლი­სა და სტუ­დენ­ტის ჩარ­თ­ვის მნიშ­ვ­ნე­ლო­ბის თა­ო­ბა­ზე. ექ­ს­პერ­ტ­თა მხრი­დან ასე­ვე და­დე­ბი­თად შე­ფას­და ავ­ტო­რი­ზა­ცი­ის პრო­ცეს­ში სა­ერ­თა­შო­რი­სო ექ­ს­პერ­ტის ჩარ­თ­ვა, ჯგუ­ფის თავ­მ­ჯ­დო­მა­რის რან­გ­ში. თუმ­ცა, დას­კ­ვ­ნა­ში ასე­ვე ასა­ხუ­ლი იყო რე­კო­მენ­და­ცი­აც ექ­ს­პერ­ტ­თა პრო­ფე­სი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის კუთხით, რა­საც, ბუ­ნებ­რი­ვია, გა­ვით­ვა­ლის­წი­ნებთ. კერ­ძოდ, ექ­ს­პერ­ტ­თა მომ­ზა­დე­ბა სის­ტე­მუ­რი მიდ­გო­მით უნ­და გან­ხორ­ცი­ელ­დეს. ჩვენ გვქონ­და მო­ლო­დი­ნი ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით, რის­თ­ვი­საც, შე­იძ­ლე­ბა ით­ქ­ვას, რომ მო­ვემ­ზა­დეთ კი­დეც, ვგუ­ლის­ხ­მობ ხა­რის­ხის სკო­ლის შექ­მ­ნას ცენ­ტ­რ­ში, რაც უზ­რუნ­ველ­ყოფს ექ­ს­პერ­ტ­თა მომ­ზა­დე­ბა-გა­დამ­ზა­დე­ბის ინ­ს­ტი­ტუ­ცი­ო­ნა­ლი­ზე­ბას.

ასე­ვე, მინ­და აღ­ვ­ნიშ­ნო, რომ 2018 წელს ცენ­ტ­რ­მა მო­ი­პო­ვა სა­მე­დი­ცი­ნო გა­ნათ­ლე­ბის მსოფ­ლიო ფე­დე­რა­ცი­ის (WFME) აღი­ა­რე­ბა. შე­დე­გად ცენ­ტ­რი გახ­და პირ­ვე­ლი ორ­გა­ნი­ზა­ცია რე­გი­ონ­ში და აღ­მო­სავ­ლეთ ევ­რო­პა­ში, რო­მე­ლიც უფ­ლე­ბა­მო­სი­ლია შე­ა­ფა­სოს სა­მე­დი­ცი­ნო მი­მარ­თუ­ლე­ბის პროგ­რა­მე­ბი და უმაღ­ლე­სი სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბე­ბი სა­ერ­თა­შო­რი­სო მას­შ­ტა­ბით. აღ­ნიშ­ნუ­ლი სტა­ტუ­სი ცენტრს ანი­ჭებს უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბას, რომ სა­ერ­თა­შო­რი­სო დო­ნე­ზე გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლოს მე­დი­ცი­ნის პროგ­რა­მის გან­მა­ხორ­ცი­ე­ლე­ბე­ლი უმაღ­ლე­სი სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბე­ბი­სა და მე­დი­ცი­ნის პროგ­რა­მე­ბის ინ­ს­ტი­ტუ­ცი­უ­რი და პროგ­რა­მუ­ლი შე­ფა­სე­ბე­ბი. სა­მე­დი­ცი­ნო გა­ნათ­ლე­ბის მსოფ­ლიო ფე­დე­რა­ცი­ის აღი­ა­რე­ბის მო­პო­ვე­ბა ასე­ვე გუ­ლის­ხ­მობს, რომ ცენ­ტ­რის მი­ერ აკ­რე­დი­ტე­ბუ­ლი სა­მე­დი­ცი­ნო პროგ­რა­მე­ბი აღი­ა­რე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა მთე­ლი მსოფ­ლი­ოს მას­შ­ტა­ბით და მე­დი­ცი­ნის პროგ­რა­მე­ბის კურ­ს­დამ­თავ­რე­ბუ­ლე­ბი, 2023 წლი­დან, შეძ­ლე­ბენ აშშ-სა და კა­ნა­და­ში პრო­ფე­სი­ა­ში შე­სას­ვ­ლე­ლად სა­ჭი­რო გა­მოც­დებ­ზე და­რე­გის­ტ­რი­რე­ბა­სა და და­საქ­მე­ბას.

— რა ეტაპ­ზეა ხა­რის­ხის სკო­ლის შექ­მ­ნა და სხვა ფუნ­ქ­ცი­აც ხომ არ და­ე­კის­რე­ბა მას?

— ამ­ჟა­მად ჩვენ­თან რე­ორ­გა­ნი­ზა­ცია მიმ­დი­ნა­რე­ობს და, მი­სი დას­რუ­ლე­ბის­თა­ნა­ვე, ხა­რის­ხის სკო­ლაც და­იწყებს ფუნ­ქ­ცი­ო­ნი­რე­ბას. ექ­ს­პერ­ტ­თა უწყ­ვეტ რე­ჟიმ­ში მომ­ზა­დე­ბა-გა­დამ­ზა­დე­ბის გარ­და, ხა­რის­ხის სკო­ლას კი­დევ ერ­თი მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი ფუნ­ქ­ცი­აც ექ­ნე­ბა, კერ­ძოდ, ის გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლებს ე.წ. თე­მა­ტურ ანა­ლი­ზებს, რის მნიშ­ვ­ნე­ლო­ბა­ზეც ასე­ვე უთი­თებ­და ENQA-ს ექ­ს­პერ­ტ­თა ჯგუ­ფი. მუდ­მი­ვი პრო­ფე­სი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის ხელ­შეწყო­ბის გარ­და, ცენ­ტ­რის გა­მარ­თუ­ლი მუ­შა­ო­ბის­თ­ვის ასე­ვე აუცი­ლე­ბე­ლია, უწყ­ვეტ რე­ჟიმ­ში დაკ­ვირ­ვე­ბის შე­დე­გად, სუს­ტი მხა­რე­ე­ბის იდენ­ტი­ფი­ცი­რე­ბა და დრო­უ­ლი რე­ა­გი­რე­ბა მა­თი გა­მოს­წო­რე­ბის მიზ­ნით. მა­გა­ლი­თად, თე­მა­ტუ­რი ანა­ლი­ზის ერთ-ერ­თი სა­გა­ნი შე­იძ­ლე­ბა იყოს სა­დოქ­ტო­რო პროგ­რა­მე­ბის აკ­რე­დი­ტა­ცი­ის სა­კითხი, ანუ რამ­დე­ნად ადეკ­ვა­ტუ­რია არ­სე­ბუ­ლი სტან­დარ­ტე­ბი იმის­თ­ვის, რომ პროგ­რა­მა შე­ვა­ფა­სოთ და გან­ვა­ვი­თა­როთ. რა თქმა უნ­და, ბევ­რი სხვა სა­კითხიც და­ექ­ვემ­დე­ბა­რე­ბა თე­მა­ტურ ანა­ლიზს და სა­ბო­ლო­ოდ, კი­დევ ერ­თი და­მა­ტე­ბი­თი მე­ქა­ნიზ­მი იქ­ნე­ბა სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო პროგ­რა­მე­ბის ევ­რო­პულ სტან­დარ­ტებ­თან შე­სა­ბა­მი­სო­ბა­ში მო­საყ­ვა­ნად და გა­სა­ვი­თა­რებ­ლად.

— რა პერ­ს­პექ­ტი­ვაა ხა­რის­ხის გან­ვი­თა­რე­ბის­თ­ვის ENQA-ში გა­ერ­თი­ა­ნე­ბა?

— პირ­ველ რიგ­ში, ეს არის პლატ­ფორ­მა ხა­რის­ხის გან­ვი­თა­რე­ბა­ზე მო­მუ­შა­ვე გავ­ლე­ნი­ან და ავ­ტო­რი­ტე­ტულ ინ­ს­ტი­ტუ­ტებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბის­თ­ვის. ამ­ჯე­რად, ხა­რის­ხის უზ­რუნ­ველ­ყო­ფის სა­ა­გენ­ტო­ე­ბის ევ­რო­პულ რე­ესტრს ვგუ­ლის­ხ­მობ (EQAR). გზა ამ ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის­კენ სწო­რედ ENQA-მ გაგ­ვიხ­ს­ნა. გა­წევ­რი­ა­ნე­ბა­ზე გა­ნაცხა­დი გა­კე­თე­ბუ­ლი გვაქვს და დღე-დღე­ზე ვე­ლო­დე­ბით და­დე­ბით პა­სუხს. და­რე­გის­ტ­რი­რე­ბის შემ­დეგ ჩვე­ნი ცენ­ტ­რი მა­ლე­ვე გაჩ­ნ­დე­ბა უმაღ­ლე­სი გა­ნათ­ლე­ბის ხა­რის­ხის გან­ვი­თა­რე­ბის ევ­რო­პულ რუ­კა­ზე. ეს ერ­თ­გ­ვა­რი „ჩემ­პი­ონ­თა ლი­გაა“ ევ­რო­პის მას­შ­ტა­ბით და ნიშ­ნავს იმის და­დას­ტუ­რე­ბას, რომ ჩვენ ვართ ხა­რის­ხის გან­ვი­თა­რე­ბის და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი სა­ა­გენ­ტო, რო­მე­ლიც წარ­მა­ტე­ბით და ეფექ­ტუ­რად იყე­ნებს ხა­რის­ხის გან­ვი­თა­რე­ბის მე­ქა­ნიზ­მებს, რომ ჩვენ მი­ერ აკ­რე­დი­ტე­ბულ პროგ­რა­მებს აღი­ა­რებს ENQA-ში რე­გის­ტ­რი­რე­ბუ­ლი ყვე­ლა ევ­რო­პუ­ლი ქვე­ყა­ნა და ინ­ფორ­მა­ცია ქარ­თუ­ლი უმაღ­ლე­სი სას­წავ­ლებ­ლე­ბის შე­სა­ხებ გამ­ჭ­ვირ­ვა­ლე და ხელ­მი­საწ­ვ­დო­მი იქ­ნე­ბა მთე­ლი ევ­რო­პი­სათ­ვის. და­მე­თან­ხ­მე­ბით, ეს ძა­ლი­ან სა­ჭი­რო და მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი შე­საძ­ლებ­ლო­ბაა რო­გორც უცხო­ეთ­ში გა­ნათ­ლე­ბის მი­ღე­ბის მსურ­ვე­ლი სა­ქარ­თ­ვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის­თ­ვის, ისე უცხო­ე­ლი ახალ­გაზ­რ­დე­ბის­თ­ვის, რომ­ლე­ბიც მათ­თ­ვის სა­სურ­ველ პროგ­რა­მა­ზე გა­ნათ­ლე­ბის მი­ღე­ბას სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში ისურ­ვე­ბენ.

აქ­ვე მინ­და აღ­ვ­ნიშ­ნო, რომ ხა­რის­ხის გან­ვი­თა­რე­ბის ეროვ­ნულ ცენ­ტ­რ­ში შე­მუ­შავ­და ეროვ­ნუ­ლი კვა­ლი­ფი­კა­ცი­ე­ბის ჩარ­ჩო და გა­ნახ­ლე­ბუ­ლი კლა­სი­ფი­კა­ტო­რი. ჩარ­ჩოს ფუნ­ქ­ციაა გან­საზღ­ვ­როს, რა კომ­პე­ტენ­ცი­ებს იძენს ადა­მი­ა­ნი გა­ნათ­ლე­ბის სხვა­დას­ხ­ვა სა­ფე­ხურ­ზე. ამას იმი­ტომ ვამ­ბობ ხაზ­გას­მით, რომ გა­ნახ­ლე­ბუ­ლი კლა­სი­ფი­კა­ტო­რი, რო­მე­ლიც სრუ­ლად შე­ე­სა­ბა­მე­ბა სა­ერ­თა­შო­რი­სო სტან­დარ­ტებს, ხელს შე­უწყობს სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში გა­ცე­მუ­ლი დიპ­ლო­მე­ბის აღი­ა­რე­ბას სა­ერ­თა­შო­რი­სო დო­ნე­ზე. და­ნერ­გ­ვის ეტა­პი 2-წლი­ა­ნია და ამ ვა­დის გას­ვ­ლის შემ­დეგ შე­ვა ძა­ლა­ში, რაც იმას ნიშ­ნავს, რომ დღე­ვან­დელ სტუ­დენტს უცხო­ეთ­ში სწავ­ლის გაგ­რ­ძე­ლე­ბი­სა თუ პრო­ფე­სი­უ­ლი საქ­მი­ა­ნო­ბის­თ­ვის ნაკ­ლე­ბი ბა­რი­ე­რე­ბის გა­და­ლახ­ვა მო­უ­წევს.

— რა სი­ახ­ლე­ე­ბია პრო­ფე­სი­ულ გა­ნათ­ლე­ბა­ში ხა­რის­ხის გან­ვი­თა­რე­ბის კუთხით?

— მიმ­დი­ნა­რე წე­ლი მრა­ვალ­მ­ხ­რივ იყო სა­ინ­ტე­რე­სო პრო­ფე­სი­უ­ლი გა­ნათ­ლე­ბის­თ­ვის. მათ შე­სა­ხებ თქვე­ნი გა­ზე­თიც წერ­და. ერთ-ერ­თი მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი სი­ახ­ლე, მათ შო­რის, ავ­ტო­რი­ზა­ცი­ის ახა­ლი სტან­დარ­ტე­ბია, რო­მელ­ზე მუ­შა­ო­ბაც მა­ლე დას­რულ­დე­ბა და ოქ­ტომ­ბ­რი­დან უკ­ვე ამოქ­მედ­დე­ბა. გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლო­ბა იმა­შია, რომ ახა­ლი სტან­დარ­ტე­ბი თვი­სებ­რივ ინ­დი­კა­ტო­რებ­ზე და გან­ვი­თა­რე­ბა­ზეა ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი. გარ­და ამი­სა, ძა­ლი­ან მნიშ­ვ­ნე­ლო­ვან ნა­ბი­ჯად მი­მაჩ­ნია პრო­ფე­სი­უ­ლი მომ­ზა­დე­ბა-გა­დამ­ზა­დე­ბის ახა­ლი სის­ტე­მის და­ნერ­გ­ვა, რო­მე­ლიც მოკ­ლე დრო­ში პრო­ფე­სი­ის ათ­ვი­სე­ბა­სა და და­საქ­მე­ბა­ზეა გათ­ვ­ლი­ლი. სა­სი­ხა­რუ­ლოა, რომ სის­ტე­მი­სად­მი ინ­ტე­რე­სი დამ­საქ­მე­ბელ­თა მხრი­დან დღი­თი დღე იზ­რ­დე­ბა.

ესა­უბ­რა ანა ფირ­ცხა­ლა­იშ­ვი­ლი

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები