25 აპრილი, ხუთშაბათი, 2024

დისტანციური სწავლების წესი – რა უფლებამოსილებებსა და ვალდებულებებს განსაზღვრავს დოკუმენტი

spot_img

სა­ქარ­თ­ვე­ლოს ზო­გად­სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბებ­ში სას­წავ­ლო პრო­ცე­სის დის­ტან­ცი­უ­რად წარ­მარ­თ­ვი­სა და მი­ღე­ბუ­ლი შე­დე­გე­ბის შე­ფა­სე­ბის წე­სი და პი­რო­ბე­ბი  დამ­ტ­კიც­და.

ამ წე­სის მიზ­ნე­ბის­თ­ვის გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი ტერ­მი­ნე­ბის მნიშ­ვ­ნე­ლო­ბა:

➡️ ელექ­ტ­რო­ნუ­ლი სწავ­ლე­ბა — სწავ­ლე­ბა ელექ­ტ­რო­ნუ­ლი პლატ­ფორ­მე­ბის ან/და ციფ­რუ­ლი რე­სურ­სე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბით;

➡️ სინ­ქ­რო­ნუ­ლი სწავ­ლე­ბა — დის­ტან­ცი­უ­რი სწავ­ლე­ბის მო­დე­ლი, ელექ­ტ­რო­ნუ­ლი სწავ­ლე­ბის ფორ­მით, რო­ცა მას­წავ­ლე­ბე­ლი და მოს­წავ­ლე(ები), მა­თი უნი­კა­ლუ­რი მომ­ხ­მა­რებ­ლის სა­ხე­ლი­სა და პა­რო­ლის გა­მო­ყე­ნე­ბით, ერ­თ­დ­რო­უ­ლად, იყე­ნე­ბენ რო­მე­ლი­მე ელექ­ტ­რო­ნულ პლატ­ფორ­მას, რო­მე­ლიც იძ­ლე­ვა აუდიო ან/და ვი­დე­ო­კო­მუ­ნი­კა­ცი­ის შე­საძ­ლებ­ლო­ბას, მოს­წავ­ლე­ებ­სა და მას­წავ­ლებ­ლებს შე­უძ­ლი­ათ მყი­სი­ე­რად დას­ვან შე­კითხ­ვე­ბი ან უპა­სუ­ხონ მათ;

➡️ ასინ­ქ­რო­ნუ­ლი სწავ­ლე­ბა — დის­ტან­ცი­უ­რი სწავ­ლე­ბის მო­დე­ლი, ელექ­ტ­რო­ნუ­ლი სწავ­ლე­ბის ფორ­მით, რო­ცა მას­წავ­ლე­ბე­ლი და მოს­წავ­ლე(ები), ერ­თ­დ­რო­უ­ლად ან სხვა­დას­ხ­ვა დროს, მას­წავ­ლებ­ლის მი­ერ და­გეგ­მი­ლი პრო­ცე­სის შე­სა­ბა­მი­სად, და­მო­უ­კი­დებ­ლად სწავ­ლო­ბენ სხვა­დას­ხ­ვა დრო­სა და ად­გი­ლას, რე­ა­ლურ დრო­ში კო­მუ­ნი­კა­ცი­ის გა­რე­შე, იყე­ნე­ბენ ან ციფ­რულ რე­სურ­სებს, ან აუდიო/ვი­დე­ო­ფა­ი­ლებს, ან ტე­ლე­ე­თერს;

➡️ ჰიბ­რი­დუ­ლი სწავ­ლე­ბა — დის­ტან­ცი­უ­რი სწავ­ლე­ბის მო­დე­ლი, დას­წ­რე­ბით სწავ­ლე­ბი­სა და ელექ­ტ­რო­ნუ­ლი სწავ­ლე­ბის რო­მე­ლი­მე ფორ­მის კომ­ბი­ნა­ცი­ით;

➡️ ციფ­რუ­ლი რე­სურ­სე­ბი — მოს­წავ­ლის ასა­კი­სა და გან­ვი­თა­რე­ბის შე­სა­ბა­მი­სი სას­წავ­ლო რე­სურ­სე­ბი, რომ­ლე­ბიც შე­იქ­მ­ნა ელექ­ტ­რო­ნუ­ლად ან ანა­ლო­გუ­რი მა­სა­ლე­ბის ციფ­რულ ფორ­მატ­ში გა­დაყ­ვა­ნით;

➡️ ელექ­ტ­რო­ნუ­ლი პლატ­ფორ­მა — ელექ­ტ­რო­ნულ-ციფ­რუ­ლი სივ­რ­ცე, სა­დაც თავ­მოყ­რი­ლია სვა­დას­ხ­ვა ტი­პის სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო რე­სურ­სე­ბი, ელექ­ტ­რო­ნუ­ლი მარ­თ­ვის სის­ტე­მე­ბი, ონ­ლა­ინ სა­კო­მუ­ნი­კა­ციო სის­ტე­მე­ბი და ა.შ.;

➡️ სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო პლატ­ფორ­მა — პლატ­ფორ­მა, სა­დაც გან­თავ­სე­ბუ­ლია სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო რე­სურ­სე­ბი, რომ­ლებ­თან მუ­შა­ო­ბა მოს­წავ­ლე­ებს შე­უძ­ლი­ათ და­მო­უ­კი­დებ­ლად (წი­ნას­წარ ჩა­წე­რი­ლი ვი­დე­ო­გაკ­ვე­თი­ლე­ბი, მულ­ტი­მე­დი­უ­რი რე­სურ­სე­ბი), ასე­ვე სხვა­დას­ხ­ვა ტი­პის და­ვა­ლე­ბე­ბი, რო­მელ­თა შეს­რუ­ლე­ბის შემ­დეგ მოს­წავ­ლე სის­ტე­მის­გან ავ­ტო­მა­ტუ­რად იღებს შე­ფა­სე­ბა­სა და უკუ­კავ­შირს და ა.შ.;

➡️ ონ­ლა­ინ სა­კო­მუ­ნი­კა­ციო სის­ტე­მა – სის­ტე­მა, რო­მე­ლიც იძ­ლე­ვა დის­ტან­ცი­უ­რი თა­ნამ­შ­რომ­ლო­ბი­სა და ონ­ლა­ინ გაკ­ვე­თი­ლე­ბის ჩა­ტა­რე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბას.

დო­კუ­მენ­ტის მი­ხედ­ვით, სკო­ლა­ში დის­ტან­ცი­უ­რი სწავ­ლე­ბა შე­იძ­ლე­ბა სა­მი სხვა­დას­ხ­ვა მო­დე­ლით გან­ხორ­ცი­ელ­დეს – სრუ­ლად ელექ­ტ­რო­ნუ­ლად, სინ­ქ­რო­ნუ­ლად, რაც გუ­ლის­ხ­მობს სა­გაკ­ვე­თი­ლო პრო­ცეს­ში, სა­მი­ნის­ტ­როს მი­ერ რე­კო­მენ­დე­ბუ­ლი რო­მე­ლი­მე ელექ­ტ­რო­ნუ­ლი პლატ­ფორ­მის გა­მო­ყე­ნე­ბით, ყვე­ლა მოს­წავ­ლი­სა და მას­წავ­ლებ­ლის ერ­თ­დ­რო­უ­ლად ჩარ­თ­ვას; სრუ­ლად ელექ­ტ­რო­ნუ­ლად, ასინ­ქ­რო­ნუ­ლად, რაც გუ­ლის­ხ­მობს ტე­ლე/ვი­დე­ო­გაკ­ვე­თი­ლე­ბის ან ხელ­მი­საწ­ვ­დო­მი სხვა ელექ­ტ­რო­ნუ­ლი პლატ­ფორ­მე­ბის ან/და ციფ­რუ­ლი რე­სურ­სე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბით სწავ­ლა-სწავ­ლე­ბას; ჰიბ­რი­დუ­ლად, რაც გუ­ლის­ხ­მობს სრუ­ლად ელექ­ტ­რო­ნუ­ლი სინ­ქ­რო­ნუ­ლი ან/და ასინ­ქ­რო­ნუ­ლი და დას­წ­რე­ბით სწავ­ლე­ბის კომ­ბი­ნი­რე­ბუ­ლად გა­მო­ყე­ნე­ბას, რაც შე­იძ­ლე­ბა იყოს დი­ფე­რენ­ცი­რე­ბუ­ლი საგ­ნე­ბის, კლა­სე­ბი­სა და გა­ნა­ყო­ფე­ბის მი­ხედ­ვით.

დის­ტან­ცი­უ­რი სწავ­ლე­ბის მო­დელს თა­ვად სკო­ლა შე­არ­ჩევს და ათან­ხ­მებს შე­სა­ბა­მის რე­სურ­ს­ცენ­ტ­რ­თან, ამა­ვე წე­სით გან­საზღ­ვ­რუ­ლი გა­ნაცხა­დის ფორ­მით. რო­მე­ლი­მე მო­დე­ლის სას­წავ­ლო წლის დაწყე­ბამ­დე შერ­ჩე­ვის შემ­თხ­ვე­ვა­ში, სკო­ლა წე­რი­ლო­ბით მი­მარ­თავს შე­სა­ბა­მის რე­სურ­ს­ცენტრს, სას­წავ­ლო წლის დაწყე­ბამ­დე არა­უგ­ვი­ა­ნეს 14 დღი­სა, ხო­ლო მიმ­დი­ნა­რე სას­წავ­ლო წლის შემ­თხ­ვე­ვა­ში, ამ წე­სით გან­საზღ­ვ­რუ­ლი გა­რე­მო­ე­ბე­ბის დად­გო­მი­დან არა­უგ­ვი­ა­ნეს 5 დღი­სა.

იმ შემ­თხ­ვე­ვა­ში, თუ სკო­ლის მი­ერ გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი გა­ნაცხა­დით სკო­ლა ირ­ჩევს დის­ტან­ცი­უ­რი სწავ­ლე­ბის ჰიბ­რი­დულ მო­დელს, აღ­ნიშ­ნულ­ზე გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბას იღებს რე­სურ­ს­ცენ­ტ­რი და გა­მოს­ცემს შე­სა­ბა­მის ინ­დი­ვი­დუ­ა­ლურ ად­მი­ნის­ტ­რა­ცი­ულ-სა­მარ­თ­ლებ­რივ აქტს, ხო­ლო დის­ტან­ცი­უ­რი სწავ­ლე­ბის სრუ­ლად ელექ­ტ­რო­ნულ (რო­გორც სინ­ქ­რო­ნულ, ასე­ვე ასინ­ქ­რო­ნულ) მო­დელ­ზე გა­დას­ვ­ლის შე­სა­ხებ გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბას, შე­სა­ბა­მი­სი რე­სურ­ს­ცენ­ტ­რის შუ­ამ­დ­გომ­ლო­ბით, იღებს სა­ქარ­თ­ვე­ლოს გა­ნათ­ლე­ბის, მეც­ნი­ე­რე­ბის, კულ­ტუ­რი­სა და სპორ­ტის მი­ნის­ტ­რი და გა­მოს­ცემს შე­სა­ბა­მის ინ­დი­ვი­დუ­ა­ლურ ად­მი­ნის­ტ­რა­ცი­ულ-სა­მარ­თ­ლებ­რივ აქტს.

ნე­ბის­მი­ე­რი მო­დე­ლის არ­ჩე­ვის შემ­თხ­ვე­ვა­ში, სკო­ლა ვალ­დე­ბუ­ლია, ზო­გა­დი გა­ნათ­ლე­ბის მარ­თ­ვის სა­ინ­ფორ­მა­ციო სის­ტე­მა­ში ასა­ხოს შე­სა­ბა­მი­სი დის­ტან­ცი­უ­რი სწავ­ლე­ბის სას­კო­ლო სა­ა­თობ­რი­ვი ბა­დე.

სწავ­ლე­ბის წეს­ში დის­ტან­ცი­უ­რი სას­წავ­ლო პრო­ცე­სის ორ­გა­ნი­ზე­ბა მთლი­ა­ნად სკო­ლას ევა­ლე­ბა, პრო­ცეს­ში აუცი­ლებ­ლად უნ­და იყოს ჩარ­თუ­ლი სკო­ლის დი­რექ­ცია, ად­მი­ნის­ტ­რა­ცი­ი­სა და შე­სა­ბა­მი­სი სტრუქ­ტუ­რუ­ლი ერ­თე­უ­ლე­ბი – საგ­ნობ­რი­ვი კა­თედ­რე­ბი, პე­და­გო­გი­უ­რი საბ­ჭო, სა­მე­ურ­ვეო საბ­ჭო.

სინ­ქ­რო­ნუ­ლი ელექ­ტ­რო­ნუ­ლი სწავ­ლე­ბის შემ­თხ­ვე­ვა­ში, სკო­ლა ად­გენს სას­კო­ლო სა­ა­თობ­რივ ბა­დეს. ამ დროს, მო­ზარ­დის ფი­ზი­კუ­რი და ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, სა­რე­კო­მენ­და­ციო დატ­ვირ­თ­ვის (გაკ­ვე­თი­ლებ­ზე გა­ტა­რე­ბუ­ლი ას­ტ­რო­ნო­მი­უ­ლი სა­ა­თე­ბის) რა­ო­დე­ნო­ბა არის შემ­დე­გი:

დის­ტან­ცი­უ­რი გაკ­ვე­თი­ლე­ბის რე­კო­მენ­დე­ბუ­ლი ხან­გ­რ­ძ­ლი­ვო­ბა:

ა) I-IV კლა­სებ­ში — 15-20 წუ­თი;

ბ) V-IX კლა­სებ­ში — 25-30 წუ­თი;

გ) X-XII კლა­სებ­ში — 35-40 წუ­თი.

რე­კო­მენ­დე­ბუ­ლია, დღე­ში, არა­უ­მე­ტეს 3 გაკ­ვე­თი­ლის ჩა­ტა­რე­ბა. წე­სის მი­ხედ­ვით, ასე­ვე რე­კო­მენ­დე­ბუ­ლია, რომ და­გეგ­მი­ლი გაკ­ვე­თი­ლი შე­ი­ცავ­დეს სხვა­დას­ხ­ვა ინ­ტე­რაქ­ტი­ულ ტექ­ნი­კას, მათ შო­რის, 10-15-წუ­თი­ან შეს­ვე­ნე­ბას ფი­ზი­კუ­რი აქ­ტი­ვო­ბით. პე­რი­ო­დუ­ლად შე­იძ­ლე­ბა ჩა­ტარ­დეს თვა­ლის ვარ­ჯი­ში, მაგ.: ეკ­რა­ნი­დან მზე­რის გა­და­ტა­ნა შორს მდე­ბა­რე სა­გან­ზე, თვა­ლის 5-6-ჯერ და­ხამ­ხა­მე­ბა.

ჰიბ­რი­დუ­ლი დის­ტან­ცი­უ­რი სწავ­ლე­ბის შემ­თხ­ვე­ვა­ში, სკო­ლა ად­გენს სა­გაკ­ვე­თი­ლო ცხრილს, თი­თო­ე­უ­ლი საკ­ლა­სო ჯგუ­ფის­თ­ვის, თი­თო­ე­ულ სა­გან­ში, რო­მელ­შიც მი­თი­თე­ბუ­ლია გაკ­ვე­თი­ლე­ბის ჩა­ტა­რე­ბის ფორ­მა: დის­ტან­ცი­უ­რი ან დას­წ­რე­ბით, ასე­ვე გან­საზღ­ვ­რავს საკ­ლა­სო გა­ნა­ყო­ფებს დას­წ­რე­ბით გაკ­ვე­თი­ლე­ბის­თ­ვის.

სა­ჯა­რო სკო­ლა­ში, ჰიბ­რი­დუ­ლი დის­ტან­ცი­უ­რი სწავ­ლე­ბის შემ­თხ­ვე­ვა­ში, და­საშ­ვე­ბია კლა­სის გა­ყო­ფა დას­წ­რე­ბით გაკ­ვე­თი­ლე­ბის და­გეგ­მ­ვი­სას, ხო­ლო დის­ტან­ცი­უ­რი გაკ­ვე­თი­ლე­ბის ჩა­ტა­რე­ბა რე­კო­მენ­დე­ბუ­ლია მთე­ლი საკ­ლა­სო ჯგუ­ფის­თ­ვის.

სკო­ლა ვალ­დე­ბუ­ლია, გა­მო­ი­ყე­ნოს მის ხელთ არ­სე­ბუ­ლი ყვე­ლა შე­საძ­ლებ­ლო­ბა, რა­თა არც ერ­თი მოს­წავ­ლე არ აღ­მოჩ­ნ­დეს დის­ტან­ცი­უ­რი სას­წავ­ლო პრო­ცე­სის მიღ­მა ან არ ჩა­მორ­ჩეს თა­ნაკ­ლა­სე­ლებს სწავ­ლა­ში.

წე­სი ავალ­დე­ბუ­ლებს სკო­ლებს, მაქ­სი­მა­ლუ­რი ძა­ლის­ხ­მე­ვა გა­მო­ი­ყე­ნონ იმი­სათ­ვის, რომ I-IV კლა­სე­ბის მოს­წავ­ლე­ე­ბის­თ­ვის დას­წ­რე­ბით სას­წავ­ლო პრო­ცე­სი უზ­რუნ­ველ­ყოს.

ამის გარ­და, დის­ტან­ცი­უ­რი სწავ­ლე­ბის ნე­ბის­მი­ე­რი მო­დე­ლის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბი­სას, სკო­ლა ვალ­დე­ბუ­ლია, სპე­ცი­ა­ლუ­რი სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო სა­ჭი­რო­ე­ბის მქო­ნე მოს­წავ­ლის­თ­ვის მის შე­საძ­ლებ­ლო­ბებ­ზე მორ­გე­ბუ­ლი სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო პრო­ცე­სი უზ­რუნ­ველ­ყოს, დამ­რი­გებ­ლის, საგ­ნის მას­წავ­ლებ­ლე­ბის, სპე­ცი­ა­ლუ­რი მას­წავ­ლებ­ლი­სა და, სა­ჭი­რო­ე­ბის შემ­თხ­ვე­ვა­ში, სკო­ლის ინ­კ­ლუ­ზი­უ­რი გა­ნათ­ლე­ბის და­მა­ტე­ბი­თი სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბის ჩარ­თუ­ლო­ბით.

➡️სა­მი­ნის­ტ­როს მი­ერ დად­გე­ნი­ლი წე­სით, სკო­ლებ­მა სის­ტე­მა­ტუ­რად უნ­და აწარ­მო­ონ დის­ტან­ცი­ურ გაკ­ვე­თი­ლებ­ზე მოს­წავ­ლე­თა დას­წ­რე­ბის აღ­რიცხ­ვა.

➡️კლა­სის დამ­რი­გე­ბე­ლი ვალ­დე­ბუ­ლია, და­ად­გი­ნოს მოს­წავ­ლის მი­ერ დის­ტან­ცი­უ­რი გაკ­ვე­თი­ლის გაც­დე­ნის მი­ზე­ზე­ბი და იმ შემ­თხ­ვე­ვა­ში, თუ გაც­დე­ნა გა­მოწ­ვე­უ­ლია მოს­წავ­ლის მხრი­დან შე­სა­ბა­მი­სი ტექ­ნი­კუ­რი მხარ­და­ჭე­რის (მოწყო­ბი­ლო­ბი­სა და ინ­ტერ­ნეტ­თან წვდო­მის) არ­ქო­ნით, ინ­ფორ­მა­ცია მი­ა­წო­დოს სკო­ლის დი­რექ­ტორს და პრობ­ლე­მის მოგ­ვა­რე­ბამ­დე, მას­წავ­ლე­ბელ­თა ჯგუფ­თან ერ­თად, ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რად გა­ნი­ხი­ლოს არ­სე­ბუ­ლი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი და მოს­წავ­ლის სას­წავ­ლო პრო­ცეს­ში ჩა­სარ­თა­ვად და­გეგ­მოს ალ­ტერ­ნა­ტი­უ­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი. ასე­ვე, დამ­რი­გებ­ლის ვალ­დე­ბუ­ლე­ბაა მოს­წავ­ლეს­თან/მოს­წავ­ლის კა­ნო­ნი­ერ წარ­მო­მად­გე­ნელ­თან კონ­ტაქ­ტი და მი­ზე­ზის გარ­კ­ვე­ვა, თუ კონ­ტაქ­ტი ვერ ხერ­ხ­დე­ბა, მა­შინ სკო­ლამ მოქ­მე­დი კა­ნონ­მ­დებ­ლო­ბის შე­სა­ბა­მი­სად უნ­და იმოქ­მე­დოს.

იმ შემ­თხ­ვე­ვა­ში, თუ მას­წავ­ლე­ბე­ლი ვერ ახერ­ხებს სახ­ლი­დან ჩარ­თ­ვას ან ვერ ერ­თ­ვე­ბა იმ მი­ზე­ზით, რომ არ გა­აჩ­ნია შე­სა­ბა­მი­სი ტექ­ნი­კუ­რი აღ­ჭურ­ვი­ლო­ბა/ინ­ტერ­ნე­ტი, მა­შინ თა­ვად სკო­ლამ უნ­და გა­მო­ყოს შე­სა­ბა­მი­სი სივ­რ­ცე მას­წავ­ლებ­ლის­თ­ვის, დის­ტან­ცი­უ­რი გაკ­ვე­თი­ლის ჩა­სა­ტა­რებ­ლად.

➡️ ახა­ლი წე­სის მი­ხედ­ვით, გა­ნი­საზღ­ვ­რა დის­ტან­ცი­უ­რი სწავ­ლე­ბის შე­ფა­სე­ბე­ბიც, რო­მე­ლიც ავალ­დე­ბუ­ლებს სას­წავ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბებს, დის­ტან­ცი­უ­რი სწავ­ლე­ბი­სას, აწარ­მო­ონ მოს­წავ­ლე­თა შე­ფა­სე­ბა რო­გორც გან­მ­საზღ­ვ­რე­ლი, ასე­ვე გან­მა­ვი­თა­რე­ბე­ლი ფორ­მით, ეროვ­ნუ­ლი სას­წავ­ლო გეგ­მის შე­სა­ბა­მი­სად. და­მა­ტე­ბი­თი რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბი, დის­ტან­ცი­უ­რი სას­წავ­ლო პრო­ცე­სის შე­სა­ფა­სებ­ლად, სკო­ლას  სა­მი­ნის­ტ­როს შე­სა­ბა­მი­სი სტრუქ­ტუ­რუ­ლი ერ­თე­უ­ლის მი­ერ მი­ე­წო­დე­ბა.

 ➡️დო­კუ­მენ­ტის IV თავ­ში ახ­ს­ნი­ლია, თუ რო­გორ გან­ხორ­ცი­ელ­დე­ბა დის­ტან­ცი­უ­რი სას­წავ­ლო პრო­ცე­სის მო­ნი­ტო­რინ­გი, ანუ რო­გორ გა­არ­თ­ვა თა­ვი სკო­ლამ დის­ტან­ცი­უ­რი სწავ­ლე­ბის ხელ­მი­საწ­ვ­დო­მო­ბას. დის­ტან­ცი­უ­რი სას­წავ­ლო პრო­ცე­სის მო­ნი­ტო­რინ­გის­თ­ვის სკო­ლა შე­ი­მუ­შა­ვებს და გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლებს ღო­ნის­ძი­ე­ბებს, რო­მე­ლიც უნ­და ით­ვა­ლის­წი­ნებ­დეს: დის­ტან­ცი­უ­რი გაკ­ვე­თი­ლე­ბის დად­გე­ნილ დრო­სა და დად­გე­ნი­ლი ხან­გ­რ­ძ­ლი­ვო­ბით ჩა­ტა­რე­ბის ზე­დამ­ხედ­ვე­ლო­ბას; დის­ტან­ცი­ურ სას­წავ­ლო პრო­ცეს­ში ჩარ­თუ­ლი მოს­წავ­ლე­ე­ბის დას­წ­რე­ბის აღ­რიცხ­ვა­ზე ზე­დამ­ხედ­ვე­ლო­ბას; დის­ტან­ცი­უ­რი სას­წავ­ლო პრო­ცე­სის მიღ­მა დარ­ჩე­ნი­ლი მოს­წავ­ლე­ე­ბის აღ­რიცხ­ვას და მი­ზე­ზე­ბის კვლე­ვას; ეთი­კი­სა და ქცე­ვის ზო­გა­დი ნორ­მე­ბის დაც­ვის ზე­დამ­ხედ­ვე­ლო­ბას.

➡️ გარ­კ­ვე­უ­ლი პა­სუ­ხის­მ­გებ­ლო­ბე­ბი, დის­ტან­ცი­უ­რი სას­წავ­ლო პრო­ცე­სის ხელ­შეწყო­ბა­ში, რე­სურ­ს­ცენ­ტ­რებ­საც გა­ნე­საზღ­ვ­რათ, კერ­ძოდ, რე­სურ­ს­ცენ­ტ­რებს ვალ­დე­ბუ­ლე­ბად და­ე­კის­რათ, რომ მათ სა­მოქ­მე­დო ტე­რი­ტო­რი­ა­ზე ყვე­ლა სკო­ლის­თ­ვის უზ­რუნ­ველ­ყონ კონ­სულ­ტა­ცი­ე­ბი, სკო­ლის დი­რექ­ცი­ის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბის­თ­ვის, დის­ტან­ცი­უ­რი სწავ­ლე­ბის რე­ლე­ვან­ტუ­რი ფორ­მი­სა და პე­რი­ო­დის შერ­ჩე­ვის მიზ­ნით; ასე­ვე გა­ნი­ხი­ლონ და შე­ი­თან­ხ­მონ სკო­ლის შუ­ამ­დ­გომ­ლო­ბა ჰიბ­რი­დულ დის­ტან­ცი­ურ მო­დელ­ზე გა­დას­ვ­ლას­თან და­კავ­ში­რე­ბით და გა­მოს­ცენ ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი ად­მი­ნის­ტ­რა­ცი­ულ-სა­მარ­თ­ლებ­რი­ვი აქ­ტი; გარ­და ამი­სა, რე­სურ­ს­ცენ­ტ­რებ­მა თვალ­ყუ­რი უნ­და ადევ­ნონ: დის­ტან­ცი­უ­რი სწავ­ლე­ბის დროს, სკო­ლი­სა და მოს­წავ­ლის კა­ნო­ნი­ე­რი წარ­მო­მად­გენ­ლის ვალ­დე­ბუ­ლე­ბე­ბი­სა და უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბის შეს­რუ­ლე­ბას; ბავ­შ­ვის უფ­ლე­ბე­ბის დაც­ვის მიზ­ნით, სა­ხელ­მ­წი­ფოს მი­ერ გა­სა­ტა­რე­ბე­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის შეს­რუ­ლე­ბას; მოს­წავ­ლე­თა კა­ნო­ნი­ერ წარ­მო­მად­გე­ნელ­თან კონ­სულ­ტა­ცი­ე­ბის ორ­გა­ნი­ზე­ბას. სა­ჭი­რო­ე­ბის შემ­თხ­ვე­ვა­ში, სა­ჯა­რო სკო­ლებ­ში გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლონ მო­ნი­ტო­რინ­გი.

➡️ დის­ტან­ცი­უ­რი სწავ­ლე­ბის წეს­ში მე-17 მუხ­ლი სკო­ლის ად­მი­ნის­ტ­რა­ცი­უ­ლი პერ­სო­ნა­ლის ვალ­დე­ბუ­ლე­ბებს გან­საზღ­ვ­რავს, რო­მე­ლიც პირ­და­პირ აკის­რებს სკო­ლის დი­რექ­ტორ­სა და დი­რექ­ტო­რის მო­ად­გი­ლეს ვალ­დე­ბუ­ლე­ბას, დის­ტან­ცი­უ­რი სას­წავ­ლო პრო­ცე­სი ისე და­გეგ­მონ, რომ მაქ­სი­მა­ლუ­რად გა­ით­ვა­ლის­წი­ნონ სკო­ლის რე­სურ­სე­ბი, თი­თო­ე­უ­ლი მოს­წავ­ლის ინ­ტე­რე­სე­ბი და შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი. ამა­ვე მუხ­ლის მი­ხედ­ვით: სკო­ლის ექი­მი და ფსი­ქო­ლო­გი ვალ­დე­ბუ­ლია, გა­უ­წი­ოს შე­სა­ბა­მი­სი კონ­სულ­ტა­ცი­ე­ბი საგ­ნობ­რივ კა­თედ­რებ­სა და სკო­ლის პე­და­გო­გი­ურ საბ­ჭოს, გაკ­ვე­თი­ლე­ბის ფორ­მი­სა და ხან­გ­რ­ძ­ლი­ვო­ბის შე­სა­ხებ; კლა­სის დამ­რი­გე­ბე­ლი ვალ­დე­ბუ­ლია, კო­მუ­ნი­კა­ცია იქო­ნი­ოს თი­თო­ე­ულ მოს­წავ­ლეს­თან, მოს­წავ­ლის კა­ნო­ნი­ერ წარ­მო­მად­გე­ნელ­თან და დის­ტან­ცი­ურ სას­წავ­ლო პრო­ცეს­ში ჩა­სარ­თა­ვად რა­ი­მე შე­ფერ­ხე­ბის გა­მოვ­ლე­ნის­თა­ნა­ვე მი­მარ­თოს სკო­ლის დი­რექ­ცი­ას და, პა­რა­ლე­ლუ­რად, კლა­სის საგ­ნის მას­წავ­ლებ­ლებ­თან, მოს­წავ­ლის კა­ნო­ნი­ერ წარ­მო­მად­გე­ნელ­თან კო­მუ­ნი­კა­ცი­ით, და­სა­ხოს გზე­ბი მოს­წავ­ლის მხარ­და­სა­ჭე­რად; სპე­ცი­ა­ლუ­რი სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო სა­ჭი­რო­ე­ბის მქო­ნე მოს­წავ­ლე­ე­ბის დამ­რი­გებ­ლე­ბი, საგ­ნის მას­წავ­ლებ­ლე­ბი, სპე­ცი­ა­ლუ­რი მას­წავ­ლე­ბე­ლი, სკო­ლის ინ­კ­ლუ­ზი­ურ გა­ნათ­ლე­ბა­ში ჩარ­თუ­ლი და­მა­ტე­ბი­თი სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბი, ვალ­დე­ბუ­ლი არი­ან, მუდ­მი­ვი კო­მუ­ნი­კა­ცია იქო­ნი­ონ მოს­წავ­ლე­სა და მის კა­ნო­ნი­ერ წარ­მო­მად­გე­ნელ­თან და მა­თი ჩარ­თუ­ლო­ბით უზ­რუნ­ველ­ყონ მოს­წავ­ლის შე­საძ­ლებ­ლო­ბებ­ზე მორ­გე­ბუ­ლი სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო პრო­ცე­სის და­გეგ­მ­ვა/გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა. სა­ჭი­რო­ე­ბის შემ­თხ­ვე­ვა­ში, კონ­სულ­ტა­ცია გა­უ­წი­ონ სსსმ მოს­წავ­ლის კა­ნო­ნი­ერ წარ­მო­მად­გე­ნელს მოს­წავ­ლის მხარ­და­ჭე­რი­სა და სახ­ლის პი­რო­ბებ­ში აკა­დე­მი­უ­რი, სო­ცი­ა­ლუ­რი და ფუნ­ქ­ცი­უ­რი უნა­რე­ბის გან­ვი­თა­რე­ბის­თ­ვის.

➡️დო­კუ­მენ­ტის მი­ხედ­ვით გან­საზღ­ვ­რუ­ლია წი­ნა­პი­რო­ბა, რო­მე­ლიც დის­ტან­ცი­უ­რი სწავ­ლე­ბის რო­მე­ლი­მე მო­დელ­ზე გა­დას­ვ­ლას ან დას­წ­რე­ბით სწავ­ლე­ბის გა­ნახ­ლე­ბას თან უნ­და ახ­ლ­დეს.

წე­სის მი­ხედ­ვით, სკო­ლე­ბი დას­წ­რე­ბით სწავ­ლე­ბის გა­ნახ­ლე­ბას მხო­ლოდ იმ შემ­თხ­ვე­ვა­ში შეძ­ლე­ბენ, თუ:

ა) სკო­ლა­ში/და­სახ­ლე­ბა­ში/მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტ­ში/ქვე­ყა­ნა­ში არ­სე­ბუ­ლი სხვა­დას­ხ­ვა გა­დამ­დე­ბი და­ა­ვა­დე­ბით გა­მოწ­ვე­უ­ლი მდგო­მა­რე­ო­ბი­სას და­წე­სე­ბუ­ლი დრო­ე­ბი­თი შეზღუდ­ვე­ბი გა­უქ­მ­დე­ბა;

ბ) სკო­ლა­ში/და­სახ­ლე­ბა­ში/მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტ­ში/ქვე­ყა­ნა­ში არ­სე­ბუ­ლი რთუ­ლი მე­ტე­ო­რო­ლო­გი­უ­რი/ექ­ს­ტ­რე­მა­ლუ­რი პი­რო­ბე­ბით ან ბუ­ნებ­რი­ვი კა­ტას­ტ­რო­ფე­ბით გა­მოწ­ვე­უ­ლი დრო­ე­ბი­თი შეზღუდ­ვე­ბი გა­უქ­მ­დე­ბა;

გ) სკო­ლა­ში მიმ­დი­ნა­რე გა­და­უ­დე­ბე­ლი სა­რე­მონ­ტო-სამ­შე­ნებ­ლო სა­მუ­შა­ო­ე­ბი დას­რულ­დე­ბა;

დ) ცალ­კე­ულ სა­გან­ში/საგ­ნებ­ში ადა­მი­ა­ნუ­რი რე­სურ­სის (მას­წავ­ლებ­ლის) დე­ფი­ცი­ტი აღ­მო­იფხ­ვ­რე­ბა.

სკო­ლა გა­ნა­ახ­ლებს დას­წ­რე­ბით სწავ­ლე­ბას მი­ნის­ტ­რის ან დე­ლე­გი­რე­ბუ­ლი უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბის ფარ­გ­ლებ­ში, რე­სურ­ს­ცენ­ტ­რის უფ­რო­სის შე­სა­ბა­მი­სი ინ­დი­ვი­დუ­ა­ლურ-სა­მარ­თ­ლებ­რი­ვი აქ­ტით, წი­ნას­წარ გან­საზღ­ვ­რუ­ლი დის­ტან­ცი­უ­რი სწავ­ლე­ბის ვა­დის ამო­წურ­ვის შემ­დეგ.

➡️ დის­ტან­ცი­ურ სწავ­ლე­ბა­ზე გა­დას­ვ­ლის წი­ნა­პი­რო­ბა კი, კონ­კ­რე­ტულ შემ­თხ­ვე­ვა­ში, სკო­ლა­ში/და­სახ­ლე­ბა­ში/მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტ­ში/ქვე­ყა­ნა­ში არ­სე­ბუ­ლი სხვა­დას­ხ­ვა გა­დამ­დე­ბი და­ა­ვა­დე­ბით გა­მოწ­ვე­უ­ლი მდგო­მა­რე­ო­ბი­სას დად­გე­ნი­ლი დრო­ე­ბი­თი შეზღუდ­ვე­ბია.

მო­ამ­ზა­და ლა­ლი ჯე­ლა­ძემ

იხილეთ დოკუმენტის  სრული ვერსია 

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები