19 აპრილი, პარასკევი, 2024

დის­გ­რა­ფია გა­და­უ­ლა­ხა­ვი პრობ­ლე­მა არ არის

spot_img

ტერ­მი­ნი „დის­გ­რა­ფია“, ზო­გა­დად, გა­მო­ი­ყე­ნე­ბა ცუ­დი კა­ლიგ­რა­ფი­ის შემ­თხ­ვე­ვა­შიც და აზ­რის წე­რი­ლო­ბით გად­მო­ცე­მის პრობ­ლე­მებ­თან მი­მარ­თე­ბა­ში. ხში­რად სა­კა­მა­თო ხდე­ბა, გა­ნე­კუთ­ვ­ნე­ბა თუ არა დის­გ­რა­ფია სპე­ცი­ა­ლუ­რი გა­ნათ­ლე­ბის სფე­როს. დის­გ­რა­ფია ყო­ველ­თ­ვის არ ნიშ­ნავს, რომ მოს­წავ­ლეს სპე­ცი­ა­ლუ­რი სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო სა­ჭი­რო­ე­ბე­ბი აქვს. თუმ­ცა, სწავ­ლის უნა­რის დაქ­ვე­ი­თე­ბის მქო­ნე მოს­წავ­ლე­ებს, წე­რის უნარ-ჩვე­ვე­ბის და­უფ­ლე­ბის პრო­ცეს­ში, აქვთ გარ­კ­ვე­უ­ლი პრობ­ლე­მე­ბი, რო­მელ­თა შო­რის მთა­ვა­რია კა­ლიგ­რა­ფია, მარ­თ­ლ­წე­რა და აზ­რის წე­რი­ლო­ბით გად­მო­ცე­მა.

წე­რით ნა­მუ­შევ­რებ­ზე დაკ­ვირ­ვე­ბის შე­დე­გად, რამ­დე­ნი­მე მოს­წავ­ლის ნა­მუ­შე­ვარ­ში აღ­მო­ვა­ჩი­ნე დის­გ­რა­ფია. კალ­მის ჭე­რის და­ძა­ბუ­ლი მა­ნე­რა, სარ­კი­სებ­რი ასო­ე­ბის (წ-შ, ხ-ძ, ნ-მ), სწო­რად ჩა­წე­რის, ასო­ე­ბის გრა­ფი­კუ­ლი გა­მო­სა­ხუ­ლე­ბის და­მახ­სოვ­რე­ბი­სა და მა­თი სწო­რად მო­ხაზ­ვის შე­უძ­ლებ­ლო­ბა.

კა­ლიგ­რა­ფი­ის სა­ბა­ზი­სო პრინ­ცი­პე­ბის უგულ­ვე­ბელ­ყო­ფას თუ და­საწყის­ში­ვე არ მი­ექ­ცა სა­თა­ნა­დო ყუ­რადღე­ბა, მა­ღალ კლა­სებ­ში, ნა­წე­რის შე­ფა­სე­ბის მხრივ, გარ­კ­ვე­უ­ლი სიძ­ნე­ლე შე­ექ­მ­ნე­ბათ რო­გორც მოს­წავ­ლეს, ასე­ვე მას­წავ­ლებ­ლებ­საც. დის­გ­რა­ფი­ამ მოს­წავ­ლე­ებ­ში შე­იძ­ლე­ბა გა­მო­იწ­ვი­ოს და­ბა­ლი თვით­შე­ფა­სე­ბა და მო­ტი­ვა­ცი­ის დაქ­ვე­ი­თე­ბა.

მიზ­ნად და­ვი­სა­ხე მოს­წავ­ლე­ებ­ში ნა­ტი­ფი მო­ტო­რი­კის გან­ვი­თა­რე­ბა და დის­გ­რა­ფი­ის აღ­მოფხ­ვ­რა. ამ მიზ­ნით, გა­დავ­წყ­ვი­ტე გან­მე­ხორ­ცი­ე­ლე­ბი­ნა პრო­ექ­ტი. მო­ვი­ძიე და გა­ვე­ცა­ნი სა­თა­ნა­დო ლი­ტე­რა­ტუ­რას და აქ­ტი­ვო­ბებს, შევ­ხ­დი სპე­ცი­ა­ლის­ტებს და მო­ვის­მი­ნე მა­თი რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბი.

მოს­წავ­ლე­ებ­თან და მშობ­ლებ­თან ერ­თად, დავ­გეგ­მე და გან­ვა­ხორ­ცი­ე­ლე სო­ცი­ა­ლუ­რი პრო­ექ­ტი „მოგ­ზა­უ­რო­ბა ან­და­ზეთ­ში“. პრო­ექ­ტი ორი თვის გან­მავ­ლო­ბა­ში გაგ­რ­ძელ­და. ყო­ველ აქ­ტი­ვო­ბას ერ­თობ­ლი­ვად შე­მუ­შა­ვე­ბუ­ლი შე­ფა­სე­ბის რუბ­რი­კე­ბის მი­ხედ­ვით ვა­ფა­სებ­დით.

გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი აქ­ტი­ვო­ბე­ბი:

ხატ­ვა გუ­ა­შე­ბით; ხატ­ვა ცარ­ცით, ფან­ქ­რე­ბით; აპ­ლი­კა­ცი­ე­ბის შექ­მ­ნა; ძერ­წ­ვა; ფაზ­ლე­ბის და კუ­ბი­კე­ბის აწყო­ბა; წიგ­ნის შექ­მ­ნა; პრე­ზენ­ტა­ცია.

პრო­ექ­ტის ფარ­გ­ლებ­ში გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი აქ­ტი­ვო­ბე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბით, გუ­ა­შე­ბით ხატ­ვი­სას, მოს­წავ­ლე­ებ­მა გა­მო­ი­ყე­ნეს ხე­ლე­ბი, თი­თე­ბი, ფუნ­ჯე­ბი; მსხვი­ლი ფე­რა­დი ცარ­ცე­ბი­თა და ფან­ქ­რე­ბით შექ­მ­ნეს ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო ნა­ხა­ტე­ბი, თარ­გის გა­მო­ყე­ნე­ბით; ჭრიდ­ნენ სხვა­დას­ხ­ვა ფი­გუ­რებს და აკე­თებ­დ­ნენ აპ­ლი­კა­ცი­ებს; ძერ­წავ­დ­ნენ ასო­ებს და აწყობ­დ­ნენ სიტყ­ვებს ( წ-შ, ხ-ძ, ნ-მ ასო­ე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბით).

ძა­ლი­ან სა­ხა­ლი­სო და სა­ინ­ტე­რე­სო აღ­მოჩ­ნ­და ფაზ­ლე­ბის და კუ­ბი­კე­ბის აწყო­ბა (ხელს უწყობს გა­მომ­სახ­ვე­ლო­ბი­თი და ლო­გი­კუ­რი აზ­როვ­ნე­ბის გან­ვი­თა­რე­ბას, ყუ­რადღე­ბის მო­ბი­ლი­ზე­ბას, აღ­ქ­მას (ფორ­მე­ბის, ზო­მე­ბის და სხვ.) და, ამას­თა­ნა­ვე, გა­ნა­ვი­თა­რებს წვრილ­მან მო­ტო­რი­კას).

რო­დე­საც მოს­წავ­ლე­ებ­ში მზა­ო­ბა და­ვი­ნა­ხე, კლა­სი ჯგუ­ფე­ბად დავ­ყა­ვი, და­ვა­ვა­ლე გარ­კ­ვე­ულ დრო­ში ან­და­ზე­ბის (ჩვენ მი­ერ შეს­წავ­ლი­ლი, ასე­ვე, ოჯა­ხის წევ­რე­ბის დახ­მა­რე­ბით მო­ძი­ე­ბუ­ლი) მოგ­რო­ვე­ბა და ფე­რა­დი კალ­მე­ბით ჩა­წე­რა. ჩა­ნა­წე­რე­ბი მო­ი­ტა­ნეს კლას­ში, გა­მოჭ­რეს და ჩა­აკ­რეს მათ მი­ერ წი­ნას­წარ შექ­მ­ნილ წიგ­ნებ­ში. თი­თო­ე­ულ ჯგუფს ჰქონ­და წიგ­ნი სა­თა­უ­რით „მოგ­ზა­უ­რო­ბა ან­და­ზეთ­ში“, მო­ნა­წი­ლე­თა სა­ხე­ლე­ბი­თა და გვა­რე­ბით, რო­მე­ლიც დე­და­ე­ნის დღის­თ­ვის, 14 აპ­რილს, გა­მოვ­ფი­ნეთ პირ­ველ­კ­ლა­სელ­თა ფო­ი­ე­ში. სა­ერ­თოდ, ყო­ვე­ლი აქ­ტი­ვო­ბის ბო­ლოს, შექ­მ­ნი­ლი ნა­მუ­შევ­რე­ბით კლას­ში გა­მო­ფე­ნას ვაწყობ­დით. მოს­წავ­ლე­ებს შე­ეძ­ლოთ და­ეთ­ვა­ლი­ე­რე­ბი­ნათ, შე­ე­ფა­სე­ბი­ნათ და სა­კუ­თა­რი მო­საზ­რე­ბე­ბი გა­მო­ე­ხა­ტათ.

პრო­ექ­ტ­ზე მო­ნი­ტო­რინგს დაკ­ვირ­ვე­ბის დღი­უ­რის სა­ფუძ­ველ­ზე ვა­ხორ­ცი­ე­ლებ­დი, რაც პრო­ექ­ტის მსვლე­ლო­ბი­სას ხარ­ვე­ზე­ბის აღ­მო­ჩე­ნა­სა და აღ­მოფხ­ვ­რას მი­ად­ვი­ლებ­და. პრო­ექ­ტის ყვე­ლა აქ­ტი­ვო­ბა­ში, მოს­წავ­ლე­ებ­თან ერ­თად, ჩარ­თუ­ლე­ბი იყ­ვ­ნენ მშობ­ლე­ბიც. მა­თი თა­ნად­გო­მით პრო­ექ­ტი უფ­რო მე­ტად სა­ხა­ლი­სო გახ­და ბავ­შ­ვე­ბის­თ­ვის.

და­სას­რულს შე­ვა­ჯა­მეთ გა­წე­უ­ლი სა­მუ­შაო — რამ­დე­ნად შე­უწყო ხე­ლი პრო­ექ­ტ­ში ჩარ­თუ­ლო­ბამ ნა­ტი­ფი მო­ტო­რი­კის გან­ვი­თა­რე­ბას და პრობ­ლე­მის აღ­მოფხ­ვ­რას. ამ ეტაპ­ზე, და­სა­ხულ მი­ზანს მი­ვაღ­წიე, მოს­წავ­ლე­ებს აღარ ეშ­ლე­ბათ შ-წ, ნ-მ, ხ-ძ ასო­ე­ბის გარ­ჩე­ვა, ასო­ე­ბის მო­ხა­ზუ­ლო­ბა გა­მო­ას­წო­რეს, მო­ეხ­ს­ნათ და­ძა­ბუ­ლო­ბა წე­რის დროს. პე­რი­ო­დუ­ლად, აქ­ტი­ვო­ბებს ისევ გან­ვა­ხორ­ცი­ე­ლებ, რა­თა შე­დე­გი არ იყოს მოკ­ლე­ვა­დი­ა­ნი და იმა­ვე პრობ­ლე­მამ მო­მა­ვალ­ში ისევ არ იჩი­ნოს თა­ვი. ამ პრო­ექ­ტ­მა მოს­წავ­ლე­ებს გა­ნუ­ვი­თა­რა, ასე­ვე, თა­ნამ­შ­რომ­ლო­ბი­თი, შე­მოქ­მე­დე­ბი­თი და პრე­ზენ­ტა­ცი­ის უნა­რე­ბი, მშობ­ლებს კი სა­შუ­ა­ლე­ბა მის­ცა, აქ­ტი­უ­რად ჩარ­თუ­ლიყ­ვ­ნენ სას­კო­ლო ცხოვ­რე­ბა­ში.

თამარ მგალობლიშვილი

სსიპ გოგიტა კიკნაძის სახელობის თბილისის №182 საჯარო სკოლის დაწყებითი კლასის პედაგოგი

 

 

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები