29 მარტი, პარასკევი, 2024

დი­დი წიგ­ნე­ბი

spot_img

სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში თან­და­თან იხ­ვეჭს პო­პუ­ლა­რო­ბას დი­დი წიგ­ნე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბა სას­წავ­ლო პრო­ცეს­ში კითხ­ვის უნა­რე­ბის გან­ვი­თა­რე­ბის მიზ­ნით. აღ­ნიშ­ნუ­ლი რე­სურ­სის შე­სა­ხებ მას­წავ­ლე­ბელ­თა პრო­ფე­სი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტ­რის მი­ერ დამ­ზა­დე­ბუ­ლია სა­გა­ნ­მან­თ­ლებ­ლო ფილ­მი „დი­დი წიგ­ნე­ბის კითხ­ვა“, რო­მე­ლიც თა­ვი­სუფ­ლა­დაა ხელ­მი­საწ­ვ­დო­მი ინ­ტერ­ნეტ­სივ­რ­ცე­ში. ამ რე­სურ­სის გავ­რ­ცე­ლე­ბა­სა და გაც­ნო­ბას დი­დად შე­უწყო ხე­ლი სა­ქარ­თ­ვე­ლოს დაწყე­ბი­თი გა­ნათ­ლე­ბის პრო­ექ­ტ­მა (G-PriEd), და­ამ­ზა­და და და­ა­რი­გა რა დი­დი წიგ­ნე­ბი პრო­ექ­ტ­ში ჩარ­თულ ექ­ვ­სას­ზე მეტ სკო­ლა­ში, ერ­თი მხრივ, და აღ­ჭურ­ვა რა ქარ­თ­ვე­ლი მას­წავ­ლებ­ლე­ბი ამ წიგ­ნე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბით კითხ­ვის აქ­ტი­ვო­ბე­ბის ჩა­ტა­რე­ბის სტრა­ტე­გი­ე­ბით/მე­თო­დე­ბით, მე­ო­რე მხრივ.

მოკ­ლედ მი­მო­ვი­ხი­ლოთ: 1. რა არის დი­დი წიგ­ნი? 2. რო­დის და რა მიზ­ნით უნ­და გა­მო­ვი­ყე­ნოთ დი­დი წიგ­ნი? 3. რო­გორ გა­მო­ვი­ყე­ნოთ ეს რე­სურ­სი და 4. რო­გორ და­ვამ­ზა­დოთ დი­დი წიგ­ნე­ბი?

  1. რა არის დი­დი წიგ­ნი

დი­დი წიგ­ნი არის დიდ­ფორ­მა­ტი­ან ქა­ღალ­დ­ზე და­წე­რი­ლი/და­ბეჭ­დი­ლი, სა­ინ­ტე­რე­სო ამ­ბი­სა თუ ინ­ფორ­მა­ცი­ის შემ­ც­ვე­ლი ილუს­ტ­რი­რე­ბუ­ლი წიგ­ნი. რო­გორც ჩვე­უ­ლებ­რივ წიგნს, დიდ წიგ­ნ­საც აქვს ყდა და სა­თა­უ­რი, ჰყავს ავ­ტო­რი. მას­ში გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლია დი­დი ასო­ე­ბი ისე, რომ საკ­ლა­სო ოთა­ხის ბო­ლო რიგ­ში მჯდო­მი მოს­წავ­ლის­თ­ვი­საც ად­ვი­ლად წა­სა­კითხი იყოს ტექ­ს­ტი.

რო­გორც წე­სი, დი­დი წიგ­ნის გან­შ­ლის ერ­თი ფრთა უკა­ვია ილუს­ტ­რა­ცი­ას, ხო­ლო მე­ო­რე გვერ­დ­ზე/ფრთა­ზე და­წე­რი­ლია/და­ბეჭ­დი­ლია ტექ­ს­ტი.

  1. რო­დის და რა მიზ­ნით უნ­და გა­მო­ვი­ყე­ნოთ დი­დი წიგ­ნი

იმის­და მი­ხედ­ვით, თუ რო­დის, რა ასა­კის ბავ­შ­ვ­თან ვი­ყე­ნებთ დიდ წიგნს, გა­ნი­საზღ­ვ­რე­ბა დი­დი წიგ­ნის გა­მო­ყე­ნე­ბის მიზ­ნე­ბიც. პი­რო­ბი­თად, მი­სი გა­მო­ყე­ნე­ბის­თ­ვის გა­ნი­საზღ­ვ­რე­ბა სა­მი პე­რი­ო­დი: I. სკო­ლამ­დე­ლი ასა­კი, II. პირ­ვე­ლი კლა­სი — წი­ნა­სა­ან­ბა­ნო და სა­ან­ბა­ნო პე­რი­ო­დი და III. ან­ბა­ნის ათ­ვი­სე­ბის შემ­დ­გო­მი პე­რი­ო­დი.

სკო­ლამ­დელ პე­რი­ოდ­ში დი­დი წიგ­ნე­ბის კითხ­ვა წა­რი­მარ­თე­ბა მშობ­ლე­ბის, ახ­ლობ­ლე­ბის მი­ერ. რა­საკ­ვირ­ვე­ლია, ბავ­შ­ვი ვერ ას­ხ­ვა­ვებს სხვა­დას­ხ­ვა ასო­ებ­სა და სიტყ­ვებს, მაგ­რამ თან­და­თან აც­ნო­ბი­ე­რებს, რომ ილუს­ტ­რა­ცია და ნა­წე­რი ტექ­ს­ტი გან­ს­ხ­ვავ­დე­ბა ერ­თ­მა­ნე­თის­გან. ხვდე­ბა, რომ ილუს­ტ­რა­ცი­ის შე­სა­ბა­მი­სი ამ­ბა­ვი და­წე­რი­ლია მე­ო­რე გვერ­დ­ზე და ა.შ. მოკ­ლედ, ამ ასაკ­ში წიგ­ნე­ბის წა­კითხ­ვა მე­ტად სა­სარ­გებ­ლოა ბავ­შ­ვე­ბის­თ­ვის და, რო­გორც კვლე­ვე­ბიც ადას­ტუ­რე­ბენ, ის ბავ­შ­ვე­ბი აღ­წე­ვენ წიგ­ნი­ე­რე­ბა­ში წარ­მა­ტე­ბას, რომ­ლებ­საც ბავ­შ­ვო­ბა­ში ბევრს უკითხავ­დ­ნენ.

პირ­ველ კლას­ში, წი­ნა­სა­ან­ბა­ნო და სა­ან­ბა­ნო პე­რი­ოდ­ში, მოს­წავ­ლე უკ­ვე აც­ნო­ბი­ე­რებს იმას, რომ წიგ­ნებ­ში ამ­ბის გად­მო­ცე­მა და­წე­რი­ლი ტექ­ს­ტე­ბით ხდე­ბა. ას­ხ­ვა­ვებს ცალ­კე­ულ სიტყ­ვებ­სა და ასო­ებს. თან­და­თან, დრო­თა გან­მავ­ლო­ბა­ში, დღი­თი დღე, ახა­ლი ასო­ე­ბის ათ­ვი­სე­ბის კვა­ლად ფორ­მას იძენს თი­თო­ე­უ­ლი ასო, სიტყ­ვა, წი­ნა­და­დე­ბა. პირ­ველ­კ­ლა­სე­ლი მოს­წავ­ლე ნელ-ნე­ლა გა­და­დის ასე­თი რე­სურ­სის და­მო­უ­კი­დებ­ლად წა­კითხ­ვის გზა­ზე.

ან­ბა­ნის შეს­წავ­ლის შემ­დეგ დი­დი წიგ­ნე­ბი მოს­წავ­ლე­ე­ბის­თ­ვის ერ­თი ყვე­ლა­ზე საყ­ვა­რე­ლი სა­კითხა­ვი რე­სურ­სია, რად­გან მი­სი მა­ხა­სი­ა­თებ­ლე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე იგი:

და­წე­რი­ლია დი­დი ასო­ე­ბით და მარ­ტი­ვი, ად­ვი­ლად გა­სა­გე­ბი და ამო­სა­კითხი სიტყ­ვე­ბი­თა და წი­ნა­და­დე­ბე­ბით.

შე­ი­ცავს სა­ინ­ტე­რე­სო ამ­ბავს/ინ­ფორ­მა­ცი­ას.

თი­თო­ე­ულ გან­შ­ლა­ზე არ­სე­ბულ ტექსტს შე­ე­სა­ბა­მე­ბა მიმ­ზიდ­ვე­ლი ილუს­ტ­რა­ცია.

მი­უ­ხე­და­ვად წიგ­ნის სი­დი­დი­სა, იგი სულ რამ­დე­ნი­მე (3-8) გან­შ­ლაა და მი­სი წა­კითხ­ვა არ იწ­ვევს მოს­წავ­ლის გა­დაღ­ლას.

მი­სი გა­მო­ყე­ნე­ბით წარ­მარ­თუ­ლი სას­წავ­ლო აქ­ტი­ვო­ბე­ბი სა­ხა­ლი­სოა მოს­წავ­ლე­ე­ბის­თ­ვის და იწ­ვევს მათ მო­ტი­ვი­რე­ბულ ჩარ­თუ­ლო­ბას.

რომ მი­ვუბ­რუნ­დეთ წიგ­ნის გა­მო­ყე­ნე­ბის სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო მიზ­ნებს, ცხა­დია, იგი გა­მო­ი­ყე­ნე­ბა დამ­წყე­ბი მკითხ­ვე­ლე­ბის მი­ერ კითხ­ვა­ში გა­წაფ­ვის­თ­ვის. კერ­ძოდ, მთლი­ა­ნი სიტყ­ვე­ბის ამო­კითხ­ვის, ასოს ამოც­ნო­ბის, ფო­ნო­ლო­გი­უ­რი უნა­რე­ბის გან­ვი­თა­რე­ბის­თ­ვის. ამ სხვა­დას­ხ­ვა სა­მიზ­ნე უნარს, რა­საკ­ვირ­ვე­ლია, სხვა­დას­ხ­ვაგ­ვა­რად წარ­მარ­თუ­ლი აქ­ტი­ვო­ბა დას­ჭირ­დე­ბა. მა­გა­ლი­თად, თუ­კი მი­ზა­ნი მთლი­ა­ნი სიტყ­ვე­ბის ამო­კითხ­ვა­ში გა­წაფ­ვაა, მას­წავ­ლე­ბე­ლი გა­მო­ი­ყე­ნებს ე.წ. ჩარ­ჩოს, და­ა­დებს შე­სა­ბა­მის სიტყ­ვას და ისე წა­ა­კითხებს მოს­წავ­ლე­ებს. ან­და ცალ­კე ექ­ნე­ბა დამ­ზა­დე­ბუ­ლი დი­დი წიგ­ნის ტექ­ს­ტის­ვე რამ­დე­ნი­მე სიტყ­ვის ბა­რა­თი და აჩ­ვე­ნებს მოს­წავ­ლე­ებს, რომ­ლე­ბიც წიგ­ნ­ში იპო­ვი­ან იმ სიტყ­ვას და ამო­იც­ნო­ბენ/ამო­ი­კითხა­ვენ.

ფო­ნო­ლო­გი­უ­რი უნა­რე­ბის გა­წაფ­ვი­სა თუ გა­და­მოწ­მე­ბის­თ­ვის მას­წავ­ლე­ბე­ლი, ტექ­ს­ტის სიტყ­ვე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბით, მოს­წავ­ლე­ებს შე­ას­რუ­ლე­ბი­ნებს სხვა­დას­ხ­ვა სა­ხა­ლი­სო სა­ვარ­ჯი­შოს.

კარ­გია დი­დი წიგ­ნე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბა ან­ბა­ნის ათ­ვი­სე­ბის მიზ­ნი­თაც. შე­საძ­ლოა, სა­მიზ­ნე ასო-ბგე­რა გა­მიზ­ნუ­ლად იყოს უხ­ვად გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი ტექ­ს­ტ­ში და მოს­წავ­ლე­ე­ბი ძა­ლა­უ­ნე­ბუ­რად გა­ა­მახ­ვი­ლე­ბენ მას­ზე ყუ­რადღე­ბას…

  1. რო­გორ გა­მო­ვი­ყე­ნოთ ეს რე­სურ­სი

მა­ინც რო­გორ წარ­ვ­მარ­თოთ კითხ­ვის აქ­ტი­ვო­ბე­ბი მი­სი გა­მო­ყე­ნე­ბით?

მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია, დი­დი წიგ­ნის წა­კითხ­ვა და­ვიწყოთ ყდა­ზე ინ­ტე­რაქ­ცი­ით. პირ­ველ რიგ­ში, ყუ­რადღე­ბას ვა­მახ­ვი­ლებთ სა­თა­ურ­ზე. ვსა­უბ­რობთ მის ში­ნა­არ­სობ­რივ მნიშ­ვ­ნე­ლო­ბა­ზე, რას გვახ­სე­ნებს, რა­ზე შე­იძ­ლე­ბა მი­უ­თი­თებ­დეს იგი? სა­თა­უ­რის მი­ხედ­ვით რა­ზე შე­იძ­ლე­ბა იყოს ეს წიგ­ნი? შემ­დეგ ყუ­რადღე­ბას ვა­მახ­ვი­ლებთ ყდის ილუს­ტ­რა­ცი­ა­ზე, რო­მე­ლიც უნ­და აზუს­ტებ­დეს სა­თა­უ­რის გზავ­ნილს, უნ­და წარ­მო­ად­გენ­დეს წიგ­ნის მთა­ვარ ში­ნა­არსს, პერ­სო­ნაჟს/პერ­სო­ნა­ჟებს და სხვ. ყუ­რადღე­ბა მახ­ვილ­დე­ბა ავ­ტორ­ზეც, რო­მე­ლიც, წე­სით, ყდის ზე­და ნა­წილ­ში უნ­და ეწე­როს. უნ­და ვი­სა­უბ­როთ ავ­ტო­რის შე­სა­ხე­ბაც, თუ რა იცი­ან მოს­წავ­ლე­ებ­მა მას­ზე (ცხა­დია, ეს უნ­და წა­რი­მარ­თოს სა­მიზ­ნე ენა­ზე და, შე­სა­ბა­მი­სად, ჩვენ, გარ­კ­ვე­ულ­წი­ლად, შეზღუ­დუ­ლე­ბი ვიქ­ნე­ბით მოს­წავ­ლე­თა ენობ­რი­ვი მზა­ო­ბის გა­მო. თუმ­ცა არ უნ­და ავუკ­რ­ძა­ლოთ მოს­წავ­ლე­ებს მო­საზ­რე­ბე­ბის მშობ­ლი­ურ ენა­ზე გა­მოთ­ქ­მა, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, გვეს­მის თუ არა ეს ენა ჩვენ, მას­წავ­ლებ­ლებს).

შემ­დე­გი ნა­ბი­ჯი იქ­ნე­ბა ილუს­ტ­რა­ცი­ე­ბის გა­დათ­ვა­ლი­ე­რე­ბა. ათ­ვა­ლი­ე­რე­ბენ თი­თო­ე­ულ ილუს­ტ­რა­ცი­ას და გა­ნი­ხი­ლა­ვენ მათ. აღ­წე­რენ, თუ რა ში­ნა­არსს გად­მოს­ცემს ეს ილუს­ტ­რა­ცი­ე­ბი. გა­მოთ­ქ­ვა­მენ ვა­რა­უდს მომ­დევ­ნო ილუს­ტ­რა­ცი­ის შე­სა­ხებ. ზო­გი­ერ­თი მას­წავ­ლე­ბე­ლი ამ­ჯო­ბი­ნებს, ილუს­ტ­რა­ცი­ე­ბი კი არ და­ათ­ვა­ლი­ე­რე­ბი­ნოს და შემ­დეგ წა­ა­კითხონ ტექ­ს­ტი, არა­მედ თი­თო­ე­უ­ლი ილუს­ტ­რა­ცი­ის გან­ხილ­ვის შემ­დეგ წა­ი­კითხონ მი­სი შე­სა­ბა­მი­სი ტექ­ს­ტი და გა­და­ვიდ­ნენ მე­ო­რე ილუს­ტ­რა­ცი­ა­ზე, რა­თა ბო­ლომ­დე შე­ნარ­ჩუნ­დეს წიგ­ნის ში­ნა­არ­სის ინ­ტ­რი­გა, რაც სა­სურ­ვე­ლია, გა­აჩ­ნ­დეს ამ წიგ­ნებს. ჩვენ შეგ­ვიძ­ლია, ერ­თი მიდ­გო­მა გა­მო­ვი­ყე­ნოთ ერ­თი წიგ­ნის წა­კითხ­ვი­სას, ხო­ლო მე­ო­რე წიგ­ნის წა­კითხ­ვი­სას მე­ო­რე მიდ­გო­მა მოვ­სინ­ჯოთ.

არ­სე­ბობს დი­დი წიგ­ნე­ბის წა­კითხ­ვის რამ­დე­ნი­მე გავ­რ­ცე­ლე­ბუ­ლი მე­თო­დი/სტრა­ტე­გია: 1. აუცი­ლე­ბე­ლი სა­მო­დე­ლო წა­კითხ­ვა. ამ დროს ბავ­შ­ვე­ბი დამ­წყე­ბი მკითხ­ვე­ლე­ბი არი­ან და მას­წავ­ლებ­ლის მი­ერ წა­კითხ­ვას გა­დამ­წყ­ვე­ტი რო­ლი აკის­რია. თი­თო­ე­უ­ლი გან­შ­ლის ტექ­ს­ტის ერ­თი-ორ­ჯერ სა­მო­დე­ლო წა­კითხ­ვა ხე­ლის გა­ყო­ლე­ბით მე­ტად სა­სარ­გებ­ლოა. 2. ექოს ტი­პის წა­კითხ­ვი­სას ჯერ მას­წავ­ლე­ბე­ლი კითხუ­ლობს ერთ წი­ნა­და­დე­ბას/სიტყ­ვას, შემ­დეგ მოს­წავ­ლე­ე­ბი კითხუ­ლო­ბენ ერ­თად და ხმა­მაღ­ლა იმა­ვეს. შე­საძ­ლოა, მას­წავ­ლე­ბელ­მა, კითხ­ვის გა­ხა­ლი­სე­ბის მიზ­ნით, მოს­წავ­ლე­თა გარ­კ­ვე­უ­ლი სა­ჭი­რო­ე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, ამ პრო­ცეს­ში შერ­ჩე­ვით ჩარ­თოს მოს­წავ­ლე­ე­ბი. მა­გა­ლი­თად, წი­ნა რი­გებ­ში მსხდო­მე­ბი, გო­გო­ნე­ბი, პირ­ვე­ლი ჯგუ­ფის ბავ­შ­ვე­ბი, ვი­საც შარ­ვა­ლი აც­ვია და სხვ. 3. ერ­თობ­ლი­ვად ხმა­მაღ­ლა წა­კითხ­ვაც ეფექ­ტუ­რია ამ დროს. მას­წავ­ლე­ბე­ლი, მოს­წავ­ლე­ებ­თან ერ­თად, ხე­ლის გა­ყო­ლე­ბით კითხუ­ლობს ხმა­მაღ­ლა. იგი თა­ვის ხმას ისე მარ­თავს, რომ მოს­წავ­ლე­ე­ბის კარ­გად კითხ­ვი­სას მი­ნი­მუ­მამ­დე დაჰ­ყავს სა­კუ­თა­რი ხმის სი­მაღ­ლე და პი­რი­ქით: რო­ცა გარ­კ­ვე­ულ სირ­თუ­ლე­ებს აწყ­დე­ბი­ან, უფ­რო უმაღ­ლებს ხმას.

წა­კითხ­ვის პა­რა­ლე­ლუ­რად, რა­საკ­ვირ­ვე­ლია, აქ­ცენ­ტი კეთ­დე­ბა ში­ნა­არ­სის აღ­ქ­მა­ზე, ტექ­ს­ტის გა­გე­ბა-გა­აზ­რე­ბა­ზე. ამ პრო­ცე­სის აზარ­ტუ­ლად წარ­მარ­თ­ვის მიზ­ნით, მას­წავ­ლე­ბე­ლი მი­მარ­თავს ვა­რა­უ­დე­ბის გა­მოთ­ქ­მი­სა და გა­და­მოწ­მე­ბის სტრა­ტე­გი­ას. სხვამს შე­კითხ­ვებს, ერ­თი მხრივ, მოს­წავ­ლე­თა გა­აზ­რე­ბის გა­და­მოწ­მე­ბის მიზ­ნით, მე­ო­რე მხრივ, ამ პრო­ცე­სის ხელ­შე­საწყო­ბად. რაც მთა­ვა­რია, ყვე­ლა მოს­წავ­ლეს უნ­და მი­ე­ცეს თა­ვი­სუფ­ლად აზ­რის გა­მოთ­ქ­მის და შე­კითხ­ვის დას­მის, დას­კ­ვ­ნის გა­კე­თე­ბის, მო­საზ­რე­ბის და­სა­ბუ­თე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბა, აგ­რეთ­ვე: წიგ­ნ­ზე შე­ხე­ბის, ხე­ლის მო­კი­დე­ბის უფ­ლე­ბა.

  1. რო­გორ და­ვამ­ზა­დოთ დი­დი წიგ­ნე­ბი

დი­დი წიგ­ნე­ბის დამ­ზა­დე­ბა შე­უძ­ლია ნე­ბის­მი­ერ მას­წავ­ლე­ბელს, მით უმე­ტეს, რო­დე­საც ამ პრო­ცეს­ში სი­ხა­რუ­ლით ერ­თ­ვე­ბი­ან მოს­წავ­ლე­ე­ბიც. შე­საძ­ლე­ბე­ლია, მე­ოთხე კლა­სის მოს­წავ­ლე­ე­ბი ჩავ­რ­თოთ ისე­თი დი­დი წიგ­ნის და­სამ­ზა­დებ­ლად, რო­მელ­საც გა­მო­ვი­ყე­ნებთ პირ­ველ ან მე­ო­რეკ­ლა­სე­ლებ­თან…

პირ­ველ რიგ­ში, უნ­და შე­ვარ­ჩი­ოთ სა­ინ­ტე­რე­სო ამ­ბა­ვი. ამის­თ­ვის რამ­დე­ნი­მე გზა გვაქვს: ა) ავი­ღოთ რო­მე­ლი­მე პო­პუ­ლა­რუ­ლი ზღა­პა­რი და მი­სი ტექ­ს­ტი და­ვიყ­ვა­ნოთ სა­ჭი­რო კონ­დი­ცი­ამ­დე, ანუ შე­ვამ­ცი­როთ, ბ) რო­მე­ლი­მე მოთხ­რო­ბა გა­და­ვა­კე­თოთ, გა­ვა­ა­დაპ­ტი­როთ, გ) ჩვენ­ვე დავ­წე­როთ, დ) ამ­ბა­ვი შევ­თხ­ზათ სი­უ­ჟე­ტუ­რი ბა­რა­თე­ბის მი­ხედ­ვით (მა­გა­ლი­თად, შე­მო­თა­ვა­ზე­ბულ ფო­ტო­ებ­ზე).

ტექ­ს­ტ­ზე მუ­შა­ო­ბი­სას უნ­და გა­ვით­ვა­ლის­წი­ნოთ შემ­დე­გი ას­პექ­ტე­ბი:

ტექ­ს­ტი არ უნ­და იყოს დი­დი ზო­მის. არ­სე­ბუ­ლი ტექ­ს­ტე­ბი უნ­და შე­ვამ­ცი­როთ.

წი­ნა­და­დე­ბე­ბიც მოკ­ლე და მარ­ტი­ვი უნ­და იყოს. გა­სათ­ვა­ლის­წი­ნე­ბე­ლია, რომ ერთ გვერ­დ­ზე უნ­და გან­თავ­ს­დეს ერ­თი, ორი ან სა­მი წი­ნა­და­დე­ბა. ოთხი წი­ნა­და­დე­ბა უკ­ვე ბევ­რია, კი არა, სა­მიც არაა სა­სურ­ვე­ლი, რად­გან გა­და­იტ­ვირ­თე­ბა.

ტექ­ს­ტ­ში უნ­და მი­ვე­ძა­ლოთ ენა­ში არ­სე­ბუ­ლი ხში­რი სიტყ­ვე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბას. ასე­თი სიტყ­ვე­ბის ამო­კითხ­ვა­ში გა­წაფ­ვა ერ­თობ ეხ­მა­რე­ბა პა­ტა­რა მკითხ­ვე­ლებს თა­ვად ამ ტექ­ს­ტის წა­კითხ­ვა­ში და, ზო­გა­დად, კითხ­ვის უნა­რის დახ­ვე­წა­ში.

თვა­ლის­თ­ვის მიმ­ზიდ­ვე­ლი და ად­ვი­ლად და­სა­მახ­სოვ­რე­ბე­ლია გა­მე­ო­რე­ბუ­ლი შო­რის­დე­ბუ­ლე­ბის (ვაი! უუხ!..), ხმის გა­მომ­ხატ­ვე­ლი თან­ხ­მო­ვან­თა ერ­თო­ბე­ბის (ფშშშშშშ… წკრრრრრ…) გა­მო­ყე­ნე­ბა.

გა­ფორ­მე­ბი­სას აუცი­ლე­ბე­ლია ილუს­ტ­რა­ცი­ე­ბის მო­ფიქ­რე­ბა და და­ხატ­ვა. ერთ გან­შ­ლა­ზე მარ­ცხ­ნივ ილუს­ტ­რა­ცია იქ­ნე­ბა, მარ­ჯ­ვ­ნივ ტექ­ს­ტი (ზო­გი­ერ­თი მას­წავ­ლე­ბე­ლი ზე­და ნა­წილ­ში ხა­ტავს ილუს­ტ­რა­ცი­ას და ქვე­მოთ წერს ტექსტს.)

არ უნ­და დაგ­ვა­ვიწყ­დეს ყდის გა­ფორ­მე­ბაც: სა­თა­უ­რის ლა­მა­ზი, დი­დი ასო­ე­ბით და­წე­რა, იქ­ვე საკ­ვან­ძო ილუს­ტ­რა­ცი­ის და­ხატ­ვა, ავ­ტო­რის, გა­მომ­ცემ­ლო­ბი­სა და გა­მო­ცე­მის წე­ლის და­წე­რა.

რაც შე­ე­ხე­ბა ასო­ე­ბის ზო­მას, რო­გორც ვნა­ხეთ, ასო­ე­ბი იმ­დე­ნად დი­დი უნ­და იყოს, რომ მა­თი აღ­ქ­მა თა­ვი­სუფ­ლად შე­იძ­ლე­ბო­დეს მოზ­რ­დი­ლი საკ­ლა­სო ოთა­ხის ბო­ლო­და­ნაც. ეს ას­პექ­ტი უნ­და გა­ვით­ვა­ლის­წი­ნოთ ილუს­ტ­რა­ცი­ე­ბის და­ხატ­ვის დრო­საც, უნ­და მო­ვე­რი­დოთ შე­უმ­ჩ­ნე­ვე­ლი დე­ტა­ლე­ბით მათ გა­დატ­ვირ­თ­ვას.

ზე­მოხ­სე­ნე­ბუ­ლი რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით შე­საძ­ლე­ბე­ლი იქ­ნე­ბა მე­ტად სა­ინ­ტე­რე­სო და სა­სი­ა­მოვ­ნო რე­სურ­სი და­ვამ­ზა­დოთ და გა­მო­ვი­ყე­ნოთ ჩვე­ნი უმ­ც­რო­სი მოს­წავ­ლე­ე­ბის კითხ­ვის კომ­პე­ტენ­ცი­ის გა­წაფ­ვის­თ­ვის.

    

   

ფო­ტო­ებ­ზე წარ­მოდ­გე­ნი­ლია ჩემ მი­ერ სი­უ­ჟე­ტუ­რი ბა­რა­თე­ბის (სა­მო­ქა­ლა­ქო ინ­ტეგ­რა­ცი­ი­სა და ეროვ­ნე­ბათ­შო­რი­სი ურ­თი­ერ­თო­ბის ცენ­ტ­რის გა­მო­ცე­მა) მი­ხედ­ვით დამ­ზა­დე­ბუ­ლი დი­დი წიგ­ნის — „ცელ­ქი ბურ­თი“ ფო­ტო­ე­ბი.

გი­ორ­გი ჭა­უ­ჭი­ძე

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები