19 მარტი, სამშაბათი, 2024

გიორგი ვაშაკიძემ თანამდებობა დატოვა

spot_img

„მეგობრებო, განათლების, მეცნიერების, კულტურის და სპორტის სამინისტროში ჩემი მოღვაწეობა დასრულდა. ეს მოღვაწეობა იყო ხანმოკლე, მაგრამ საინტერესო. დამაკლდება ჩემი საქმე, რომელსაც პირნათლად და კეთილსინდისიერად ვემსახურებოდი. ასევე დამაკლდებიან ჩემი კოლეგები და თანამშრომლები, რომლებთან ერთად ბევრი შევძელი და კიდევ უფრო მეტს შევძლებდი. მინდა, წარმატებები ვუსურვო მათ. არამგონია, იმაზე დიდი პატივი არსებობდეს ამქვეყნად, რომ ემსახურო მოსწავლეების, სტუდენტების, მასწავლებლების და მეცნიერების საჭიროებებს და მათ კეთილდღეობაზე ზრუნავდე. მჯერა, რომ საქართველოს მომავალი განათლებაშია და ისიც მჯერა, რომ ეს მომავალი ნათელია. წარმატებები!!!“  – გიორგი ვაშაკიძე

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები