24 აპრილი, ოთხშაბათი, 2024

გარანტიები ბავშვთა დაცვის, თავისუფლებისა და ფუნდამენტური პრინციპების რეალიზებისთვის

spot_img

4 თე­ბერ­ვალს ბავ­შ­ვის უფ­ლე­ბა­თა კო­დექ­სის პრო­ექ­ტის პრე­ზენ­ტა­ცია გა­ი­მარ­თა, რომ­ლის მი­ზა­ნია, კა­ნონ­პ­რო­ექ­ტის მი­ღე­ბამ­დე, სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში და­იწყოს შე­სა­ბა­მი­სი დის­კუ­სია და გან­ხილ­ვა. კო­დექ­სი შე­მუ­შავ­და სა­ქარ­თ­ვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტის ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბა­თა და სა­მო­ქა­ლა­ქო ინ­ტეგ­რა­ცი­ის კო­მი­ტე­ტის მი­ერ, გა­ე­როს ბავ­შ­ვ­თა ფონ­დის ტექ­ნი­კუ­რი მხარ­და­ჭე­რით.

ბავ­შ­ვის უფ­ლე­ბა­თა კო­დექ­სი არის სპე­ცი­ა­ლუ­რი კა­ნო­ნი, რო­მე­ლიც ად­გენს სა­კა­ნონ­მ­დებ­ლო სა­ფუძ­ვ­ლებს, დაც­ვის სა­შუ­ა­ლე­ბებ­სა და გა­რან­ტი­ებს ბავ­შ­ვის უფ­ლე­ბე­ბის, თა­ვი­სუფ­ლე­ბე­ბი­სა და ფუნ­და­მენ­ტუ­რი პრინ­ცი­პე­ბის რე­ა­ლი­ზე­ბის­თ­ვის. კო­დექ­სი იქ­ნე­ბა სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო სა­მარ­თ­ლებ­რი­ვი აქ­ტი ყვე­ლა სა­ხელ­მ­წი­ფო ორ­გა­ნოს­თ­ვის, ად­გი­ლობ­რი­ვი თვით­მ­მარ­თ­ვე­ლო­ბე­ბის­თ­ვის, სხვა ად­მი­ნის­ტ­რა­ცი­უ­ლი ორ­გა­ნო­ე­ბის­თ­ვის, სა­ერ­თო სა­სა­მარ­თ­ლო­ე­ბის­თ­ვის, სა­ჯა­რო და კერ­ძო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბი­სა და ფი­ზი­კუ­რი პი­რე­ბის­თ­ვის ბავ­შ­ვ­თა სა­კითხებ­ზე მუ­შა­ო­ბის და გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბის მი­ღე­ბის პრო­ცეს­ში.

„ბავ­შ­ვის კო­დექ­სი უზ­რუნ­ველ­ყოფს ჩვე­ნი ქვეყ­ნის მო­მავ­ლის­თ­ვის ძა­ლი­ან მნიშ­ვ­ნე­ლო­ვანს — ბავ­შ­ვის კე­თილ­დღე­ო­ბი­სა და დაც­ვის უზ­რუნ­ველ­ყო­ფას. ჩვენ ვაძ­ლი­ე­რებთ ოჯა­ხებს, იმავ­დ­რო­უ­ლად ვზრუ­ნავთ იმა­ზე, რომ სა­დაც ოჯა­ხი ვერ არ­თ­მევს თავს ბავ­შ­ვის კე­თილ­დღე­ო­ბას, იქ სა­ხელ­მ­წი­ფომ იტ­ვირ­თოს ეს ვალ­დე­ბუ­ლე­ბა იმ­გ­ვა­რად, რომ სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ცხოვ­რე­ბის ყვე­ლა სეგ­მენ­ტ­ში ბავ­შ­ვი იყოს ბედ­ნი­ე­რი. ჩვენ ამ რე­ფორ­მა­ზე თით­ქ­მის ორი წე­ლია ვმუ­შა­ობთ. გა­ე­როს ბავ­შ­ვ­თა ფონ­დის ხელ­მ­ძღ­ვა­ნელ­მა, ბა­ტონ­მა ღა­სან ხა­ლილ­მა ამ პრო­ექ­ტ­ში თა­ვი­სი დი­დი წვლი­ლი შე­ი­ტა­ნა, რის­თ­ვი­საც გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი მად­ლო­ბა მინ­და გა­და­ვუ­ხა­დო“, — გა­ნაცხა­და სა­ქარ­თ­ვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტის ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბა­თა და სა­მო­ქა­ლა­ქო ინ­ტეგ­რა­ცი­ის კო­მი­ტე­ტის თავ­მ­ჯ­დო­მა­რემ, სო­ფო კი­ლა­ძემ.

გა­ე­როს ბავ­შ­ვ­თა ფონ­დის წარ­მო­მად­გე­ნელ­მა სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში, ღა­სან ხა­ლილ­მა აღნიშნა, რომ გა­ე­როს ბავ­შ­ვის უფ­ლე­ბა­თა კო­მი­ტე­ტის ერთ-ერ­თი რე­კო­მენ­და­ცია იყო, სა­ქარ­თ­ვე­ლოს ჰქო­ნო­და სპე­ცი­ა­ლუ­რი კა­ნო­ნი ბავ­შ­ვის უფ­ლე­ბა­თა შე­სა­ხებ. „2017 წელს იუნი­სეფ­მა ჩა­ა­ტა­რა ეროვ­ნუ­ლი კა­ნონ­მ­დებ­ლო­ბის ყოვ­ლის­მომ­ც­ვე­ლი ანა­ლი­ზი ბავ­შ­ვის უფ­ლე­ბებ­თან და­კავ­ში­რე­ბით. ანა­ლი­ზის შე­დე­გად გა­მო­იკ­ვე­თა 30-ზე მე­ტი კა­ნო­ნის ცვლი­ლე­ბის და ბავ­შ­ვის უფ­ლე­ბე­ბის შე­სა­ხებ ცალ­კე სა­კა­ნონ­მ­დებ­ლო აქ­ტის შექ­მ­ნის სა­ჭი­რო­ე­ბა. ჩვენ გან­ვაგ­რ­ძობთ პარ­ლა­მენ­ტის მხარ­და­ჭე­რას კო­დექ­სის პრო­ექ­ტის სრულ­ყო­ფის და მის შე­სა­ხებ სა­ზო­გა­დო­ე­ბის ინ­ფორ­მი­რე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით კო­დექ­სის მი­ღე­ბამ­დე“.

ღა­სან ხა­ლი­ლი მი­იჩ­ნევს, რომ ბავ­შ­ვის უფ­ლე­ბა­თა კო­დექ­სი, გრძელ­ვა­დი­ან პერ­ს­პექ­ტი­ვა­ში, მნიშ­ვ­ნე­ლოვ­ნად გა­ა­უმ­ჯო­ბე­სებს ბავ­შ­ვ­თა დაც­ვას და მათ მდგო­მა­რე­ო­ბას სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში, ამი­ტომ იუნი­სე­ფი დიდ მნიშ­ვ­ნე­ლო­ბას ანი­ჭებს ამ კა­ნონ­პ­რო­ექტს და მის მი­ღე­ბას. „კა­ნო­ნი შექ­მ­ნის სა­მარ­თ­ლებ­რივ სა­ფუძ­ველს სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში ბავ­შ­ვ­თა დაც­ვის მი­მარ­თუ­ლე­ბით, ასე­ვე შექ­მ­ნის სა­ხელ­მ­წი­ფო სის­ტე­მას, სა­დაც გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა ბავ­შ­ვის სა­უ­კე­თე­სო ინ­ტე­რე­სე­ბი. ბევ­რი სა­ჭი­რო და მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი კა­ნო­ნია მი­ღე­ბუ­ლი ბავ­შ­ვ­თა უფ­ლე­ბე­ბის და­სა­ცა­ვად — არას­რულ­წ­ლო­ვან­თა მარ­თ­ლ­მ­სა­ჯუ­ლე­ბის კო­დექ­სი, სო­ცი­ა­ლუ­რი სა­მუ­შა­ოს შე­სა­ხებ კა­ნო­ნი, მაგ­რამ ეს იქ­ნე­ბა კა­ნო­ნი — ჩარ­ჩო-დო­კუ­მენ­ტი, რო­მე­ლიც გა­მო­იწ­ვევს ცვლი­ლე­ბებს სხვა კა­ნონ­ში, სის­ტე­მა­ში, გრძელ­ვა­დი­ან პერ­ს­პექ­ტი­ვა­ში და, რაც მთა­ვა­რია — უფ­რო მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი დო­კუ­მენ­ტი ბავ­შ­ვე­ბის დაც­ვის სის­ტე­მის შე­საქ­მ­ნე­ლად სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში. მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია ისიც, რომ კო­დექ­სი ით­ვა­ლის­წი­ნებს სხვა­დას­ხ­ვა სექ­ტო­რის თა­ნამ­შ­რომ­ლო­ბას და გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბულ კო­ორ­დი­ნა­ცი­ას, რომ ყვე­ლამ ერ­თ­ობლივად მო­ახ­დი­ნოს ბავ­შ­ვის უფ­ლე­ბე­ბის დაც­ვა.“

იუნი­სე­ფის რე­გი­ო­ნუ­ლი მრჩე­ვე­ლი ჟე­ნე­ვის სა­თაო ოფი­სი­დან, აარონ გრინ­ბერ­გი კო­დექსს საკ­მა­ოდ ამ­ბი­ცი­ურ დო­კუ­მენ­ტად მო­იხ­სე­ნი­ებს. იმის­თ­ვის, რომ შე­დე­გი დად­გეს, აუცი­ლე­ბე­ლია მულ­ტი­დის­ციპ­ლი­ნუ­რი მიდ­გო­მა და სხვა­დას­ხ­ვა უწყე­ბის ჩარ­თ­ვა, იქ­ნე­ბა ეს იუს­ტი­ცი­ის, ჯან­დაც­ვის თუ გა­ნათ­ლე­ბის სა­მი­ნის­ტ­რო­ე­ბი. „პო­ლი­ტი­კა­ში არ არ­სე­ბობს წარ­მა­ტე­ბა, რო­მელ­საც თან არ ახ­ლავს დი­დი შრო­მა. ვფიქ­რობ, თავ­და­უ­ზო­გა­ვი შრო­მით და მონ­დო­მე­ბით თქვენ წარ­მა­ტე­ბას მი­აღ­წევთ“.  

მრჩე­ვე­ლი ყუ­რადღე­ბას ამახ­ვი­ლებს ბო­ლო დროს ქვე­ყა­ნა­ში ბავ­შ­ვე­ბის მი­მართ განხორციელებულ ძა­ლა­დო­ბის შემ­თხ­ვე­ვებ­ზე, თუმ­ცა ამ­ბობს, რომ მსგავ­სი ფაქ­ტე­ბი მხო­ლოდ აქ არ ხდე­ბა, მთა­ვა­რია, ყუ­რადღე­ბის მიღ­მა არ დარ­ჩეს და მა­თი   იდენ­ტი­ფი­ცი­რე­ბა არა­სა­სურ­ვე­ლი მოვ­ლე­ნე­ბის გან­ვი­თა­რე­ბამ­­დე შევ­ძ­ლოთ.

„მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია სა­ზი­ა­რო/ერ­თობ­ლი­ვი პა­სუ­ხიმ­გებ­ლო­ბა იგ­რ­ძ­ნონ სხვა­დას­ხ­ვა სა­მი­ნის­ტ­რო­ე­ბი­სა და უწყე­ბე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლებ­მა და მხო­ლოდ რო­მე­ლი­მე კონ­კ­რე­ტულ სა­მი­ნის­ტ­როს არ და­ე­კის­როს პა­სუ­ხის­მ­გებ­ლო­ბა. ყვე­ლა უწყე­ბამ, რო­მელ­საც ოდ­ნავ მა­ინც აქვს შე­ხე­ბა ბავ­შ­ვებ­თან, თა­ნაბ­რად უნ­და იზ­რუ­ნოს მა­თი უფ­ლე­ბე­ბის დაც­ვა­ზე. იუნი­სე­ფი მზა­დაა გა­ნაგ­რ­ძოს სა­ქარ­თ­ვე­ლოს მთავ­რო­ბის მხარ­და­ჭე­რა და ამ პრო­ცესს ძა­ლი­ან აქ­ტი­უ­რად ვა­დევ­ნებთ თვალს ჟე­ნე­ვი­დან, სა­თაო ოფი­სი­დან.

ბევრ ქვე­ყა­ნა­ში მი­ნა­ხავს, თუ რო­გორ შეც­ვა­ლა ბავ­შ­ვ­თა უფ­ლე­ბე­ბის კო­დექ­ს­მა ბავ­შ­ვე­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა, სწო­რედ ასე გვინ­და, რომ მოხ­დეს სა­ქარ­თ­ვე­ლო­შიც. მჯე­რა, რომ ხე­ლი­სუფ­ლე­ბა არ და­უშ­ვებს ნაკ­ლე­ბი შე­დე­გის მო­ტა­ნას.“ — აღ­ნიშ­ნა აარონ გრინ­ბერ­გ­მა.

ბავ­შ­ვის უფ­ლე­ბა­თა კო­დექ­სის პრო­ექ­ტი:

* მო­ი­ცავს ბავ­შ­ვის ყვე­ლა უფ­ლე­ბა­სა და თა­ვი­სუფ­ლე­ბას და აწე­სებს მა­თი დაც­ვი­სა და რე­ა­ლი­ზე­ბის­თ­ვის სა­ჭი­რო მე­ქა­ნიზმს. კა­ნონ­პ­რო­ექ­ტი გან­სა­კუთ­რე­ბულ ყუ­რადღე­ბას უთ­მობს ოჯა­ხის ყვე­ლა ტი­პის ძა­ლა­დო­ბის­გან დაც­ვის, ინ­კ­ლუ­ზი­უ­რი გა­ნათ­ლე­ბი­სა და ჯან­დაც­ვის, სო­ცი­ა­ლუ­რი დაც­ვი­სა და მარ­თ­ლ­მ­სა­ჯუ­ლე­ბა­ზე წვდო­მის უფ­ლე­ბე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბას.

* აღ­მოფხ­ვ­რის ბავ­შ­ვის უფ­ლე­ბე­ბი­სა და თა­ვი­სუფ­ლე­ბე­ბის რე­ა­ლი­ზე­ბი­სას არ­სე­ბულ უთა­ნას­წო­რო­ბას ბავ­შ­ვის უფ­ლე­ბე­ბის დაც­ვის უკე­თე­სი სის­ტე­მის სა­შუ­ა­ლე­ბით, რო­მე­ლიც ით­ვა­ლის­წი­ნებს ბავ­შ­ვი­სა და მი­სი ოჯა­ხის ინ­დი­ვი­დუ­ა­ლურ სა­ჭი­რო­ე­ბებს.

* აწე­სებს, ბავ­შ­ვ­თა უფ­ლე­ბე­ბის დაც­ვის მიზ­ნით, სა­ხელ­მ­წი­ფოს ან­გა­რიშ­ვალ­დე­ბუ­ლე­ბის მე­ქა­ნიზმს, რომ­ლის ნა­წი­ლი იქ­ნე­ბა ბავ­შ­ვ­ზე ზე­გავ­ლე­ნის შე­ფა­სე­ბა, უწყე­ბა­თა­შო­რი­სი კო­ორ­დი­ნა­ცია, მულ­ტი­დის­ციპ­ლი­ნუ­რი თა­ნამ­შ­რომ­ლო­ბა, მო­ნა­ცემ­თა შეგ­რო­ვე­ბა და ანა­ლი­ზი ინ­ფორ­მი­რე­ბუ­ლი პო­ლი­ტი­კი­სათ­ვის, ბავ­შ­ვ­თა სა­კითხებ­ზე მო­მუ­შა­ვე პრო­ფე­სი­ო­ნა­ლე­ბის სპე­ცი­ა­ლი­ზა­ცია.

„წარ­მოდ­გე­ნი­ლი კა­ნონ­პ­რო­ექ­ტი შე­სა­ბა­მი­სო­ბა­შია და იზი­ა­რებს გა­ე­როს ბავ­შ­ვის უფ­ლე­ბა­თა კონ­ვენ­ცი­ის სუ­ლის­კ­ვე­თე­ბას, რომ აღი­ა­როს ბავ­შ­ვი რო­გორც უფ­ლე­ბე­ბის მქო­ნე სუ­ბი­ექ­ტი, რო­მელ­საც აქვს უფ­ლე­ბე­ბი, ფლობს ინ­ფორ­მა­ციას ამ უფ­ლე­ბე­ბის შე­სა­ხებ, აც­ნო­ბი­ე­რებს მას და აქვს შე­საძ­ლებ­ლო­ბა, თა­ვა­დაც შეძ­ლოს და­მო­უ­კი­დებ­ლად მი­ნი­ჭე­ბუ­ლი უფ­ლე­ბე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა. ის შე­სა­ბა­მი­სო­ბა­შია რო­გორც კონ­ვენ­ცი­ას­თან, ისე მის და­მა­ტე­ბით ოქ­მებ­თან, რო­მე­ლიც ეხე­ბა ბავ­შ­ვის დაც­ვას სხვა­დას­ხ­ვა ფორ­მის ძა­ლა­დო­ბის­გან.“ — ამ­ბობს ნა­ნა ჩა­ფი­ძე, გა­ე­როს ბავ­შ­ვ­თა ფონ­დის კონ­სულ­ტან­ტი ბავ­შ­ვ­თა უფ­ლე­ბებ­ზე.

კო­დექ­ს­ში მნიშ­ვ­ნე­ლოვ­ანი აქ­ცენ­ტი კეთ­დე­ბა ბავ­შ­ვის ოჯა­ხის მხარ­და­ჭე­რის კომ­პო­ნენ­ტ­ზე, ბავ­შვ­თა მი­ტო­ვე­ბი­სა და მშობ­ლე­ბი­სა­გან გან­ცალ­კე­ვე­ბის პრე­ვენ­ცი­ის­თ­ვის. დღე­ის მდგო­მა­რე­ო­ბით, ამ კუთხით, მთა­ვა­რი პრინ­ცი­პე­ბი და მა­რე­გუ­ლი­რე­ბე­ლი კა­ნონ­მ­დებ­ლო­ბა არ არ­სე­ბობს, სხვა­დას­ხ­ვა კა­ნო­ნებ­ში და კა­ნონ­ქ­ვემ­დე­ბა­რე აქ­ტებ­შია გაბ­ნე­უ­ლი. სის­ტე­მა ასე­თია, რო­დე­საც ოჯახ­ში ბავ­შ­ვის დარ­ჩე­ნა ეწი­ნა­აღ­მ­დე­გე­ბა მის სა­უ­კე­თე­სო ინ­ტე­რე­სებს და აუცი­ლე­ბე­ლია მი­სი გან­ცალ­კე­ვე­ბა ოჯა­ხის­გან (ეს უკი­დუ­რეს შემ­თხ­ვე­ვა­ში ხდე­ბა, რო­ცა სა­ხე­ზე გვაქვს ბავ­შ­ვის მი­მართ ოჯახ­ში ძა­ლა­დო­ბა ან რო­დე­საც მას არ ჰყავს მშობ­ლე­ბი და მოკ­ლე­ბუ­ლია მზრუნ­ვე­ლო­ბას), სა­ხელ­მ­წი­ფო ვალ­დე­ბუ­ლია, ჩა­ე­რი­ოს და ბავშვს შეს­თა­ვა­ზოს ოჯა­ხურ გა­რე­მოს­თან მი­ახ­ლო­ე­ბუ­ლი ალ­ტერ­ნა­ტი­უ­ლი ზრუნ­ვის მე­ქა­ნიზ­მი. ასეთ შემ­თხ­ვე­ვა­ში, კო­დექ­სი მკაც­რად გან­საზღ­ვ­რავს ბავ­შ­ვის ალ­ტერ­ნა­ტი­ულ ზრუნ­ვა­ში გან­თავ­სე­ბის ძი­რი­თად პრინ­ცი­პებს და და­მა­ტე­ბით კონ­ტ­როლს აწე­სებს, ბავ­შ­ვის უფ­ლე­ბე­ბის დაც­ვის გა­რან­ტი სა­სა­მარ­თ­ლო გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბა ხდე­ბა. „გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბის მი­ღე­ბის პრო­ცეს­ში კი ჩარ­თუ­ლი იქ­ნე­ბა რო­გორც ბავ­შ­ვი, ისე მას­ზე მზრუნ­ვე­ლი პი­რე­ბი და სხვა უწყე­ბე­ბი, რომ­ლებ­მაც მას სერ­ვი­სე­ბი და პროგ­რა­მე­ბი უნ­და შეს­თა­ვა­ზონ“ — ამ­ბობს ნა­ნა ჩა­ფი­ძე.

ბავ­შ­ვ­თა დაც­ვის ამ ინო­ვა­ცი­უ­რი მე­თო­დის გარ­და, ქალ­ბა­ტო­ნი ნა­ნა კი­დევ ერთ მნიშ­ვ­ნე­ლო­ვან სი­ახ­ლე­ზე — ბავ­შ­ვის უფ­ლე­ბებ­ზე ზე­გავ­ლე­ნის შე­ფა­სე­ბის მე­ქა­ნიზ­მ­ზე სა­უბ­რობს: „რო­დე­საც პარ­ლა­მენ­ტი რო­მე­ლი­მე კა­ნონს, ბი­უ­ჯე­ტის შე­სა­ხებ გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბას ან კა­ნონ­ქ­ვემ­დე­ბა­რე აქტს/დად­გე­ნი­ლე­ბას იღებს, მუ­შა­ო­ბის პრო­ცეს­ში ვალ­დე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა წი­ნას­წარ შე­ა­ფა­სოს პო­ზი­ტი­უ­რი/ნე­გა­ტი­უ­რი რის­კე­ბი, რა ზე­გავ­ლე­ნას მო­ახ­დენს მო­მა­ვალ­ში ბავ­შ­ვ­ზე, ბავ­შ­ვ­თა ჯგუფ­ზე ან სა­ერ­თოდ ბავ­შ­ვ­თა პო­პუ­ლა­ცი­ა­ზე. პრო­ცე­სი მათ წი­ნას­წა­რი გან­საზღ­ვ­რის სა­შუ­ა­ლე­ბას მის­ცემთ — თუ­კი რა­ი­მე ტი­პის საფ­რ­თხე გა­მო­იკ­ვე­თე­ბა, თავ­ში­ვე შეც­ვა­ლონ და მი­ი­ღონ ისე­თი კა­ნო­ნი ან გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბა, რო­მე­ლიც უპი­რა­ტე­სო­ბას ბავ­შ­ვის ინ­ტე­რე­სებს მი­ა­ნი­ჭებს. ეს არის პრინ­ცი­პი, რო­მე­ლიც დღემ­დე არც ერთ კა­ნონ­ში არ იყო და­ნერ­გი­ლი, რო­გორც ფორ­მა­ლუ­რი შე­ფა­სე­ბის პრო­ცე­დუ­რა. კო­დექ­ს­ში გან­საზღ­ვ­რუ­ლი იქ­ნე­ბა ის კონ­კ­რე­ტუ­ლი კრი­ტე­რი­უ­მე­ბი, თუ რა შე­დის ბავ­შ­ვის სა­უ­კე­თე­სო ინ­ტე­რე­სებ­ში. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბა მხო­ლოდ ბავ­შ­ვის ინ­ტე­რე­სე­ბის დაც­ვას და მი­სი უფ­ლე­ბე­ბის მხარ­და­ჭე­რას ემ­სა­ხუ­რე­ბა, თუ დარ­ღ­ვე­უ­ლია რო­მე­ლი­მე უფ­ლე­ბა — მის აღ­დ­გე­ნას და შე­სა­ბა­მი­სი სერ­ვი­სე­ბის შე­თა­ვა­ზე­ბას.“

კი­დევ ერ­თი სი­ახ­ლე, რო­მელ­საც კო­დექ­სი და­ამ­კ­ვიდ­რებს, მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტე­ბის რო­ლის მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი ზრდაა. ყვე­ლა მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტი ვალ­დე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა, გან­საზღ­ვ­როს შე­სა­ბა­მი­სი სამ­სა­ხუ­რი (გა­აძ­ლი­ე­როს ან შექ­მ­ნას), რო­მე­ლიც ბავ­შ­ვის მხარ­და­ჭე­რი­სა და დაც­ვის პროგ­რა­მე­ბის მარ­თ­ვას, სა­ხელ­მ­წი­ფო პო­ლი­ტი­კის შე­სა­ბა­მი­სად და კო­დექ­სის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, ად­გი­ლობ­რივ დო­ნე­ზე გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლებს.

„პარ­ტ­ნი­ო­რო­ბა ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბე­ბის­თ­ვის“ ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლი ანა აბა­ში­ძე კო­დექსს ზო­გა­დად ძა­ლი­ან პო­ზი­ტი­უ­რად აფა­სებს, მაგ­რამ გარ­კ­ვე­უ­ლი სა­კითხე­ბი კითხ­ვებს აჩენს.

„ის, რომ გვექ­ნე­ბა სპე­ცი­ა­ლუ­რი ბავ­შ­ვ­თა უფ­ლე­ბე­ბის კო­დექ­სი, სა­დაც თავ­მოყ­რი­ლი იქ­ნე­ბა ბავ­შ­ვ­თა სფე­როს მა­რე­გუ­ლი­რე­ბე­ლი კა­ნონ­მ­დებ­ლო­ბა, ეს, იური­დი­უ­ლი ტექ­ნი­კის თვალ­საზ­რი­სი­თაც და მენ­ტა­ლურ დო­ნე­ზეც, სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თ­ვის ბევ­რის მთქმე­ლია. პირ­ველ რიგ­ში, სპე­ცი­ა­ლუ­რი კა­ნო­ნის მი­ღე­ბით ვა­ფიქ­სი­რებთ მზა­ო­ბას, რომ ბავ­შ­ვ­თა თე­მე­ბი ქვეყ­ნის­თ­ვის ძა­ლი­ან მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია. კო­დექ­სიც საკ­მა­ოდ სა­ინ­ტე­რე­სო, პრინ­ცი­პულ შე­მო­თა­ვა­ზე­ბებს აკე­თებს — უპირ­ვე­ლე­სად კა­ნონ­მ­დებ­ლო­ბის რამ­დე­ნი­მე ნა­წილ­ში გვთა­ვა­ზობს სი­ახ­ლეს, რო­მე­ლიც ძა­ლი­ან მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია და მხარს ვუ­ჭერ. მა­გა­ლი­თად, ბავ­შ­ვ­თა თე­მებ­ზე მო­მუ­შა­ვე ყვე­ლა ადა­მი­ა­ნის სპე­ცი­ა­ლი­ზა­ცია, რო­გორც ვალ­დე­ბუ­ლე­ბა. შე­სა­ბა­მი­სად, ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით ვე­რა­ვინ იმუ­შა­ვებს, თუ ის სპე­ცი­ა­ლი­ზე­ბუ­ლი არ იქ­ნე­ბა ბავ­შ­ვ­თა უფ­ლე­ბებ­ში. ეს, თა­ვის­თა­ვად, გაზ­რ­დის მუ­შა­ო­ბის ხა­რისხს, ამის სა­უ­კე­თე­სო მა­გა­ლი­თია არას­რულ­წ­ლო­ვან­თა მარ­თ­ლ­მ­სა­ჯუ­ლე­ბის კო­დექ­სი. ასე­ვე მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია, მა­გა­ლი­თად, ბავ­შ­ვ­თა უფა­სო იური­დი­უ­ლი კონ­სულ­ტა­ცი­ე­ბი/დახ­მა­რე­ბა და ა.შ. მაგ­რამ არის თე­მე­ბი, რო­მე­ლიც ძა­ლი­ან ზო­გა­დია — მა­გა­ლი­თად, ბავ­შ­ვ­თა სი­ღა­რი­ბის დაძ­ლე­ვა ან, თუნ­დაც, ოჯა­ხე­ბის ეკო­ნო­მი­კუ­რი გაძ­ლი­ე­რე­ბის ნა­წილ­ში, მე­ტიც, საკ­მა­ოდ დეკ­ლა­რა­ცი­უ­ლია, უფ­რო მარ­ტი­ვად კი — არაფ­რის მთქმე­ლი, არა­და, ბავ­შ­ვ­თა უფ­ლე­ბე­ბის სფე­რო­ში ოჯა­ხე­ბის გაძ­ლი­ე­რე­ბა სწო­რედ ყვე­ლა­ზე მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი ფაქ­ტო­რია. კო­დექ­ს­ში კონ­კ­რე­ტუ­ლად არ ჩანს, ვინ რო­გორ ეხ­მა­რე­ბა ოჯა­ხებს გა­საძ­ლი­ე­რებ­ლად და რო­გორ გან­ს­ხ­ვავ­დე­ბა ეს დახ­მა­რე­ბა არ­სე­ბუ­ლის­გან. შე­მიძ­ლია იგი­ვე ვთქვა ბავ­შ­ვ­თა თა­ვი­სუფ­ლე­ბის ნა­წილ­ზეც. ბავ­შ­ვის შე­ხე­დუ­ლე­ბე­ბი, გა­მო­ხატ­ვის თა­ვი­სუფ­ლე­ბა, შეკ­რე­ბა-მა­ნი­ფეს­ტა­ცია, გა­ერ­თი­ა­ნე­ბის თა­ვი­სუფ­ლე­ბა — ეს ის თე­მე­ბია, რომ­ლის მა­ღა­ლი სტან­დარ­ტით შე­მო­ღე­ბა ისეთ მნიშ­ვ­ნე­ლო­ვან სა­კითხებს გა­დაგ­ვაწყ­ვე­ტი­ნებს, რომ­ლე­ბიც პირ­და­პირ უკავ­შირ­დე­ბა იმას, რომ ბავშვს არ აღ­ვიქ­ვამთ უფ­ლე­ბის სუ­ბი­ექ­ტად. რე­ა­ლუ­რად, სწო­რედ აქე­დან მო­დის ბავ­შ­ვ­თა უფ­ლებ­რი­ვი პრობ­ლე­მე­ბი — მას არ აღ­ვიქ­ვამთ თა­ნას­წორ მო­ქა­ლა­ქედ. ეს ნა­წი­ლი ჩემ­თ­ვის ყვე­ლა­ზე მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია.“

რა­ტომ ხდე­ბა ისე, რომ თით­ქოს ყვე­ლა­ფერს ვა­კე­თებთ, მაგ­რამ მა­ინც ვერ ვი­ცავთ ბავ­შ­ვის უფ­ლე­ბებს? — ამის შე­სა­ხებ ანა აბა­ში­ძე ამ­ბობს, რომ: „ძა­ლი­ან ყო­ჩა­ღე­ბი ვართ კა­ნო­ნე­ბის მი­ღე­ბა­ში, თან პარ­ლა­მენ­ტი გა­წა­ფუ­ლია და­წე­როს ისე­თი რე­გუ­ლა­ცია, რო­მე­ლიც კარგ იდე­ას შე­მო­ი­ტანს, მაგ­რამ პა­სუ­ხის­მ­გებ­ლო­ბას არა­ვის­თ­ვის გან­საზღ­ვ­რავს. რა­საც ვა­კე­თებთ, ეს არის სა­შუ­ა­ლე­ბა და არა მი­ზა­ნი. თუმ­ცა, მთა­ვა­რია მიგ­ვაღ­წე­ვი­ნებს თუ არა ეს ყვე­ლა­ფე­რი მი­ზანს, რომ ბავ­შ­ვი და­ცუ­ლი იყოს ძა­ლა­დო­ბის­გან, ოჯა­ხი ისე გაძ­ლი­ერ­დეს, რომ ბავ­შ­ვი აღარ შიმ­ში­ლობ­დეს. სწო­რედ ამ კუთხით უნ­და შე­ვა­ფა­სოთ სა­ხელ­მ­წი­ფოს ქმე­დე­ბა. ცხა­დია, კო­დექ­სის შე­მო­თა­ვა­ზე­ბუ­ლი ვერ­სია ამ პრობ­ლე­მებს ვერ მო­აგ­ვა­რებს, მით უფ­რო, თუ­კი კონ­კ­რე­ტულ პა­სუ­ხის­მ­გებ­ლო­ბებს არ გან­საზღ­ვ­რავს სხვა­დას­ხ­ვა უწყე­ბე­ბის მი­მართ. არც ფი­ნან­სურ და­ნა­ხარ­ჯებ­ზეა სა­უ­ბა­რი (ჩე­მი ინ­ფორ­მა­ცი­ით, გან­მარ­ტე­ბით ბა­რათ­ში ფი­ნან­სურ და­ნა­ხარ­ჯებ­ზე სა­ერ­თოდ არა­ფე­რი წე­რია), რაც თა­ვის­თა­ვად ბა­დებს ეჭვს. იმის­თ­ვის, რომ კო­დექ­სი ეფექ­ტუ­რი იყოს, აუცი­ლებ­ლად უნ­და გა­ნი­საზღ­ვ­როს ბი­უ­ჯე­ტი, რო­მე­ლიც კო­დექ­სის აღ­ს­რუ­ლე­ბის­თ­ვის იქ­ნე­ბა გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი.“

სა­ხელ­მ­წი­ფო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბი­სა და სა­მო­ქა­ლა­ქო სა­ზო­გა­დო­ე­ბის მხრი­დან კო­მენ­ტა­რე­ბის მი­ღე­ბის შემ­დეგ, ბავ­შ­ვის უფ­ლე­ბა­თა კო­დექ­სის პრო­ექ­ტ­ზე მუ­შა­ო­ბა დას­რულ­დე­ბა და ინი­ცი­რე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა პარ­ლა­მენ­ტ­ში შემ­დ­გო­მი გან­ხილ­ვე­ბი­სა და მი­ღე­ბის­თ­ვის. სა­ვა­რა­უ­დოდ, კო­დექსს პარ­ლა­მენ­ტი 2019 წლის სა­გა­ზაფხუ­ლო სე­სი­ა­ზე მი­ი­ღებს. ასე­ვე, მო­სახ­ლე­ო­ბის ინ­ფორ­მი­რე­ბის მიზ­ნით, და­გეგ­მი­ლია კა­ნონ­პ­რო­ექ­ტის სა­ჯა­რო პრე­ზენ­ტა­ცი­ე­ბი, დის­კუ­სი­ე­ბი სა­მო­ქა­ლა­ქო სა­ზო­გა­დო­ე­ბა­სა და ახალ­გაზ­რ­დებ­თან.

ლა­ლი ჯე­ლა­ძე

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები