19 აპრილი, პარასკევი, 2024

განათლების სისტემის აქტუალური პრობლემები

spot_img

„ტყუ­ი­ლი ჩი­ვი­ლია, ტყუ­ი­ლი ტი­რი­ლია უფუ­ლო­ბი­სა, უქონ­ლო­ბი­სა. უნ­და ვტი­რო­დეთ და ვჩი­ო­დეთ უცო­დი­ნა­რო­ბას, უვი­ცო­ბას, იმი­ტომ რომ სა­თა­ვე და მი­ზეზ­თა-მი­ზე­ზი ყო­ველ უბე­დუ­რო­ბი­სა ეგ უვი­ცო­ბა, ეგ ცოდ­ნის უქონ­ლო­ბაა.“ – ილია

„ცოდ­ნა ძა­ლაა“ — ფრენ­სის ბე­კო­ნის ამ ცნო­ბილ გა­მო­ნათ­ქ­ვამს, ალ­ბათ, ყვე­ლა და­ვე­თან­ხ­მე­ბო­დით, გან­სა­კუთ­რე­ბით კი ახა­ლი დრო­ის ადა­მი­ა­ნე­ბი. დღეს­დღე­ო­ბით, თით­ქ­მის ყო­ვე­ლი ერის, ხალ­ხის, უმ­თავ­რეს მი­ზანს წარ­მო­ად­გენს ცოდ­ნი­სა და გა­ნათ­ლე­ბის სა­ყო­ველ­თაო ხელ­მი­საწ­ვ­დო­მო­ბა­ზე ზრუნ­ვა. ყო­ვე­ლი სა­ხელ­მ­წი­ფო აც­ნო­ბი­ე­რებს იმას, რომ ახალ­გაზ­რ­დე­ბი­სათ­ვის ჯე­რო­ვა­ნი გა­ნათ­ლე­ბის მი­ცე­მა ქვეყ­ნის წინ­ს­ვ­ლი­სა და გან­ვი­თა­რე­ბის, კე­თილ­დღე­ო­ბის სა­წინ­და­რია. მათ შო­რის უკა­ნას­კ­ნელ­ნი არც ჩვენ ვართ. ყვე­ლა­სათ­ვის ცნო­ბი­ლია, რომ და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის პირ­ვე­ლი ათი წე­ლი­წა­დი ყო­ველ­მ­ხ­რივ მძი­მე იყო ქვეყ­ნი­სათ­ვის და გა­სა­გე­ბია, რომ საკ­მა­ოდ რთუ­ლი იქ­ნე­ბო­და, შიმ­ში­ლის, სი­ცი­ვი­სა და სიბ­ნე­ლის ფონ­ზე, ახალ­გაზ­რ­დე­ბის გა­ნათ­ლე­ბა­ზე სა­თა­ნა­დოდ ეზ­რუ­ნათ. გა­ყი­ნუ­ლი ან ღუმ­ლის კვამ­ლით გავ­სე­ბუ­ლი საკ­ლა­სო ოთა­ხე­ბი, ყავ­ლ­გა­სუ­ლი სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ე­ბი თუ სხვა სას­კო­ლო ნივ­თე­ბი, უნი­ვერ­სი­ტე­ტის დე­რეფ­ნებ­ში კან­ტი­კუნ­ტად მო­ა­რუ­ლი შე­ში­ნე­ბუ­ლი სტუ­დენ­ტე­ბი, დაგ­ვი­ა­ნე­ბუ­ლი ან სუ­ლაც ჩა­უ­რიცხა­ვი ხელ­ფა­სე­ბი… ეს მხო­ლოდ მცი­რე ჩა­მო­ნათ­ვა­ლია იმ სუ­რა­თე­ბი­სა, რო­მელ­თაც იხ­სე­ნე­ბენ ხოლ­მე უფ­რო­სი თა­ო­ბის პე­და­გო­გე­ბი და პრო­ფე­სორ-მას­წავ­ლებ­ლე­ბი იმ მძი­მე წლე­ბის აღ­სა­წე­რად.

ავად თუ კარ­გად, იმ ავ­ბე­დით­მა ჟამ­მა გა­ი­ა­რა და გა­ნათ­ლე­ბის სფე­რო­ში რე­ფორ­მე­ბის პე­რი­ო­დიც დად­გა: დრო­თა გან­მავ­ლო­ბა­ში, შე­იქ­მ­ნა და და­იხ­ვე­წა სას­კო­ლო სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ე­ბი, შედ­გა ეროვ­ნუ­ლი სას­წავ­ლო გეგ­მა, დე­ტა­ლუ­რად გა­ი­წე­რა ყო­ვე­ლი ახა­ლი წლის ბო­ლოს მი­საღ­წე­ვი შე­დე­გე­ბი თი­თო­ე­უ­ლი საგ­ნი­სათ­ვის, ჩა­ტარ­და მას­წავ­ლე­ბელ­თა პრო­ფე­სი­უ­ლი კვა­ლი­ფი­კა­ცი­ის ასა­მაღ­ლე­ბე­ლი არა­ერ­თი ტრე­ნინ­გი…

თა­ვის­თა­ვად რე­ფორ­მე­ბი და ცვლი­ლე­ბე­ბი მი­სა­სალ­მე­ბე­ლია, და­ნამ­დ­ვი­ლე­ბით შე­იძ­ლე­ბა მტკი­ცე­ბა იმი­სა, რომ ჩვე­ნი გა­ნათ­ლე­ბის სის­ტე­მა თან­და­თა­ნო­ბით იხ­ვე­წე­ბა და ვი­თარ­დე­ბა, თუმ­ცა საზ­რუ­ნა­ვი ჯერ კვლავ ბევ­რია. სამ­წუ­ხა­როდ ჩვენ­და, ხში­რად, დი­დი ხნის გან­მავ­ლო­ბა­ში უყუ­რადღე­ბოდ გვრჩე­ბა ის ხარ­ვე­ზე­ბი და პრობ­ლე­მე­ბი, რო­მელ­თაც გა­ნათ­ლე­ბის სფე­როს სრულ­ყო­ფი­სათ­ვის არ­სე­ბი­თი მნიშ­ვ­ნე­ლო­ბა აქვს. თქმუ­ლის ნა­თელ­სა­ყო­ფად კა­ტის გა­მოც­დე­ბიც გა­მოდ­გე­ბა. ამ გა­მოც­დებ­მა, რომ­ლი­თაც რე­ა­ლუ­რად ფაქ­ტობ­რი­ვი მა­სა­ლის და­ზუთხ­ვის დო­ნე მოწ­მ­დე­ბო­და და არა კრი­ტი­კუ­ლი აზ­როვ­ნე­ბი­სა, რვა წლის გან­მავ­ლო­ბა­ში იარ­სე­ბა. ამ წლებ­ში კი, თით­ქ­მის სა­ერ­თოდ არ გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბუ­ლა მოს­წავ­ლე­თა აკა­დე­მიუ­რი მოს­წ­რე­ბი­სა თუ ზო­გა­დი გა­ნათ­ლე­ბის დო­ნე. კა­ტის გა­მოც­დებ­მა შე­დე­გად მხო­ლოდ ის მოგ­ვ­ცა, რომ უფ­რო მე­ტად გაძ­ლი­ერ­და რე­პე­ტი­ტო­რო­ბის ინ­ს­ტი­ტუ­ტი (რო­მე­ლიც ასე­ვე ერთ-ერ­თი და­უძ­ლე­ვე­ლი პრობ­ლე­მა და მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი გა­მოწ­ვე­ვაა ჩვე­ნი თა­ნა­მედ­რო­ვე სა­ჯა­რო სკო­ლის ცხოვ­რე­ბა­ში).

ვფიქ­რობ, გა­ნათ­ლე­ბის სფე­რო­ში არ­სე­ბუ­ლი პრობ­ლე­მე­ბის დრო­უ­ლად გა­მომ­ზე­უ­რე­ბა, მათ გა­დაწყ­ვე­ტა­ზე ფიქ­რი და მსჯე­ლო­ბა, გა­მო­სავ­ლის ოპე­რა­ტი­უ­ლად მო­ძებ­ნა, სა­სი­ცოცხ­ლოდ მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია ჩვე­ნი ქვეყ­ნის უკე­თე­სი მო­მავ­ლი­სათ­ვის. ამ­ჯე­რა­დაც, ამ მხრივ, მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი სა­კითხე­ბი მინ­და გახ­დეს გან­ს­ჯის სა­გა­ნი.

ჩვე­ნი სა­ზო­გა­დო­ე­ბი­სათ­ვის ცნო­ბი­ლია, რომ დი­დი ხა­ნია არ­სე­ბობს მას­წავ­ლე­ბელ­თა კომ­პე­ტენ­ცი­ის და­დას­ტუ­რე­ბი­სა და პრო­ფე­სი­უ­ლი უნა­რე­ბის გა­და­მა­მოწ­მე­ბე­ლი გა­მოც­დე­ბი. უსი­ა­მოვ­ნო, თუმ­ცა რე­ა­ლუ­რი ფაქ­ტია, რომ ამ გა­მოც­დებს ბევ­რი არა­ფე­რი შე­უც­ვ­ლია მას­წავ­ლე­ბელ­თა პრო­ფე­სი­უ­ლი დო­ნის ამაღ­ლე­ბის მხრივ. გა­მოც­დე­ბის ჩა­ტა­რე­ბა­ზე, სა­გა­მოც­დო ტეს­ტე­ბის შედ­გე­ნა­სა და დამ­ზა­დე­ბა­ზე, მათ შე­მოწ­მე­ბა­ზე კი, ყო­ველ­წ­ლი­უ­რად, საკ­მა­ოდ დი­დი დრო, ენერ­გია და ფი­ნან­სუ­რი სახ­სა­რი იხარ­ჯე­ბა (ფაქ­ტია ისიც, რომ, რო­გორც უწინ კა­ტის გა­მოც­დებ­მა, მას­წავ­ლე­ბელ­თა გა­მოც­დებ­მაც მნიშ­ვ­ნე­ლოვ­ნად გა­აძ­ლი­ე­რა რე­პე­ტი­ტო­რო­ბის ინ­ს­ტი­ტუ­ტი. ერ­თ­გ­ვა­რი პა­რა­დოქ­სიც კია ის, რომ მას­წავ­ლე­ბელს მომ­ზა­დე­ბა სჭირ­დე­ბა იმ სა­გან­ში, რო­მელ­საც ას­წავ­ლის).

ჩნდე­ბა ლო­გი­კუ­რი შე­კითხ­ვა: ხომ არ არის მას­წავ­ლე­ბელ­თა გა­მოც­დე­ბი ფუ­ჭი ხარ­ჯ­ვა მა­ტე­რი­ა­ლუ­რი თუ ადა­მი­ა­ნუ­რი რე­სურ­სე­ბი­სა? — დი­ახ, არის! — ვუ­პა­სუ­ხებთ არ­სე­ბუ­ლი რე­ა­ლო­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე.

მო­საზ­რე­ბის სა­არ­გუ­მენ­ტა­ცი­ოდ კი, პირ­ველ რიგ­ში, იმას გა­გახ­სე­ნებთ, რომ არ­სე­ბუ­ლი გა­მოც­დე­ბი, რე­ა­ლუ­რად, დამ­წყე­ბი მას­წავ­ლებ­ლი­სათ­ვის წარ­მო­ად­გენს ბა­რი­ერს, ხო­ლო მოქ­მე­დი მას­წავ­ლებ­ლე­ბი­სათ­ვის — არა. თუ­კი დამ­წყებ მას­წავ­ლე­ბელს საგ­ნობ­რი­ვი კომ­პე­ტენ­ცი­ის და­მა­დას­ტუ­რე­ბე­ლი გა­მოც­დის ჩა­ბა­რე­ბა 10 კრე­დიტ­ზე მო­ეთხო­ვე­ბა, მოქ­მე­დი მას­წავ­ლებ­ლი­სათ­ვის ბა­რი­ე­რი 1 კრე­დი­ტია. 1 კრე­დი­ტის მი­სა­ღე­ბად სა­ჭი­რო ქუ­ლა კი სა­სა­ცი­ლოდ ცო­ტაა იმი­სათ­ვის, რომ მას­წავ­ლე­ბე­ლი თა­ვის სა­გან­ში კომ­პე­ტენ­ტუ­რად მი­ვიჩ­ნი­ოთ. ფაქ­ტე­ბი ცხად­ყოფს, რომ ყო­ველ­წ­ლი­უ­რად ასე­უ­ლო­ბით მას­წავ­ლე­ბე­ლი იჭ­რე­ბა ამ გა­მოც­დებ­ში, ეს იმას ნიშ­ნავს, რომ ისი­ნი ვერ იღე­ბენ 1 კრე­დი­ტი­სათ­ვის სა­ჭი­რო ქუ­ლა­საც კი. სი­ტუ­ა­ცი­ას ისიც ამ­ძი­მებს, რომ მცდე­ლო­ბა­თა ლი­მი­ტი შეზღუ­დუ­ლი არ არის. არ­სე­ბუ­ლი მიდ­გო­მა ცალ­სა­ხად უსა­მარ­თ­ლოა ახალ­ბე­და მას­წავ­ლებ­ლე­ბის მი­მართ და საგ­რ­ძ­ნობ­ლად უთა­ნას­წო­რო კონ­კუ­რენ­ციაა ახალ­კურ­ს­დამ­თავ­რე­ბულ­სა და ე.წ. სტა­ჟი­ან კად­რებს შო­რის. რას ვი­ღებთ შე­დე­გად? — იმას, რომ ახალ­ბე­და, ენ­თუ­ზი­აზ­მით აღ­სავ­სე და საქ­მის სიყ­ვა­რუ­ლით გუ­ლან­თე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი სა­ჯა­რო სკო­ლის გა­რეთ რჩე­ბი­ან; ადა­მი­ა­ნე­ბი, რო­მელ­თაც შე­უძ­ლი­ათ უკე­თე­სო­ბის­კენ შეც­ვა­ლონ სწავ­ლა-სწავ­ლე­ბის სფე­რო­ში არ­სე­ბუ­ლი სი­ტუ­ა­ცია, გა­მო­ას­წო­რონ წი­ნა­მორ­ბედ­თა შეც­დო­მე­ბი.

რო­გორც უკ­ვე აღ­ვ­ნიშ­ნე, საგ­ნობ­რი­ვი კომ­პე­ტენ­ცი­ის და­მა­დას­ტუ­რე­ბე­ლი გა­მოც­და რე­ა­ლუ­რად მხო­ლოდ ახალ­ბე­და მას­წავ­ლებ­ლის­თ­ვი­საა ერ­თ­გ­ვა­რი ბა­რი­ე­რი, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ 10 კრე­დი­ტის მი­სა­ღე­ბად სა­ჭი­რო ქუ­ლაც არც ისე მა­ღა­ლია. ერ­თი შე­ხედ­ვით, ახალ­ბე­და მას­წავ­ლე­ბელ­თან მი­მარ­თე­ბით, პრობ­ლე­მა არ არ­სე­ბობს და გა­მოც­და სა­ჭი­როა, სკო­ლა უნ­და დარ­წ­მუნ­დეს, რომ მას სა­თა­ნა­დო ცოდ­ნი­სა და კომ­პე­ტენ­ცი­ის მქო­ნე კად­რი აჰ­ყავს სამ­სა­ხურ­ში, თუმ­ცა ამ ნა­წილ­შიც ჩნდე­ბა შე­კითხ­ვა: რა ძა­ლა აქვს ბა­კა­ლავ­რის დიპ­ლომს? მა­გის­ტ­რის აკა­დე­მი­ურ ხა­რისხს? — პა­სუ­ხია, თით­ქ­მის არა­ნა­ი­რი! საგ­ნობ­რი­ვი კომ­პე­ტენ­ცი­ის და­მა­დას­ტუ­რე­ბე­ლი გა­მოც­და, ამ შემ­თხ­ვე­ვა­ში, სხვა არა­ფე­რია, თუ არა უნ­დობ­ლო­ბის გა­მოცხა­დე­ბა უნი­ვე­სი­ტე­ტე­ბის მი­მართ. კვლა­ვაც ჩვენ­და სამ­წუ­ხა­როდ, ეს უნ­დობ­ლო­ბა არ­სე­ბულ­მა რე­ა­ლო­ბამ წარ­მოშ­ვა. საკ­მა­ოდ ხში­რად უნი­ვე­სი­ტე­ტე­ბი­დან, დიპ­ლო­მით ხელ­ში, იმ­დე­ნად სუს­ტი კად­რე­ბი გა­მო­დი­ან, რომ მა­თი ცოდ­ნის დო­ნე მარ­თ­ლაც სა­ჭი­რო­ებს ერ­თ­გ­ვარ გა­და­მოწ­მე­ბას. აღ­ნიშ­ნუ­ლი პრობ­ლე­მაც და­ფიქ­რე­ბას მო­ითხოვს, სა­ჭი­როა კი ამ­დე­ნი აკა­დე­მი­უ­რი ხა­რის­ხის მქო­ნე კად­რი? ხომ არაა დრო, უფ­რო აქ­ტი­უ­რად გა­ვუ­წი­ოთ პო­პუ­ლა­რი­ზა­ცია ახალ­გაზ­რ­დებ­ში პრო­ფე­სი­ულ გა­ნათ­ლე­ბას?

იმი­სათ­ვის, რომ მას­წავ­ლე­ბელ­თა სა­სერ­ტი­ფი­კა­ციო გა­მოც­დე­ბი აღარ წარ­მო­ად­გენ­დეს დრო­ის, ენერ­გი­ი­სა და ფი­ნან­სე­ბის ფუჭ ხარ­ჯ­ვას, სა­ჭი­როა სა­გა­მოც­დო ბა­რი­ე­რის აწე­ვა ყვე­ლა ჩამ­ბა­რებ­ლის­თ­ვის, ხო­ლო მოქ­მე­დი მას­წავ­ლებ­ლე­ბის­თ­ვის — გა­მოც­და­ზე გას­ვ­ლის მცდე­ლო­ბა­თა ლი­მი­ტი­რე­ბა. ვფიქ­რობ, მხო­ლოდ ამ გზით მი­ვაღ­წევთ იმას, რომ სკო­ლა­ში სა­თა­ნა­დო ცოდ­ნი­სა და კომ­პე­ტენ­ცი­ის მქო­ნე მას­წავ­ლებ­ლე­ბი მუ­შა­ობ­დ­ნენ. დრო­თა გან­მავ­ლო­ბა­ში კი, თუ­კი უნი­ვერ­სი­ტე­ტე­ბიც უფ­რო მა­ღალ­კ­ვა­ლი­ფი­ცი­ურ კად­რებს შე­მოგ­ვ­თა­ვა­ზე­ბენ (რის­თ­ვი­საც ასე­ვე ბევ­რი რა­მაა გა­სა­კე­თე­ბე­ლი და უმაღ­ლეს სას­წავ­ლებ­ლებ­ში არ­სე­ბუ­ლი პრობ­ლე­მე­ბიც გა­და­სა­ხე­დი), მი­ვაღ­წევთ იმა­საც, რომ მას­წავ­ლე­ბელ­თა კომ­პე­ტენ­ცი­ის და­დას­ტუ­რე­ბის გა­მოც­დის ჩა­ტა­რე­ბა ასე ფარ­თო მას­შ­ტა­ბით სა­ჭი­რო აღარ იქ­ნე­ბა.

ვფიქ­რობ, ცალ­კე მსჯე­ლო­ბის სა­გა­ნი უნ­და გახ­დეს ისიც, რომ საგ­ნობ­რი­ვი კომ­პე­ტენ­ცი­ის და­დას­ტუ­რე­ბა კარგ მას­წავ­ლებ­ლო­ბას ჯერ კი­დევ არ ნიშ­ნავს. ამა თუ იმ საგ­ნის სწავ­ლე­ბის მე­თო­დი­კი­სა და პე­და­გო­გი­კის სა­ფუძ­ვ­ლე­ბის ცოდ­ნის გა­რე­შე, და­მე­თან­ხ­მე­ბით, რთუ­ლია მას­წავ­ლე­ბელს პრო­ფე­სი­ო­ნა­ლი ვუ­წო­დოთ. რა მდგო­მა­რე­ო­ბაა, ამ მხრივ, ჩვენს უმაღ­ლეს სას­წავ­ლებ­ლებ­ში? ამ­ზა­დე­ბენ ისი­ნი სრულ­ფა­სო­ვან მას­წავ­ლებ­ლებს? — არა, სამ­წუ­ხა­როდ ჩვენ­და!

ჰუ­მა­ნი­ტა­რულ, ასე­ვე, ზუსტ და სა­ბუ­ნე­ბის­მეტყ­ვე­ლო მეც­ნი­ე­რე­ბა­თა ფა­კულ­ტე­ტებ­ზე ჩამ­ბა­რე­ბელ სტუ­დენ­ტ­თა უდი­დე­სი ნა­წი­ლის სურ­ვი­ლი იმ­თა­ვით­ვე არის მას­წავ­ლებ­ლო­ბა, პე­და­გო­გო­ბა (ამას არა­ერ­თი გა­მო­კითხ­ვა და­გი­დას­ტუ­რებთ), მაგ­რამ უნი­ვერ­სი­ტე­ტის დამ­თავ­რე­ბის შემ­დ­გომ მა­თი აბ­სო­ლუ­ტუ­რი უმ­რავ­ლე­სო­ბის დიპ­ლომ­ში წე­რია: „პრო­ფე­სი­უ­ლი სტა­ტუ­სი — შე­სა­ბა­მი­სი ინ­ფორ­მა­ცია არ არ­სე­ბობს“ . ამ დროს კი, სკო­ლა­ში მუ­შა­ო­ბის და­საწყე­ბად, ერთ-ერ­თი უმ­თავ­რე­სი მოთხოვ­ნაა, რომ აპ­ლი­კანტს დიპ­ლომ­ში ეწე­როს: პრო­ფე­სი­უ­ლი სტა­ტუ­სი — მას­წავ­ლე­ბე­ლი. უმაღ­ლეს სას­წავ­ლებ­ლებ­ში სა­ბა­კა­ლავ­რო პროგ­რა­მა­თა აღ­წე­რა­ში, კერ­ძოდ, და­საქ­მე­ბის სფე­როს შე­სა­ხებ მო­ცე­მულ ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში, ყო­ველ­თ­ვის ეწე­რა, რომ ბა­კა­ლავ­რის დიპ­ლო­მით სამ­სა­ხუ­რის დაწყე­ბა შე­საძ­ლე­ბე­ლია სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბებ­ში, მათ შო­რის სა­ჯა­რო სკო­ლა­ში. ფაქ­ტია, რომ, ვინც უნი­ვერ­სი­ტე­ტი ბო­ლო რამ­დე­ნი­მე წლის გან­მავ­ლო­ბა­ში და­ამ­თავ­რა, მათ­თ­ვის ეს ასე არაა. რე­ა­ლო­ბას­თან ამ­გ­ვა­რი შე­უ­სა­ბა­მო­ბა, სა­ვა­რა­უ­დოდ, უნი­ვერ­სი­ტე­ტებ­მაც გა­აც­ნო­ბი­ე­რეს და რიგ სა­ბა­კა­ლავ­რო პროგ­რა­მა­თა აღ­წე­რა­ში და­ზუს­ტ­და შემ­დე­გი: კურ­ს­დამ­თავ­რე­ბულს პე­და­გო­გი­ურ სექ­ტორ­ში და­საქ­მე­ბა შე­უძ­ლია მხო­ლოდ პე­და­გო­გი­კის და­მა­ტე­ბი­თი პროგ­რა­მის გავ­ლი­სა და მას­წავ­ლებ­ლის სა­სერ­ტი­ფი­კა­ტო გა­მოც­დის წარ­მა­ტე­ბით ჩა­ბა­რე­ბის შემ­თხ­ვე­ვა­ში. ამ ინ­ფორ­მა­ცი­ის და­ზუს­ტე­ბა მი­სა­სალ­მე­ბე­ლია, მაგ­რამ შექ­მ­ნი­ლი მდგო­მა­რე­ო­ბი­დან გა­მო­სა­ვალს ნამ­დ­ვი­ლად არ წარ­მო­ად­გენს.

ერ­თი შე­ხედ­ვით, პრობ­ლე­მა გა­დაჭ­რი­ლად მოგ­ვეჩ­ვე­ნე­ბა, თუ გა­ვიხ­სე­ნებთ, რომ ბო­ლო დროს ზო­გი­ერ­თი უნი­ვერ­სი­ტე­ტი სტუ­დენ­ტებს თა­ვად სთა­ვა­ზობს პე­და­გო­გი­კის პროგ­რა­მას „მა­ი­ნო­რი სპე­ცი­ა­ლო­ბის­თ­ვის“, ხო­ლო, მე­ო­რე მხრივ, უკ­ვე მე­ოთხე წე­ლია არ­სე­ბობს მას­წავ­ლე­ბელ­თა მო­ზა­დე­ბის 60-კრე­დი­ტი­ა­ნი პროგ­რა­მა, თუმ­ცა საქ­მე ასე მარ­ტი­ვად არაა შემ­დე­გი მი­ზე­ზე­ბის გა­მო:

  1. უმაღ­ლე­სი სას­წავ­ლებ­ლე­ბი პირ­ველ­კურ­სე­ლებს სა­თა­ნა­დოდ არ გა­ნუ­მარ­ტა­ვენ, რომ მათ, პე­და­გო­გო­ბის სურ­ვი­ლის შემ­თხ­ვე­ვა­ში, უნ­და აირ­ჩი­ონ შე­სა­ბა­მი­სი პროგ­რა­მა. ახა­ლი თა­ო­ბის არა­ერ­თი სტუ­დენ­ტი და­მე­თან­ხ­მე­ბა, რომ ეს ასეა. მათ­მა აბ­სო­ლუ­ტურ­მა უმ­რავ­ლე­სო­ბამ პე­და­გო­გი­კის პროგ­რა­მის არ­სე­ბო­ბის შე­სა­ხებ მხო­ლოდ მას შემ­დეგ შე­იტყო, რო­დე­საც ზე­მოხ­სე­ნე­ბუ­ლი გა­უ­გებ­რო­ბის წი­ნა­შე აღ­მოჩ­ნ­და. გა­მო­დის, უამ­რავ­მა კურ­ს­დამ­თავ­რე­ბულ­მა და­კარ­გა შან­სი, რომ მათ დიპ­ლო­მებ­ში სა­სურ­ვე­ლი პრო­ფე­სი­უ­ლი სტა­ტუ­სი ასა­ხუ­ლი­ყო და და­მა­ტე­ბი­თი ძა­ლის­ხ­მე­ვა არ დას­ჭირ­ვე­ბო­დათ. აღ­ნიშ­ნუ­ლი ხარ­ვე­ზი სას­წ­რა­ფოდ სა­ჭი­რო­ებს უნი­ვერ­სი­ტე­ტე­ბის მხრი­დან რე­ა­გი­რე­ბას.
  2. ბო­ლო წლებ­ში, მას­წავ­ლე­ბელ­თა მომ­ზა­დე­ბის 60-კრე­დი­ტი­ან პროგ­რა­მა­ზე (მთელ რიგ საგ­ნობ­რივ ჯგუ­ფებ­ზე) ჩამ­ბა­რებ­ლებს შო­რის, იმ­დე­ნად გა­ი­ზარ­და კონ­კუ­რენ­ცია, რომ არა­ერ­თი მსურ­ვე­ლი დარ­ჩა ხელ­მო­ცა­რუ­ლი, რაც, რა­საკ­ვირ­ვე­ლია, დი­დი უსა­მარ­თ­ლო­ბაა ახალ­კურ­ს­დამ­თავ­რე­ბულ­თა მი­მართ. ვფიქ­რობ, მას­წავ­ლებ­ლის 60-კრე­დი­ტი­ა­ნი პროგ­რა­მის და­ფუძ­ნე­ბა შექ­მ­ნი­ლი სი­ტუ­ა­ცი­ი­დან ოპ­ტი­მა­ლუ­რი გა­მო­სა­ვა­ლია, მაგ­რამ აუცი­ლე­ბე­ლია, უნი­ვერ­სი­ტე­ტებ­მა გა­ზარ­დონ ად­გი­ლე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა მა­ნამ, სა­ნამ ჯერ კი­დევ ბევ­რია მას­წავ­ლებ­ლო­ბის მსურ­ვე­ლი და ამ სტა­ტუ­სის გა­რე­შე დარ­ჩე­ნი­ლი ბა­კა­ლავ­რი.

სა­მარ­თ­ლი­ა­ნო­ბა მო­ითხოვს აღი­ნიშ­ნოს, თა­ვის მხრივ, მას­წავ­ლე­ბელ­თა მომ­ზა­დე­ბის 60-კრე­დი­ტი­ან პროგ­რა­მა­საც უამ­რა­ვი ნაკ­ლი და ხარ­ვე­ზი აქვს. სიტყ­ვა რომ არ გაგ­ვიგ­რ­ძელ­დეს, მოკ­ლედ მო­გახ­სე­ნებთ ყვე­ლა­ზე უფ­რო მნიშ­ვ­ნე­ლო­ვანს:

⇒ ენობ­რი­ვად გა­უ­მარ­თა­ვი, შე­იძ­ლე­ბა ით­ქ­ვას, „აბ­სურ­დუ­ლი ქარ­თუ­ლით“ ნა­თარ­გ­მ­ნი სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ე­ბი, გან­სა­კუთ­რე­ბით კი, ფსი­ქო­ლო­გი­ის შემ­ს­წავ­ლელ კურ­სებ­ში. ამ­გ­ვა­რი სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ე­ბი მი­უ­ღე­ბე­ლია არა მხო­ლოდ ქარ­თუ­ლი ენის სიწ­მინ­დის დაც­ვი­სათ­ვის, არა­მედ პრაქ­ტი­კუ­ლი თვალ­საზ­რი­სი­თაც, მა­თი სა­შუ­ა­ლე­ბით ცოდ­ნის შე­ძე­ნა, და­მერწ­მუ­ნეთ, შე­უძ­ლე­ბე­ლია.

⇒ პე­და­გო­გე­ბი, რო­მელ­თაც არა­ნა­ი­რი შე­ხე­ბა აღარ აქვთ (ზოგს, ალ­ბათ, არც არას­დ­როს ჰქო­ნია) სას­კო­ლო ცხოვ­რე­ბას­თან. ვფიქ­რობ, ალო­გი­კუ­რია, მას­წავ­ლებ­ლო­ბის­თ­ვის სა­ჭი­რო ცოდ­ნა და გა­მოც­დი­ლე­ბა გა­გი­ზი­ა­როს იმ ადა­მი­ან­მა, რო­მელ­საც არა­სო­დეს უმუ­შა­ვია სკო­ლის მოს­წავ­ლე­ებ­თან, სა­ერ­თოდ არ იცის მა­თი ხა­სი­ა­თი, სა­ჭი­რო­ე­ბე­ბი, სო­ცი­ა­ლუ­რი მდგო­მა­რე­ო­ბა და ოდ­ნა­ვა­დაც არ იც­ნობს თა­ნა­მედ­რო­ვე ქარ­თულ სა­ჯა­რო სკო­ლას.

ხაზ­გას­მით მინ­და აღ­ვ­ნიშ­ნო, რომ თქმუ­ლი არ ეხე­ბა რო­მე­ლი­მე კონ­კ­რე­ტულ უნი­ვერ­სი­ტეტ­ში არ­სე­ბულ სი­ტუ­ა­ცი­ას, ეს არის ზო­გა­დი სუ­რა­თის ნა­წი­ლი. იმი­სათ­ვის, რომ მას­წავ­ლე­ბელ­თა მომ­ზა­დე­ბის 60-კრე­დი­ტი­ა­ნი პროგ­რა­მის და­ფი­ნან­სე­ბა არ იყოს ფუ­ჭად გა­წე­უ­ლი ხარ­ჯი სა­ხელ­მ­წი­ფოს მხრი­დან, სა­ჭი­როა და­უ­ყოვ­ნებ­ლი­ვი მცდე­ლო­ბა ამ მნიშ­ვ­ნე­ლო­ვან ხარ­ვეზ­თა აღ­მო­საფხ­ვ­რე­ლად. ყვე­ლა ვთან­ხ­მ­დე­ბით, რომ მხო­ლოდ პრო­ფე­სი­ო­ნა­ლი და პროგ­რე­სუ­ლად მო­აზ­როვ­ნე მას­წავ­ლებ­ლე­ბი ზრდი­ან თა­ნა­მედ­რო­ვე ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბის ერ­თ­გულ, საქ­მი­სათ­ვის თავ­და­დე­ბულ თა­ო­ბებს. ხო­ლო იმი­სათ­ვის, რომ ამოვ­ძირ­კ­ვოთ „სა­თა­ვე და მი­ზეზ­თა-მი­ზე­ზი ყო­ველ უბე­დუ­რო­ბი­სა… უვი­ცო­ბა“, სა­ჭი­როა, ერ­თი წა­მით არ მო­დუნ­დეს ყუ­რადღე­ბა გა­ნათ­ლე­ბის სფე­რო­ში არ­სე­ბუ­ლი პრობ­ლე­მე­ბის მი­მართ.

ირ­მა გრი­გა­ლაშ­ვი­ლი
ფი­ლო­ლო­გი, თბი­ლი­სის 214-ე სა­ჯა­რო სკო­ლის ქარ­თუ­ლი ენი­სა და ლი­ტე­რა­ტუ­რის მას­წავ­ლე­ბე­ლი, თბი­ლი­სის სა­ხელ­მ­წი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტის დოქ­ტო­რან­ტი

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები