24 აპრილი, ოთხშაბათი, 2024

განათლების კოალიციასა და გაეროს ბავშვთა ფონდს შორის თანამშრომლობა უკეთესი განათლებისათვის

spot_img

განათლების კოალიციასა და საქართველოში გაეროს ბავშვთა ფონდს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. შეთანხმებას ხელი განათლების კოალიციის გამგეობის თავმჯდომარემ, ირინა ხანთაძემ და გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელმა საქართველოში, დოქტორ ღასან ხალილმა მოაწერეს.

მემორანდუმი ითვალისწინებს ბავშვთა უფლებების ხელშეწყობისა და დაცვის შესახებ ერთობლივი პროექტების და წლიური სამუშაო გეგმების შემუშავებას. ასევე, თანამშრომლობას და მჭიდრო სამუშაო ურთიერთობას ისეთი ინიციატივების და სტრატეგიების განხორციელებისას, როგორიცაა:

სკოლის გარეთ დარჩენილ და სკოლის მიტოვების რისკის ქვეშ მყოფ ბავშვთათვის ინკლუზიური სკოლამდელი და ზოგადი განათლების ხელშეწყობა;

სკოლამდელი და ზოგადი განათლების გაუმჯობესება;

ბავშვთა და მოზარდთა ფსიქიკური ჯანმრთელობა და კვება.

თანამშრომლობა მიზნად ისახავს ხელი შეუწყოს და დაიცვას ბავშვთა უფლებები საქართველოში თანასწორ, ინკლუზიურ და ხარისხიან სკოლამდელ და ზოგად განათლებაზე გაზრდილი ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის გზით.

 

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები