23 აპრილი, სამშაბათი, 2024

გან­მა­ვი­თა­რე­ბე­ლი შე­ფა­სე­ბის ინ­ს­ტ­რუ­მენ­ტე­ბი უმაღ­ლე­სი სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბე­ბის­თ­ვის

spot_img
მას­წავ­ლე­ბელ­თა პრო­ფე­სი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის ეროვ­ნულ ცენ­ტ­რ­ში გა­ი­მარ­თა სე­მი­ნა­რი, რო­მელ­ზეც სკო­ლის პე­და­გო­გებს, ად­მი­ნის­ტ­რა­ცი­ის წარ­მო­მად­გენ­ლებ­სა და ცენ­ტ­რის ტრე­ნე­რებს „Erasmus +“ საგ­რან­ტო პრო­ექ­ტის ფარ­გ­ლებ­ში შე­მუ­შა­ვე­ბუ­ლი სა­უ­ნი­ვერ­სი­ტე­ტო და ზო­გად­სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო დო­ნის გან­მა­ვი­თა­რე­ბე­ლი შე­ფა­სე­ბის ინ­ს­ტ­რუ­მენ­ტე­ბი გა­აც­ნეს. გან­მა­ვი­თა­რე­ბე­ლი შე­ფა­სე­ბა ხელს უწყობს მოს­წავ­ლე­თა მო­ტი­ვი­რე­ბას, აწო­დებს მათ ინ­ფორ­მა­ცი­ას, თუ რო­გორ არის შე­საძ­ლე­ბე­ლი სწავ­ლის შე­დე­გის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბა, ასე­ვე, ეხ­მა­რე­ბა ადეკ­ვა­ტუ­რი თვით­შე­ფა­სე­ბის, შე­ფა­სე­ბის უნა­რის ფორ­მი­რე­ბა­სა და წარ­მა­ტე­ბის მიღ­წე­ვა­ში.

პრო­ექ­ტის კონ­სორ­ცი­უ­მის მო­ნა­წი­ლე­ებ­მა შე­ფა­სე­ბის ინ­ს­ტ­რუ­მენ­ტე­ბი თა­ვად წა­რად­გი­ნეს. პრო­ექ­ტ­ში ჩარ­თუ­ლია თსუ, ილი­ას სა­ხელ­მ­წი­ფო, ახალ­ცი­ხი­სა და სო­ხუ­მის უნი­ვერ­სი­ტე­ტე­ბი.

მას­წავ­ლე­ბელ­თა პრო­ფე­სი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტ­რის ინ­ფორ­მა­ცი­ულ საკო­მუ­ნი­კა­ციო ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის და­ნერ­გ­ვის ხელ­შეწყო­ბის პროგ­რა­მის ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლი, პრო­ექ­ტის კო­ორ­დი­ნა­ტო­რი მას­წავ­ლებ­ლის სახ­ლ­ში მა­რი­კა სი­ხა­რუ­ლი­ძე გან­მა­ვი­თა­რე­ბე­ლი შე­ფა­სე­ბის ინ­ს­ტ­რუ­მენ­ტებ­ზე სა­უბ­რი­სას ამ­ბობს, მთა­ვა­რი მი­ზა­ნი არა მ­ხო­ლოდ გაც­ნო­ბა, არა­მედ ამ ინ­ს­ტ­რუ­მენ­ტე­ბის პრაქ­ტი­კა­ში და­ნერ­გ­ვის ხელ­შეწყო­ბაა: „პრო­ექ­ტი გუ­ლის­ხ­მობს გან­მა­ვი­თა­რე­ბე­ლი შე­ფა­სე­ბის შე­მუ­შა­ვე­ბას სა­უ­ნი­ვერ­სი­ტე­ტო დო­ნე­ზე, მო­მა­ვა­ლი პე­და­გო­გე­ბის­თ­ვის, თუმ­ცა, ეს უნი­ვერ­სა­ლუ­რი ინ­ს­ტ­რუ­მენ­ტე­ბი პრო­ფე­სი­ა­ში მყო­ფი ადა­მი­ა­ნე­ბის­თ­ვი­საც გა­მო­სა­დე­გი იქ­ნე­ბა. მას­წავ­ლებ­ლ­თა პრო­ფე­სი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის ცენ­ტ­რი პირ­ვე­ლად მო­ნა­წი­ლე­ობს „Erasmus +“-ის პრო­ექ­ტ­ში, რო­მე­ლიც 2016 წელს და­იწყო. სა­ქარ­თ­ვე­ლოს მხრი­დან, ჩვენ გარ­და, კი­დევ 4 უნი­ვერ­სი­ტე­ტია ჩარ­თუ­ლი. პრო­ექ­ტის კო­ორ­დი­ნა­ტო­რი და პარ­ტ­ნი­ო­რია ის­რა­ე­ლის კი­ნე­რე­კის აკა­დე­მი­უ­რი კო­ლე­ჯი, ევ­რო­კავ­ში­რის მხრი­დან კი კონ­სულ­ტა­ცი­ას უწევს კორ­კის (ირ­ლან­დია), ბამ­ბერ­გის (გერ­მა­ნია), ტა­ლი­ნი­სა და ლინ­ცის პე­და­გო­გი­კის უნი­ვერ­სი­ტე­ტე­ბი (ავ­ს­ტ­რია). ინ­ტენ­სი­უ­რად ვმუ­შა­ობთ და, ფაქ­ტობ­რი­ვად, მი­ვე­დით იქამ­დე, რომ ინ­ს­ტ­რუ­მენ­ტე­ბი უკ­ვე შე­მუ­შა­ვე­ბუ­ლია. თი­თო­ე­ულ ინ­ს­ტ­რუ­მენ­ტ­ზე მუ­შა­ობს არა რო­მე­ლი­მე კონ­კ­რე­ტუ­ლი უნი­ვერ­სი­ტე­ტი, არა­მედ შე­რე­უ­ლი ჯგუ­ფე­ბი. სულ ხუ­თი მსხვი­ლი ინ­ს­ტ­რუ­მენ­ტი შე­მუ­შავ­და, აქე­დან, სამ­წუ­ხა­როდ, სე­მი­ნარ­ზე, მხო­ლოდ ოთხის წარ­მოდ­გე­ნა მო­ვას­წა­რით მსმე­ნე­ლე­ბის­თ­ვის. სე­მი­ნა­რის ბე­ნე­ფი­ცი­ა­რე­ბი, ძი­რი­თა­დად, ჩვე­ნი ცენ­ტ­რის ტრე­ნე­რე­ბი იყ­ვ­ნენ. მო­გეხ­სე­ნე­ბათ, რომ ისი­ნი, ამავ­დ­რო­უ­ლად, ხშირ შემ­თხ­ვე­ვა­ში, პე­და­გო­გე­ბი ან სკო­ლის ად­მი­ნის­ტ­რა­ცი­ის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი არი­ან. შე­მა­ჯა­მე­ბე­ლი კონ­ფე­რენ­ცია, 2020 წელს, პრო­ექ­ტის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ იგეგ­მე­ბა. ჩვე­ნი მი­სიაა, მზა პრო­დუქ­ტი წარ­ვუდ­გი­ნოთ პე­და­გო­გი­კურ სა­ზო­გა­დო­ე­ბას. გვინ­და არა მხო­ლოდ გა­ვაც­ნოთ ეს ინ­ს­ტ­რუ­მენ­ტე­ბი, არა­მედ პრაქ­ტი­კა­ში და­ნერ­გ­ვას შე­ვუწყოთ ხე­ლი, რაც ური­გო ნამ­დ­ვი­ლად არ იქ­ნე­ბა. ეს ძა­ლი­ან მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია, რად­გან, ჩვენს სის­ტე­მა­ში გან­მა­ვი­თა­რე­ბე­ლი შე­ფა­სე­ბა და ზო­გა­დად, შე­ფა­სე­ბა „აქი­ლევ­სის ქუს­ლია“. ასე რომ, ეს ინ­ს­ტ­რუ­მენ­ტე­ბი ძა­ლი­ან წა­ად­გე­ბა საქ­მეს“.

რა არის ხუ­თი მსხვილი ინ­ს­ტ­რუ­მენ­ტი, რო­მე­ლიც უშუ­ა­ლოდ გან­მა­ვი­თა­რე­ბელ შე­ფა­სე­ბა­ზეა ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი.

პირ­ველ რიგ­ში, მა­რი­კა სი­ხა­რუ­ლი­ძე ე.წ. „კრი­ტი­კუ­ლი მე­გობ­რის მიდ­გო­მას“ (კომ­პ­ლექ­სურ მიდ­გო­მას) ასა­ხე­ლებს, „რო­მე­ლიც თა­ნამ­შ­რომ­ლო­ბით შე­ფა­სე­ბა­სა და კონ­ს­ტ­რუქ­ტი­ვის­ტულ პრაქ­ტი­კა­ზეა და­ფუძ­ნე­ბუ­ლი. ეს მიდ­გო­მა ფარ­თოდ გა­მო­ი­ყე­ნე­ბა ძა­ლი­ან ბევრ და­სავ­ლურ წარ­მა­ტე­ბუ­ლი გა­ნათ­ლე­ბის მქო­ნე ქვე­ყა­ნა­ში. ინ­ს­ტ­რუ­მენ­ტი მას­წავ­ლებ­ლე­ბი­სა და მოს­წავ­ლე­ების ურ­თი­ერ­თ­შე­ფა­სე­ბა­ზეა და­ფუძ­ნე­ბუ­ლი და, კონ­სულ­ტა­ცი­ე­ბის გა­წე­ვით, კონ­კ­რე­ტუ­ლი პრობლემის აღ­მოფხ­ვ­რა­ში ეხ­მა­რე­ბა.“

„კრი­ტი­კუ­ლი მე­გობ­რის მიდ­გო­მის” შე­სა­ხებ სა­უბ­რობს ილი­ას სა­ხელ­მ­წი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტის პრო­ფე­სო­რი სო­ფი­კო ლობ­ჟა­ნი­ძე: „კრიტიკული მე­გო­ბა­რი კომ­პე­ლექ­სუ­რი, ინ­ტეგ­რი­რე­ბუ­ლი მიდ­გო­მაა, რო­მე­ლიც მი­მარ­თუ­ლია,   ურ­თი­ერ­თ­ს­წავ­ლე­ბი­სა და თა­ნამ­შ­რომ­ლო­ბის გზით, პრო­ფე­სი­ულ ზრდა­ზე. ამ მიდ­გო­მით მუ­შა­ო­ბი­სას კი, პრო­ფე­სი­უ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი ურ­თი­ერ­თ­პა­ტი­ვის­ცე­მა­სა და გა­მოწ­ვე­ვე­ბი­სად­მი მზა­ო­ბას უნ­და ემ­ყა­რე­ბო­დეს.

„კრიტიკული მე­გობ­რის მიდ­გო­მა“ გა­სუ­ლი სა­უ­კუ­ნის სა­მოც­და­ა­თი­ა­ნი წლე­ბი­და­ნაა ცნო­ბი­ლი და უკ­ვე ბევ­რი წარ­მა­ტე­ბუ­ლი და­სავ­ლუ­რი ქვეყ­ნის მას­წავ­ლე­ბელ­თა პრო­ფე­სი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის სის­ტე­მებ­ში და­ი­ნერ­გა. კრი­ტი­კუ­ლი მე­გო­ბა­რი სან­დო კო­ლე­გაა, რო­მელ­საც კრი­ტი­კუ­ლი და კონ­ს­ტ­რუქ­ცი­უ­ლი რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბის გა­ცე­მა შე­უძ­ლია, კარ­გი დამ­კ­ვირ­ვე­ბე­ლი და მსმე­ნე­ლია, სვამს აღ­მო­ჩე­ნით შე­კითხ­ვებს, უზ­რუნ­ველ­ყოფს ბა­ლანსს მხარ­და­ჭე­რა­სა და გა­მოწ­ვე­ვას შო­რის, მოვ­ლე­ნებს სხვა­დას­ხ­ვა პერ­ს­პექ­ტი­ვი­დან აფა­სებს და ყო­ველ­თ­ვის ხელ­მი­საწ­ვ­დო­მია.

კრიტიკული მე­გობ­არი, ურ­თი­ერ­თ­ს­წავ­ლე­ბის გზით, სკო­ლის ბა­ზა­ზე მას­წავ­ლე­ბელ­თა პრო­ფე­სი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის ერთ-ერ­თი ეფექ­ტუ­რი გზაა, რო­მე­ლიც ასე­ვე ხელს უწყობს თა­ნამ­შ­რომ­ლო­ბა­ზე და­ფუძ­ნე­ბუ­ლი სას­კო­ლო სის­ტე­მის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბას, მაგ­რამ ეს მიდ­გო­მა არ არის აპ­რო­ბი­რე­ბუ­ლი არც უმაღ­ლეს და არც სას­კო­ლო გა­ნათ­ლე­ბა­ში, რო­გორც სას­წავ­ლო პრო­ცე­სის გა­ნუ­ყო­ფე­ლი ნა­წი­ლი.“

შემ­დე­გი ინ­ს­ტ­რუ­მენ­ტია ღია ციფ­რუ­ლი სამ­კერ­დე ნიშ­ნე­ბი — ონ­ლა­ინ­ბე­ი­ჯე­ბი, რო­მე­ლიც არა მარ­ტო გა­ნათ­ლე­ბა­ში, არა­მედ, ზო­გა­დად, ძა­ლი­ან პო­პუ­ლა­რუ­ლია შე­ფა­სე­ბის სის­ტე­მა­ში. „მო­გეხსე­ნე­ბათ, ძა­ლი­ან ბევ­რი ციფ­რუ­ლი სას­წავ­ლო ინ­ს­ტ­რუ­მენ­ტია და სერ­ტი­ფი­ცი­რე­ბას ახ­ლა სწო­რედ ამ სამ­კერ­დე ნიშ­ნე­ბის მეშ­ვე­ო­ბით ახ­დე­ნენ. ფაქ­ტობ­რი­ვად, ადა­მი­ა­ნე­ბი უკ­ვე სერ­ტი­ფი­კა­ტებს კი არ აგ­რო­ვე­ბენ მსოფ­ლი­ო­ში, არა­მედ ბე­ი­ჯებს. აპ­ლი­კა­ცი­ის შევ­სე­ბი­სას იმ სამ­კერ­დე ნიშ­ნებს უთი­თე­ბენ, რაც მო­პო­ვე­ბუ­ლი აქვთ. ასე­ვე ხდე­ბა გა­ნათ­ლე­ბის შე­ფა­სე­ბის ნა­წილ­შიც, ანუ კონ­კ­რე­ტუ­ლი სა­უ­ნი­ვერ­სი­ტე­ტო სა­ლექ­ციო კურ­სი შე­იძ­ლე­ბა ბე­ი­ჯის მეშ­ვე­ო­ბით შე­ფას­დეს, სხვა­დას­ხ­ვა ხა­რის­ხი მი­ე­ნი­ჭოს. ეს მო­დე­ლი, ძი­რი­თა­დად, გან­მ­საზღ­ვ­რე­ლი შე­ფა­სე­ბის შემ­თხ­ვე­ვა­ში მუ­შა­ობს. გან­მა­ვი­თა­რე­ბე­ლი შე­ფა­სე­ბი­სას კი, რად­გან ბე­ი­ჯი მუდ­მი­ვი არ არის, ის იც­ვ­ლე­ბა. მა­გა­ლი­თად, რა ეტაპ­ზეც იმ­ყო­ფე­ბა სტუ­დენ­ტი, იმის მი­ხედ­ვით მი­ე­ნი­ჭე­ბა გარ­კ­ვე­უ­ლი ტი­პის სამ­კერ­დე ნი­შა­ნი, გარ­კ­ვე­უ­ლი ვა­დით.   ამ ინ­ს­ტ­რუ­მენ­ტის გან­ხილ­ვი­სას, ჩვენ გა­ვა­ცა­ნით მსმე­ნელს, რო­გორ უნ­და შევ­ქ­მ­ნათ ბე­ი­ჯე­ბი ციფ­რუ­ლად, რო­გორ მი­ვა­ნი­ჭოთ სტუ­დენტს, რო­გორ მოხ­დეს შემ­დეგ მა­თი კონ­ს­ტ­რუ­ი­რე­ბა და ა.შ.“ — ამ­ბობს მა­რი­კა სი­ხა­რუ­ლი­ძე.

მე­სა­მე ინ­ს­ტ­რუ­მენ­ტი, ურ­თი­ერ­თ­შე­ფა­სე­ბა და რეფ­ლექ­სი­უ­რი დღი­უ­რი, უშუ­ა­ლოდ რეფ­ლექ­სი­ა­ზეა ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი. ეს საკ­მა­ოდ ცნო­ბი­ლი მი­მარ­თუ­ლე­ბაა ჩვე­ნი გა­ნათ­ლე­ბის სის­ტე­მის­თ­ვის, გან­სა­კუთ­რე­ბით კი სქე­მა­ში ჩარ­თუ­ლი პე­და­გო­გე­ბის­თ­ვის. რეფ­ლექ­სი­ის წე­რას და თა­ვი­ან­თი საქ­მი­ა­ნო­ბის შე­­ფა­სე­ბას ისი­ნი მიჩ­ვე­უ­ლე­ბი არი­ან, თუმ­ცა, ამ ინ­ს­ტ­რუ­მენტს მე­ო­რე მხა­რე აქვს — ურ­თი­ერ­თ­შე­ფა­სე­ბა/თა­ნა­შე­ფა­სე­ბა კო­ლე­გებ­თან ერ­თად. შე­ფა­სე­ბის ეს ინ­ს­ტ­რუ­მენ­ტი სტუ­დენ­ტე­ბის მა­გა­ლით­ზე იყო გან­ხი­ლუ­ლი.

მე­ოთხე და ძა­ლი­ან მსხვი­ლი ინ­ს­ტ­რუ­მენ­ტი სო­ცი­ო­ე­მო­ცი­უ­რი უნა­რე­ბის შე­ფა­სე­ბაა, რო­მე­ლიც ახ­ლა ძა­ლი­ან პო­პუ­ლა­რუ­ლია და გან­საზღ­ვ­რავს მიღ­წე­ვე­ბი­სა და   სო­ცი­ო­ე­მო­ცი­უ­რი უნა­რე­ბის ბმას.

სო­ცი­ო­ე­მო­ცი­უ­რი უნა­რე­ბის გან­მა­ვი­თა­რე­ბელ შე­ფა­სე­ბა­ზე ქარ­თულ-ებ­რა­ულ­მა ჯგუფ­მა იმუ­შა­ვა. რას ნიშ­ნავს ეს ინ­ს­ტ­რუ­მენ­ტი, ამის შე­სა­ხებ, ქარ­თუ­ლი ჯგუ­ფის ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლი, თსუ-ს მოწ­ვე­უ­ლი ლექ­ტო­რი ნი­ნო ჩი­ქო­ვა­ნი სა­უბ­რობს: „გან­მა­ვი­თა­რე­ბე­ლი შე­ფა­სე­ბის ფარ­გ­ლებ­ში ისეთ ინ­ს­ტ­რუ­მენ­ტებ­ზე ვმუ­შა­ობთ, რომ­ლე­ბიც დაგ­ვეხ­მა­რე­ბა, გან­მ­საზღ­ვ­რელ შე­ფა­სე­ბას­თან ერ­თად, გან­მა­ვი­თა­რე­ბე­ლი შე­ფა­სე­ბის ფარ­გ­ლებ­ში, გა­ვა­უმ­ჯო­ბე­სოთ და გან­ვა­ვი­თა­როთ სო­ცი­ო­ე­მო­ცი­უ­რი უნა­რე­ბი. სო­ცი­ო­ე­მო­ცი­უ­რი უნა­რე­ბი სხვა­დას­ხ­ვაგ­ვა­რად ითარ­გ­მ­ნა — სო­ცი­ო­ე­მო­ცი­უ­რი ინ­ტე­ლექ­ტი, რბი­ლი უნა­რე­ბი და ა.შ. ჯერ არ ჩა­მოვ­ყა­ლი­ბე­ბულ­ვართ სა­ბო­ლოო ტერ­მინ­ზე. თი­თო­ე­უ­ლი სწავ­ლე­ბის კურ­სის ფარ­გ­ლებ­ში, ჩვენ ზო­გა­დად გან­ვა­ვი­თა­რებთ მყარ უნა­რებს — მა­გა­ლი­თად, რო­ცა ვას­წავ­ლი ენას და შემ­დეგ გან­მ­საზღ­ვ­რე­ლი შე­ფა­სე­ბით ვა­ფა­სებ, ამ დროს ვა­მოწ­მებ, ენის ცოდ­ნი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, რამ­დე­ნად ეს­მის სტუ­დენტს ტექ­ს­ტი, რო­გორ გა­ი­გო მო­სას­მე­ნი და­ვა­ლე­ბა, მო­ახ­დი­ნა თუ არა ნას­წავ­ლი ლექ­სი­კის გა­მო­ყე­ნე­ბა მეტყ­ვე­ლე­ბა­ში და ა.შ. ეს არის მყა­რი უნა­რე­ბი. რაც შე­ე­ხე­ბა სო­ცი­ო­ე­მო­ცი­ურ უნა­რებს, ეს არის უნა­რე­ბი, რო­მე­ლიც კურ­სის მიღ­მა უნ­და გა­მო­მუ­შავ­დეს. ათი ყვე­ლა­ზე მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი უნა­რი გა­მოვ­ყა­ვით — თვით­რე­გუ­ლა­ცია, სა­კუ­თა­რი თა­ვის შე­მეც­ნე­ბა, ემო­ცი­ე­ბის კონ­ტ­რო­ლი, სხვი­სი ემო­ცი­ე­ბის გა­გე­ბა, სტრეს­ტო­ლე­რან­ტო­ბა (სტრე­სის კონ­ტ­რო­ლი), ემ­პა­თია, ურ­თი­ერ­თ­თა­ნამ­შ­რომ­ლო­ბა და დახ­მა­რე­ბა, მო­მავ­ლის პო­ზი­ტი­უ­რი ხედ­ვა, სიმ­ტ­კი­ცე და და­მა­ჯე­რებ­ლო­ბა, სა­კუ­თა­რი თა­ვის ზრდის რწმე­ნა და ა.შ. ასე­თია სო­ცი­ო­ე­მო­ცი­უ­რი უნა­რე­ბი.

რო­გორ უნ­და გავ­მიჯ­ნოთ მყა­რი და რბი­ლი უნა­რე­ბი — წარ­მო­იდ­გი­ნეთ აის­ბერ­გი, ჩვენ მხო­ლოდ მის წვერს ვხე­დავთ. აის­ბერ­გის უდი­დე­სი ნა­წი­ლი შე­იძ­ლე­ბა წყლის ქვეშ ჩან­დეს, ანუ ის პა­ტა­რა ნა­წი­ლი, რა­საც ვა­ფა­სებთ, ზე­და­პირ­ზეა. ჩვენ ვმუ­შა­ობთ სწო­რედ იმა­ზე, რა­საც მის ქვეშ უნ­და ვა­ფა­სებ­დეთ. ვა­ფა­სებთ მყარ უნა­რებს, მაგ­რამ იმის მიღ­მა, რამ­დე­ნად შეძ­ლო ბავ­შ­ვ­მა მთე­ლი რი­გი უნა­რე­ბის გან­ვი­თა­რე­ბა — გინ­და გამ­ჭო­ლი კომ­პე­ტენ­ცი­ე­ბი უწო­დეთ, გინ­და რბი­ლი თუ სო­ცი­ო­ე­მო­ცი­უ­რი — ეს არის აის­ბერგს ქვე­მოთ, წყლის ქვეშ მო­ყო­ლი­ლი ყვე­ლა­ზე მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი და სა­ყუ­რადღე­ბო ნაწილი.

ჩვე­ნი მთა­ვა­რი კონ­ცეფ­ცია გა­მომ­დი­ნა­რე­ობს იქი­დან, რომ აქ­ცენტს ვა­კე­თებთ 21-ე სა­უ­კუ­ნის სპე­ცი­ა­ლის­ტ­ზე, ისეთ სა­მო­მავ­ლო მუ­შა­ხელ­ზე, რო­მე­ლიც კონ­კუ­რენ­ტუ­ნა­რი­ა­ნია. დღეს არა­ვის (მათ შო­რის დამ­საქ­მე­ბელს) აღარ აინ­ტე­რე­სებს მხო­ლოდ ენის, მა­თე­მა­ტი­კის ან კომ­პი­უ­ტე­რის მცოდ­ნე ადა­მი­ა­ნი, ამას­თან ერ­თად, აინ­ტე­რე­სებთ სწო­რედ ზე­მოთ ჩა­მოთ­ვ­ლი­ლი სო­ცი­ო­ე­მო­ცი­უ­რი უნა­რე­ბით შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ახალ­გაზ­რ­დე­ბი. ეს ინ­ს­ტ­რუ­მენ­ტი შე­ა­ფა­სებს, რამ­დე­ნად რე­ლე­ვან­ტუ­რია   მა­თი წარ­მა­ტე­ბა მათ­სა­ვე სო­ცი­ო­ე­მო­ცი­ურ უნა­რებ­თან.

ამი­ტომ, ახალ­გაზ­რ­და რომ კონ­კუ­რენ­ტუ­ნა­რი­ა­ნი იყოს და შეძ­ლოს ემო­ცი­უ­რი მდგრა­დო­ბით, ნე­ბის­ყო­ფით, გამ­ძ­ლე­ო­ბით და შე­მარ­თე­ბით აჯო­ბოს სხვას, უნ­და შე­ვა­ფა­სოთ, რამ­დე­ნად ფარ­დო­ბი­თია მი­სი „მყა­რი“ და „რბი­ლი“ უნა­რე­ბი. ეს არის ინ­ს­ტ­რუ­მენ­ტი-გზამ­კ­ვ­ლე­ვი, ნა­ბიჯ-ნა­ბიჯ მივ­ყ­ვე­ბით და ვაც­ნობთ მათ ამ უნა­რებს, ამ გზას გა­დი­ან რამ­დე­ნი­მე კვი­რის გან­მავ­ლო­ბა­ში, შე­იძ­ლე­ბა ერ­თი სე­მეს­ტ­რიც და­ვუთ­მოთ მის გაც­ნო­ბას. შემ­დეგ ირ­ჩე­ვენ იმ უნარ-ჩვე­ვას, რომ­ლის გა­მო­მუ­შა­ვე­ბაც სურთ, ან მას­წავ­ლე­ბე­ლი ურ­ჩევს. რო­ცა ამა­ზე შე­თან­ხ­მ­დე­ბი­ან, შემ­დეგ ახალ­გაზ­რ­დებს ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო პლატ­ფორ­მას ვთა­ვა­ზობთ, რო­მელ­ზეც იტ­ვირ­თე­ბა რამ­დე­ნი­მე სა­ფე­ხუ­რი­ა­ნი და­ვა­ლე­ბა, რა­საც ისი­ნი უკ­ვე და­მო­უ­კი­დებ­ლად, კვი­რი­დან კვი­რამ­დე,   ინ­ტერ­ნეტ­პორ­ტალ­ში ას­რუ­ლე­ბენ. მთა­ვა­რი ხიბ­ლი ის არის, რომ პე­და­გოგს, სას­წავ­ლო მა­სა­ლის პა­რა­ლე­ლუ­რად, არ უწევს ამა­ზე მუ­შა­ო­ბა. ის შუ­ა­ლე­დებ­ში შე­ა­მოწ­მებს,   რამ­დე­ნად კარ­გად მი­დის პრო­ცე­სი, ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო პრო­ცე­სია, თუმ­ცა, ჯერ პრაქ­ტი­კა­ში არ დაგ­ვი­ნერ­გავს.“  

 

„მე­ხუ­თე ინ­ს­ტ­რუ­მენ­ტი — კონ­ცეპ­ტუ­ა­ლუ­რი რუ­კე­ბის შედ­გე­ნა — სე­მი­ნარ­ზე ვერ წარ­მო­ვად­გი­ნეთ, რად­გან მას­ზე მო­მუ­შა­ვე ჯგუ­ფი მთლი­ა­ნად უცხო­ე­ლე­ბი­თაა და­კომ­პ­ლექ­ტე­ბუ­ლი. თუმ­ცა, ეს ადა­მი­ა­ნე­ბი აუცი­ლებ­ლად ჩა­მოვ­ლენ შე­მა­ჯა­მე­ბელ კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე და მათ, ად­გი­ლობ­რივ პე­და­გო­გი­ურ სა­ზო­გა­დო­ე­ბას გა­ვაც­ნობთ. კონ­ცეპ­ტუ­ა­ლუ­რი რუ­კე­ბის შედ­გე­ნა ძა­ლი­ან პო­პუ­ლა­რუ­ლი ინ­ს­ტ­რუ­მენ­ტია და ბევრ ქვე­ყა­ნა­შია და­ნერ­გი­ლი. მი­ხა­რია, რომ ამ ინ­ს­ტ­რუ­მენ­ტებ­მა მსმე­ნე­ლის დი­დი ინ­ტე­რე­სი გა­მო­იწ­ვია “ — გა­ნაცხა­და მა­რი­კა სი­ხა­რუ­ლი­ძემ.

ლა­ლი ჯე­ლა­ძე

 

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები