20 აპრილი, შაბათი, 2024

გამოცდების შედეგების გამოცხადების შემდეგ, ჯილდოს მსურველებისთვის, რეგისტრაციის დამატებითი ფანჯარა გაიხსნება

spot_img

საპენსიო ასაკის პრაქტიკოსი პედაგოგების განაცხადების მიღება, ჯილდოს მეორე ეტაპისთვის, 29 ნოემბრის ჩათვლით გაგრძელდება, გაცემა კი 2019 წლის ბოლომდე დასრულდება. ორი წლის ჯამური ანაზღაურების სახით ფულადი ჯილდოს მიღების  შესაძლებლობა იმ პედაგოგებს მიეცემათ, რომლებმაც სტატუსი ვერ აიმაღლეს და ნებაყოფლობით აირჩიეს ეს შეთავაზება. თუმცა, ახლახანს განათლების მინისტრის მოადგილემ, ირინა აბულაძემ განაცხადა, რომ ჯილდოს მიღების საშუალებას იმ მასწავლებლებსაც მისცემენ, რომლებიც ნოემბერში ორგანიზებული გამოცდების შედეგების გამოცხადების შემდეგ გადაწყვეტენ შეთავაზებით სარგებლობას.

 „თვის ბოლომდე მასწავლებლებს საშუალება აქვთ, შემოიტანონ განაცხადები. თუმცა, ეს მასწავლებლები, ასევე, ელოდებიან გამოცდების შედეგებს. საბოლოო პასუხები მათ დეკემბრის დასაწყისში ეცოდინებათ და თუ მოხდება ისე, რომ გადაწყვეტილებას გამოცდების შედეგების გაგების შემდგომ მიიღებენ, ჩვენ მზად ვართ, ამ მასწავლებლებისთვის, დეკემბერში, დამატებითი ფანჯარა გავხსნათ“ – განაცხადა ირინა აბულაძემ.

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები