25 აპრილი, ხუთშაბათი, 2024

გამოკვლეული 1 011 მასწავლებლიდან კორონავირუსი მხოლოდ 7-ს დაუდასტურდა

spot_img

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ,  გასულ კვირაში, დააანონსა, რომ იწყებდნენ იმ 2200 მასწავლებლის გაფართოებულ  ტესტირებას, რომლებიც, ზაფხულში, აჭარაში იმყოფებოდნენ. დღეს მის მიერ გაკეთებული განცხადებით ირკვევა, რომ დღევანდელი მონაცემებით, ტესტირება მხოლოდ 47%-მა ჩაიტარა.

ამირან გამყრელიძემ მოუწოდა მასწავლებლებს, რომლებიც ზაფხულის პერიოდში აჭარაში იმყოფებოდნენ, ტესტირებისთვის, თავიანთი მუნიციპალიტეტების საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრებს მიმართონ.

„ჩვენ ვიკვლევდით და ვიკვლევთ მასწავლებლებს, მაგრამ რატომღაც ისინი მოეშვნენ. აცხადებს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი და მოუწოდებს მასწავლებლებს, მივიდნენ გამოსაკლევად – ვთხოვ მასწავლებლებს, საქართველოს ყველა რეგიონში, ვინც ზაფხულის პერიოდში იმყოფებოდა ბათუმსა და აჭარაში, მიბრძანდეს გამოსაკვლევად. ამას სახელმწიფო იღებს თავის თავზე. ისინი უნდა დაუკავშირდნენ თავიანთი მუნიციპალიტეტების საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრებს და გამოკვლევები ჩაიტარონ“. 

იმ 1 011 (47%) მასწავლებლიდან, რომლებმაც უკვე ჩაიტარეს ტესტირება, მხოლოდ 7 პედაგოგს დაუდასტურდა კორონავირუსი.

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები