19 აპრილი, პარასკევი, 2024

„გა­დამ­ქარ­თულ­და“

spot_img

უცხო ენის ხან­გ­რ­ძ­ლი­ვი ბა­ტო­ნო­ბის ჟამს აჭა­რა­ში გაჩ­ნ­და ჩვე­ნი ენი­სა და ვი­ნა­ო­ბის­თ­ვის შემ­ზა­რა­ვი სიტყ­ვა „გა­დამ­ქარ­თულ­და“, ესე იგი, „გადა­მა­ვიწყ­და“. ფრი­დონ ხალ­ვა­შის ლექ­ს­ში სიტყ­ვა „გა­დამ­ქარ­თულ­და“ ასე გა­მო­ი­ყუ­რე­ბა:

„გა­და­მა­ვიწყ­და,

სა­უ­ბა­რი მიმ­ძიმს წარ­სულ­თან.

გა­და­მა­ვიწყ­და,

ვაი, რო­გორ გა­დამ­ქარ­თულ­და.

სხვა რომ და­ვარ­ქ­ვა,

რო­ცა მი­ჭირს სიტყ­ვის გა­მარ­თ­ვა.

ვცოცხ­ლობ, კარ­გად ვარ…

უქარ­თუ­ლოდ თუმ­ცა ავად ვარ…“

სიტყ­ვა „გა­დამ­ქარ­თულ­და“ ლექ­სი­კონ­შიც გაჩ­ნ­და, რო­გორც ჩვე­ნი ქვეყ­ნის ის­ტო­რი­უ­ლი ცხოვ­რე­ბის ტრა­გი­კუ­ლი სტრი­ქო­ნი. შ. ნი­ჟა­რა­ძის ქარ­თუ­ლი ენის აჭა­რულ დი­ა­ლექ­ტ­ში სიტყ­ვა „გა­დამ­ქარ­თულ­და“ გან­მარ­ტე­ბუ­ლია შემ­დეგ­ნა­ი­რად: „არ გა­მახ­სენ­და, ვერ მო­ვი­გო­ნე“, „ვერ იქ­ნა და ვე­ღარ გა­ვიხ­სე­ნე, სულ გა­დამ­ქარ­თულ­და“. მურ­მან სუ­ხიშ­ვი­ლის აზ­რით, „გა­დამ­ქარ­თულ­და“, ეს უმ­წა­რე­სი, სიკ­ვ­დილ­ზე თავ­ზარ­დამ­ცე­მი სიტყ­ვაა, რო­მე­ლიც დე­და-ქარ­თულ­მა, ად­გი­ლის ბრძენ­მა დე­დამ, თა­ვი­სი უგუ­ლის­ხ­მო შვი­ლე­ბის გა­მო­საფხიზ­ლებ­ლად და გა­საფ­რ­თხი­ლებ­ლად შვა, „გა­დამ­ქარ­თულ­და“ მწა­რე წი­ნას­წარ­მეტყ­ვე­ლე­ბაა არ­ყოფ­ნი­სა, ენა­ში ჩა­მარ­ხუ­ლი სა­ი­დუმ­ლოს უკუღ­მა პი­რი, „გა­დამ­ქარ­თულ­და“ — ესაა უსამ­შობ­ლო სამ­შობ­ლო, უზ­ნეო ზნე­ო­ბა“.

რა­ნი ვართ დღეს?

ეს კითხ­ვა აწუ­ხებს ერის გო­ნე­ბას, ერის ში­ნა­გან სინ­დისს.

დღეს რა წე­რია, ან რას გვა­წე­რენ ჩვე­ნი გო­ნე­ბის დრო­შა­ზე?

ვე­რა­ფერს ვიტყ­ვი, ენა დუმს…

ის­ტო­რია მოწ­მობს, რომ შე­იძ­ლე­ბა გა­ნად­გურ­დეს ერი, მაგ­რამ გა­დარ­ჩეს ენა, მაგ­რამ თუ­კი ენა მოკ­ვ­დე­ბა, ერიც უთუ­ოდ გა­დაგ­ვარ­დე­ბა. ერის სი­ცოცხ­ლე იწყე­ბა ენის და­ბა­დე­ბით. ბიბ­ლია გვას­წავ­ლის: „უფალ­მა სიტყ­ვა სამ­ყა­რო სიტყ­ვის ძა­ლით შექ­მ­ნა, ერე­ბიც სხვა­დას­ხ­ვა ენის გა­ჩე­ნამ წარ­მოშ­ვა“. ჩვე­ნი ენა ხან­გ­რ­ძ­ლი­ვი წარ­სუ­ლის მქო­ნეა, მაგ­რამ თა­ნა­მედ­რო­ვე პი­რო­ბებ­ში მა­ინც დი­დია საფ­რ­თხე იმი­სა, რომ რუ­სუ­ლის ნაც­ვ­ლად ახ­ლა ინ­გ­ლი­სურ­მა თუ ინ­ტერ­ნე­ტის ქსე­ლის ენამ შეზღუ­დოს მი­სი ფუნ­ქ­ცი­ო­ნი­რე­ბა.

სა­ქარ­თ­ვე­ლოს დე­და­ქა­ლაქ­მა ქარ­თუ­ლი სა­ხე და­კარ­გა. ყო­ველ­გ­ვა­რი გე­მოვ­ნე­ბის, გეგ­მა­ზო­მი­ე­რე­ბის გა­რე­შე აჭ­რელ­და ქუ­ჩე­ბი უცხო­უ­რი წარ­წე­რე­ბით. საბ­ჭო­უ­რი წყო­ბის დან­გ­რე­ვა­სა და სა­ბაზ­რო ეკო­ნო­მი­კის დამ­კ­ვიდ­რე­ბა-გან­ვი­თა­რე­ბის პრო­ცესს მრა­ვა­ლი და­დე­ბი­თი და უარ­ყო­ფი­თი შე­დე­გი მოჰ­ყ­ვა. გარ­და­მა­ვალ ეპო­ქას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი ძვრე­ბი ქარ­თუ­ლი ენის ღირ­სე­ბა­სა და სტა­ტუს­საც შე­ე­ხო. მარ­თა­ლია, იგი გა­თა­ვი­სუფ­ლ­და რუ­სუ­ლი ენის მო­ძა­ლე­ბი­სა­გან, მაგ­რამ ახ­ლა ინ­გ­ლი­სუ­რის, თურ­ქუ­ლი­სა და სხვა ენე­ბი­სა­გან მო­ე­ლის საფ­რ­თხე. დღეს, ყო­ვე­ლი ფე­ხის ნა­ბიჯ­ზე, ქუ­ჩებ­სა და მო­ედ­ნებ­ზე გან­თავ­სე­ბულ ენობ­რივ თვალ­სა­ჩი­ნო­ე­ბებ­ზე ვაწყ­დე­ბით მშობ­ლი­უ­რი ენის უგუ­ლე­ბელ­ყო­ფის არა­ერთ ფაქტს. თბი­ლი­სის ქუ­ჩებ­ში ინ­გ­ლი­სურ­მა უკ­ვე გა­მო­დევ­ნა ქარ­თუ­ლი და მი­სი ად­გი­ლი და­ი­კა­ვა. ისე გე­გო­ნე­ბა, თით­ქოს სა­ხელ­მ­წი­ფო ენა ინ­გ­ლი­სუ­რია და არა ქარ­თუ­ლი. ეკო­ნო­მი­კურ­მა, სო­ცი­ა­ლურ­მა, პო­ლი­ტი­კურ­მა კა­ტაკ­ლიზ­მებ­მა მთლი­ა­ნად შთან­თ­ქა ადა­მი­ან­თა სხვა გან­ც­დე­ბი. ენა კი სწრა­ფად კარ­გავს პო­ზი­ცი­ას, სივ­რ­ცეს, ფუნ­ქ­ცი­ას, სიწ­მინ­დეს, გა­მომ­ხატ­ვე­ლო­ბით უნარს. პრო­ცე­სი სწრა­ფად მიმ­დი­ნა­რე­ობს.

კო­მა­რო­ვის სკო­ლის მე-9 კლა­სის მოს­წავ­ლე­ებ­მა „და­ლაშ­ქ­რეს“ სკო­ლის მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რია (ვა­კე-სა­ბურ­თა­ლოს რა­ი­ო­ნი) და მო­სახ­ლე­ო­ბის აზ­რით და­ინ­ტე­რეს­დ­ნენ, უჭირს თუ ულ­ხინს ქარ­თულ ენას, გა­მო­ხა­ტავს თუ არა იგი ერის სუ­ლი­ერ სამ­ყა­როს, რა აზ­რი­სა­ნი არი­ან, რო­ცა უცხო­ურ სა­ხელ­წო­დე­ბებს ქარ­თუ­ლი შე­სატყ­ვი­სი აქვს გა­უ­გებ­რად? უცხო­უ­რი სა­ხე­ლი, რო­მე­ლიც ქარ­თუ­ლად წე­რია, მაგ­რამ არ არის გან­მარ­ტე­ბუ­ლი, გა­სა­გე­ბია თუ არა მათ­თ­ვის? რო­გორ ფიქ­რო­ბენ, ქარ­თ­ვე­ლე­ბი უფ­რო ვცემთ პა­ტივს ქარ­თულ ენას, თუ უცხო­ე­ლე­ბი თა­ვი­ანთ ენას.

გა­მო­კითხ­ვის შე­დე­გად გა­მოვ­ლინ­და, რომ პო­ლი­ტი­კოს­თა, კულ­ტუ­რის სფე­როს მუ­შაკ­თა, ჟურ­ნა­ლის­ტ­თა, შოუ-ბიზ­ნე­სის წარ­მო­მად­გე­ნელ­თა, მას­წავ­ლე­ბელ­თა, პენ­სი­ო­ნერ­თა, დი­ა­სახ­ლის­თა, სპორ­ტ­ს­მენ­თა, სტუ­დენ­ტ­თა, მშრო­მელ­თა, დი­ზა­ი­ნერ­თა უმ­რავ­ლე­სო­ბის აზ­რით, ენას უჭირს, სა­ვა­ლა­ლო მდგო­მა­რე­ო­ბა­შია; წუხს, რომ სა­რეკ­ლა­მო რეკ­ვი­ზი­ტე­ბი არა­ქარ­თუ­ლია; დად­გა ჟა­მი გან­გა­შის ზა­რის შე­მოკ­ვ­რი­სა; უცხო­ე­ნო­ვა­ნი წარ­წე­რე­ბი სე­რი­ო­ზულ საფ­რ­თხეს უქ­მ­ნის სა­ხელ­მ­წი­ფო ენას; ქარ­თუ­ლი ენა გა­ო­რე­ბუ­ლია; ქარ­თუ­ლი ენა, კულ­ტუ­რა და სუ­ლის­კ­ვე­თე­ბა „ წი­თე­ლი წიგ­ნის“ ბი­ნა­დარ­ნი გახ­დ­ნენ; ყვე­ლა­ფე­რი ქარ­თუ­ლი შე­ვიწ­რო­ე­ბას გა­ნიც­დის“. სა­ბედ­ნი­ე­როდ, გა­მო­კითხულ­თა უმ­რავ­ლე­სო­ბა აც­ნო­ბი­ე­რებს, რომ ენა გა­მო­ხა­ტავს ერის სუ­ლი­ერ სამ­ყა­როს და აღი­ზი­ა­ნებს უცხო­ე­ნო­ვა­ნი წარ­წე­რე­ბი, რომ­ლე­ბი­თაც მო­ფე­ნი­ლია ქუ­ჩა. გა­მო­კითხულ­თა უმ­ცი­რე­სო­ბა მი­იჩ­ნევს, რომ უცხო­ე­ლე­ბი უფ­რო პა­ტი­ვით ეპყ­რო­ბი­ან თა­ვი­ანთ ენას, ვიდ­რე ქარ­თ­ვე­ლე­ბი, რად­გან რო­გორც ერთ-ერ­თ­მა რეს­პონ­დენ­ტ­მა აღ­ნიშ­ნა, იაპო­ნი­ის მრა­ვალ ფირ­მა­ში თურ­მე სპე­ცი­ა­ლუ­რი საშ­ტა­ტო თა­ნამ­დე­ბო­ბაც არ­სე­ბობს საქ­მი­ან ქა­ღალ­დებ­ში ენის სიწ­მინ­დის და­სა­ცა­ვად და ეს თა­ნამ­დე­ბო­ბა საკ­მა­ოდ პრეს­ტი­ჟუ­ლი და სა­პა­სუ­ხის­მ­გებ­ლო ყო­ფი­ლა. ჩვე­ნი თა­ო­ბის ყვე­ლა­ზე პო­პუ­ლა­რულ­მა და საყ­ვა­რელ­მა მწე­რალ­მა, ოტია იოსე­ლი­ან­მა კი ბრძა­ნა: „სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში ყვე­ლა­ფე­რი გა­ი­ყი­და, ენი­სა და კულ­ტუ­რის მყიდ­ვე­ლი კი არ ჩანს. არ სჭირ­დე­ბათ, ბა­ტო­ნე­ბო, ფუ­ლი­ა­ნებს შე­ნი „მთაწ­მინ­დის მთვა­რე“ და „უსა­ხე­ლო უფ­ლის­ცი­ხე­ლი“. ჩვენ კი მო­ვიშ­ვე­ლი­ებთ ჩრდი­ლო-ამე­რი­კის ერთ-ერ­თი ინ­დი­ე­ლი ტო­მის ბე­ლა­დის გა­მო­ნათ­ქ­ვამს: „რო­დე­საც მო­ი­წამ­ლე­ბა ყვე­ლა მდი­ნა­რე და და­ი­ხო­ცე­ბა ყვე­ლა თევ­ზი, რო­დე­საც გა­ჩე­ხენ ყვე­ლა ტყეს და აღარ დარ­ჩე­ბა არც ერ­თი ხე, მა­შინ მივ­ხ­ვ­დე­ბით, რომ ფუ­ლი არ იჭ­მე­ვა“. შო­უ­ბიზ­ნე­სის ერთ-ერ­თ­მა წარ­მო­მად­გე­ნელ­მა კი გა­დაწყ­ვი­ტა, რომ ქარ­თუ­ლი ენა პა­ტივ­შია, ულ­ხინს, ქარ­თუ­ლად შეს­რუ­ლე­ბუ­ლი რეკ­ლა­მე­ბი არა­ე­ფექ­ტუ­რია, უცხო ენა­ზე შეს­რუ­ლე­ბუ­ლი წარ­წე­რე­ბი უფ­რო იქ­ცევს უცხო­ელ­თა ყუ­რადღე­ბას და სრუ­ლე­ბით არ აღი­ზი­ა­ნებს უცხო­ე­ნო­ვა­ნი წარ­წე­რე­ბი, მათ­თ­ვის ყვე­ლა­ფე­რი გა­სა­გე­ბია და დროა, სა­ქარ­თ­ვე­ლო ბუ­ნა­გი­დან გა­მო­ვი­დეს, ვის­თ­ვი­საც გა­უ­გე­ბა­რია ქუ­ჩა­ში გა­მო­ფე­ნი­ლი წარ­წე­რე­ბი, ეს ენე­ბის უცო­დი­ნარ ადა­მი­ან­თა პრობ­ლე­მაა. ჩვენ ინ­გ­ლი­სუ­რი ენის სა­წი­ნა­აღ­მ­დე­გო არა­ფე­რი გვაქვს, მაგ­რამ არც სწო­რი ინ­გ­ლი­სუ­რი­თაა და­წე­რი­ლი მაგ., „არ­ტ­ფ­ლორ­დი­ზა­ი­ნი“, რო­მელ­შიც ყვა­ვი­ლე­ბი იყი­დე­ბა. მო­გეხ­სე­ნე­ბათ, მცე­ნა­რე არის ფლო­რა და არა „ფლორ“, რაც ინ­გ­ლი­სუ­რად იატაკს ნიშ­ნავს. ჟურ­ნა­ლის­ტ­თა უმ­რავ­ლე­სო­ბა კი ფიქ­რობს, რომ მთა­ვა­რია ახა­ლი ამ­ბე­ბი, ფაქ­ტე­ბი და მოვ­ლე­ნე­ბი დრო­უ­ლად მი­ა­წო­დონ ხალხს და არ აქვთ დრო მეტყ­ვე­ლე­ბა­ზე ზრუნ­ვი­სა და და­ფიქ­რე­ბი­სა. მოს­წავ­ლე­თა შე­კითხ­ვე­ბის მოს­მე­ნი­სას ხალ­ხის რე­აქ­ცია სხვა­დას­ხ­ვაგ­ვა­რი გახ­ლ­დათ, ზოგ­ნი ხა­რობ­დ­ნენ, ჩვენს ენას პატ­რო­ნი გა­მო­უჩ­ნ­დაო, მე­ო­რე­ნი გა­ღი­ზი­ა­ნე­ბას ვერ მა­ლავ­დ­ნენ: მე­ტი საქ­მე და გა­მო­სას­წო­რე­ბე­ლი ვერ ნა­ხე­თო? ერ­თ­გან და­მა­ი­მე­დე­ბელ სუ­რათს წა­ვაწყ­დით: გამ­ყიდ­ველ­მა შე­ნიშ­ვ­ნის­თა­ნა­ვე ჩა­მოხ­ს­ნა აბ­რა და სა­მო­მავ­ლოდ მზად­ყოფ­ნა გა­მოთ­ქ­ვა, შეც­დო­მის შემ­თხ­ვე­ვა­ში, შე­ნიშ­ვ­ნის მი­ღე­ბი­სა.

უცხო ენის ცოდ­ნა დი­დად სა­სარ­გებ­ლო საქ­მეა, მაგ­რამ არც ის უნ­და დაგ­ვა­ვიწყ­დეს, რომ ნე­ბის­მი­ე­რი მე­ო­რე ენა რა­ღაც სივ­რ­ცეს არ­თ­მევს პირ­ველს. ინ­გ­ლი­სუ­რი ენა გვჭირ­დე­ბა და ვსწავ­ლობთ, მაგ­რამ პე­და­გო­გი­კის ძი­რი­თა­დი მცნე­ბაა — „ნაც­ნო­ბით შე­ის­წავ­ლე­ბა უც­ნო­ბი“. აბ­რებ­ში, რეკ­ლა­მებ­ში, გან­ცხა­დე­ბებ­ში იგ­რ­ძ­ნო­ბა და­უ­დევ­რო­ბა სა­ხელ­მ­წი­ფო ენის მი­მართ. ამ სუ­რა­თე­ბის ხილ­ვი­სას, ყვე­ლას — თვალ­წინ დე­და უკ­ვ­დე­ბა, ენა წახ­და და დე­და­ე­ნის სა­კითხებ­ზე ზრუნ­ვა ყო­ველ­დღი­უ­რი საქ­მე უნ­და იყოს თი­თო­ე­უ­ლი ჩვენ­გა­ნი­სათ­ვის. ქარ­თუ­ლი ენა არ არის ქარ­თუ­ლი ბიზ­ნე­სის ენა. მი­სი ად­გი­ლი და­ი­კა­ვა სხვა ენამ. სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში მრა­ვა­ლი უცხო ენა დამ­კ­ვიდ­რ­და, რაც უფ­რო მა­ტუ­ლობს უცხო­ელ ინ­ვეს­ტორ­თა რიცხ­ვი, მით უფ­რო იზღუ­დე­ბა სა­ხელ­მ­წი­ფო ენის სა­მოღ­ვა­წეო სივ­რ­ცე. ამ­ჟა­მად ინ­გ­ლი­სუ­რად იწო­დე­ბი­ან არა მხო­ლოდ მო­სუ­ლი, არა­მედ სა­კუთ­რივ ქარ­თუ­ლი და­წე­სე­ბუ­ლე­ბე­ბიც. სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში მცხოვ­რე­ბი არა­ქარ­თ­ვე­ლი ყო­ვე­ლი ფე­ხის ნა­ბიჯ­ზე უნ­და ხე­დავ­დეს, რომ ენას ჰყავს მო­სიყ­ვა­რუ­ლე პატ­რო­ნი, რომ ეს ენა სჭირ­დე­ბა სა­ქარ­თ­ვე­ლო­სა და ყვე­ლა მის მო­ქა­ლა­ქეს.

იყო დღე, რო­ცა ილი­ას მოკ­ვ­ლით „სა­ქარ­თ­ვე­ლო და­ტო­ვეს სახ­ტად“. ვი­მე­დოვ­ნებთ, ენის კა­ნო­ნი მხო­ლოდ ფურ­ცელ­ზე და­წე­რი­ლი არ დარ­ჩე­ბა. შემ­ზა­რა­ვი სიტყ­ვა „გა­დამ­ქარ­თულ­და“ გაქ­რე­ბა ლექ­სი­კო­ნი­დან და სა­სა­უბ­რო მეტყ­ვე­ლე­ბი­დან.

ლია გო­გო­ხია

ვლა­დი­მირ კო­მა­რო­ვის თბი­ლი­სის ფი­ზი­კა-მა­თე­მა­ტი­კის

199-ე სა­ჯა­რო სკო­ლის ქარ­თუ­ლი ენი­სა და ლი­ტე­რა­ტუ­რის მას­წავ­ლე­ბე­ლი

გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი ლი­ტე­რა­ტუ­რა:

  1. ბრე­გა­ძე, — ლე­ვან ბრე­გა­ძე, ქარ­თუ­ლი ჟარ­გო­ნის ლექ­სი­კო­ნი, თბი­ლი­სი, 1999;
  2. ბოჯ­გუა, — გი­ვი ბოჯ­გუა, სწო­რად ვამ­ბობთ თუ ვწერთ!, თბი­ლი­სი, 1999;
  3. ნი­ჟა­რა­ძე, — შო­თა ნი­ჟა­რა­ძე — ქარ­თუ­ლი ენის აჭა­რუ­ლი დი­ა­ლექ­ტი, ლექ­სი­კა, ბა­თუ­მი, 1971;
  4. სუ­ხიშ­ვი­ლი, — მურ­მან სუ­ხიშ­ვი­ლი — ჩვე­ნი დე­და, ჩვე­ნი ენა, ჩვე­ნი ლექ­სი ქარ­თუ­ლი — ქარ­თუ­ლი ენა და ლი­ტე­რა­ტუ­რა სკო­ლა­ში, №4, 1986;
  5. ცი­ბა­ხაშ­ვი­ლი, — გი­ორ­გი ცი­ბა­ხაშ­ვი­ლი, ენა შემ­კუ­ლი და… ხელ­ყო­ფი­ლი, თბი­ლი­სი, 2002;
  6. ხალ­ვა­ში, — ფრი­დონ ხალ­ვა­ში, რჩე­უ­ლი. ბა­თუ­მი, „გა­მომ­ცემ­ლო­ბა აჭა­რა“, 2000;
  7. ჭუმ­ბუ­რი­ძე, — ზუ­რაბ ჭუმ­ბუ­რი­ძე, მად­ლი დე­და­ე­ნი­სა, თბი­ლი­სი, 1982;
  8. 8. ჯორ­ბე­ნა­ძე, 1997 — ბე­სა­რი­ონ ჯორ­ბე­ნა­ძე, ენა და კულ­ტუ­რა, თბი­ლი­სი, 1997.

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები