18 აპრილი, ხუთშაბათი, 2024

ბედ­ნი­ე­რე­ბაა, რო­ცა მოს­წავ­ლე­ე­ბი გენ­დო­ბი­ან

spot_img

რუბ­რი­კის სტუ­მა­რია ზვი­ად ნი­ქა­ბა­ძე, ზეს­ტა­ფო­ნის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სო­ფელ ილე­მის სა­ჯა­რო სკო­ლის ის­ტო­რი­ი­სა და სა­მო­ქა­ლა­ქო გა­ნათ­ლე­ბის მას­წავ­ლე­ბე­ლი

პრო­ფე­სი­ის არ­ჩე­ვა­ნი

და­ვი­ბა­დე 1977 წელს, ხა­რა­გა­უ­ლის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სო­ფელ წყა­ლა­ფო­რეთ­ში, ვსწავ­ლობ­დი ამა­ვე სოფ­ლის სა­შუ­ა­ლო სკოლ­ში. 1999 წელს და­ვამ­თავ­რე ქუ­თა­ი­სის იოანე პეტ­რი­წის სა­ხე­ლო­ბის უნი­ვერ­სი­ტე­ტის ის­ტო­რი­ის ფა­კულ­ტე­ტი. მუ­შა­ო­ბა ზეს­ტა­ფო­ნის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სო­ფელ ილე­მის სა­ჯა­რო სკო­ლა­ში და­ვიწყე სა­მო­ქა­ლა­ქო გა­ნათ­ლე­ბის და ის­ტო­რი­ის მას­წავ­ლებ­ლად, ვხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლობ ამა­ვე სკო­ლის სა­მო­ქა­ლა­ქო გა­ნათ­ლე­ბის კლუბს „ედელ­ვა­ი­სი“.

პირ­ველ რიგ­ში, მად­ლი­ე­რე­ბა მინ­და გა­მოვ­ხა­ტო ილე­მის სა­ჯა­რო სკო­ლის დი­რექ­ტო­რის, ირი­ნა სხი­ლა­ძის და ჩე­მი კო­ლე­გე­ბის მი­მართ, გვერ­დ­ში დგო­მის­თ­ვის, თა­ვი­ან­თი ცოდ­ნი­სა და გა­მოც­დი­ლე­ბის გა­ზი­ა­რე­ბის­თ­ვის, რა­მაც დი­დი რო­ლი შე­ას­რუ­ლა ჩემ პრო­ფე­სი­ულ გან­ვი­თა­რე­ბა­სა და კა­რი­ე­რულ წინ­ს­ვ­ლა­ში.

მას­წავ­ლებ­ლო­ბა ჩემ­თ­ვის სა­ინ­ტე­რე­სო და მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნი პრო­ფე­სიაა, შე­იძ­ლე­ბა ით­ქ­ვას, რომ მო­წო­დე­ბით მას­წავ­ლე­ბე­ლი ვარ. არა­ფე­რია იმა­ზე დი­დი სი­ხა­რუ­ლი, ვიდ­რე ისეთ საყ­ვა­რელ, სა­ინ­ტე­რე­სო, სა­თუთ არ­სე­ბებ­თან, პა­ტა­რა ადა­მი­ა­ნებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბა, რო­გო­რე­ბიც ბავ­შ­ვე­ბი არი­ან. სწო­რედ ბავ­შ­ვე­ბის სიყ­ვა­რულ­მა და მათ­ზე ზრუნ­ვის სურ­ვილ­მა გა­და­მაწყ­ვე­ტი­ნა მას­წავ­ლე­ბე­ლობა. პრო­ფე­სი­ის არ­ჩე­ვა­ში დი­დი რო­ლი ჩემ­მა მას­წავ­ლებ­ლებ­მა ითა­მა­შეს, რა თქმა უნ­და, მათ შო­რის იყ­ვ­ნენ კა­ცი მას­წავ­ლებ­ლე­ბი. მად­ლი­ე­რი ვარ მა­თი ჩემ­და­მი გა­წე­უ­ლი ამა­გის.

 

წარ­მა­ტე­ბის სა­წინ­და­რი

თა­ნა­მედ­რო­ვე შე­ხე­დუ­ლე­ბე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ვცდი­ლობ, მოს­წავ­ლე­ე­ბი და­ვა­ინ­ტე­რე­სო სწავ­ლე­ბის სხვა, არა­ფორ­მა­ლუ­რი მე­თო­დე­ბით. ჩე­მი სუ­ლი­ე­რი ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბის და ფა­სე­უ­ლო­ბე­ბის მათ­თ­ვის გა­ზი­ა­რე­ბა უდი­დე­სი სი­ა­მოვ­ნე­ბაა, ისი­ნი ხომ ჩემ­გან იღე­ბენ იმ საზ­რ­დოს, რაც მთე­ლი ცხოვ­რე­ბა გაჰ­ყ­ვე­ბათ. მა­ხა­რებს, რო­ცა მენ­დო­ბი­ან და მი­სა­ბაძ პი­როვ­ნე­ბად მი­მიჩ­ნე­ვენ.

უახ­ლო­ეს­მა ტექ­ნო­ლო­გი­ურ­მა გა­მო­გო­ნე­ბებ­მა დი­დი გავ­ლე­ნა მო­ახ­დი­ნა ჩვე­ნი ცხოვ­რე­ბის სხვა­დას­ხ­ვა ას­პექ­ტ­ზე: კო­მუ­ნი­კა­ცი­ებ­ზე, თა­ნამ­შ­რომ­ლო­ბა­ზე, სწავ­ლა­ზე, სწავ­ლე­ბა­ზე. იმი­სათ­ვის, რომ მას­წავ­ლე­ბელ­მა მოს­წავ­ლე­ებს შეს­თა­ვა­ზოს არ­ჩე­ვა­ნი, თა­ვად უნ­და ფლობ­დეს ტექ­ნო­ლო­გი­ურ სი­ახ­ლე­ებს, მუ­დამ ზრუ­ნავ­დეს პრო­ფე­სი­ულ გან­ვი­თა­რე­ბა­ზე და მოს­წავ­ლე­ებს აძ­ლევ­დეს მი­მარ­თუ­ლე­ბას პრო­ფე­სი­უ­ლი უნარ-ჩვე­ვე­ბის გან­ვი­თა­რე­ბის­თ­ვის. ამი­ტო­მაც ვერ­თ­ვე­ბი ტრე­ნინ­გებ­ში, ვცდი­ლობ, ყო­ველ­დღი­უ­რად მი­ვი­ღო ცოდ­ნა და რა­ღაც ახა­ლი მი­ვა­წო­დო მოს­წავ­ლე­ებს. წარ­მა­ტე­ბუ­ლი პე­და­გო­გი აუცი­ლე­ბე­ლია იყოს კო­ლე­გი­ა­ლუ­რი და ამას დიდ მნიშ­ვ­ნე­ლო­ბას ვა­ნი­ჭებ. პრობ­ლე­მე­ბის არ­სე­ბო­ბის შემ­თხ­ვე­ვა­ში, შეძ­ლე­ბის­დაგ­ვა­რად, ვეხ­მა­რე­ბი კო­ლე­გებს, ვუ­ზი­ა­რებთ ერ­თ­მა­ნეთს სა­კუ­თარ ცოდ­ნა­სა და გა­მოც­დი­ლე­ბას, ვეხ­მა­რე­ბი მოს­წავ­ლე­ებს გა­მო­ხა­ტონ სა­კუ­თა­რი ნე­ბა, იყ­ვ­ნენ გა­ბე­დუ­ლე­ბი და შეძ­ლონ პო­ტენ­ცი­ა­ლის გა­მოვ­ლე­ნა. ვცდი­ლობ, ვი­ყო ნო­ვა­ტო­რი და მუდ­მი­ვად ვცვა­ლო სტრა­ტე­გი­ე­ბი მოს­წავ­ლე­თა სა­ჭი­რო­ე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე. მი­მაჩ­ნია, რომ წარ­მა­ტე­ბუ­ლი მას­წავ­ლე­ბე­ლი გულ­ღია და ჰუ­მა­ნუ­რია, ხე­დავს სა­კუ­თარ ღირ­სე­ბა­სა და ნაკ­ლო­ვა­ნე­ბას.

სა­მო­ქა­ლა­ქო გა­ნათ­ლე­ბის მნიშ­ვ­ნე­ლო­ბა

სა­მო­ქა­ლა­ქო გა­ნათ­ლე­ბის პე­და­გოგს მო­ეთხო­ვე­ბა, ხე­ლი შე­უწყოს მოს­წავ­ლე­ე­ბის მი­ერ გაკ­ვე­თილ­ზე მი­ღე­ბუ­ლი ცოდ­ნის ყო­ველ­დღი­ურ ცხოვ­რე­ბა­სა და საქ­მი­ა­ნო­ბა­ში გა­მო­ყე­ნე­ბას. მათ უნ­და შეძ­ლონ სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თ­ვის სა­სარ­გებ­ლო პრო­ექ­ტე­ბის და­გეგ­მ­ვა და გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა, ყო­ველ­დღი­უ­რო­ბა­ში უნ­და და­ამ­ტ­კი­ცონ, რომ სა­ხელ­მ­წი­ფო­ებ­რი­ვად აზ­როვ­ნე­ბენ და აქ­ტი­უ­რი მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი არი­ან.

დის­ციპ­ლი­ნა — სას­კო­ლო ცხოვ­რე­ბის ერთ-ერ­თი უმ­ნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნე­სი სა­კითხი

მოს­წავ­ლე­ებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბი­სას, რა თქმა უნ­და, ვაწყ­დე­ბი პრობ­ლე­მებს. ჩვე­ნი რე­ა­ლო­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ბევ­რი მოს­წავ­ლე მშობ­ლე­ბის მზრუნ­ვე­ლო­ბის გა­რე­შეა დარ­ჩე­ნი­ლი ბე­ბია-ბა­ბუ­ებ­თან. სამ­წუ­ხა­როდ, მათ აკ­ლი­ათ ყვე­ლა­ზე მთა­ვა­რი — ოჯა­ხუ­რი სით­ბო, მშობ­ლებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბა, რაც ხში­რად ხდე­ბა დის­ციპ­ლი­ნა­რუ­ლი გა­დაც­დო­მის მი­ზე­ზი. მათ­თ­ვის ერ­თა­დერ­თი იმე­დი სკო­ლაა, ამი­ტო­მაც გვაქვს ასე­თი ბავ­შ­ვე­ბის მი­მართ გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი პა­სუ­ხის­მ­გებ­ლო­ბა, რომ სრულ­ფა­სო­ვან პი­როვ­ნე­ბე­ბად ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბა­ში და­ვეხ­მა­როთ. თი­თო­ე­უ­ლი მოს­წავ­ლე ინ­დი­ვი­დია და თა­ვი­სე­ბურ მიდ­გო­მას სა­ჭი­რო­ებს, ყვე­ლას სხვა­დას­ხ­ვა უნა­რი აქვს, სხვა­დას­ხ­ვა­ნა­ი­რი ნი­ჭი, ხედ­ვა, გან­ს­ხ­ვა­ვე­ბუ­ლი ოჯა­ხუ­რი კულ­ტუ­რა, ამი­ტომ ვცდი­ლობ, პირ­ველ რიგ­ში, მა­თი ნდო­ბის მო­პო­ვე­ბას, რა­თა შემ­დეგ მო­ტი­ვა­ცი­ის ამაღ­ლე­ბა­ში და­ვეხ­მა­რო. დი­დი ძა­ლის­ხ­მე­ვა მჭირ­დე­ბა, რომ გან­ს­ხ­ვა­ვე­ბუ­ლი თარ­გი­დან ერ­თ­ნა­ი­რად ღირ­სე­უ­ლი და მეტ-ნაკ­ლე­ბად სრულ­ყო­ფი­ლი პი­როვ­ნე­ბე­ბი ჩა­მო­ვა­ყა­ლი­ბო. ამი­ტომ, ვფიქ­რობ, მხო­ლოდ პრო­ფე­სი­ო­ნა­ლიზ­მი, სა­კუ­თა­რი საგ­ნის ბრწყინ­ვა­ლედ ცოდ­ნა ამის­თ­ვის საკ­მა­რი­სი არ არის.

სი­ახ­ლე­ე­ბის და­ნერ­გ­ვა

სი­ახ­ლის და­ნერ­გ­ვა და სას­წავ­ლო პრო­ცეს­ში მოს­წავ­ლე­ე­ბის აქ­ტი­უ­რი ჩარ­თ­ვა, ჩე­მი ერთ-ერ­თი მთა­ვა­რი პრინ­ცი­პია. რა თქმა უნ­და, იყო სი­ახ­ლის ინი­ცი­ა­ტო­რი საკ­მა­ოდ სა­პა­სუ­ხის­მ­გებ­ლო, შრო­მა­ტე­ვა­დი და რთუ­ლად გან­სა­ხორ­ცი­ე­ლე­ბე­ლია. ეს ყვე­ლა­ფე­რი მას­წავ­ლებ­ლის­გან დიდ ენ­თუ­ზი­აზმს, მოთ­მი­ნე­ბას მო­ითხოვს, თუმ­ცა, ყო­ვე­ლი სი­ახ­ლი­სად­მი გა­წე­უ­ლი შრო­მა, შემ­დ­გომ­ში აად­ვი­ლებს სწავ­ლე­ბის პრო­ცესს. საკ­ლა­სო ოთახ­ში დი­დი მნიშ­ვ­ნე­ლო­ბა აქვს თა­ნა­მედ­რო­ვე ტექ­ნი­კას, მოს­წავ­ლე­ებს სწავ­ლი­სად­მი გან­სა­კუთ­რე­ბულ ინ­ტე­რესს და მო­ტი­ვა­ცი­ას აღუძ­რავს. ამი­ტომ, სწავ­ლე­ბი­სას, ყო­ველ­თ­ვის ვი­ყე­ნებ აუდიო და ვი­დე­ო­მა­სა­ლას, ვაწყობთ დის­კუ­სი­ას, რო­ლურ თა­მა­შებს, გა­ჩე­რე­ბებს, რაც მრა­ვალ­ფე­რო­ვან­სა და სა­ხა­ლი­სოს ხდის სა­გაკ­ვე­თი­ლო პრო­ცესს.

პრო­ექ­ტე­ბით სწავ­ლე­ბა

ეს არის მე­თო­დი, რო­მე­ლიც უად­ვი­ლებს პე­და­გოგს აღ­ზარ­დოს მოს­წავ­ლე­ებ­ში დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბის მო­ქა­ლა­ქის­თ­ვის სა­ჭი­რო ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბი და უნარ-ჩვე­ვე­ბი — თა­ნამ­შ­რომ­ლო­ბა, ემ­პა­თია, ზრუნ­ვა, მო­ნა­წი­ლე­ო­ბა, მო­ხა­ლი­სე­ო­ბა და პა­სუ­ხის­მ­გებ­ლო­ბა. პრო­ექ­ტე­ბით სწავ­ლე­ბამ მოს­წავ­ლე­ებს ის უნა­რე­ბი შეს­ძი­ნა, რო­მე­ლიც მათ ყო­ველ­დღი­ურ ცხოვ­რე­ბა­ში ნამ­დ­ვი­ლად გა­მო­ად­გე­ბათ — კო­მუ­ნი­კა­ცია და პრე­ზენ­ტა­ცია, სა­მუ­შა­ოს ორ­გა­ნი­ზე­ბა და დრო­ის გა­ნა­წი­ლე­ბა, კვლე­ვა და გა­მო­კითხ­ვის ჩა­ტა­რე­ბა, თვით­შე­ფა­სე­ბა და რეფ­ლექ­სია, თა­ნამ­შ­რომ­ლო­ბა და ჯგუფ­თან მუ­შა­ო­ბა. პრო­ექ­ტების მსვლე­ლო­ბი­სას, მოს­წავ­ლე­ებ­მა სა­კუ­თარ თავ­ში ისე­თი ძლი­ე­რი მხა­რე­ე­ბი აღ­მო­ა­ჩი­ნეს, რო­მე­ლიც ად­რე ვერც კი წარ­მო­ედ­გი­ნათ — ლი­დე­რო­ბა, და­გეგ­მ­ვის ნი­ჭი, დახ­მა­რე­ბის გა­წე­ვის შე­საძ­ლებ­ლო­ბა და სხვ.

სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ე­ბი

სა­მო­ქა­ლა­ქო გა­ნათ­ლე­ბის ახა­ლი პროგ­რა­მის „მო­მავ­ლის თა­ო­ბა“ ფარ­გ­ლებ­ში გა­მო­ცე­მუ­ლი სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო კარ­გი რე­სურ­სია მას­წავ­ლებ­ლის­თ­ვის. მას­ში ძა­ლი­ან ბევ­რი სა­ინ­ტე­რე­სო და სა­სარ­გებ­ლო ინ­ფორ­მა­ციაა, რაც შე­საძ­ლებ­ლო­ბას მაძ­ლევს, ხე­ლი შე­ვუწყო მოს­წავ­ლე­ებს ცოდ­ნის ტრან­ს­ფერ­ში, ისე­თი უნა­რე­ბის გა­მო­მუ­შა­ვე­ბა­ში, რო­გო­რი­ცაა: პრობ­ლე­მის იდენ­ტი­ფი­ცი­რე­ბა და და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა პრობ­ლე­მი­სად­მი, თა­ნამ­შ­რომ­ლო­ბის უნა­რი, პარ­ტ­ნი­ორ­თა შერ­ჩე­ვის პრინ­ცი­პე­ბი, კონ­ფ­ლიქ­ტე­ბის მარ­თ­ვის წე­სე­ბის შე­მუ­შა­ვე­ბა, სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი საქ­მი­ა­ნო­ბის გა­აზ­რე­ბა, პრობ­ლე­მის გა­და­საჭ­რე­ლად აუცი­ლე­ბე­ლი თან­მიმ­დევ­რუ­ლი ქმე­დე­ბე­ბი. მოს­წავ­ლე­ებ­მა შეძ­ლეს ათ­ვი­სე­ბუ­ლი ცოდ­ნის პრაქ­ტი­კა­ში გა­მო­ყე­ნე­ბა, ანუ დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი პრინ­ცი­პე­ბის სკო­ლა­ში, თემ­ში და­ნერ­გ­ვა და ამ პრინ­ცი­პე­ბით მოქ­მე­დე­ბა. მათ შე­უძ­ლი­ათ რე­ა­ლურ ცხოვ­რე­ბა­ში ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბე­ბის დარ­ღ­ვე­ვის გა­მოვ­ლე­ნა და ამ უფ­ლე­ბე­ბის დაც­ვა.

მო­მავ­ლის გეგ­მე­ბი

ჩე­მი მი­ზა­ნია, პრო­ფე­სი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბი­სათ­ვის ზრუნ­ვა და სკო­ლა­ში სა­მო­ქა­ლა­ქო გა­ნათ­ლე­ბის სწავ­ლე­ბის ხა­რის­ხის ამაღ­ლე­ბა. ვცდი­ლობ, მო­ნა­წი­ლე­ო­ბა მი­ვი­ღო სა­მო­ქა­ლა­ქო გა­ნათ­ლე­ბის პროგ­რა­მა­ში „მო­მავ­ლის თა­ო­ბა“ და სა­მო­ქა­ლა­ქო გა­ნათ­ლე­ბის პე­და­გოგ­თა ფო­რუ­მის მი­ერ გა­მოცხა­დე­ბულ ტრე­ნინ­გებ­სა თუ შეხ­ვედ­რებ­ში, ასე­ვე, სა­მო­ქა­ლა­ქო გა­ნათ­ლე­ბის ეროვ­ნულ კონ­ფე­რენ­ცი­ებ­ში, რაც და­მეხ­მა­რე­ბა პრო­ფე­სი­ულ გან­ვი­თა­რე­ბა­ში, სწავ­ლა-სწავ­ლე­ბის ხა­რის­ხის ამაღ­ლე­ბა­ში.

თა­ვი­სუ­ფალ დროს ­ვეც­ნობი მე­თო­დურ სი­ახ­ლე­ებს, რომ ჩე­მი მოს­წავ­ლე­ე­ბის­თ­ვის სა­მო­ქა­ლა­ქო გა­ნათ­ლე­ბის გაკ­ვე­თი­ლე­ბი მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნი, სა­ინ­ტე­რე­სო და სა­ხა­ლი­სო გახ­დეს.

მო­ამ­ზა­და მა­კა ყი­ფი­ან­მა

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები