20 აპრილი, შაბათი, 2024

ახა­ლი პროგ­რა­მა სწრა­ფად და­საქ­მე­ბის მსურ­ველ­თათ­ვის

spot_img

2013 წელს, პრე­მი­ერ-მი­ნის­ტ­რის ბრძა­ნე­ბით, სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში პრო­ფე­სი­უ­ლი გა­ნათ­ლე­ბის რე­ფორ­მის გრძელ­ვა­დი­ა­ნი (2013-2020) სტრა­ტე­გია დამ­ტ­კიც­და, რომ­ლის უმ­თავ­რეს მი­ზან­საც შრო­მის ბაზ­რის მოთხოვ­ნებ­ზე ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი, კვა­ლი­ფი­ცი­უ­რი ადა­მი­ა­ნუ­რი რე­სურ­სის მომ­ზა­დე­ბა წარ­მო­ად­გენს. ამ პე­რი­ოდ­ში, რე­ფორ­მის ფარ­გ­ლებ­ში, მრა­ვა­ლი ძი­რე­უ­ლი ცვლი­ლე­ბა გან­ხორ­ცი­ელ­და, პრი­ო­რი­ტე­ტუ­ლი გახ­და სა­მუ­შა­ო­ზე და­ფუძ­ნე­ბუ­ლი სწავ­ლე­ბა, რა­მაც პრო­ფე­სი­ულ სტუ­დენტს სა­შუ­ა­ლე­ბა მის­ცა, აუდი­ტო­რი­ი­დან გა­სუ­ლი­ყო იმი­ტი­რე­ბულ თუ რე­ა­ლურ სა­მუ­შაო გა­რე­მო­ში და ამ გზით, თე­ო­რი­ულ ცოდ­ნას­თან ერ­თად, და­საქ­მე­ბის­თ­ვის აუცი­ლე­ბე­ლი პრაქ­ტი­კუ­ლი ცოდ­ნა და უნა­რე­ბი მი­ე­ღო. სა­ხელ­მ­წი­ფოს დახ­მა­რე­ბით, პრო­ფე­სი­უ­ლი სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბე­ბი აღი­ჭურ­ვა სა­ჭი­რო ინ­ვენ­ტა­რით, ტექ­ნი­კით და სას­წავ­ლო მა­სა­ლით; პრო­ფე­სი­უ­ლი სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო სტან­დარ­ტე­ბის, მო­დუ­ლე­ბი­სა და პროგ­რა­მე­ბის შედ­გე­ნა­ში ჩა­ერ­თო დამ­საქ­მე­ბე­ლი, რაც, ერ­თი მხრივ, ხელს უწყობს, რომ მან თა­ვად მი­ი­ღოს სან­დო, პრო­ფე­სი­უ­ლი ცოდ­ნი­თა და პრაქ­ტი­კუ­ლი უნა­რე­ბით აღ­ჭურ­ვი­ლი კომ­პე­ტენ­ტუ­რი კად­რი, მე­ო­რე მხრივ კი, და­საქ­მე­ბულ­მა მი­ი­ღოს მდგრა­დი და ღირ­სე­უ­ლად ანაზღა­უ­რე­ბა­დი სა­მუ­შაო. ამ და სხვა მრა­ვალ­მა ცვლი­ლე­ბამ უკ­ვე გა­მო­ი­ღო შე­დე­გი, პრო­ფე­სი­უ­ლი გა­ნათ­ლე­ბა ნე­ლა, მაგ­რამ მა­ინც ხდე­ბა პრეს­ტი­ჟუ­ლი.

პრო­ფე­სი­უ­ლი მომ­ზა­დე­ბი­სა და პრო­ფე­სი­უ­ლი გა­დამ­ზა­დე­ბის პროგ­რა­მე­ბის შექ­მ­ნის, გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბი­სა და მსმე­ნელ­თათ­ვის გა­ცე­მუ­ლი სერ­ტი­ფი­კა­ტე­ბის სა­ხელ­მ­წი­ფოს მი­ერ აღი­ა­რე­ბა სწო­რედ პრო­ფე­სი­უ­ლი გა­ნათ­ლე­ბის ხელ­შეწყო­ბის ფარ­გ­ლებ­ში ხორ­ცი­ელ­დე­ბა. დღეს ბა­ზარ­ზე გარ­კ­ვე­უ­ლი ცოდ­ნი­სა და პრაქ­ტი­კუ­ლი უნა­რე­ბის შე­სა­ძე­ნად, უამ­რა­ვი იური­დი­უ­ლი პი­რი გვთავა­ზობს სხვა­დას­ხ­ვა სა­ხის მოკ­ლე­ვა­დი­ან ტრე­ნინ­გებს. მათ­გან, ბევ­რი მარ­თ­ლაც პრო­ფე­სი­ო­ნა­ლუ­რად და პა­სუ­ხის­მ­გებ­ლო­ბით ეკი­დე­ბა საქ­მეს, თუმ­ცა სერ­ტი­ფი­კა­ტე­ბი, რომ­ლებ­საც ისი­ნი გას­ცე­მენ, ხშირ შემ­თხ­ვე­ვა­ში, არ არის სან­დო დამ­საქ­მებ­ლის­თ­ვის. სა­ქარ­თ­ვე­ლოს მთავ­რო­ბის 2019 წლის 15 მარ­ტის დად­გე­ნი­ლე­ბით კი, ყვე­ლა იური­დი­ულ პირს, რო­გორც სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო, ასე­ვე არა­სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბებს უფ­ლე­ბა მი­ე­ცათ პრო­ფე­სი­ის სტან­დარ­ტის, პრო­ფე­სი­უ­ლი სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო სტან­დარ­ტის, მო­დუ­ლის/მო­დუ­ლე­ბის, სა­ქარ­თ­ვე­ლოს კა­ნონ­მ­დებ­ლო­ბით, სა­ქარ­თ­ვე­ლოს მი­ერ რა­ტი­ფი­ცი­რე­ბუ­ლი სა­ერ­თა­შო­რი­სო ხელ­შეკ­რუ­ლე­ბით ან სხვა სა­ერ­თა­შო­რი­სო აქ­ტე­ბით რე­გუ­ლი­რე­ბუ­ლი სფე­რო­ე­ბის მა­რე­გუ­ლი­რე­ბელ მოთხოვ­ნა­თა დაც­ვით, და­საქ­მე­ბის სა­ერ­თა­შო­რი­სო კლა­სი­ფი­კა­ტო­რის, ეკო­ნო­მი­კუ­რი საქ­მი­ა­ნო­ბის სა­ხე­ე­ბის შე­სა­ხებ — სა­ქარ­თ­ვე­ლოს ეროვ­ნუ­ლი კლა­სი­ფი­კა­ტო­რის სა­ფუძ­ველ­ზე ან სუ­ლაც სა­კუ­თა­რი ინ­ტე­რე­სე­ბი­სა და საქ­მი­ა­ნო­ბის სფე­როს სპე­ცი­ფი­კის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, თა­ვად შე­ი­მუ­შა­ონ და წარ­მო­ად­გი­ნონ პროგ­რა­მა, მი­ი­ღონ მი­სი გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის უფ­ლე­ბა და გას­ცენ სა­ხელ­მ­წი­ფოს მი­ერ აღი­ა­რე­ბუ­ლი სერ­ტი­ფი­კა­ტი.

უკ­ვე არ­სე­ბუ­ლი პრო­ფე­სი­უ­ლი სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო პროგ­რა­მე­ბის­გან გან­ს­ხ­ვა­ვე­ბით, პრო­ფე­სი­უ­ლი მომ­ზა­დე­ბის პროგ­რა­მე­ბი მოკ­ლე­ვა­დი­ა­ნია და სწრა­ფად და­საქ­მე­ბის მსურ­ვე­ლის­თ­ვის სა­ჭი­რო და აუცი­ლე­ბელ კონ­კ­რე­ტულ შე­დე­გებ­ზეა ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი. რაც შე­ე­ხე­ბა გა­დამ­ზა­დე­ბის პროგ­რა­მებს, ეს იმ კა­ტე­გო­რი­ის მსურ­ვე­ლებ­ზეა გათ­ვ­ლი­ლი, რომ­ლე­ბიც უკ­ვე იყ­ვ­ნენ ან მიმ­დი­ნა­რე­დაც არი­ან და­საქ­მე­ბუ­ლე­ბი, თუმ­ცა კვა­ლი­ფი­კა­ცი­ის ასა­მაღ­ლებ­ლად პრო­ფე­სი­ა­ში არ­სე­ბუ­ლი სი­ახ­ლე­ე­ბის გაც­ნო­ბა და ახა­ლი პრაქ­ტი­კუ­ლი უნა­რე­ბის გა­მო­მუ­შა­ვე­ბა ესა­ჭი­რო­ე­ბათ. ვფიქ­რობთ, ეს პროგ­რა­მე­ბი სა­ინ­ტე­რე­სო იქ­ნე­ბა სკო­ლის მოს­წავ­ლე­ე­ბის­თ­ვი­საც, რომ­ლებ­საც სა­ბა­ზო სა­ფე­ხუ­რის დამ­თავ­რე­ბის შემ­დეგ შე­ეძ­ლე­ბათ იყ­ვ­ნენ ცალ­კე­უ­ლი პროგ­რა­მის მსმე­ნე­ლე­ბი და, სწავ­ლის­გან მო­უწყ­ვე­ტად, და­ე­უფ­ლონ კონ­კ­რე­ტულ პრაქ­ტი­კულ პრო­ფე­სი­ას.

პრო­ფე­სი­ულ, უმაღ­ლეს და ზო­გად­სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბებს, რომ­ლებ­მაც ავ­ტო­რი­ზა­ცი­ის გზით უკ­ვე მო­ი­პო­ვეს კონ­კ­რე­ტუ­ლი პრო­ფე­სი­უ­ლი სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო პროგ­რა­მის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის უფ­ლე­ბა, ამ პროგ­რა­მე­ბის ფარ­გ­ლებ­ში, პრო­ფე­სი­უ­ლი მომ­ზა­დე­ბის/გა­დამ­ზა­დე­ბის პროგ­რა­მის გან­სა­ხორ­ცი­ე­ლებ­ლად გა­ნათ­ლე­ბის ხა­რის­ხის გან­ვი­თა­რე­ბის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტ­რის­გან მხო­ლოდ და­დას­ტუ­რე­ბა სჭირ­დე­ბათ. იური­დი­უ­ლი პი­რე­ბი კი, რომ­ლე­ბიც მო­მა­ვალ­ში აპი­რე­ბენ ბა­ზარ­ზე შე­მოს­ვ­ლას და პრო­ფე­სი­უ­ლი მომ­ზა­დე­ბის/გა­დამ­ზა­დე­ბის პროგ­რა­მე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბას, ვალ­დე­ბულ­ნი არი­ან რამ­დე­ნი­მე სტან­დარ­ტი და­აკ­მა­ყო­ფი­ლონ. პირ­ველ რიგ­ში, მა­თი პროგ­რა­მე­ბი უნ­და იყოს მოთხოვ­ნა­დი შრო­მის ბა­ზარ­ზე, და­წე­სე­ბუ­ლე­ბას უნ­და ჰქონ­დეს შე­სა­ბა­მი­სი მა­ტე­რი­ა­ლუ­რი რე­სურ­სი და ჰყავ­დეს კვა­ლი­ფი­ცი­უ­რი პრაქ­ტი­კო­სი პერ­სო­ნა­ლი, რო­მე­ლიც რე­ა­ლუ­რად შეძ­ლებს პროგ­რა­მის მიზ­ნე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბას, შემ­ჭიდ­რო­ვე­ბულ ვა­და­ში მის­ცემს მსმე­ნელს სა­ჭი­რო ცოდ­ნას და და­ეხ­მა­რე­ბა პრაქ­ტი­კუ­ლი უნარ-ჩვე­ვე­ბის გა­მო­მუ­შა­ვე­ბა­ში. ამ მიზ­ნით გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის მსურ­ვე­ლებს მო­უ­წევთ მჭიდ­როდ ითა­ნამ­შ­რომ­ლონ სხვა­დას­ხ­ვა სა­წარ­მო­ებ­თან, დამ­საქ­მებ­ლებ­თან და პარ­ტ­ნი­ორ ორ­გა­ნი­ზა­ცი­ებ­თან.

გა­ნათ­ლე­ბის ხა­რის­ხის გან­ვი­თა­რე­ბის ცენ­ტ­რი მათ სწო­რედ ამ კრი­ტე­რი­უ­მე­ბის მი­ხედ­ვით შე­ა­მოწ­მებს. შე­სა­ბა­მი­სი დას­კ­ვ­ნის სა­ფუძ­ველ­ზე, პრო­ფე­სი­უ­ლი მომ­ზა­დე­ბი­სა და პრო­ფე­სი­უ­ლი გა­დამ­ზა­დე­ბის პროგ­რა­მე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის უფ­ლე­ბის მიმ­ნი­ჭე­ბე­ლი საბ­ჭო, და­წე­სე­ბუ­ლე­ბას ან მის­ცემს მა­თი გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის უფ­ლე­ბას სა­მი წლის ვა­დით, ან უარს ეტყ­ვის სტან­დარ­ტებ­თან შე­უ­სა­ბა­მო­ბის გა­მო, ან მის­ცემს ხარ­ვე­ზის გა­მოს­წო­რე­ბის ვა­დას. გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის უფ­ლე­ბის მო­პო­ვე­ბის შემ­დეგ, იური­დი­ულ პირს უფ­ლე­ბა აქვს, მი­მარ­თოს გა­ნათ­ლე­ბის, მეც­ნი­ე­რე­ბის კულ­ტუ­რი­სა და სპორ­ტის სა­მი­ნის­ტ­როს სა­ხელ­მ­წი­ფო და­ფი­ნან­სე­ბის მი­სა­ღე­ბად. სა­ქარ­თ­ვე­ლოს გა­ნათ­ლე­ბის, მეც­ნი­ე­რე­ბის, კულ­ტუ­რი­სა და სპორ­ტის მი­ნის­ტ­რის 2019 წლის 19 აპ­რი­ლის №498 ბრძა­ნე­ბით, გა­ნი­საზღ­ვ­რა პრი­ო­რი­ტე­ტე­ბი, რომ­ლის ფარ­გ­ლებ­ში შედ­გე­ნი­ლი მომ­ზა­დე­ბის/გა­დამ­ზა­დე­ბის პროგ­რა­მა შე­საძ­ლოა და­ფი­ნან­ს­დეს სა­ხელ­მ­წი­ფოს მი­ერ. კერ­ძოდ, ეს პრი­ო­რი­ტე­ტე­ბია: ა) ხე­ლოვ­ნე­ბა; ბ) ბიზ­ნე­სი და ად­მი­ნის­ტ­რი­რე­ბა; გ) ინ­ფორ­მა­ცი­ი­სა და კო­მუ­ნი­კა­ცი­ის ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბი; დ) ინ­ჟი­ნე­რია და სა­ინ­ჟინ­რო საქ­მე; ე) წარ­მო­ე­ბა და გა­და­მუ­შა­ვე­ბა; ვ) არ­ქი­ტექ­ტუ­რა და მშე­ნებ­ლო­ბა; ზ) სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბა; თ) მეტყე­ვე­ო­ბა; ი) მე­თევ­ზე­ო­ბა; კ) ვე­ტე­რი­ნა­რია; ლ) ინ­ტერ­დის­ციპ­ლი­ნუ­რი; მ) ჯან­დაც­ვა; ნ) პერ­სო­ნა­ლუ­რი მომ­სა­ხუ­რე­ბე­ბი; ო) ტრან­ს­პორ­ტის მომ­სა­ხუ­რე­ბე­ბი.

პრო­ფე­სი­უ­ლი მომ­ზა­დე­ბი­სა და პრო­ფე­სი­უ­ლი გა­დამ­ზა­დე­ბის პროგ­რა­მე­ბის შე­უ­ფერ­ხებ­ლად და უხარ­ვე­ზოდ გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის მიზ­ნით, გა­ნათ­ლე­ბის ხა­რის­ხის გან­ვი­თა­რე­ბის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტ­რი მჭიდ­როდ თა­ნამ­შ­რომ­ლობს გა­ნათ­ლე­ბის, მეც­ნი­ე­რე­ბის კულ­ტუ­რი­სა და სპორ­ტის სა­მი­ნის­ტ­როს­თან და გა­ნათ­ლე­ბის მარ­თ­ვის სა­ინ­ფორ­მა­ციო სის­ტე­მას­თან. ამ­ჟა­მად შე­მუ­შა­ვე­ბუ­ლია და მა­ლე ამოქ­მედ­დე­ბა ელექ­ტ­რო­ნუ­ლი პლატ­ფორ­მა, რო­მე­ლიც სა­შუ­ა­ლე­ბას მის­ცემს ყვე­ლა მსურ­ველს, ელექ­ტ­რო­ნუ­ლად და­რე­გის­ტ­რირ­დეს, შე­იყ­ვა­ნოს ყვე­ლა სა­ჭი­რო ინ­ფორ­მა­ცია და მო­ითხო­ვოს პრო­ფე­სი­უ­ლი მომ­ზა­დე­ბის/გა­დამ­ზა­დე­ბის პროგ­რა­მე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის უფ­ლე­ბა.

ამ დრო­ის­თ­ვის, გა­ნათ­ლე­ბის ხა­რის­ხის გან­ვი­თა­რე­ბის ეროვ­ნულ­მა ცენ­ტ­რ­მა, 6 პრო­ფე­სი­ულ სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბას 25 პრო­ფე­სი­უ­ლი მომ­ზა­დე­ბის/გა­დამ­ზა­დე­ბის პროგ­რა­მა­ზე და­უ­დას­ტუ­რა თან­ხ­მო­ბა. დღე­ის მო­ნა­ცე­მე­ბით, 400 ვა­კან­ტურ ად­გილ­ზე უკ­ვე და­რე­გის­ტ­რირ­და 419 მსურ­ვე­ლი და რე­გის­ტ­რა­ცია გრძელ­დე­ბა. აღ­ნიშ­ნულ­თან ერ­თად, ცენ­ტ­რ­ში მო­მარ­თ­ვი­ა­ნო­ბი­სა და კონ­სულ­ტა­ცი­ე­ბის მსურ­ველ­თა რა­ო­დე­ნო­ბა ოპ­ტი­მიზ­მის სა­ფუძ­ველს გვაძ­ლევს და გვა­ფიქ­რე­ბი­ნებს, რომ პრო­ფე­სი­უ­ლი მომ­ზა­დე­ბა და გა­დამ­ზა­დე­ბა ღირ­სე­უ­ლად და­იმ­კ­ვიდ­რებს ად­გილს პრო­ფე­სი­უ­ლი გა­ნათ­ლე­ბის სის­ტე­მა­ში და და­ეხ­მა­რე­ბა დამ­საქ­მებ­ლებ­სა და და­საქ­მე­ბის მა­ძი­ებ­ლებს ერ­თ­მა­ნე­თის პოვ­ნა­ში.

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები