20 აპრილი, შაბათი, 2024

აჭარის რეგიონის უმაღლესი სასწავლებლები – სიახლეები

spot_img

აჭარაში ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ, ნუნუ მიცკევიჩმა,  უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებები მოინახულა და ახალი სასწავლო  წლის დაწყებამდე  უნივერსიტეტებში დანერგილ სიახლეებს გაეცნო. აკადემიური პერსონალისგან ყველა იმ პროექტის შესახებ მიიღო ინფორმაცია, რომელიც უნივერისტეტებში უკვე დაინერგა და ამჟამად განხორიცელების პროცესშია. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ელექტრონული სწავლების ახალ პროექტებზე, რომლებიც ახალ სასწავლო წელს კიდევ უფრო გაძლიერდება.

მინისტრის მოადგილე ადგილზე გაეცნო ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის, ასევე, ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის, ბათუმის ხელოვნების სასწავლო უნივერსიტეტის, ბაუ – ბათუმის საერთაშორისო უნივერსიტეტისა და სხვა სახელმწიფო და კერძო უნივერსიტეტების სიახლეებს და სწავლა-სწავლების კიდევ უფრო გასაძლიერებლად, საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის გაზიარების თაობაზე რეკომენდაციები შესთავაზა.

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში ნუნუ მიცკევიჩი ელექტრონული სწავლების იმ ახალი სერვისების შესახებ პრეზენტაციას დაესწრო, რომელიც სტუდენტთა ხელშეწყობისთვის უკვე დაინერგა და ეს პროცესი კიდევ გრძელდება. მინისტრის მოადგილემ დეტალური ინფორმაცია მოისმინა ასევე სტუდენტურ სერვისებზე – საქართველოში პირველად, უნივერსიტეტში შეიქმნა ინოვაციური სტუდენტური პორტალი portal.bsu.edu.ge, რომლის საშუალებით სტუდენტები ოპერატიულად იღებენ ინფორმაციას როგორც სტუდენტურ პროექტებზე, ასევე  ვაკანსიებზე, სტაჟირებაზე და ა.შ. პორტალი მოიცავს ბაზას, რომლის საშუალებით კომპანიები და ორგანიზაციები დასაქმების მიზნით მოკლე ვადაში უკავშირდებიან სტუდენტებსა და კურსდამთავრებულებს.

ნუნუ მიცკევიჩმა დაათვალიერა თანამედროვე სტანდარტების ახალი სასწავლო კორპუსი, რომლის მშენებლობა უკვე დასრულდა და ამჟამად ინტერიერის მოწყობა მიმდინარეობს. შენობის პირველ სართულზე ტექნოპარკი, ხოლო მეორე და მესამე სართულზე პროფესიული პროგრამების მართვისა და უწყვეტი განათლების ცენტრი განთავსდება, რომელიც ფუნქციონირებას შემოდგომაზე დაიწყებს.

ევროპული სტანდარტების 200 მობინადრეზე გათვლილ ოთხსართულიან სტუდენტთა საცხოვრებელში განთავსებულია როგორც საკონფერენციო დარბაზი, ასევე თავისუფალი სივრცეები, ბიბლიოთეკა, ლიფტი, დაცვის ოთახი, სამრეცხაო-საშრობი და ა.შ. სპეციალური საჭიროების პირთათვის გათვალისწინებულია  ადაპტირებული ბლოკები.

დისტანციური  სწავლებისა და საქმისწარმოების  პროცესის სრულყოფილად წარმართვის  უზრუნველსაყოფად, ბათუმის სახელწიფო საზღვაო აკადემიის ელექტრონული პორტალი სრულად იძლევა შესაძლებლობას, სინქრონულ და ასინქრონულ რეჟიმში წარიმართოს საგანმანათლებლო პროცესი. ZOOM-ის პლატფორმა, აკადემიურ და მოწვეულ პერსონალს სრულად აძლევს ვიდეო კონსულტაციის ჩაწერის შესაძლებლობას, რომელიც სტუდენტებისთვის   ნებისმიერ დროს ხელმისაწვდომია. 2020 წლის ბოლოსთვის ბათუმის საზღვაო აკადემიას თანამედროვე სტანდარტების საწვრთნელი აუზი ექნება, რომელიც აკადემიის სტუდენტებსა და მოქმედ მეზღვაურებს საშუალებას მისცემს სავალდებულო პრაქტიკული წვრთნები საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის (IMO) მიერ შემუშავებული სტანდარტების შესაბამისად გაიარონ. ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის 1000 სტუდენტზე გათვლილი ფილიალის მშენებლობა მიმდინარეობს ასევე ფოთში, რომელიც  2021 წლიდან გაიხსნება.

ახალი სასწავლო წლისთვის ემზადება ბათუმის ხელოვნების სასწავლო უნივერსიტეტი, სადაც კვლავ აქტიურად გრძელდება სახელოვნებო დარგის მაღალკვალიფიციური კადრების მომზადება, რაც ხელს შეუწყობს ხელოვნებისა და კულტურის მიმართულებით სასწავლო, კვლევითი და შემოქმედებითი პროცესების განვითარებას.

ბაუ – ბათუმის საერთაშორისო უნივერსიტეტს, რომლის პრიორიტეტია თეორიული ცოდნის გაღრმავება კლინიკური აზროვნებითა და კლინიკური უნარებით,  დისტანციური სწავლების გამოცდილება 2015 წლიდან აქვს, რის გამოც მარტივად მოხდა პროცესის სრულად გადაყვანა დისტანციურ სწავლებაზე. დისტანციური სწავლებისას არსებული სიძნელეების დაძლევის  გზების ძიებისა და გამოცდილების გაზიარების მიზნით, უნივერსიტეტი სხვა სამედიცინო სკოლებთან ერთად პერმანენტულად მონაწილეობს დისტანციურ ვებინარებში.

ახალი სასწავლო წლის დაწყებამდე სამინისტროს ინიციატივით, დაგეგმილია რექტორთა საბჭო, სადაც უმაღლესი სასწავლებლები კიდევ უფრო დეტალურ ინსტრუქციებს მიიღებენ.

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები