20 აპრილი, შაბათი, 2024

არ დასაჯოთ „მელთდაუნი“!

spot_img

? მელთდაუნი „ემოციური აფეთქებაა“ სენსორული გადატვირთვის შედეგად. ამ დროს, სწორი რეაგირება უზომოდ მნიშვნელოვანია.

? ხშირად, ჩვენ გვსურს „ცუდი“ ქცევის დასჯა. თუმცა, ბავშვის დასჯა ჭეშმარიტი მელთდაუნისთვის ჰგავს ბავშვის დასჯას გულის წასვლის გამო. მსგავს შემთხვევებში, ბავშვს ესაჭიროება გაგება, მიღება და შესაძლებლობა უკან დახევის, გაქცევის, აღდგენის. ასევე უნდა გვესმოდეს, რომ სიტუაციის, იმ მომენტის მოთხოვნები აღემატება ბავშვის ამჟამინდელ შესაძლებლობებს გაუმკლავდეს მას. ჩვენ უნდა დავიხიოთ უკან და მივცეთ ბავშვს რეორგანიზების, განმუხტვის საშუალება. უზრუნველყავით უსაფრთხოება და მიმღებლობა. დაწყნარების შემდეგ, უნდა ვეძიოთ „რა წარიმართა არასწორად“ და რა შეიძლება გაკეთდეს სხვაგვარად მომავალში, რათა თავიდან ავიცილოთ მელთდაუნი. ბავშვის დასჯა, როდესაც მას დაკარგული აქვს კონტროლი საკუთარ თავზე, გამოიწვევს მხოლოდ სიბრაზეს, მტრულ დამოკიდებულებას და მღელვარებას.

? სასჯელი მოქმედებს იმ შემთხვევაში, თუ ბავშვს შეუძლია თავისი ქცევის კონტროლი, აკეთებს არჩევანს ცუდ ქმედებაზე, მიუხედავად იმისა, რომ იცის როგორ მოიქცეს  ცუდისნაცვლად. როდესაც სტრესის შედეგად გამოყოფილი ქიმიკატები აღწევენ დუღილის ზღვარს, ბავშვი იმოქმედებს ისე, რომ გაექცეს სტრესს და თავი გაითავისუფლოს სტრესის მიერ გამოყოფილი ქიმიური ნივთიერებებისაგან. სენსორული გადატვირთვის სიტუაციებში ადგილი არ უნდა ჰქონდეს ახალი სწავლების მეთოდს. ჩვენ უნდა შევამციროთ მოთხოვნები, რომლებიც იწვევენ გადატვირთვას, გამოვუმუშაოთ უნარ-ჩვევები, რომლებიც დაეხმარებათ სტრესთან გამკლავებაში და ვასწავლოთ რეაგირების სხვა გზა, გადატვირთვის შემთხვევაში. ამის სწავლება არ შეიძლება მელთდაუნის დროს. აღნიშნული უნდა ისწავლებოდეს მშვიდად ყოფნის დროს, პრაქტიკული საქმიანობებითა და როლური თამაშებით.

? მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ არ დავსაჯოთ მელთდაუნი. თუ ბავშვი კარგავს კონტროლს – საყვედური, დატუქსვა, ფსიქოლოგიური კონსულტაცია ან მუქარა მხოლოდ ამძაფრებს მდგომარეობას. უმჯობესია, ყურადღება გაამახვილოთ ქცევის მიღმა არსებულ „გრძნობებზე“ და არა თავად ქცევაზე. გაითვალისწინეთ, რომ ის გაღიზიანებულია და თქვენ უნდა უზრუნველყოთ მისი დაცვა და უსაფრთხოება. შეტევის დროს, ფოკუსირება მოახდინეთ გრძნობების აღიარებაზე, ყველა მოთხოვნის, გამღიზიანებლის მოხსნაზე და დაეხმარეთ ბავშვს, დამშვიდებამდე, „თავი იგრძნოს დაცულად“ .

? მნიშვნელოვანია ბავშვთან მუშაობა, რომ გაიგოთ რა იწვევს მის მელთდაუნს და რა შეიძლება გაკეთდეს მისი თავიდან აცილების მიზნით. იქონიეთ ხშირი ურთიერთობა ბავშვთან იმისათვის, რომ ერთად დაადგინოთ და შეამციროთ გამომწვევი მიზეზები, აღმოაჩინოთ სტრესის ადრეული ნიშნები და ისწავლოთ გამკლავების სტრატეგიები. ბავშვმა უნდა იგრძნოს, რომ ის არის უსაფრთხოდ და აღიარებული ჩვენ გვერდით. უნდა გაუჩნდეს რწმენა იმისა, რომ ჩვენ მხარს დავუჭერთ მას ამ საშინელი პროცესის განმავლობაში.

ნინო კაპერსკი, თბილისის მე-200 საჯარო სკოლის ინგლისური ენის მასწავლებელი

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები