25 აპრილი, ხუთშაბათი, 2024

ამა­ღელ­ვე­ბე­ლი ინ­ს­ტა­ლა­ცია- გზავ­ნი­ლი მსოფ­ლიო ლი­დე­რებს

spot_img
3,758 სკო­ლის ზურ­გ­ჩან­თა, რო­მე­ლიც ნიუ-იორ­კ­ში, გა­ე­როს ოფი­სის წინ, გა­ნა­თავ­სეს, 2018 წელს კონ­ფ­ლიქ­ტის ზო­ნა­ში და­ღუ­პულ ბავ­შ­ვებს გა­ნა­სა­ხი­ე­რებ­და.
ამა­ღელ­ვე­ბე­ლი სა­ნა­ხა­ვი იყო ათა­სო­ბით ზურ­გ­ჩან­თის რი­გი, რომ­ლე­ბიც სა­საფ­ლა­ოს გა­გახ­სე­ნებ­დათ. სას­წავ­ლო წლის და­საწყის­ში მოწყო­ბი­ლი ინ­ს­ტა­ლა­ცია ერ­თ­გ­ვა­რი გზავ­ნი­ლი გახ­და მსოფ­ლიო ლი­დე­რე­ბის­თ­ვის — გა­ე­როს ბავ­შ­ვ­თა ფონ­დი მო­უ­წო­დებს მათ, და­ას­რუ­ლონ ძა­ლა­დო­ბა და და­იც­ვან სა­ო­მა­რი მოქ­მე­დე­ბე­ბის არე­ალ­ში მყო­ფი ბავ­შ­ვე­ბი.
„UNICEF-ის ზურ­გ­ჩან­თე­ბი ყო­ველ­თ­ვის იყო იმე­დი­სა და ბავ­შ­ვო­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბის სიმ­ბო­ლო, –  ამ­ბობს UNICEF-ის აღ­მას­რუ­ლე­ბე­ლი დი­რექ­ტო­რი ჰენ­რი­ე­ტა ფო­რი, –  რამ­დე­ნი­მე კვი­რა­ში, მსოფ­ლიო ლი­დე­რე­ბი გა­ე­როს გე­ნე­რა­ლურ ასამ­ბ­ლე­ა­ზეა შე­იკ­რი­ბე­ბი­ან ბავ­შ­ვ­თა უფ­ლე­ბე­ბის კონ­ვენ­ცი­ის 30 წლის იუბი­ლეს აღ­სა­ნიშ­ნა­ვად, ამ ინ­ს­ტა­ლა­ცი­ამ კი მათ არ­სე­ბუ­ლი რე­ა­ლო­ბა უნ­და შე­ახ­სე­ნოთ.“
„გა­სულ წელს, კონ­ფ­ლიქ­ტურ ზო­ნებ­ში, 12000-ზე მე­ტი ბავ­შ­ვი და­ი­ღუ­პა ან მძი­მე ტრავ­მა მი­ი­ღო. ეს ყვე­ლა­ზე დი­დი რა­ო­დე­ნო­ბაა მას შემ­დეგ, რაც გა­ე­რომ ამ მძი­მე და­ნა­შა­უ­ლის მო­ნი­ტო­რინ­გის გა­მოქ­ვეყ­ნე­ბა და­იწყო,“ –  ნათ­ქ­ვა­მია გე­ნე­რა­ლუ­რი მდივ­ნის 2019 წლის წლი­ურ მოხ­სე­ნე­ბა­ში „ბავ­შ­ვე­ბი და შე­ი­ა­რა­ღე­ბული კონ­ფ­ლიქ­ტე­ბი“. ეს მხო­ლოდ და­დას­ტუ­რე­ბუ­ლი ციფ­რე­ბია, სა­ვა­რა­უ­დოდ კი, რე­ა­ლუ­რი რიცხ­ვი გა­ცი­ლე­ბით მე­ტია.
ავ­ღა­ნეთ­ში მიმ­დი­ნა­რე კონ­ფ­ლიქ­ტის, ცენ­ტ­რა­ლუ­რი აფ­რი­კის რეს­პუბ­ლი­კის, სო­მა­ლის, სამ­ხ­რეთ სუ­და­ნის, სი­რი­ის, იემე­ნის და მრა­ვალ სხვა ქვე­ყა­ნა­ში მიმ­დი­ნა­რე კონ­ფ­ლიქ­ტე­ბის დროს, ბავ­შ­ვე­ბი იხ­დი­ან ომის ყვე­ლა­ზე მძი­მე ფასს. გა­ე­როს ბავ­შ­ვ­თა ფონ­დის შე­ფა­სე­ბით, მძი­მე შე­დე­გე­ბის მი­უ­ხე­და­ვად, ისევ გრძელ­დე­ბა ისე­თი იარა­ღის ფარ­თო გა­მო­ყე­ნე­ბა, რო­გო­რი­ცაა სა­ჰა­ე­რო რა­კე­ტე­ბი, ნაღ­მე­ბი, ნაღ­მ­ტყორ­ც­ნე­ბი, იმ­პ­რო­ვი­ზე­ბუ­ლი ასა­ფეთ­ქე­ბე­ლი მოწყო­ბი­ლო­ბე­ბი, სა­რა­კე­ტო შე­ტე­ვე­ბი, კა­სე­ტუ­რი საბ­რ­ძო­ლო მა­სა­ლე­ბი, სა­არ­ტი­ლე­რიო და­ბომ­ბ­ვა, რის შე­დე­გა­დაც, კონ­ფ­ლიქ­ტის ზო­ნა­ში მყო­ფი ბავ­შ­ვე­ბის უმ­რავ­ლე­სო­ბა სი­ცოცხ­ლეს ას­რუ­ლებს.
„…ბავ­შ­ვე­ბი სკო­ლა­ში მი­დი­ან… ჩვენ ვიხ­სე­ნებთ ათა­სო­ბით ბავშვს, რომ­ლე­ბიც კონ­ფ­ლიქ­ტურ სი­ტუ­ა­ცი­ებს შე­ე­წი­რა და მა­თი ტრა­გი­კუ­ლი გარ­დაც­ვა­ლე­ბა სა­მუ­და­მო ტკი­ვი­ლად იქ­ცა ოჯა­ხე­ბის­თ­ვის, ეს და­ნაკ­ლი­სი მუდ­მი­ვად იგ­რ­ძ­ნო­ბა საკ­ლა­სო ოთა­ხებ­სა და სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში – ამ­ბობს ჰენ­რი­ე­ტა ფო­რი, –  ბო­ლო 30 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში, ბავ­შ­ვთა უფლებების დაცვის მიმართულებით მიღ­წე­ულ­მა მნიშ­ვ­ნე­ლო­ვან­მა შე­დე­გებ­მა ნათ­ლად აჩ­ვე­ნა, რა შეგ­ვიძ­ლია გა­ვა­კე­თოთ მათ და­სახ­მა­რებ­ლად, თუ­კი შვი­ლე­ბის დაც­ვას პო­ლი­ტი­კურ ნე­ბად ვაქ­ცევთ.“
ბავ­შ­ვე­ბის გა­ნათ­ლე­ბის მხარ­და­სა­ჭე­რად, ინ­ს­ტა­ლა­ცი­ის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ, ზურ­გ­ჩან­თე­ბის მოგ­ზა­უ­რო­ბა გაგ­რ­ძელ­დე­ბა.

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები