ცვლი­ლე­ბე­ბი სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო პროგ­რა­მე­ბის აკ­რე­დი­ტა­ცი­ის დე­ბუ­ლე­ბა­ში

1656

ზო­გად­სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბე­ბი­სა და უმაღ­ლე­სი სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბე­ბის სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო პროგ­რა­მე­ბის აკ­რე­დი­ტა­ცი­ის დე­ბუ­ლე­ბა­ში, 2020 წლის 10 სექ­ტემ­ბერს, შე­ვი­და რი­გი ცვლი­ლე­ბე­ბი. ძი­რი­თა­დად რა სა­კითხებს შე­ე­ხო და რა მი­ზანს ისა­ხავ­და აღ­ნიშ­ნუ­ლი ცვლი­ლე­ბე­ბი — ამის შე­სა­ხებ სა­უბ­რობს გა­ნათ­ლე­ბის ხა­რის­ხის გან­ვი­თა­რე­ბის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტ­რის დირ­ექ­ტო­რის მო­ად­გი­ლე ლა­შა მარ­გიშ­ვი­ლი.

— აკ­რე­დი­ტა­ცი­ის დე­ბუ­ლე­ბა­ში ცვლი­ლე­ბე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბას რამ­დე­ნი­მე მი­ზა­ნი ჰქონ­და: დე­ბუ­ლე­ბა შე­სა­ბა­მი­სო­ბა­ში მო­სუ­ლი­ყო 2020 წლის 12 ივ­ნისს „გა­ნათ­ლე­ბის ხა­რის­ხის გან­ვი­თა­რე­ბის შე­სა­ხებ“ სა­ქარ­თ­ვე­ლოს კა­ნონ­ში გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბულ ცვლი­ლე­ბებ­თან და ასე­ვე, სა­ქარ­თ­ვე­ლოს გა­ნათ­ლე­ბის, მეც­ნი­ე­რე­ბის, კულ­ტუ­რი­სა და სპორ­ტის მი­ნის­ტ­რის მი­ერ დამ­ტ­კი­ცე­ბულ ეროვ­ნულ კვა­ლი­ფი­კა­ცი­ე­ბის ჩარ­ჩოს­თან და სწავ­ლის სფე­რო­ე­ბის კლა­სი­ფი­კა­ტორ­თან. ამას­თან, ცვლი­ლე­ბის მი­ზა­ნი იყო უმაღ­ლე­სი სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო პროგ­რა­მე­ბის აკ­რე­დი­ტა­ცი­ის პრო­ცეს­ში გა­მოვ­ლე­ნი­ლი რი­გი ნაკ­ლო­ვა­ნე­ბე­ბის გა­მოს­წო­რე­ბა.

— კონ­კ­რე­ტუ­ლად, რა სა­ხის ცვლი­ლე­ბე­ბი გან­ხორ­ცი­ელ­და აკ­რე­დი­ტა­ცი­ის დე­ბუ­ლე­ბა­ში, რა­თა ის შე­სა­ბა­მი­სო­ბა­ში მო­სუ­ლი­ყო, ერ­თი მხრივ, „გა­ნათ­ლე­ბის ხა­რის­ხის გან­ვი­თა­რე­ბის შე­სა­ხებ“ სა­ქარ­თ­ვე­ლოს კა­ნონ­თან და, მე­ო­რე მხრივ, ეროვ­ნულ კვა­ლი­ფი­კა­ცი­ე­ბის ჩარ­ჩოს­თან და სწავ­ლის სფე­რო­ე­ბის კლა­სი­ფი­კა­ტორ­თან?

— „გა­ნათ­ლე­ბის ხა­რის­ხის გან­ვი­თა­რე­ბის შე­სა­ხებ“ სა­ქარ­თ­ვე­ლოს კა­ნონ­ში ცვლი­ლე­ბე­ბი გან­ხორ­ცი­ელ­და მიმ­დი­ნარე წლის 12 ივ­ნისს. აღ­ნიშ­ნუ­ლი ცვლი­ლე­ბის თა­ნახ­მად, აკ­რე­დი­ტა­ცი­ის საბ­ჭოს მი­ე­ცა უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბა, რომ იმ შემ­თხ­ვე­ვა­ში, თუ აკ­რე­დი­ტა­ცი­ის გა­უქ­მე­ბის ან აკ­რე­დი­ტა­ცი­ა­ზე უარის თქმის შე­სა­ხებ გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბა სას­წავ­ლო წლის გან­მავ­ლო­ბა­ში იქ­ნე­ბო­და მი­ღე­ბუ­ლი, მას შე­ეძ­ლოს, შე­სა­ბა­მი­სი უმაღ­ლე­სი სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბის შუ­ამ­დ­გომ­ლო­ბი­სა და სტუ­დენ­ტე­ბის კა­ნო­ნი­ე­რი ინ­ტე­რე­სე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, სას­წავ­ლო პრო­ცე­სის უწყ­ვე­ტო­ბის მიზ­ნით, აკ­რე­დი­ტა­ცი­ის დარ­ჩე­ნი­ლი ვა­დის მი­უ­ხე­და­ვად, სა­თა­ნა­დო გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბით, სტუ­დენ­ტებს მიმ­დი­ნა­რე სას­წავ­ლო წე­ლი შე­სა­ბა­მის სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო პროგ­რა­მა­ზე აკ­რე­დი­ტე­ბულ რე­ჟიმ­ში და­ას­რუ­ლე­ბი­ნოს და აკ­რე­დი­ტა­ცი­ის გა­უქ­მე­ბის შე­სა­ხებ ან ხე­ლა­ხალ აკ­რე­დი­ტა­ცი­ა­ზე უარის თქმის შე­სა­ხებ გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბის ძა­ლა­ში შეს­ვ­ლის თა­რი­ღად, არა­უგ­ვი­ა­ნეს, მიმ­დი­ნა­რე სას­წავ­ლო წლის დას­რუ­ლე­ბის თა­რი­ღი მი­უ­თი­თოს.

ზე­მო­აღ­ნიშ­ნუ­ლი ცვლი­ლე­ბის მი­ზა­ნია, რომ სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო პროგ­რა­მის­თ­ვის აკ­რე­დი­ტა­ცი­ის მი­ნი­ჭე­ბა­ზე უარის თქმამ ან მის­თ­ვის აკ­რე­დი­ტა­ცი­ის გა­უქ­მე­ბამ არ შე­ლა­ხოს სტუ­დენ­ტის კა­ნო­ნი­ე­რი ინ­ტე­რე­სე­ბი და მას ჰქონ­დეს არ­ჩე­ვა­ნი — მიმ­დი­ნა­რე სას­წავ­ლო წე­ლი და­ას­რუ­ლოს იმ პროგ­რა­მა­ზე, რო­მელ­ზეც ირიცხე­ბო­და ან ისარ­გებ­ლოს მო­ბი­ლო­ბის უფ­ლე­ბით და გა­და­ვი­დეს სხვა აკ­რე­დი­ტე­ბულ სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო პროგ­რა­მა­ზე. აღ­ნიშ­ნუ­ლი ცვლი­ლე­ბა გან­სა­კუთ­რე­ბით მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია იმ სტუ­დენ­ტე­ბის­თ­ვის, რომ­ლე­ბიც ირიცხე­ბი­ან ისეთ სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო პროგ­რა­მებ­ზე, რო­მელ­თა გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის­თ­ვი­საც აუცი­ლე­ბე­ლია აკ­რე­დი­ტა­ცი­ის ქო­ნა. ასე­თი პროგ­რა­მე­ბია, მა­გა­ლი­თად: სა­მარ­თა­ლი, დიპ­ლო­მი­რე­ბუ­ლი მე­დი­კო­სი, მას­წავ­ლებ­ლის მომ­ზა­დე­ბის, მას­წავ­ლებ­ლის მომ­ზა­დე­ბის ინ­ტეგ­რი­რე­ბული სა­ბა­კა­ლავ­რო-სა­მა­გის­ტ­რო, ვე­ტე­რი­ნა­რი­ის ინ­ტეგ­რი­რე­ბული სა­მა­გის­ტ­რო, ქარ­თულ ენა­ში მომ­ზა­დე­ბის, საზღ­ვაო ნა­ვი­გა­ცი­ის, საზღ­ვაო ინ­ჟი­ნე­რი­ის, საზღ­ვაო ელექ­ტ­რო­ინ­ჟი­ნე­რი­ის და სა­დოქ­ტო­რო სა­ფე­ხუ­რის სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო პროგ­რა­მე­ბი. კა­ნონ­მ­დებ­ლო­ბა­ში შე­სულ ცვლი­ლე­ბე­ბამ­დე, თუ­კი, აკ­რე­დი­ტა­ცი­ის საბ­ჭო, ზე­მო­აღ­ნიშ­ნულ რო­მე­ლი­მე სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო პროგ­რა­მას, მიმ­დი­ნა­რე სას­წავ­ლო სე­მეს­ტ­რის გან­მავ­ლო­ბა­ში გა­უ­უქ­მე­ბ­და აკ­რე­დი­ტა­ცი­ას ან უარს ეტყო­და გან­მე­ო­რე­ბი­თი აკ­რე­დი­ტა­ცი­ის მი­ნი­ჭე­ბა­ზე, სტუ­დენ­ტებს, გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბის ძა­ლა­ში შეს­ვ­ლის დღი­დან­ვე, უჩერ­დე­ბო­დათ სტუ­დენ­ტის სტა­ტუ­სი, რაც, ერ­თი მხრივ, მო­ბი­ლო­ბის პრო­ცე­სის დას­რუ­ლე­ბამ­დე, იწ­ვევ­და სტუ­დენ­ტის სტა­ტუ­სით მი­ნი­ჭე­ბუ­ლი შე­ღა­ვა­თე­ბით (ჯან­მ­რ­თე­ლო­ბის დაზღ­ვე­ვა, მუ­ნი­ცი­პა­ლუ­რი ტრან­ს­პორ­ტით სარ­გებ­ლო­ბა და სხვა) სარ­გებ­ლო­ბის შეზღუდ­ვას და, მე­ო­რე მხრივ, სას­წავ­ლო პრო­ცე­სი­დან მოწყ­ვე­ტა­სა და, მი­ნი­მუმ, ერ­თი სას­წავ­ლო სე­მეს­ტ­რის და­კარ­გ­ვას. კერ­ძოდ, სტუ­დენ­ტე­ბი სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში ვერ ას­რუ­ლებ­დ­ნენ მიმ­დი­ნა­რე სე­მესტრს/წელს, ხში­რად ვერც სხვა და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში ახერ­ხებ­დ­ნენ დრო­უ­ლად მო­ბი­ლო­ბით გა­დას­ვ­ლას და მიმ­დი­ნა­რე სას­წავ­ლო სე­მეს­ტ­რის ან/და წლის იქ დას­რუ­ლე­ბას, რაც იწ­ვევ­და მა­თი ფი­ნან­სუ­რი და დრო­ი­თი რე­სურ­სე­ბის და­მა­ტე­ბით ხარ­ჯ­ვას.

ასე­ვე, ახა­ლი კო­რო­ნა­ვი­რუ­სის (COVID-19) წი­ნა­აღ­მ­დეგ ქვე­ყა­ნა­ში არ­სე­ბულ­მა ბრძო­ლის ღო­ნის­ძი­ე­ბებ­მა, ცხა­დია, გა­არ­თუ­ლა აკ­რე­დი­ტა­ცი­ას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი ად­მი­ნის­ტ­რა­ცი­უ­ლი წარ­მო­ე­ბის პრო­ცე­სი. კერ­ძოდ, ის აქ­ტი­ვო­ბე­ბი, რო­მელ­თა დის­ტან­ცი­უ­რად გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა შე­საძ­ლე­ბე­ლია, ცენ­ტ­რ­მა გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლა დის­ტან­ცი­უ­რად, თუმ­ცა სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბის მი­ერ აკ­რე­დი­ტა­ცი­ის სტან­დარ­ტე­ბის დაკ­მა­ყო­ფი­ლე­ბის შე­ფა­სე­ბა მო­ი­ცავს, მათ შო­რის, მა­ტე­რი­ა­ლუ­რი რე­სურ­სე­ბის შეს­წავ­ლა­საც, რაც და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში ექ­ს­პერ­ტ­თა ჯგუ­ფის ვი­ზი­ტის გა­რე­შე ვერ გან­ხორ­ცი­ელ­დე­ბო­და. აღ­ნიშ­ნუ­ლის გა­მო, იმ და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­თა ინ­ტე­რე­სის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, რომ­ლებ­საც აკ­რე­დი­ტა­ცი­ის ვა­დე­ბი ეწუ­რე­ბო­დათ 2020 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში, აკ­რე­დი­ტა­ცი­ის მიმ­დი­ნა­რე ვა­დე­ბი გა­უ­ხან­გ­რ­ძ­ლივ­დათ 2020 წლის 31 დე­კემ­ბ­რამ­დე. ამას­თან, 2015 წელს აკ­რე­დი­ტე­ბულ დიპ­ლო­მი­რე­ბუ­ლი მე­დი­კო­სის სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო პროგ­რა­მებს აკ­რე­დი­ტა­ცი­ის ვა­და გა­უ­ხან­გ­რ­ძ­ლივ­დათ 2021 წლის 1 ივ­ლი­სამ­დე. რად­გან გა­ნათ­ლე­ბის ხა­რის­ხის გან­ვი­თა­რე­ბის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტ­რი სა­მე­დი­ცი­ნო გა­ნათ­ლე­ბის მსოფ­ლიო ფე­დე­რა­ცი­ის (WFME) წევ­რი ორ­გა­ნი­ზა­ციაა, დიპ­ლო­მი­რე­ბუ­ლი მე­დი­კო­სის სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო პროგ­რა­მე­ბის აკ­რე­დი­ტა­ცი­ის პრო­ცეს­ში სა­ვალ­დე­ბუ­ლო წე­სით არი­ან ჩარ­თუ­ლე­ბი შე­სა­ბა­მი­სი სფე­როს სა­ერ­თა­შო­რი­სო ექ­ს­პერ­ტე­ბი. ვი­ნა­ი­დან შექ­მ­ნი­ლი ეპი­დე­მი­ო­ლო­გი­უ­რი ვი­თა­რე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით შეზღუ­დუ­ლი იყო სა­ერ­თა­შო­რი­სო ექ­ს­პერ­ტე­ბის სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში ჩა­მოს­ვ­ლა, ამიტომ გან­ხორ­ცი­ე­ლდა კა­ნონ­მ­დებ­ლო­ბა­ში შე­სა­ბა­მი­სი ცვლი­ლე­ბე­ბი.

ასე­ვე, აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ ეროვ­ნულ საკ­ვა­ლი­ფი­კა­ციო ჩარ­ჩო­სა და სწავ­ლის სფე­რო­ე­ბის კლა­სი­ფი­კა­ტორ­თან შე­სა­ბა­მი­სო­ბის უზ­რუნ­ველ­სა­ყო­ფად, უმაღ­ლე­სი სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო პროგ­რა­მე­ბის აკ­რე­დი­ტა­ცი­ის სტან­დარ­ტებ­ში შე­იც­ვა­ლა რი­გი ტერ­მი­ნე­ბი. ასე­ვე, ზო­გი­ერთ შემ­თხ­ვე­ვა­ში, და­ზუს­ტ­და აკ­რე­დი­ტა­ცი­ის სტან­დარ­ტე­ბით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი კომ­პო­ნენ­ტე­ბის შე­ფა­სე­ბის კრი­ტე­რი­უ­მე­ბი და ინ­დი­კა­ტო­რე­ბი.

— თუ შე­იძ­ლე­ბა გან­გ­ვი­მარ­ტეთ, კი­დევ რა სა­ხის ცვლი­ლე­ბე­ბი გან­ხორ­ცი­ელ­და აკ­რე­დი­ტა­ცი­ის დე­ბუ­ლე­ბა­ში აკ­რე­დი­ტა­ცი­ის პრო­ცეს­ში გა­მოვ­ლე­ნი­ლი ნაკ­ლო­ვა­ნე­ბე­ბის აღ­მო­საფხ­ვ­რე­ლად?

— რო­გორც მო­გეხ­სე­ნე­ბათ, გა­ნათ­ლე­ბის ხა­რის­ხის გან­ვი­თა­რე­ბა და ხა­რის­ხის უზ­რუნ­ველ­ყო­ფის მე­ქა­ნიზ­მე­ბის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბა­ზე ზრუნ­ვა მუდ­მივი პრო­ცე­სია. აკ­რე­დი­ტა­ცი­ის დე­ბუ­ლე­ბა­ში შე­სუ­ლი ცვლი­ლე­ბე­ბი ეფუძ­ნე­ბო­და რო­გორც უმაღ­ლე­სი სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბე­ბი­დან მი­ღე­ბულ უკუ­კავ­შირ­სა და ანა­ლიზს, ასე­ვე ცენ­ტ­რის მი­ერ იდენ­ტი­ფი­ცი­რე­ბუ­ლი ნაკ­ლო­ვა­ნე­ბე­ბის ნა­წილს, რო­მე­ლიც გა­მოვ­ლინ­და სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო პროგ­რა­მე­ბის აკ­რე­დი­ტა­ცი­ის პრო­ცეს­ში.

გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი ცვლი­ლე­ბე­ბის შე­დე­გად სა­მა­გის­ტ­რო სა­ფე­ხურ­ზე დაშ­ვე­ბუ­ლია, ერ­თი პროგ­რა­მის მი­ერ სწავ­ლის სფე­რო­ე­ბის კლა­სი­ფი­კა­ტო­რის ერ­თი დე­ტა­ლუ­რი სფე­როს ფარ­გ­ლებ­ში, ერ­თ­ზე მე­ტი კვა­ლი­ფი­კა­ცი­ის (მაგ­რამ არა­უ­მე­ტეს სა­მი) მი­ნი­ჭე­ბა. აღ­ნიშ­ნუ­ლი ცვლი­ლე­ბა შე­საძ­ლებ­ლო­ბას აძ­ლევს უმაღ­ლეს სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბებს, რომ სა­მა­გის­ტ­რო სა­ფე­ხუ­რის პროგ­რა­მე­ბი უფ­რო მოქ­ნი­ლი, ინ­ტერ­დის­ციპ­ლი­ნუ­რი ში­ნა­არ­სის მქო­ნე იყოს და სტუ­დენტს ეროვ­ნუ­ლი კვა­ლი­ფი­კა­ცი­ე­ბის ჩარ­ჩოს სა­ფუძ­ველ­ზე, ერ­თი პროგ­რა­მის ფარ­გ­ლებ­ში, სთა­ვა­ზობ­დეს ერ­თ­ზე მეტ კვა­ლი­ფი­კა­ცი­ას.

გან­მე­ო­რე­ბით აკ­რე­დი­ტა­ცი­ის მი­ღე­ბის მიზ­ნით, მკა­ფი­ოდ გა­ნი­საზღ­ვ­რა, თუ რამ­დე­ნი კა­ლენ­და­რუ­ლი დღით ად­რე უნ­და წარ­მო­ად­გი­ნოს უმაღ­ლეს­მა სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბამ სა­აკ­რე­დი­ტა­ციო გა­ნაცხა­დი სსიპ გა­ნათ­ლე­ბის ხა­რის­ხის გან­ვი­თა­რე­ბის ეროვ­ნულ ცენ­ტ­რ­ში, რა­თა უზ­რუნ­ველ­ყო­ფილ იქ­ნეს სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო პროგ­რა­მის სტა­ტუ­სის უწყ­ვე­ტო­ბა.

ცვლი­ლე­ბე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბამ­დე, აკ­რე­დი­ტა­ცი­ის მა­ძი­ე­ბე­ლი სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბა უფ­ლე­ბა­მო­სი­ლი იყო, რომ სა­აკ­რე­დი­ტა­ციო დო­კუ­მენ­ტა­ცი­ა­ში ცვლი­ლე­ბე­ბი გა­ნე­ხორ­ცი­ლე­ბი­ნა, აკ­რე­დი­ტა­ცი­ის ექ­ს­პერ­ტ­თა ჯგუ­ფის შექ­მ­ნი­სა და აკ­რე­დი­ტა­ცი­ის მა­ძი­ე­ბელ და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში ვი­ზი­ტის შე­სა­ხებ ბრძა­ნე­ბის გა­მო­ცე­მი­დან, 5 კა­ლენ­და­რუ­ლი დღის ვა­და­ში. აღ­ნიშ­ნუ­ლი რე­გუ­ლა­ცია აკ­რე­დი­ტა­ცი­ის ექ­ს­პერ­ტებს საკ­მა­ოდ მცი­რე დროს უტო­ვებ­და იმი­სათ­ვის, რომ სიღ­რ­მი­სე­უ­ლად და სრულ­ყო­ფი­ლად გას­ც­ნო­ბოდ­ნენ სა­აკ­რე­დი­ტა­ციო დო­კუ­მენ­ტა­ცი­ას. არ­სე­ბუ­ლი პრაქ­ტი­კა ცხად­ყოფ­და, რომ უმაღ­ლე­სი სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბე­ბის უმ­რავ­ლე­სო­ბა, აღ­ნიშ­ნულ ვა­და­ში, ცვლი­და ცენ­ტ­რ­ში უკ­ვე წარ­დ­გე­ნილ სა­აკ­რე­დი­ტა­ციო დო­კუ­მენ­ტა­ცი­ას, უმე­ტეს შემ­თხ­ვე­ვა­ში, ბრძა­ნე­ბის გაც­ნო­ბი­დან მე-5 დღეს, მა­შინ, რო­დე­საც აკ­რე­დი­ტა­ცი­ის ექ­ს­პერ­ტ­თა ჯგუფს უკ­ვე დაწყე­ბუ­ლი ჰქონ­და სა­აკ­რე­დი­ტა­ციო დო­კუ­მენ­ტა­ცი­ის შე­ფა­სე­ბის პრო­ცე­სი. შე­სა­ბა­მი­სად, აკ­რე­დი­ტა­ცი­ის ექ­ს­პერ­ტებს, უმე­ტეს შემ­თხ­ვე­ვა­ში, ორ­ჯერ უხ­დე­ბო­დათ დო­კუ­მენ­ტა­ცი­ის შე­ფა­სე­ბა. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, დე­ბუ­ლე­ბა­ში შე­სუ­ლი ცვლი­ლე­ბე­ბის თა­ნახ­მად, აკ­რე­დი­ტა­ცი­ის მა­ძი­ე­ბე­ლი სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბა უფ­ლე­ბა­მო­სი­ლია, აკ­რე­დი­ტა­ცი­ის ექ­ს­პერ­ტ­თა ჯგუ­ფის შექ­მ­ნამ­დე, კერ­ძოდ, აკ­რე­დი­ტა­ცი­ის მა­ძი­ებ­ლად ცნო­ბის შე­სა­ხებ ცენ­ტ­რის დი­რექ­ტო­რის ბრძა­ნე­ბის გაც­ნო­ბი­დან 15 კა­ლენ­და­რუ­ლი დღის ვა­და­ში, ცენ­ტ­რ­ში წარ­მოდ­გე­ნილ სა­აკ­რე­დი­ტა­ციო დო­კუ­მენ­ტა­ცი­ა­ში, ერ­თ­ჯე­რა­დად, გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლოს ცვლი­ლე­ბე­ბი. მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია აღი­ნიშ­ნოს, რომ მო­ცე­მუ­ლი ცვლი­ლე­ბა ამოქ­მედ­დე­ბა 2021 წლის პირ­ვე­ლი იან­ვ­რი­დან, რა­თა ცენ­ტ­რ­ში მიმ­დი­ნა­რე სა­აკ­რე­დი­ტა­ციო წარ­მო­ე­ბე­ბის ფარ­გ­ლებ­ში სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბებს არ შექ­მ­ნო­დათ პრობ­ლე­მე­ბი.

დე­ბუ­ლე­ბა­ში შე­სუ­ლი ცვლი­ლე­ბე­ბით და­კონ­კ­რეტ­და აკ­რე­დი­ტა­ცი­ის საბ­ჭოს გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბის ძა­ლა­ში შეს­ვ­ლის სა­კითხი. კერ­ძოდ, პრაქ­ტი­კა­ში იყო შემ­თხ­ვე­ვე­ბი, რო­დე­საც, აკ­რე­დი­ტა­ცი­ის შე­სა­ხებ გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბა ვერ მი­ი­ღე­ბო­და კა­ნონ­მ­დებ­ლო­ბით დად­გე­ნილ ვა­დებ­ში, აკ­რე­დი­ტა­ცი­ის მა­ძი­ე­ბე­ლი სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბის­გან და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი მი­ზე­ზე­ბის გა­მო. შე­სა­ბა­მი­სად, უმაღ­ლე­სი სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბის კა­ნო­ნი­ე­რი ინ­ტე­რე­სე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, საბ­ჭო უფ­ლე­ბა­მო­სი­ლი იქ­ნე­ბა, გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბა ძა­ლა­ში შე­იყ­ვა­ნოს წი­ნა თა­რი­ღი­თაც.

ასე­ვე, გან­ს­ხ­ვა­ვე­ბუ­ლად და­რე­გუ­ლირ­და სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბის მი­ერ სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო პროგ­რა­მის აკ­რე­დი­ტა­ცი­ის/პი­რო­ბი­თი აკ­რე­დი­ტა­ცი­ის პე­რი­ოდ­ში გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი ცვლი­ლე­ბე­ბის სა­კითხი. აკ­რე­დი­ტე­ბუ­ლი პროგ­რა­მა, ეროვ­ნუ­ლი კვა­ლი­ფი­კა­ცი­ე­ბის ჩარ­ჩოს­თან შე­სა­ბა­მი­სო­ბა­ში მოყ­ვა­ნის მიზ­ნით, თუ რამ­დე­ნი­მე პროგ­რა­მად გა­ი­ყო­ფა, აღ­ნიშ­ნუ­ლი პროგ­რა­მე­ბი არ გა­ნი­ხი­ლე­ბა ახალ პროგ­რა­მე­ბად და აკ­რე­დი­ტე­ბუ­ლად ჩა­ით­ვ­ლე­ბა გა­ყო­ფამ­დე არ­სე­ბუ­ლი პროგ­რა­მის აკ­რე­დი­ტა­ცი­ის ვა­დით. აღ­ნიშ­ნუ­ლი ცვლი­ლე­ბა შე­საძ­ლებ­ლო­ბას მის­ცემს უმაღ­ლეს სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბებს, რომ სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო პროგ­რა­მე­ბი შე­სა­ბა­მი­სო­ბა­ში მო­იყ­ვა­ნონ ეროვ­ნულ კვა­ლი­ფი­კა­ცი­ე­ბის ჩარ­ჩოს­თან და სწავ­ლის სფე­რო­ე­ბის კლა­სი­ფი­კა­ტორ­თან, ამავ­დ­რო­უ­ლად, ამ პრო­ცეს­ში არ დას­ჭირ­დე­ბათ პროგ­რა­მე­ბის ხე­ლა­ხა­ლი აკ­რე­დი­ტა­ცია, რაც, თა­ვის მხრივ, უმაღ­ლეს სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბებს სა­შუ­ა­ლე­ბას მის­ცემს, და­ზო­გონ რო­გორც ადა­მი­ა­ნუ­რი, ისე ფი­ნან­სუ­რი რე­სურ­სე­ბი და მა­თი კონ­სო­ლი­დი­რე­ბა მო­ახ­დი­ნონ ეროვ­ნულ კვა­ლი­ფი­კა­ცი­ე­ბის ჩარ­ჩოს­თან შე­სა­ბა­მი­სო­ბაში მოყ­ვა­ნა­ზე და არა სა­აკ­რე­დი­ტა­ციო პრო­ცე­სებ­ზე. მო­ცე­მულ შემ­თხ­ვე­ვა­ში, გა­ყო­ფილ სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო პროგ­რა­მებს აკ­რე­დი­ტა­ცია მო­უ­წევს იმ ვა­დებ­ში, რა ვა­დებ­შიც უწევ­და გა­ყო­ფამ­დე არ­სე­ბულ პროგ­რა­მას.

სა­გუ­ლის­ხ­მოა, რომ ცენ­ტ­რი მო­მა­ვალ­შიც გა­ნაგ­რ­ძობს სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბე­ბის ავ­ტო­რი­ზა­ცი­ის და სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო პროგ­რა­მე­ბის აკ­რე­დი­ტა­ცი­ის პრო­ცე­სებ­ში გა­სა­ვი­თა­რე­ბე­ლი მხა­რე­ე­ბის იდენ­ტი­ფი­ცი­რე­ბას და ყვე­ლა და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი მხა­რის ჩარ­თუ­ლო­ბით უზ­რუნ­ველ­ყოფს მათ გა­მოს­წო­რე­ბას.

ესა­უბ­რა ანა ფირ­ცხა­ლა­იშ­ვი­ლი

დატოვეთ კომენტარი