ცვლილება მოსწავლეთა მობილობის წესში

1354

 

ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში მოსწავლეთა მობილობის წესში განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის ბრძანებით ცვლილებები შევიდა, რომლის მიხედვით, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება უფლებამოსილია, მობილობის მსურველის ჩარიცხვის შემდეგ, გასაუბრების ან გამოცდის საფუძველზე, დაადგინოს მოსწავლის ცოდნისა და უნარების ცალკეული კლასის/კლასების ეროვნული სასწავლო გეგმით დადგენილი მიღწევის დონესთან თავსებადობა, ცალკეულ საგანში/საგნებში მოსწავლესთან ინდივიდუალური მუშაობის საჭიროების განსაზღვრის მიზნით.

ამის გარდა, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება, რომელიც ახორციელებს ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული რომელიმე საგნის/საგნების გაძლიერებულ სწავლებას, „უფლებამოსილია მობილობის მსურველი მოსწავლის მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის წერილობითი მიმართვის საფუძველზე, ელექტრონულად მოსწავლის მობილობის განხორციელებამდე, გაძლიერებული სწავლების საგანში/საგნებში ჩაატაროს გამოცდა მიმღები ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ცალკეული კლასის/კლასების სასკოლო სასწავლო გეგმით დადგენილი მიღწევის დონესთან მოსწავლის ცოდნისა და უნარების თავსებადობის დადგენის მიზნით.“- ვკითხულობთ კანონში.

სიახლეა ისიც, რომ სკოლა უფლებამოსილია მიღებული შედეგების საფუძველზე, უარი უთხრას მოსწავლეს დაწესებულებაში ჩარიცხვაზე, ან დაიწყოს ელექტრონულად მოსწავლის მობილობის განხორციელების პროცედურა და ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებათა მართვის საინფორმაციო სისტემაში შეავსოს მობილობის მოთხოვნის ელექტრონული ფორმა და მოთხოვნის დადასტურების შემდეგ, მოსწავლე ჩარიცხოს იმ კლასში, რომლის წინმსწრები კლასის საგანმანათლებლო პროგრამაც აქვს დაძლეული.

მიმღები ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება კანონში განხორციელებული ცვლილებით მიხედვით არ არის უფლებამოსილი, მოსწავლე იმ კლასში ჩარიცხოს, რომელიც უკვე დაძლეული აქვს.

მოსწავლეთა მობილობის წესში შესული ცვლილებების შესახებ იხილეთ ბრძანება.

დატოვეთ კომენტარი