შე­ფა­სე­ბის რა ტი­პი ჩა­ა­ნაც­ვ­ლებს არ­სე­ბულს

2841

 

გა­ნათ­ლე­ბის რე­ფორ­მის ფარ­გ­ლებ­ში ერთ-ერ­თი მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი ცვლი­ლე­ბის — შე­ფა­სე­ბის ახალ სის­ტე­მის შექ­მ­ნი­სა და და­ნერ­გ­ვის — შე­სა­ხებ სა­უ­ბა­რი აქ­ტუ­ა­ლუ­რად მიმ­დი­ნა­რე­ობს. შე­ფა­სე­ბი­სა და გა­მოც­დე­ბის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტ­რი კონ­სულ­ტა­ცი­ებს მარ­თავს და­ინ­ტე­რე­სე­ბულ მხა­რე­ებ­თან. 26 თე­ბერ­ვალს, ცენ­ტ­რის ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლი სო­ფო გორ­გო­ძე სა­ერ­თა­შო­რი­სო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლებს შეხ­ვ­და. შეხ­ვედ­რის მთა­ვა­რი მი­ზა­ნი გა­მოც­დე­ბის ახალ მო­დელ­ზე მსჯე­ლო­ბა და სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში სკო­ლის გა­მო­საშ­ვე­ბი და ერ­თი­ა­ნი ეროვ­ნუ­ლი გა­მოც­დე­ბის კვლე­ვის სა­ბო­ლოო ან­გა­რი­შის გაც­ნო­ბა იყო, რად­გან კვლე­ვა, რო­მე­ლიც ნა­ე­კის დაკ­ვე­თით ჩა­ტარ­და, გა­მო­საშ­ვე­ბი გა­მოც­დე­ბის გა­უქ­მე­ბის შე­სა­ხებ მი­­ღე­ბუ­ლი გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბის ერთ-ერ­თი სა­ფუძ­ვე­ლი გახ­და. „ეს არის შე­ფა­სე­ბა იმ სა­გა­მოც­დო და შე­ფა­სე­ბის სის­ტე­მი­სა, რაც დღემ­დე გვქონ­და სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში. ამი­ტომ კვლე­ვა გახ­და ერთ-ერ­თი სა­ფუძ­ვე­ლი, რომ გა­მო­საშ­ვე­ბი გა­მოც­დე­ბი გაგ­ვე­უქ­მე­ბი­ნა”, — გა­ნაცხა­და სო­ფო გორ­გო­ძემ.

მი­სი­ვე თქმით, გა­მო­საშ­ვე­ბი გა­მოც­დე­ბი გა­ნათ­ლე­ბის ხა­რისხს არ ამაღ­ლებ­და და აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, არც მი­სი მოხ­ს­ნა აისა­ხე­ბა ხა­რის­ხ­ზე.

კვლე­ვა, და­ახ­ლო­ე­ბით, ორი თვის გან­მავ­ლო­ბა­ში მიმ­დი­ნა­რე­ობ­და და მო­ი­ცავს რო­გორც რა­ო­დე­ნობ­რივ, ასე­ვე თვი­სებ­რივ კომ­პო­ნენტს. და­მუ­შავ­და სტა­ტის­ტი­კუ­რი მო­ნა­ცე­მე­ბი და შე­ჯერ­და დღემ­დე არ­სე­ბუ­ლი კვლე­ვე­ბი. გა­მო­ი­კითხ­ნენ ექ­ს­პერ­ტე­ბი, 80-მდე ადა­მი­ა­ნი იყო ჩარ­თუ­ლი ინ­ტერ­ვი­უ­ებ­ში და ფო­კუს-ჯგუ­ფებ­ში. დო­კუ­მენ­ტ­ში თავ­მოყ­რი­ლია არ­სე­ბუ­ლი კვლე­ვე­ბი და ლი­ტე­რა­ტუ­რა სა­გა­მოც­დო სა­კითხებ­ზე, გა­ა­ნა­ლი­ზე­ბუ­ლია სტა­ტის­ტი­კუ­რი მო­ნა­ცე­მე­ბი, გან­ხი­ლუ­ლია სა­ერ­თა­შო­რი­სო ტენ­დენ­ცი­ე­ბი და წარ­მოდ­გე­ნი­ლია ექ­ს­პერ­ტე­ბის, და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი მხა­რე­ე­ბის მო­საზ­რე­ბე­ბი და რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბი.

„შეხ­ვედ­რის მი­ზა­ნია, დიპ­ლო­მა­ტი­უ­რი კორ­პუ­სის წარ­მო­მად­გენ­ლებს გა­ვაც­ნოთ კვლე­ვის შე­დე­გე­ბი, რო­მე­ლიც ეხე­ბა გა­მო­საშ­ვებ და ერ­თი­ან ეროვ­ნულ გა­მოც­დებს. გარ­და ამი­სა, გვინ­და აქ­ცენ­ტი გა­ვა­კე­თოთ იმა­ზე, თუ რო­გორ გა­ვა­უმ­ჯო­ბე­სოთ უცხო ენე­ბის სწავ­ლე­ბა, გან­სა­კუთ­რე­ბით რე­გი­ო­ნებ­ში, რად­გან ჩვე­ნი კვლე­ვის შე­დე­გად გა­მოვ­ლინ­და, რომ თბი­ლის­სა და რე­გი­ო­ნებს შო­რის მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი გან­ს­ხ­ვა­ვე­ბა გვაქვს უცხო ენის მოს­წ­რე­ბა­ში. ამი­ტომ გან­ვი­ხი­ლეთ, თუ რა შე­იძ­ლე­ბა ერ­თობ­ლი­ვად გა­ვა­კე­თოთ იმის­თ­ვის, რომ სწავ­ლე­ბის დო­ნე უცხო ენებ­ში ამაღ­ლ­დეს.“ — გა­ნაცხა­და ცენ­ტ­რის ხელ­მ­ძღ­ვა­ნელ­მა.

შეხ­ვედ­რის მო­ნა­წი­ლემ, ელე­ო­ნორ გარ­ნი­ემ (საფ­რან­გე­თის სა­ელ­ჩოს და ფრან­გუ­ლი ინ­ს­ტი­ტუ­ტის ატა­შე სა­უ­ნი­ვერ­სი­ტე­ტო და სა­მეც­ნი­ე­რო სა­კითხებ­ში) ყუ­რადღე­ბა გა­ა­მახ­ვი­ლა კვლე­ვის შე­დე­გად გა­მოვ­ლე­ნილ იმ უთა­ნას­წო­რო­ბა­ზე, რო­მე­ლიც არ­სე­ბობს თბი­ლის­სა და რე­გი­ო­ნის მოს­წავ­ლე­ებს შო­რის, დიდ ქა­ლა­ქებ­სა და სოფ­ლის სკო­ლებს შო­რის. „ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო იყო ამ ინ­ფორ­მა­ცი­ის მი­ღე­ბა და მად­ლო­ბას ვუხ­დით ნა­ეკს ამ კვლე­ვე­ბის­თ­ვის, რა­მაც არა­თა­ნა­ბა­რი სი­ტუ­ა­ცია გა­მო­ავ­ლი­ნა, რაც სა­მო­მავ­ლოდ სა­შუ­ა­ლე­ბას მის­ცემს ქვე­ყა­ნას, იმუ­შა­ოს ამ სი­ტუ­ა­ცი­ის გა­მოს­წო­რე­ბა­ზე. დამ­ს­წ­რე ორ­გა­ნი­ზა­ცი­ებ­მა გარ­კ­ვე­უ­ლი რჩე­ვე­ბი მის­ცეს ცენტრს, რაც   ვი­თა­რე­ბის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბას შე­უწყობს ხელს. რაც მთა­ვა­რია, უკე­თეს შე­დე­გებს მო­უ­ტანს რო­გორც უნი­ვერ­სი­ტე­ტებს, ასე­ვე ქვე­ყა­ნას, ზო­გა­დად სის­ტე­მას და სტუ­დენ­ტებს.“

რაც შე­ე­ხე­ბა გა­მო­საშ­ვე­ბი გა­მოც­დე­ბის გა­უქ­მე­ბას, ამ­ბობს, რომ, სა­ერ­თო ჯამ­ში, გა­მოც­დის რა­ო­დე­ნო­ბის შემ­ცი­რე­ბა სწო­რი გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბაა. საფ­რან­გეთ­შიც არ­სე­ბობ­და მსგავ­სი პრობ­ლე­მა და მათ მოს­წავ­ლე­ებ­საც უხ­დე­ბო­დათ რო­გორც სკო­ლის და­მამ­თავ­რე­ბე­ლი, ისე უნი­ვერ­სი­ტეტ­ში ჩა­სა­ბა­რე­ბე­ლი გა­მოც­დე­ბის ჩა­ბა­რე­ბა. „ასეთ­მა სის­ტე­მამ საფ­რან­გეთ­შიც იგი­ვე პრობ­ლე­მე­ბი გა­მოკ­ვე­თა — პირ­ველ რიგ­ში, ის, რომ მოს­წავ­ლე­ებს ძა­ლი­ან დი­დი დატ­ვირ­თ­ვით უწევ­დათ ამ ყვე­ლაფ­რის­თ­ვის მომ­ზა­დე­ბა. სის­ტე­მა მათ ისე­თი­ვე უთა­ნას­წო­რო მდგო­მა­რე­ო­ბა­ში აყე­ნებ­და, რო­გორც ქარ­თ­ველ მოს­წავ­ლე­ებს. იყო სი­ტუ­ა­ცი­ე­ბი, რო­ცა მოს­წავ­ლეს, წარ­მა­ტე­ბის მი­საღ­წე­ვად, სკო­ლის გაკ­ვე­თი­ლე­ბის პა­რა­ლე­ლუ­რად, და­მა­ტე­ბით უწევ­და მომ­ზა­დე­ბა. სწო­რედ ეს გახ­და სა­ფა­რან­გეთ­ში, თა­ვის დრო­ზე, რე­ფორ­მის ერთ-ერ­თი მი­ზე­ზი, რა­მაც ერ­თი­ა­ნი სა­გა­მოც­დო სის­ტე­მის შექ­მ­ნა მო­ი­ტა­ნა. ნე­ბის­მი­ე­რი ცვლი­ლე­ბი­სას მთა­ვა­რია ყვე­ლა­ფე­რი მოს­წავ­ლის ინ­ტე­რე­სებ­ზე იყოს ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი — რაც შე­იძ­ლე­ბა მარ­ტი­ვად უნ­და მოხ­დეს მი­სი ცოდ­ნის გა­მოვ­ლენა.“

გერ­მა­ნი­ის ელ­ჩის მო­ად­გი­ლე პო­ლი­ტი­კის, კულ­ტუ­რის და პრე­სის სა­კითხებ­ში მი­ხა­ელ ფაბ­რი, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ დიპ­ლო­მა­ტია და გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი შე­ხე­ბა არ აქვს გა­ნათ­ლე­ბის სა­კითხებ­თან (თუმ­ცა, კარ­გად იც­ნობს გერ­მა­ნი­ის გა­ნათ­ლე­ბის სის­ტე­მას), ერთ რჩე­ვას მა­ინც აძ­ლევს ქარ­თუ­ლი სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო სის­ტე­მის მეს­ვე­უ­რებს: სა­ქარ­თ­ვე­ლოს­თ­ვის გერ­მა­ნი­ის მო­დე­ლის გად­მო­ღე­ბა მი­ზან­შე­წო­ნი­ლად არ მი­აჩ­ნია, რად­გან გერ­მა­ნი­ა­ში 16 ფე­დე­რა­ლუ­რი ერ­თე­უ­ლია და 16-ვე­ში გა­ნათ­ლე­ბის სის­ტე­მა სხვა­დას­ხ­ვა­ნა­ი­რად არის მოწყო­ბი­ლი. „თუ­კი მათ მი­ბა­ძავთ, გექ­ნე­ბათ მუდ­მი­ვი, და­უს­რუ­ლე­ბე­ლი რე­ფორ­მე­ბის ციკ­ლი.“ სა­ქარ­თ­ვე­ლოს გა­ნათ­ლე­ბის სის­ტე­მა­ში გა­ნათ­ლე­ბის ხა­რის­ხის მი­მარ­თუ­ლე­ბით არ­სე­ბულ პრობ­ლე­მებ­ზე სა­უბ­რი­სას, პირ­ველ რიგ­ში, უცხო ენის მას­წავ­ლე­ბელ­თა კვა­ლი­ფი­კა­ცი­ის პრობ­ლე­მა და რე­პე­ტი­ტო­რო­ბის ინ­ს­ტი­ტუ­ტის ასე მომ­ძ­ლავ­რე­ბა და­ა­სა­ხე­ლა, რო­მე­ლიც „ხან­და­ხან, დახ­მა­რე­ბის ნაც­ვ­ლად, ხელს უშ­ლის გა­ნათ­ლე­ბის ხა­რის­ხის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბას.“

ცენ­ტ­რის ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლი მი­იჩ­ნევს, რომ გა­ნათ­ლე­ბის ხა­რის­ხის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბა კომ­პ­ლექ­სუ­რად უნ­და და­ი­გეგ­მოს. „ამის­თ­ვის კი, ჩვე­ნი მხრი­დან რაც შე­იძ­ლე­ბა გა­ვა­კე­თოთ არის ის, რომ შე­ფა­სე­ბის ტი­პი და ფორ­მა შევ­ც­ვა­ლოთ. აქამ­დე გვქონ­და ე.წ. მა­ღა­ლი რის­კის შე­ფა­სე­ბე­ბი, რაც იმას ნიშ­ნავს, რომ ამ შე­ფა­სე­ბის შე­დე­გად, მოს­წავ­ლეს შე­იძ­ლე­ბა სე­რი­ო­ზუ­ლი უარ­ყო­ფი­თი შე­დე­გი და­უდ­გეს. რე­ა­ლუ­რად, ეს სის­ტე­მა, შე­ფა­სე­ბის ნაც­ვ­ლად, ბავ­შ­ვებს ჭრი­და და შემ­დეგ ვე­ღარ აგ­რ­ძე­ლებ­დ­ნენ უმაღ­ლეს გა­ნათ­ლე­ბას. ამი­ტომ, დავ­გეგ­მავთ შე­ფა­სე­ბებს უფ­რო და­ბალ სა­ფე­ხუ­რებ­ზე, ვთქვათ, დაწყე­ბი­თი სა­ფე­ხუ­რის და სა­ბა­ზო სა­ფე­ხუ­რის ბო­ლოს, იმი­სათ­ვის, რომ დრო­უ­ლად მი­ვა­წო­დოთ ინ­ფორ­მა­ცია მშობ­ლებ­საც, თვი­თონ ბავ­შ­ვებ­საც და სკო­ლებ­საც — რა პრობ­ლე­მე­ბი აქვთ და რო­გორ შე­იძ­ლე­ბა გან­ვი­თარ­დ­ნენ. შე­ფა­სე­ბა უფ­რო მე­ტად უნ­და იყოს ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი გან­ვი­თა­რე­ბა­ზე. რო­ცა მე-12 წლის ბო­ლოს ვა­ტა­რებთ გა­მოც­დებს და, სამ­წუ­ხა­როდ, ბავ­შ­ვი იჭ­რე­ბა, სკო­ლას აღა­რაფ­რის გა­კე­თე­ბა არ შე­უძ­ლია, დაგ­ვი­ა­ნე­ბუ­ლია. ამი­ტომ, უმ­ჯო­ბე­სია მა­ნამ­დე მი­ვა­წო­დოთ ინ­ფორ­მა­ცია არ­სე­ბულ პრობ­ლე­მებ­ზე და ბო­ლოს არ მოვ­თხო­ვოთ ის, რი­სი გა­მოს­წო­რე­ბაც აღარ შე­იძ­ლე­ბა. თუ მოს­წავ­ლეს დაწყე­ბი­თი და სა­ბა­ზო სა­ფე­ხუ­რე­ბის დას­რუ­ლე­ბი­სას შე­ვა­ფა­სებთ, სწავ­ლის ხა­რის­ხის გა­სა­უმ­ჯო­ბე­სებ­ლად დრო ნამ­დ­ვი­ლად ექ­ნე­ბათ.“

სო­ფო გორ­გო­ძემ იმ რე­გუ­ლა­ცი­ე­ბის გა­და­ხედ­ვის აუცი­ლებ­ლო­ბა­ზეც ისა­უბ­რა, რო­მე­ლიც მოს­წავ­ლე­ებს გაკ­ვე­თი­ლე­ბის 30%-ის გაც­დე­ნის შე­საძ­ლებ­ლო­ბას აძ­ლევს. მი­სი აზ­რით, გა­მო­საშ­ვე­ბი გა­მოც­დე­ბის გა­უქ­მე­ბა და სხვა მე­ქა­ნიზ­მე­ბის ამოქ­მე­დე­ბა მოს­წავ­ლეს სკო­ლა­ში და­აბ­რუ­ნებს. „თა­ვის დრო­ზე, გა­მო­საშ­ვე­ბი გა­მოც­დე­ბის შე­მო­ღე­ბით, მოს­წავ­ლე­თა გაკ­ვე­თი­ლებ­ზე დას­წ­რე­ბის მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი არ გაზ­რ­დი­ლა, პი­რი­ქით, შემ­ცირ­და. გა­მოც­დე­ბის მოხ­ს­ნით და პლუს სხვა მე­ქა­ნიზ­მე­ბით გავ­ზ­რ­დით მოს­წავ­ლე­თა დას­წ­რე­ბას. მა­გა­ლი­თად, თუ სკო­ლე­ბის ში­და შე­ფა­სე­ბას გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი დატ­ვირ­თ­ვა მი­ე­ცე­მა და ატეს­ტა­ტის გა­ცე­მა ამ შე­ფა­სე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე მოხ­დე­ბა (მას­წავ­ლე­ბე­ლი რა ნი­შან­საც და­უ­წერს), ამ შემ­თხ­ვე­ვა­ში, თუ მოს­წავ­ლე სკო­ლა­ში არ ივ­ლის, ვერც დი­რექ­ტო­რი და ვერც მას­წავ­ლე­ბე­ლი მას ნი­შანს ვერ და­უ­წერს. ეს მე­ქა­ნიზ­მე­ბი აუცი­ლებ­ლად უნ­და ამოქ­მედ­დეს, ასე­ვე, უნ­და გამ­კაც­რ­დეს მოს­წავ­ლე­თა დას­წ­რე­ბის შე­მოწ­მე­ბა დი­რექ­ტო­რის მხრი­დან. გარ­კ­ვე­უ­ლი რე­გუ­ლა­ცი­ე­ბი, რო­მე­ლიც ბავ­შ­ვებს სა­შუ­ა­ლე­ბას აძ­ლევ­და, მა­გა­ლი­თად, 30% გა­ეც­დი­ნათ (ეს, ფაქ­ტობ­რი­ვად, სას­წავ­ლო წლის მე­სა­მე­დია), უნ­და გა­და­ი­ხე­დოს. იქ­ნებ მოს­წავ­ლე­ე­ბი ნელ-ნე­ლა და­ვუბ­რუ­ნოთ სკო­ლას. ამა­ზე მას­წავ­ლე­ბელ­მა და დი­რექ­ტორ­მა მე­ტი პა­სუ­ხის­მ­გებ­ლო­ბა უნ­და აიღონ — სკო­ლას მე­ტი რო­ლი უნ­და მი­ე­ნი­ჭოს.“.

დი­აგ­ნოს­ტი­კუ­რი გა­მოც­დე­ბი, რო­მე­ლიც სა­ფე­ხუ­რე­ბის მი­ხედ­ვით მოს­წავ­ლე­თა აკა­დე­მი­ურ მიღ­წე­ვებს შე­ა­მოწ­მებს, წელს მას­შ­ტა­ბუ­რად არ ჩა­ტარ­დე­ბა. გა­მოც­დე­ბის სა­პი­ლო­ტე რე­ჟიმ­ში და­ნერ­გ­ვა, სა­ვა­რა­უ­დოდ, 2019-2020 სას­წავ­ლო წლი­დან და­იწყე­ბა. რო­მე­ლი სკო­ლე­ბი ჩა­ერ­თ­ვე­ბი­ან სა­პი­ლო­ტე რე­ჟიმ­ში, ჯერ­ჯე­რო­ბით, უც­ნო­ბია. „ვიწყებთ მუ­შა­ო­ბას მე­ოთხე, მე­ექ­ვ­სე და მე­ა­თე კლა­სე­ბის შე­ფა­სე­ბებ­ზე. ეს იქ­ნე­ბა მხო­ლოდ სა­რე­კო­მენ­და­ციო ხა­სი­ა­თის შე­ფა­სე­ბე­ბი. გავ­რ­ცელ­და ინ­ფორ­მა­ცია, რომ ეს გა­მოც­დე­ბი ამ სას­წავ­ლო წლის ბო­ლოს, გა­ზაფხულ­ზე ჩა­ტარ­დე­ბა, კი­დევ ერ­თხელ და­ვა­ზუს­ტებ, რომ ახ­ლა ვინც ამ­თავ­რებს მე­ა­თე კლასს, ამ გა­ზაფხულ­ზე, მათ ეს გა­მოც­დე­ბი არ შე­ე­ხე­ბა. წელს, წლის ბო­ლომ­დე, შე­იძ­ლე­ბა პი­ლო­ტი­რე­ბა მო­ეს­წ­როს და, ბუ­ნებ­რი­ვია, გა­ზაფხულ­ზეც გაგ­რ­ძელ­დე­ბა. შემ­დეგ წელს კი, უკ­ვე მთე­ლი ქვეყ­ნის მას­შ­ტა­ბით, სა­მი­ვე კლა­სის ბო­ლოს, და­ი­ნერ­გე­ბა დი­აგ­ნოს­ტი­კუ­რი შე­ფა­სე­ბე­ბი“ — ამ­ბობს სო­ფო გორ­გო­ძე.

რა ტი­პის იქ­ნე­ბა გა­მოც­და? ამ სა­კითხ­ზე ახ­ლა მიმ­დი­ნა­რე­ობს მუ­შა­ო­ბა და სა­ბო­ლოო გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბა მი­ღე­ბუ­ლი არ არის.

„დაწყებით კლა­სებ­ში, ალ­ბათ, ეს იქ­ნე­ბა წიგ­ნი­ე­რე­ბის და რა­ო­დე­ნობ­რი­ვი მსჯე­ლო­ბის შე­მოწ­მე­ბა. მა­ღალ კლა­სებ­ში საგ­ნე­ბის შე­სა­ხებ კონ­კ­რე­ტი­კა ჯერ არ არის. ამა­ზე მიმ­დი­ნა­რე­ობს მუ­შა­ო­ბა, შე­იძ­ლე­ბა სხვა­დას­ხ­ვა სა­გა­ნი იყოს ძი­რი­თა­დი და ყო­ველ წელს მოხ­დეს რამ­დე­ნი­მე საგ­ნის რო­ტა­ცია იმი­სათ­ვის, რომ ისევ გა­მოც­დე­ბის ჩა­ბა­რე­ბა­ზე არ ვი­ყოთ ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი და მხო­ლოდ იმ საგ­ნებ­ში არ ემ­ზა­დე­ბოდ­ნენ ბავ­შ­ვე­ბი, რომ­ლებ­შიც გა­მოც­დე­ბი იქ­ნე­ბა და­ნიშ­ნუ­ლი“.

ჯერ არც ის არის და­კონ­კ­რე­ტე­ბუ­ლი, მოს­წავ­ლე­ებს წი­ნას­წარ ეცო­დი­ნე­ბათ თუ არა რო­მელ საგ­ნებ­ში მო­უ­წევთ დი­აგ­ნოს­ტი­კუ­რი ტეს­ტე­ბის ჩა­ბა­რე­ბა. ბევ­რი დე­ტა­ლია და­უ­ზუს­ტე­ბე­ლი, თუმ­ცა ერ­თი რამ, რა­ზეც ცენ­ტ­რის ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლი ამახ­ვი­ლებს ყუ­რადღე­ბას, არის ის, რომ გა­მოც­დე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა მი­ნი­მუ­მამ­დე იქ­ნე­ბა დაყ­ვა­ნი­ლი: „ვეც­დე­ბით, ისევ ბევ­რი გა­მოც­და არ მი­ვი­ღოთ, თუნ­დაც, მე­ა­თე კლა­სის ბო­ლოს ყვე­ლა სა­გან­ში, რომ ისევ გა­მოც­დებ­ზე ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი არ გახ­დეს მოს­წავ­ლე. ამი­ტო­მაც გაჩ­ნ­და იდეა, ხომ არ გა­კეთ­დეს რო­ტა­ცია. არ უნ­და მოხ­დეს ისე, რომ, მა­გა­ლი­თად, ფი­ზი­კა არ შე­ვა­მოწ­მოთ ორი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში და არ ვი­ცო­დეთ, რა ხდე­ბა ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით.

თუ მოს­წავ­ლე რო­მე­ლი­მე გა­მოც­დას ვერ ჩა­ა­ბა­რებს, სან­ქ­ცი­ე­ბი არ და­წეს­დე­ბა, პი­რი­ქით, ეს მას და­ეხ­მა­რე­ბა, ზუს­ტად გა­ი­გოს კონ­კ­რე­ტულ სა­გან­ში რა გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი სირ­თუ­ლე­ე­ბი აქვს. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, მოს­წავ­ლეც და მშო­ბე­ლიც გარ­კ­ვე­ულ გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბას მი­ი­ღებს. შე­უძ­ლი­ათ იმა­ზე და­ფიქ­რ­დ­ნენ, ღირს თუ არა კი­დევ ორი წე­ლი სწავ­ლა და აკა­დე­მი­უ­რი გა­ნათ­ლე­ბის­თ­ვის მომ­ზა­დე­ბა. შე­იძ­ლე­ბა ვი­ღა­ცამ, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ძა­ლი­ან მა­ღა­ლი ქუ­ლე­ბი აქვს, მე­ა­თე კლა­სის ბო­ლოს მა­ინც გა­დაწყ­ვი­ტოს, რომ აღარ უნ­და აკა­დე­მი­უ­რი გა­ნათ­ლე­ბის მი­ღე­ბა, სხვა რო­მე­ლი­მე სფე­რომ და­ა­ინ­ტე­რე­სოს და იმ მი­მარ­თუ­ლე­ბით წა­ვი­დეს. ამ გა­მოც­დე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე სკო­ლი­დან გა­რიცხ­ვა არ მოხ­დე­ბა. ეს იქ­ნე­ბა, მხო­ლოდ და მხო­ლოდ, სკო­ლის გან­ვი­თა­რე­ბა­სა და ში­და მოხ­მა­რე­ბა­ზე მი­მარ­თუ­ლი გა­მოც­დე­ბი იმის­თ­ვის, რომ დი­რექ­ტორ­მა და მას­წავ­ლე­ბელ­მა ერ­თად გა­დაწყ­ვი­ტონ, რა არის გა­სა­უმ­ჯო­ბე­სე­ბე­ლი, სად აქვს სკო­ლას ჩა­ვარ­დ­ნა და რა მი­მარ­თუ­ლე­ბით მი­დის — სწო­რი თუ არას­წო­რი. ამის მი­ხედ­ვით და­ი­გეგ­მე­ბა მას­წავ­ლე­ბელ­თა ტრე­ნინ­გე­ბი, გა­მოვ­ლინ­დე­ბა სა­ჭი­რო­ე­ბა — რე­სურ­სე­ბის გამ­რა­ვალ­ფე­როვ­ნე­ბა თუ სხვ. გა­მოც­დის შე­დე­გი არც კლას­ში ჩა­ტო­ვე­ბას გუ­ლის­ხ­მობს და არც ატეს­ტატ­ზე იმოქ­მე­დებს.“

რო­გორ და­ი­გეგ­მე­ბა გა­მოც­დე­ბის გრა­ფი­კი? ამის შე­სა­ხებ სო­ფო გორ­გო­ძე ამ­ბობს, რომ: „IV და VI კლა­სებ­ში გა­მოც­და შე­იძ­ლე­ბა ახა­ლი სას­წავ­ლო წლის და­საწყის­ში ჩა­ვა­ტა­როთ, რომ წი­ნა წელს მი­ღე­ბუ­ლი ცოდ­ნა შე­ვა­მოწ­მოთ. მა­გა­ლი­თად, VII კლას­ში გა­ვარ­კ­ვი­ოთ, რო­გორ და­ამ­თავ­რეს VI კლა­სი და მი­აღ­წი­ეს თუ არა ბავ­შ­ვებ­მა ეროვ­ნუ­ლი სას­წავ­ლო გეგ­მით გან­საზღ­ვ­რულ მიზ­ნებს. ამი­ტომ ვამ­ბობთ, რომ წლის ბო­ლომ­დე ჩა­ტარ­დე­ბა პი­ლო­ტი­რე­ბე­ბი, შე­იძ­ლე­ბა გა­ზაფხულ­ზეც გა­და­ი­წი­ოს რო­მე­ლი­მე კლა­სის ინ­ს­ტ­რუ­მენ­ტე­ბის გა­მოც­დამ, რომ იმის შემ­დ­გომ, 2021 წელს, მთე­ლი ქვეყ­ნის მას­შ­ტა­ბით, დავ­ნერ­გოთ შე­ფა­სე­ბის ახა­ლი სის­ტე­მა აღ­ნიშ­ნულ კლა­სებ­ში.“

შე­ფა­სე­ბის ასე­თი ფორ­მის შე­მო­ღე­ბის შემ­თხ­ვე­ვა­შიც, გარ­კ­ვე­უ­ლი დო­ზით, რე­პე­ტი­ტო­რე­ბის სა­ჭი­რო­ე­ბა მა­ინც დად­გე­ბა — ამ აზრს ცენ­ტ­რის ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლიც ეთან­ხ­მე­ბა: „რე­პე­ტი­ტო­რო­ბა ვერ გაქ­რე­ბა და ყო­ველ­თ­ვის იქ­ნე­ბა. მთა­ვა­რია, რა დო­ზით და რა კონ­კუ­რენ­ცი­ას გა­უ­წევს ზო­გად­სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო სის­ტე­მას. თუ გა­ნათ­ლე­ბის სის­ტე­მა მხო­ლოდ რე­პე­ტი­ტო­რებ­ზე დგას და ყვე­ლა რე­პე­ტი­ტორ­თან ემ­ზა­დე­ბა, მა­შინ სკო­ლა­ში რა­ტომ ვდებთ ფულს? მთა­ვა­რია ბა­ლან­სი, თო­რემ რე­პე­ტი­ტო­რის სა­ჭი­რო­ე­ბა, თუნ­დაც იმ ბავ­შ­ვე­ბის­თ­ვის, ვი­საც სკო­ლა­ში ჩვე­უ­ლებ­რი­ვი სას­წავ­ლო პრო­ცე­სის პი­რო­ბებ­ში უჭირს პროგ­რა­მის დაძ­ლე­ვა, ყო­ველ­თ­ვის იქ­ნე­ბა. მსგავ­სი პრაქ­ტი­კა ბევრ ქვე­ყა­ნა­შია, ამი­ტომ არ ვამ­ბობთ, რომ უნ­და ამოვ­ძირ­კ­ვოთ ეს სის­ტე­მა, რაც არ უნ­და და­ვი­ქად­ნოთ, ამას მა­ინც ვერ გა­ვა­კე­თებთ.“

ლა­ლი ჯე­ლა­ძე

 

დატოვეთ კომენტარი