ქარ­თუ­ლი მეც­ნი­ე­რე­ბის უმ­თავ­რე­სი მი­ზა­ნი ერ­თი­ან ევ­რო­პულ სივ­რ­ცე­ში ინ­ტეგ­რირებაა  

1148

გა­ნათ­ლე­ბის რე­ფორ­მის ფარ­გ­ლებ­ში მეც­ნი­ე­რე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით და­გეგ­მი­ლი სი­ახ­ლე­ე­ბი გა­ნათ­ლე­ბის, მეც­ნი­ე­რე­ბის, კულ­ტუ­რი­სა და სპორ­ტის მი­ნის­ტ­რ­მა, მი­ხე­ილ ბა­ტი­აშ­ვილ­მა, მი­ნის­ტ­რის მო­ად­გი­ლე ირი­ნა აბუ­ლა­ძემ და შო­თა რუს­თა­ვე­ლის სა­ქარ­თ­ვე­ლოს ეროვ­ნუ­ლი სა­მეც­ნი­ე­რო ფონ­დის გე­ნე­რა­ლურ­მა დი­რექ­ტორ­მა, ზვი­ად გა­ბი­სო­ნი­ამ სა­ზო­გა­დო­ე­ბას, 30 იან­ვარს გა­აც­ნეს.

მი­ხე­ილ ბა­ტი­აშ­ვილ­მა გა­ნაცხა­და, რომ გა­ნათ­ლე­ბა­ში მა­ღა­ლი ხა­რის­ხის მი­საღ­წე­ვად აუცი­ლე­ბე­ლია მეც­ნი­ე­რე­ბის გან­ვი­თა­რე­ბის­თ­ვის ხელ­შეწყო­ბა და ამ სფე­რო­ში ახალ­გაზ­რ­დე­ბის მაქ­სი­მა­ლუ­რად ჩარ­თუ­ლო­ბა, უმ­თავ­რე­სი კი — ევ­რო­პულ სა­მეც­ნი­ე­რო წრე­ებ­თან ინ­ტეგ­რა­ციაა: „უკ­ვე და­ვიწყეთ მუ­შა­ო­ბა და ინ­ტენ­სი­უ­რად მიმ­დი­ნა­რე­ობს კონ­სულ­ტა­ცი­ე­ბი, რომ, გარ­კ­ვე­უ­ლი პე­რი­ო­დის შემ­დეგ, სა­ქარ­თ­ვე­ლო ერ­თი­ა­ნი ევ­რო­პუ­ლი სა­მეც­ნი­ე­რო სივ­რ­ცის ნა­წი­ლად მო­ი­აზ­რე­ბო­დეს. პირ­ველ რიგ­ში, ეს გუ­ლის­ხ­მობს სა­მეც­ნი­ე­რო პრო­ე­ქტე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბას და ქარ­თ­ვე­ლი მეც­ნი­ე­რე­ბის ჩარ­თუ­ლო­ბას ევ­რო­პულ სა­მეც­ნი­ე­რო სივ­რ­ცე­ში. ფაქ­ტობ­რი­ვად, ნე­ბის­მი­ე­რი უნი­ვერ­სი­ტე­ტის ქარ­თ­ვე­ლი მეც­ნი­ე­რი შე­იძ­ლე­ბა ჩა­ერ­თოს ევ­რო­კავ­ში­რის ქვეყ­ნის სა­მეც­ნი­ე­რო კვლე­ვა­ში. ასე­თი ტი­პის ინ­ტეგ­რი­რე­ბა მარ­თ­ლაც წარ­მო­უდ­გე­ნელ შე­საძ­ლებ­ლო­ბებს უხ­ს­ნის მეც­ნი­ე­რებს და რაც მთა­ვა­რია, კი­დევ მეტ ევ­რო­პელ მეც­ნი­ერს გა­ა­ჩენს სა­ქარ­თ­ვე­ლოს კვლე­ვით სივ­რ­ცე­ში. ყვე­ლა­ფერს გა­ვა­კე­თებთ იმის­თ­ვის, რომ რაც შე­იძ­ლე­ბა მეტ ქარ­თ­ველ მეც­ნი­ერს მივ­ცეთ შე­საძ­ლებ­ლო­ბა, ევ­რო­პელ მეც­ნი­ე­რებ­თან ერ­თად, მეტ წარ­მა­ტე­ბას მი­აღ­წი­ონ.“

გა­ნათ­ლე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით დაწყე­ბუ­ლი რე­ფორ­მის ფარ­გ­ლებ­ში, გა­ნათ­ლე­ბის სა­მი­ნის­ტ­რომ, შო­თა რუს­თა­ვე­ლის სა­ქარ­თ­ვე­ლოს ეროვ­ნულ სა­მეც­ნი­ე­რო ფონ­დ­თან და სა­ერ­თა­შო­რი­სო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ებ­თან მუ­შა­ო­ბის შე­დე­გად, მეც­ნი­ე­რე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით, რამ­დე­ნი­მე მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი პრი­ო­რი­ტე­ტი გან­საზღ­ვ­რა:

* ევ­რო­კავ­ში­რის კვლე­ვი­სა და ინო­ვა­ცი­ის სის­ტე­მას­თან მე­ტი ინ­ტეგ­რა­ცია, ტექ­ნო­ლო­გი­ურ და ინო­ვა­ცი­ურ კვლე­ვებ­ში სა­მეც­ნი­ე­რო ეფექ­ტი­ა­ნო­ბის სტან­დარ­ტე­ბი­სა და პრინ­ცი­პე­ბის და­ნერ­გ­ვა, მეც­ნი­ე­რე­ბის პო­პუ­ლა­რი­ზა­ცია და ახალ­გაზ­რ­და მეც­ნი­ერ­თა ხელ­შეწყო­ბა, მეც­ნი­ე­რე­ბის და­ფი­ნან­სე­ბის მოქ­ნი­ლი და ეფექ­ტუ­რი სქე­მე­ბის შე­მუ­შა­ვე­ბა, მეც­ნი­ე­რე­ბა­სა და კერ­ძო სექ­ტორს შო­რის თა­ნამ­შ­რომ­ლო­ბის ინი­ცი­რე­ბა და გან­ვი­თა­რე­ბის ხელ­შეწყო­ბა, სა­მეც­ნი­ე­რო კვლე­ვე­ბის შე­დე­გე­ბის კო­მერ­ცი­ა­ლი­ზა­ცია.

* ახალ­გაზ­რ­და მეც­ნი­ერ­თა ხელ­შეწყო­ბის მიზ­ნით, 2019 წელს, საგ­რან­ტო კონ­კურ­სის ბი­უ­ჯე­ტი საგ­რ­ძ­ნობ­ლად გა­ი­ზარ­და. და­გეგ­მი­ლია სა­ხე­ლო­ბი­თი სტი­პენ­დი­ე­ბის და­წე­სე­ბა და კვლე­ვი­თი ვი­ზი­ტე­ბის და­ფი­ნან­სე­ბის გაზ­რ­და (ERC, DAAD, ფრან­გუ­ლი ინ­ს­ტი­ტუ­ტი და სხვ).

* სა­ერ­თა­შო­რი­სო თა­ნამ­შ­რომ­ლო­ბის გა­საძ­ლი­ე­რებ­ლად, 2019 წელს, ფონ­დი ევ­რო­კო­მი­სი­ის ინი­ცი­ა­ტი­ვა­ში (EURAXESS) სა­ქარ­თ­ვე­ლოს გა­წევ­რი­ა­ნე­ბას გეგ­მავს. ამ მიზ­ნით შე­იქ­მ­ნე­ბა EURAXESS-Georgia პორ­ტა­ლი, რო­მე­ლიც EURAXESS-ის პა­ნევ­რო­პულ პორ­ტალ­თან ინ­ტეგ­რირ­დე­ბა. პორ­ტალ­ში ამ­ჟა­მად 40-ზე მე­ტი ქვე­ყა­ნაა ჩარ­თუ­ლი. EURAXESS-ში ჩარ­თ­ვა ქარ­თ­ველ მკვლევ­რებს კა­რი­ე­რულ ზრდა­ში შე­უწყობს ხელს, აგ­რეთ­ვე, სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში უცხო­ელ სტუ­დენ­ტებს მო­ი­ზი­დავს.

და­გეგ­მი­ლია რე­ცენ­ზი­რე­ბა­დი ელექ­ტ­რო­ნუ­ლი სა­მეც­ნი­ე­რო ჟურ­ნა­ლის „სა­ქარ­თ­ვე­ლოს მეც­ნი­ე­რე­ბის“ (Georgian Science) გა­მო­ცე­მა, რომ­ლის რედ­კო­ლე­გი­ის წევ­რე­ბი, ქარ­თ­ვე­ლებ­თან ერ­თად, უცხო­ე­ლი მეც­ნი­ე­რე­ბიც იქ­ნე­ბი­ან. ჟურ­ნა­ლი სა­ქარ­თ­ვე­ლოს სა­მეც­ნი­ე­რო პრო­დუქ­ტის სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­მეც­ნი­ე­რო სივ­რ­ცე­ში გა­ტა­ნას უზ­რუნ­ველ­ყოფს.

* სა­მეც­ნი­ე­რო კვლე­ვე­ბის ხელ­შეწყო­ბის მიზ­ნით, მეც­ნი­ე­რე­ბის მე­ნეჯ­მენ­ტ­ში ევ­რო­პუ­ლი კვლე­ვე­ბის საბ­ჭოს — ERC — სტან­დარ­ტე­ბი, ბლოკ­ჩე­ი­ნი და 3D ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბი და­ი­ნერ­გე­ბა. ასე­ვე, გაძ­ლი­ერ­დე­ბა უცხო­ე­ლი ექ­ს­პერ­ტე­ბის რო­ლი კვლე­ვე­ბის შე­დე­გე­ბის შე­ფა­სე­ბის პრო­ცეს­ში; ხე­ლი შე­ეწყო­ბა კვლე­ვე­ბი­ს კო­მერ­ცი­ა­ლი­ზა­ცი­ას და მეც­ნი­ე­რე­ბა­სა და კერ­ძო სექ­ტორს შო­რის თა­ნამ­შ­რომ­ლო­ბის გაღ­რ­მა­ვე­ბას.

* სა­ხელ­მ­წი­ფო სრუ­ლად და­ა­ფი­ნან­სებს სა­ქარ­თ­ვე­ლოს უნი­ვერ­სი­ტე­ტე­ბი­სა და სა­მეც­ნი­ე­რო-კვლე­ვი­თი ინ­ს­ტი­ტუ­ტე­ბი­სათ­ვის ELSEVIER-ის სა­მეც­ნი­ე­რო ბა­ზებ­ზე წვდო­მას რო­გორც სა­ხელ­მ­წი­ფო, ისე კერ­ძო უნი­ვერ­სი­ტე­ტე­ბის­თ­ვის. აქამ­დე მხო­ლოდ სა­ხელ­მ­წი­ფო უმაღ­ლე­სი სას­წავ­ლებ­ლე­ბი ფი­ნან­ს­დე­ბო­და, წელს პირ­ვე­ლად და­ფი­ნან­ს­დე­ბა კერ­ძო უმაღ­ლე­სე­ბიც.

იზ­რ­დე­ბა საგ­რან­ტო და­ფი­ნან­სე­ბა, რაც იმას ნიშ­ნავს, რომ ახალ­გაზ­რ­და მეც­ნი­ე­რე­ბის­თ­ვის ფონდს რამ­დე­ნი­მე გრან­ტი აქვს, სა­უ­ბა­რია დოქ­ტო­რან­ტებ­ზე და პოს­ტ­დოქ­ტო­რან­ტებ­ზე. რუს­თა­ვე­ლის ფონ­დის დი­რექ­ტო­რი ზვი­ად გა­ბი­სო­ნია ამ­ბობს, რომ DAAS და ფრან­გულ ინ­ს­ტი­ტუტ­თან არ­სე­ბუ­ლი ერ­თობ­ლი­ვი სა­მეც­ნი­ე­რო გრან­ტე­ბის ოდე­ნო­ბი­სა და ვა­დე­ბის გან­საზღ­ვ­რა და­მო­კი­დე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა კონ­კ­რე­ტულ საგ­რან­ტო პრო­ექ­ტებ­ზე, რო­მე­ლიც შე­იძ­ლე­ბა იყოს ერ­თ­წ­ლი­ა­ნი, ორ­წ­ლი­ა­ნი და მე­ტი. იგი მნიშ­ვ­ნე­ლო­ვან სი­ახ­ლედ მეც­ნი­ე­რე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით პრი­ო­რი­ტე­ტი­ზა­ცი­ის დაწყე­ბას ასახე­ლებს, რაც 90-იანი წლე­ბის შემ­დეგ, ჩვენს ქვე­ყა­ნა­ში, არ გა­კე­თე­ბუ­ლა. „ძა­ლი­ან რთუ­ლი ამო­ცა­ნაა და შე­სა­ბა­მი­სად, არ გვინ­და, რომ ინ­დი­ვი­დუა­ლუ­რად მი­ვი­ღოთ გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბა. ამი­ტომ, ორ­შა­ბა­თი­დან ვიწყებთ უნი­ვერ­სი­ტე­ტე­ბის სა­მეც­ნი­ე­რო წრე­ებ­თან შეხ­ვედ­რებს. ქარ­თ­ველ მეც­ნი­ე­რებ­თან გვექ­ნე­ბა ინ­ტენ­სი­უ­რი დის­კუ­სი­ე­ბი. ჩვე­ნი მი­ზა­ნია, ფუნ­და­მენ­ტუ­რი მეც­ნი­ე­რე­ბე­ბი ისე გან­ვა­ვი­თა­როთ, რომ მოხ­დეს მა­თი გარ­დაქ­მ­ნა გა­მო­ყე­ნე­ბით კვლე­ვე­ბის ნა­წილ­ში და სა­ბო­ლო­ოდ, კო­მერ­ცი­ულ ტრან­ს­ფე­რებ­ში.“

ფონ­დის დი­რექ­ტორ­მა იმ ბი­უ­როკ­რა­ტი­ულ ბა­რი­ე­რებ­ზეც ისა­უბ­რა, რო­მე­ლიც, გან­სა­კუთ­რე­ბით საგ­რან­ტო გა­ნაცხა­დებ­თან და­კავ­ში­რე­ბით ჩნდე­ბა. „პირ­ველ რიგ­ში, საგ­რან­ტო გა­ნაცხა­დებ­ში ტექ­ნი­კუ­რი ხარ­ვე­ზე­ბის დად­გე­ნის გა­მარ­ტი­ვე­ბას ვა­პი­რებთ.   მეც­ნი­ე­რებს გარ­კ­ვე­ულ ვა­დას მივ­ცემთ ტექ­ნი­კუ­რი ხარ­ვე­ზის გა­მო­სას­წო­რებ­ლად. შე­სა­ბა­მი­სად, სრუ­ლი აქ­ცენ­ტი­რე­ბა საგ­რან­ტო გა­ნაცხა­დის ში­ნა­არ­სობ­რივ ნა­წილ­ზე გა­და­ვა. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, აღარ და­იბ­ლო­კე­ბა ისე­თი ტი­პის პრო­ექ­ტე­ბი, რომ­ლე­ბიც მხო­ლოდ ტექ­ნი­კუ­რი ხარ­ვე­ზის გა­მო ჩერ­დე­ბო­და. სამ­წუ­ხა­როა, რომ წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში, ბევ­რი საგ­რან­ტო პრო­ექ­ტი არა ში­ნა­არ­სობ­რი­ვი ნა­წი­ლის, არა­მედ სწო­რედ ტექ­ნი­კუ­რი ნა­წი­ლის გა­მო და­იბ­ლო­კა.“

კითხ­ვას, თუ რო­გორ აპი­რებს ფონ­დი კერ­ძო სექ­ტო­რის მო­ზიდ­ვას და ჩარ­თ­ვას სა­მეც­ნი­ე­რო-კვლე­ვით პრო­ცეს­ში, ზვი­ად გა­ბი­სო­ნია პა­სუ­ხობს, რომ ეს ძა­ლი­ან რთუ­ლი ამო­ცა­ნაა, რად­გან „ჩვენ უნ­და შევ­ძ­ლოთ, კერ­ძო სექ­ტო­რის სა­მეც­ნი­ე­რო პო­ტენ­ცი­ა­ლი­თა და მეც­ნი­ე­რე­ბით და­ინ­ტე­რე­სე­ბა. რა თქმა უნ­და, ვერ ვა­ი­ძუ­ლებთ სა­მეც­ნი­ე­რო კვლე­ვებ­ში ჩარ­თ­ვას, ამი­ტომ მეც­ნი­ე­რე­ბამ და კერ­ძო სექ­ტორს ისე­თი ტი­პის პროექ­ტე­ბი უნ­და შეს­თა­ვა­ზოს, რომ ისი­ნი თა­ვად და­ინ­ტე­რეს­დ­ნენ მა­თი და­ფი­ნან­სე­ბით.“

რა ოდე­ნო­ბით გა­ნი­საზღ­ვ­რე­ბა სა­ხე­ლო­ბი­თი სტი­პენ­დი­ე­ბი? რო­გორც ფონ­დის ხელ­მ­ძღ­ვა­ნელ­მა გვითხ­რა, მი­ი­ღეს გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბა, რომ კონ­კურ­სი შვი­დი­ვე სა­მეც­ნი­ე­რო მი­მარ­თუ­ლე­ბა­ზე გა­მო­აცხა­დონ. შე­სა­ბა­მი­სად, შე­არ­ჩი­ეს სა­ხე­ლო­ბი­თი სტი­პენ­დი­ე­ბი, რო­მელ­საც გა­მარ­ჯ­ვე­ბუ­ლე­ბი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში მი­ი­ღე­ბენ. „სტი­პენ­დი­ებს ისე­თი ქარ­თ­ვე­ლი მეც­ნი­ე­რე­ბი­სა და მა­მუ­ლიშ­ვი­ლე­ბის სა­ხე­ლი და­ვარ­ქ­ვით, რომ დარ­წ­მუ­ნე­ბუ­ლი ვართ, მთე­ლი ცხოვ­რე­ბა იამა­ყე­ბენ ამით. ეს, რა­საკ­ვირ­ვე­ლია, დი­დი სტი­მუ­ლია მათთვის და ჩვე­ნი მეც­ნი­ე­რე­ბის­თ­ვის — პო­პუ­ლა­რი­ზა­ცია. სტი­პენ­დი­ე­ბის გარ­და, გვინ­და სა­მეც­ნი­ე­რო წლის ჯილ­დოს და­წე­სე­ბაც, რო­მე­ლიც ორ წე­ლი­წად­ში ერ­თხელ გა­ი­ცე­მა. წარ­მა­ტე­ბის კო­ე­ფი­ცი­ენ­ტის დად­გე­ნა და გა­ზომ­ვა არა კონ­კ­რე­ტუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის სა­მეც­ნი­ე­რო ბი­ოგ­რა­ფი­ე­ბით, რო­გორც აქამ­დე იყო, არა­მედ იმ სა­მეც­ნი­ე­რო მიღ­წე­ვე­ბით, რაც მო­ცე­მულ ორი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ექ­ნე­ბათ. წლის გან­მავ­ლო­ბა­ში, სტი­პენ­დი­ე­ბის­თ­ვის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლია, და­ახ­ლო­ე­ბით, 12 ათა­სი ლა­რი. შე­სა­ბა­მი­სად, გა­მარ­ჯ­ვე­ბუ­ლე­ბი ათას ლა­რი­ან სტი­პენ­დი­ას მი­ი­ღე­ბენ.“ — აღ­ნიშ­ნა ფონ­დის დი­რექ­ტორ­მა.

2019 წელს ჩა­ფიქ­რე­ბუ­ლია ახა­ლი კონ­კურ­სე­ბის ჩა­ტა­რე­ბა, რო­მელ­თა მი­ზა­ნი ზო­გად­სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბე­ბის მოს­წავ­ლე­თა მე­ტი ჩარ­თუ­ლო­ბაა სა­მეც­ნი­ე­რო კვლე­ვებ­ში. „მეც­ნი­ე­რე­ბა უნ­და გახ­დეს ქვეყ­ნის­თ­ვის პრი­ო­რი­ტე­ტუ­ლი“ — ითქვა პრე­ზენ­ტა­ცი­ა­ზე.

ირი­ნა აბუ­ლა­ძე: „ძა­ლი­ან მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია სკო­ლე­ბი და­ახ­ლოვ­დ­ნენ უნი­ვერ­სი­ტე­ტებ­თან და კვლე­ვით ინ­ს­ტი­ტუ­ტებ­თან. უამ­რა­ვი შე­საძ­ლებ­ლო­ბაა, რა­საც ად­გილ­ზე შე­იძ­ლე­ბა გა­ეც­ნონ ჩვე­ნი მოს­წავ­ლე­ე­ბი და და­ინ­ტე­რეს­დ­ნენ. მეც­ნი­ე­რე­ბა ცნო­ბის­მოყ­ვა­რე­ო­ბით, კვლე­ვის და ძი­ე­ბის უნა­რე­ბით იწყე­ბა, ამი­ტომ ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით აუცი­ლებ­ლად ვი­თა­ნამ­შ­რომ­ლებთ.“

და­ვით ლორ­თ­ქი­ფა­ნი­ძე, ეროვნული მუზეუმის გენე­რა­ლუ­რი დირექტორი: „ყვე­ლამ უნ­და იცო­დეს, რომ მეც­ნი­ე­რე­ბა არ არის ფუ­ფუ­ნე­ბა, მეც­ნი­ე­რე­ბა არის ის, რა­ზეც დგას თა­ნა­მედ­რო­ვე მსოფ­ლიო და პროგ­რე­სი. მეც­ნი­ე­რუ­ლი კვლე­ვა ყვე­ლა სფე­რო­ში უნ­და ხორ­ცი­ელ­დე­ბო­დეს. ასე­ვე, ძა­ლი­ან მნიშ­ვ­ნელ­ვა­ნია მეც­ნი­ე­რე­ბის პო­პუ­ლა­რი­ზა­ცია, სულ პა­ტა­რა ასა­კი­დან­ვე ამ სფე­რო­ში ჩარ­თ­ვა ის იმ­პულ­სია, რო­მე­ლიც გა­ნა­ვი­თა­რებს დარგს. ოპ­ტი­მის­ტუ­რად ვუ­ყუ­რებ ამ სფე­როს გან­ვი­თა­რე­ბას, რად­გან ჩვენს ქვე­ყა­ნას კვლე­ვის დი­დი პო­ტენ­ცი­ა­ლი აქვს — ჩვე­ნი ბუ­ნებ­რი­ვი და ინ­ტე­ლექ­ტუ­ა­ლუ­რი მემ­კ­ვიდ­რე­ო­ბა ხში­რად მსოფ­ლიო მნიშ­ვ­ნე­ლო­ბის კვლე­ვის ობი­ექტს წარ­მო­ად­გენს. პრინ­ცი­პუ­ლია, რომ ჩვე­ნი ქვე­ყა­ნა კვლე­ვის ძი­რი­თა­დი ცენ­ტ­რი იყოს, ინ­ტეგ­რი­რე­ბუ­ლი სა­ერ­თა­შო­რი­სო პროგ­რა­მებ­ში.“

ლა­ლი ჯე­ლა­ძე

დატოვეთ კომენტარი