უცვლელი ბარიერი და გამარტივებული რეგისტრაციის პროცესი

556

მასწავლებელთა კომპეტენციის დადასტურების გამოცდაზე რეგისტრაციის პროცედურა გამარტივდა. – ამის შესახებ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა სოფო გორგოძემ განაცხადა.

„დღეს დაიწყო მასწავლებლების გამოცდაზე რეგისტრაცია. პროცედურა საკმაოდ გამარტივებულია. რეგისტრაცია ხდება მხოლოდ შეფასების და გამოცდების ეროვნულ ცენტრში. მასწავლებლებს ახსოვთ, რომ მანამდე იყო ორმაგი რეგისტრაცია. ერთი – მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრში და მეორე – შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში. ახლა მხოლოდ ერთ ცენტრშია რეგისტრაცია და საკმაოდ გამარტივებულია ეს პროცედურა.

რაც შეეხება თავად გამოცდებს, განსაკუთრებული ცვლილება აქ არ არის. იგივე ფორმატი და დიზაინის ტესტებია, როგორიც წინა წლებში იყო. დეტალური ინფორმაცია ჩვენს ვებგვერდზეა განთავსებული და დამატებითი კითხვების შემთხვევაში პედაგოგებს შეუძლიათ ჩვენ მოგვმართონ.

ცვლილებები არ არის ბარიერის თვალსაზრისითაც. მოგეხსენებათ საუბარია მინიმალური კომპეტენციის დადასტურებაზე. 1, 4 და 7 კრედიტი, როგორც წინა წელს იყო წელსაც შესაბამისი ქულების მიღების შემთხვევაში მათ ამ კრედიტების დაგროვება შეუძლიათ.

სიახლე ის არის, რომ აქამდე მასწავლებლებს ამ გამოცდაზე გასვლის შესაძლებლობა მხოლოდ ერთხელ ჰქონდათ, ახლა პირველ გამოცდაზე გასვლისა და წარუმატებლობის შემთხვევაში, მასწავლებლებს ექნებათ შანსი, მეორედ გავიდნენ გამოცდაზე 2019 წლის ბოლომდე. “,- განაცხადა სოფო გორგოძემ.

 

დატოვეთ კომენტარი